Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

paul scholberg

 

 

 

428f0fd8b5b1.jpg

 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ლიეჟში კარგად იცნობდნენ მეიარაღე დინასტიას შოლბერგების გვარით. მათი პირველი საოჯახო საწარმო 1860 წლიდანაა ცნობილი(პირველი მეიარაღე პოლ შოლბერგი გახლდათ). ამ საწარმოს პროდუქცია თაობიდან თაობაში სულ უფრო დიდ ავტორიტეტს იხვეჭდა. ამ ფირმის სახელთანაა დაკავშირებული 10-ზე მეტი პატენტი.

პირველი საწარმო, რომელიც საოჯახო ბიზნენის ფარგლებს გასცდა დარეგისტრირდა Rue Morinval, 24 Liege მისამართზე 1906 წელს და არსებობა შეწყვიტა 1948 წელს.

 

 

a1e66f5f6141.jpg

 

 

e1f7bfff64e2.jpg

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში შოლბერგმა გამოუშვა თოფები ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით(სახელწოდებით ,,რეკორდი"), რომელთა ლულებსაც გააჩნდათ არა ერთი, არამედ ორი საყრდენი კაუჭი(ანალოგია გერმანელებსაც ქონდათ დამზადებული, თუმცა შოლბერგის სისტემა უფრო სრულყოფილი გახლდათ). კაუჭები პარალელურ სიბრტყეში იყვნენ განლაგებული. ასეთმა სიახლემ საგრძნობლად გაამყარა კონსტრუქცია და გრინერის ჭანჭიკთან კომბინაციაში მინიმუმამდე დაიყვანა ლულათა რყევის შესაძლებლობა. ამ სისტემის თოფები გამოდიოდა როგორც გარე, ასევე შიდა ჩახმახებზე.

 

2d1bb130f686.jpg3209f38e8a98.jpg

 

 

2a62c4c24c06.jpg

 

ეს გამოგონება სხვა მწარმოებლებმა მოიწონეს და გადაიღეს. მაგალითად, ზიმსონმა ანალოგიურ სისტემაზე დაიწყო სამლულიანების წარმოება.

შოლბერგი ცნობილია ძვირფასი თოფების წარმოებით, რომლებიც უჟანგი ლითონის ლულებით იყო დიდწილად აღჭურვილი, თუმცა ლიეჟში მდებარე საწარმოში(იმ დროში არც თუ ისე პატარა იყო მისი წარმოების მასშტაბები), მზადდებოდა სერიული პროდუქციაც.

 

 

53bf300fd0d6.jpg

 

 

 

92a42beb90ee.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Paul Sholberg წარმოებულია 1934 წ.

 

 

a7367db0f0d5.jpg

 

 

ყალიბი 16, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 720მმ, ფიქსირებული ჩოკები(1,0-0,5მმ), ,,სიმენს-მარტინის" ფოლადი, ჰოლანდის საიდლოკი, ჩაკეტვა სამმაგი, ეჟექტორზე(ეჟექტორი და სასხლეტი მოოქროვილია), ჩახმახების შეყენების მაჩვენებელი, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის).

e6eb81272ffa.jpg

 

 

f88e9f577ffd.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...