Jump to content
Club-Monadire.Ge

სანადირო თოფების სქემა ნახაზები(დაშლა-აწყობა)


Recommended Posts

სანადირო თოფების სქემა ნახაზები

 

მრ-151

5287170d2fda.jpg

 

 

მრ- 153

 

4029f80ce3be.jpg

 

იჟ-27 მ

 

72afc39f482c.jpg

 

იჟ-39

880b5ca55e3b.gif

 

 

 

ტოზ-34

e91a55820213.jpg

 

 

 

 

იჟ-18მმ ე

 

 

ea6c30a72832.jpg

 

Beretta A-300

 

 

92aa64109ce6.jpg

 

 

 

Fabarm Ellegi

 

 

9fa465c796f4.jpg

 

 

 

 

Browning Auto 5

 

 

914b82d9bca0.jpg

 

 

 

Remington 11-87

78a232166b4c.jpg

 

 

 

Franchi 612-620

 

43e4046598aa.jpg

 

 

 

 

 

Mossberg 500 (პომპა)

 

 

8454efcee9af.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

მოგახსენებთ, რომ გლუვლულიანი თოფების რამდენიმე მოდელს ჩემს ხელში გაუვლია...

ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა საჭიროების შემთხვევაში თავად დამეშალა საყვარელი იარაღი და გამერემონტებინა(ნემსის შეცვლა, საბრძოლო მშვილდის(ზამბარის) შეცვლა, ნემსას დამაბრუნებელი ზამბარის შეცვლა და ა.შ.) . ამას ზოგჯერ წარმატებით ვახერხებდი, ზოგჯერ კი ოსტატთან მიწევდა ნახევრადდაშლილი თოფით სირბილი :alfons:.

წლებს სიბერესთან ერთად გამოცდილებაც მოაქვს, ამიტომ ვისაც კითხვის ინტერესი ჯერ კიდევ არ განელებია მინდა შევთავაზო ჩვენში ყველაზე პოპულარული თოფების დაშლა-აწყობის მცირე ექსკურსი. დავიყწებ იჟ-27-ით, რომლის დაშლა აწყობა იგივეა რაც იჟ-12-სა :hi:

 

5b7c36aef73b.jpg

 

იჟ-27

 

 

 

72afc39f482c.jpg

 

 

1)ვხსნით ტიბჟირს; 2) ვაცალკევებთ ლულას კალაპოტთან;

3) ვხსნით კონდახს კალაპოტიდან, ამისათვის:

_კონდახს კეფაზე ვხსნით საბჟენს(66) სახრახნისით(დამაგრებულია 2 ჭანჭიკით_67 და 68);

_ვხსნით სასხლეტების ფარს კონდახისაგან(ჭანჭიკი 61), ფარს(60) მოვაბრუნებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით;

_ვხსნით კონდახის სამაგრ გრძელ ჭანჭიკს(63). მცირე დაქაჩვითა და მსუბუქი დაკაკუნებით კონდახი განცალკევდება კალაპოტთან.

 

4) ვშლით სასხლეტ-დამცემ მექანიზმს, ამისათვის:

_ შევაყენებთ ჩახმახებს(25);

_საბრძოლო ზამბარის ღერძზე(27)არსებულ ნახვრეტში ჩავამაგრებთ წვრილი მავთულის ნაჭერს(დიამეტრი 1-1,5მმ);

_დავუშვებთ ჩახმახებს;

_ვხსნით საბრძოლო ზამბარებს მის ღერძებთან ერთად(27-28);

_ წვრილი ინსტრუმენტით(მაგალითად სადგისი) გამოვაძრობთ ჩახმახის ღერძს(შპონკა)_ჩახმახი მოიხსნება;

_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ მერყევას(30) ღერძს_მერყევა მოიხსნება;

 

 

5)ვშლით მცველს(35), ამისათვის:

_გამოვაძრობთ მცველის ზამბარის შტიფტს და ვხსნით ზაბარას(40)_მცველი დაშლილია;

 

6)ვშლით საკეტს და ნემსებს, ამისათვის:

_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ნემსას(31) ღერძს(შპონკას); ამოვიღებთ ნემსას დამაბრუნებელ ზამბარებთან ერთად; ამოვხრახნით საკეტი ურდულის(16) ჭანჭიკს(17);

_ამოვხრახნით კალაპოტის ძირის ჭანჭიკს(50)_ საკეტის ძირი მოხსნილია;

_მსუბუქი დარტყმებით ამოვაგდებთ ურდულის ღერძს ზამბარასთან ერთად(20);

 

 

7) ვშლით ექსტრაქტორს, ამისათვის

__წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ექსტრაქტორის(2) ღერძს(შპონკას 3)_ექსტრაქტორი გამოვა;

_ზოგიერთ მოდიფიკაციაზე ღერძის მაგივრად ხრახნიანი ჭანჭიკია, ამ შემთხვევაში_ სახრახნისი და მისი ჯანი. ;)

 

 

 

 

აწყობა უკუმიმართულებით(თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არა ხართ გირჩევთ დაშლას ნუ დაიწყებთ!!! :hi3: )

 

 

 

 

 

 

პ.ს. თუ ასეთმა ახსნამ დაგაინტერესათ, ბრძანეთ და თითქმის ყველა რუსული მოდელის დაშლა-აწყობას გასწავლით :dato:

Link to post
Share on other sites

ტოზ-34

 

 

ეს მოდელი ჩემი კარის მეზობელს აქვს... ორჯერ მშვილდები მაქვს შენაცვლელი. სხვა პრობლემა არასოდეს ჰქონია :flirt:

 

 

6d88ed7bf697.jpg

 

 

 

 

ეს მოდელი ორი პატარა სახესხვაობითაა წარმოდგენილი: პირველი(უფრო ძველი) ალმისებური მოწყობილობითაა(ე.წ. ,,ფლაჟოკიანი" მოდელი. აქ ალმად მოვიხსენიებ :hi3: ), ხოლო მეორე(ახალი) ამ მოწყობილობის გარეშე.

მათ დაშლაში განსხვავება, მხოლოდ ისაა, რომ ძველებში ამ ალმის პოზიცია უნდა იყის უკიდურესად ქვემოთ, ახლებს კი საერთოდ არა აქვთ :hi3:

 

a06f2b62ff35.jpg

 

 

 

მექანიზმის მდგომარეობა დაშლისას

1029cde03efe.jpg

 

 

1)ვაცალკევებთ ლულას კალაპოტთან, ამისათვის:

_გადავხსნით თოფს;

_მცველს დავაყენებთ ,,მზადყოფნის" პოზიციაში ანუ წინ მივწევთ;

_დავუშვებთ სასხლეტებს და ამავდროულად დავკეტავთ თოფს;

_ალამს დავწევთ უკიდურეს ქვედა პოზიციამდე;

_გასახსნელ ბერკეტს გადავწევთ ბოლომდე მარჯვნივ(ზოგიერთ კალაპოტზე ამ პოზიციისათვის არის აღნიშვნა წითელი წერტილის სახით);

_თოფს მივცემთ ზომიერ რყევით მოძრაობებს ზემოთ-ქვემოთ_ ლულა კალაპოტთან განცალკევდება.

_გასახსნელი ბერკეტის საწყის პოზიციაში დასაბრუნებლად დავაწვებით შემყენებლებს_ბერკეტი თავის ადგილზე დაბრუნდება;

 

5d732b065fe9.jpg

 

აქვე დავამატებდი: ,,ფლაჟოკიან" მოდელებზე დაშლისას ალმის ბოლომდე არდაწევა იწვევს ჩახმახის შემყენებლების დეფორმირებას და მერე შეუძლებელია ლულის კალაპოტთან განცალკევება სპეციალისტის ჩარევის გარეშე!!! :old:

 

ა_ ალმის პოზიცია მუშაობისას ბ_ ალმის პოზიცია დაშლისას

46826b9651ca.jpg

 

 

2) ტიბჟირის ლულასთან განსაცალკევებლად გამოიყენეთ სახრახნისი(ორ-ორი ჭანჭიკია მოსაშვები);

 

3) კალაპოტისა და კონდახის განსაცალკევებლად:

__ვხსნით ფარს;

_ამოვახრახნით სამაგრ ჭანჭიკებს და მსუბუქი დაქაჩვითა და ასევე მსუბუქი დაკაკუნებით განვაცალკევებთ;

 

თოფის მთელი მექანიზმი და მოწყობილობა შტიფტებისა და ღერძების სისტემაზეა აწყობილი. მათი დაშლა ამოღება ზემოთ პოსტში აღწერილი სამუშაოს ანალოგიურია, ამიტომ აქ აღარ განვმეორდები. მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ტოზ-34-ის საბრძოლო ზამბარა ისებურია(გურიაში ცხენის ნალივითააო იძახიან :alfons: ), მისი შეცვლა ყველაზე ხშირად უწევთ მონადირეებს და ინსტრუმენტად ბრტყელტუჩა(პლოცკო) სრულიად საკმარისია. :hi:

Link to post
Share on other sites

იჟ-54 და იჟ-26

 

 

60149516560a.jpg

 

 

ერთი მოდელით თქვენმა მონა-მორჩილმა დაიწყო ნადირობა, ხოლო მეორე ჩვენს კლუბის წევრს ჩავლეს აქვს(მაგას არ ველაპარაკები გაბუტული ვარ!!! :meeting: )

 

იჟ-54-ის ბაზაზე შემდეგში გამოუშვეს იჟ-26. ამ ორი მოდელის დაშლა-აწყობა ძირითადში ანალოგიურია... განმასხვავებელ ნიშნებზე იქვე მოგახსენებთ.

 

 

 

1) ლულის კონდახთან განცალკევებაზე არ შეგაწყენთ თავს;

2) ვაცალკევებთ კონდახს კალაპოტთან, ამისათვის:

_ამოვახრახნით ფარის ჭანჭიკს კალაპოტიდან;

_მოვატრიალებთ ფარს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და მოვხსნით;

_ფარის მოხსნის შემდეგ გამოჩნდება ვერტიკალური, კონდახში გამჭოლი ჭანჭიკი(26), რომელსაც ამოვხრახნით;

_ზომიერი დაქაჩვითა და მცირე დაკაკუნებით კონდახი და მექანიზმი განცალკევდება;

 

3)სასხლეტების მოხსნა:

_ამოვხრახნით კალაპოტის ძირზე ჭანჭიკებს(ორი წინაა, ერთიც უკან);

_მსუბუქი დაკაკუნებით სასხლეტები ძირთან ერთად მოიხსნება(კალაპოტის ძირი);

 

4) ვხსნით ჩახმახის შემყენებლებსა და ჩახმახებს:

_ კალაპოტის გვერდზე ამოვხრახნით ჭანჭიკებს(29). გახსოვდეთ, რომ დაზღვევის მიზნით ამ ჭანჭიკებს აქვთ(თითოს თითო) დამატებითი პატარა ჭანჭიკები, რომლებიც 29-ე ჭანჭიკის მოხსნამდე უნდა ამოიხრახნოს_ შემყენებლები მოიხსნება;

_ ჩახმახები ღერძებით(შპონკები) არის ჩამაგრებული(მათ მოხსნაზე წვრილი ინსტრუმენტით აღარ ვიმეორებ);

_ ჩახმახის მოხსნის შემდეგ შეყენების მაჩვენებლებიც გამოდის(ფრთხილად, პატარა ზამბარები არ დაკარგოთ);

 

5) მცველის მოხსნა პირველ პოსტში მაქვს აღწერილი :flirt:

 

6) მექანიზმის დაშლა:

_ამოვხრახნით გასახსნელი ბერკეტის ქვეშ ვერტიკალურად მდებარე(27) ჭანჭიკს(ბერკეტს მარჯვნივ გადაწეულად ვიჭერთ);

_ვხსნით ბერკეტს;

_აღნიშნული ჭანჭიკის ხვრელში ჩავდებთ ხის(ხრახნი რომ არ გავაფუჭოთ იმიტომ) პატარა პალოს და დავაკაკუნებთ მსუბუქად_ ჩამკეტი ღერძი, რგოლი და ჩამკეტი ჩარჩო ქვემოთ გაძვრება;

 

7) ნემსების მოხსნა:

_ ამ მოდელების ნემსის ან დამაბრუნებელი ზამბარის შესაცვლედად კონდახისა და მექანიზმის დაშლა საერთოდ არაა საჭირო. სპეციალური ინსტრუმენტით(ჩანგალს ეძახიან_პირადად მე სახლის პირობებში დავამზადე ეგ ჩანგალი :alfons: ) კალაპოტის შუბლზე იხსნება ბრანდმილები(10), რომლებიც არა 90 გრადუსით, არამედ უფრო ბლაგვი კუთხითაა გაშვებული კალაპოტის შუბლის მიმართ. გახსოვდეთ რომ ვიდრე ბრანდმილების მოხსნას დაიწყებთ, აუცილებელია მათი დამზღვევი ჭანჭიკების ამოხრახნვა(ორთავე ხრახნი მოხსნისას მიდის მარჯვნიდან მარცხნივ ანუ წაღმა)!!!

 

 

8) მშვილდის მოხსნაზე ზედმეტია დაწვრილებითი საუბარი, რადგან, როგორც კი კალაპოტის ძირი მოიხსნება ყველაფერი თვალნათელი ხდება. მის ამოღება_ შეცვლას სახრახნისის დაწოდა ყოფნის... :hi:

 

 

ამ მოდელებს შორის განსხვავება საკეტ სისტემებშია(როგორც გახსცოვთ იჟ-54-ს გრინერის ურდული აქვს, ხოლო იჟ-26-ს კი მხოლოდ ბრტყელი საკეტი კალაპოტის შუბლში)...

აღნიშნული განსხვავება დაშლა-აწყობისას განსაკუთრებულ სირთულეებს არ წარმოქმნის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თუ დეტალი მცირე დაკაკუნებითა და ძალისხმევით არ დაიძვრება ადგილიდან, მასზე ძლიერი ზემოქმედება დაუშვებელია...

 

კარდაგ დაათვალიერეთ კვანძები და ისე იმოქმედეთ!!!

 

 

იჟ-54

 

 

016c2929327f.jpg

 

 

 

 

იჟ-26

 

60e812759a58.jpg

Link to post
Share on other sites

როცა პირველად მც 21-12-ის დაშლა დაგავწყვიტე, შემეშინდა, ვაითუ მერე ვერ ავაწყო თქო :scratchchin: . პირველი ცდა ამით დამთავრდა და თოფი ყუთში შევინახე :e025:

 

ხომ გაგიგიათ, ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო..." თოფი სახლში მქონდა და მისი დაშლა არ შემეძლო :karochera:. ამ დროს ხელში ჩამივარდა რუსული სანადირო ჟურნალი. საკმარისი აღმოჩნდა ერთი სტატიის გადაკითხვა და აღმოვაჩინე, რომ ამ ნახევარავტომატის დაშლა-აწყობა გაცილებით უფრო ადვილია ვიდრე სტანდარტული ორლულიანის B)

 

05063d9209b8.jpg

 

 

 

 

 

 

მც 21-12

 

 

5b590186adb6.jpg

 

 

1)ვხსნით ტიბჟირს, რომელიც აღნიშნული ნაწილის თავზე მოზრდილი ქუდი-ჭანჭიკითაა(81) დახრახნილი;

_ამოვაძრობთ ტიბჟირს, საკეტის სახელურს დავწევთ უკან და ლულა ამოვარდება(ფრთხილად, ლულა დაძაბული ზამბარის ზემოქმედების ქვეშაა :alfons:);

_ ამოვაძრობთ მუხრუჭს(80), რგოლს(79) და დამაბრუნებელ ზამბარას(78);

_მილისებური მჭიდი(47) ხრახნზეა და ამოიხრახნება მარჯვენა მხარეს. მასში მოთავსებულია ვაზნების მიმწოდებელი ზამბარა(45) და ამ ზამბარის თავებზე კიდევ ქუდებია ჩამოცმული;

2) მოვხსნით კალაპოტის სახურავს(3), რომელიც ამოწევამდე ცოტა წინ წაწიეთ;

3) ვხსნით ალმისებურ მცველს, ამისათვის:

_ მცველს ვაყენებთ ,,დაცვაზე" და ,,მოხსნილია დაცვიდან" პოზიზიების შუაში(ამ დროს კალაპოტის მიმართ დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით დგას);

_მცირე დაქაჩვითა და შექანებით მცველი გარეთ გამოვა;

4)ვხსნით სასხლეტ დამცემ მექანიზმს, ამისათვის:

_ვაწვებით საკეტის ღილაკს(მდებარეობს კალაპოტის წინა მხარეს);

_კავის ფარს დავქაჩავთ ქვემოთ_ მექანიზმი გამოვა;

ახლა დავშალოთ თავად სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, ამისათვის:

_ვაზნების მიმწოდებელი თათი გადავწიოთ მარჯვნივ და მისი სამაგრი ბოლოები ბუდეებიდან ამოვა;

_ამ მექანიზმის დანარჩენი ნაწილები ღერძებზეა(შპონკა) და მათი გამოგდება წვრილი ინსტრუმენტით არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს;

5)ვხსნით საკეტს, ამისათვის:

_გამოვწევთ სახელურით საკეტს უკან 2-3 სმ-ზე;

_კალაპოტის ქვემოდან ავაწვებით თითით ან სახრახნისით ვაზნების ფიქსატორს(სამკუთხედი ფორმა აქვს და მდებარეობს საკეტზევე)და წინ გავწევთ მთელ საკეტს_საკეტი ღარებში გასრიალდება და გამოვა;

ახლა დავშალოთ თავად საკეტი, ამისათვის:

_გადმოვაბრუნოთ საკეტი;

_თითით დავაწვეთ ვაზნების ფიქსატორს;

_გამოვწიოთ პატარა ფირფიტა, რომელიც ძირზეა ჩასმული და ჰორიზონტალურად გავქაჩოთ საკეტი_გაიხსნება დამერწმუნეთ :alfons:

 

6) კონდახი კალაპოტიდან იხსნება იჟ-27-ის კონდახის მოხსნის ანალოგიურად;

7) კალაპოტზე კონდახის მოხსნის შემდეგ გამოჩნდება მილი, რომელშიც საკეტის ამძრავი ზამბარა და დგუშია განლაგებული. მათი მოხსნა უმარტივესია- საკმარისია ამოვაძროთ მილში მდებარე საცობი;

კალაპოტის უკან მდებარე ეს მილი ჩახრახნილია მარჯვენა ხრახნით. :hi3:

Link to post
Share on other sites
7ec55219e59b.jpg..გამარჯობათ მონადირებო..საკამაოდ საინტერესო თემაა..აქვე ერთი კითხვა დამებადა თან ინტერესი.. ამ ცალსასხლეტიან სპორტულ იჯ 27 ზე სასხლეტის უკან,ქვემოთა მხარეს რკინა (სახელი არ ვიცი)ჩანს და ჩადის მექანიზმში რა ფუნქცია ააქვს..ჩვეულებრივ სანადირო იჯის მოდელებს არ ააქვს და ამაზე რა დატვირთვა აქვს ნეტავი..დავაკვირდი მექანიზმში შიგნით და თუ მოუშვებ და დაუჭერ მოძრაობს ზედ რაგაც დეტალებიანად..დამაინტერესა უბრალოდ..გურულოს ეცოდინება ეს ამბავი(იქნებ სხვებმაც იცით) ცალკე სურათი არ მქონდა და ორივე იმიტო დავდე..აქედან ჩანს სასხლეტის უკან ის დეტალი..
Link to post
Share on other sites

ea5bfd211818.jpg..ზედა სურათში არ ჩანს კარგად და თავიდან ვიჩალიჩე გადაღება დადება (უკაცრავად)..

 

 

ეს 2 დღეა არ შემოვსულვარ საფუძვლიანად ფორუმზე, ამიტომ დაგიგვიანე პასუხი :hi3:

 

73b62b940114.jpg

 

 

სურათზე მოცემულია ერთსასხლეტიანი იჟ-27-ის მექანიზმი. თუ სწორად გავიგე შემოხაზული რაცააა მანდ ის დეტალი გაინტერესებს ხომ?

 

ლულების გადართვა ანუ პირველი გასროლის რიგი რომელ ლულას მივანიჭოთ ეგ გეცოდინება, როგორც კეთდება :hi: , მაგრამ ქვედა ლულით დავიწყებთ სროლას თუ ზედათი, მიუხედავად ამისა შემდეგი გამოკვრისას სასხლეტმა კავმა უნდა აამუშაოს შემდეგი ჩახმახი. სწორედ ეგ დეტალი აგებს პასუხს იმაზე, რომ ა)თუ ქვედა ლულით გავისროლეთ პირველი ვაზნა, მაშინ შემდეგი გასროლა(შემდეგი გამოკვრა სასხლეტზე თოფის გადახსნის გარეშე) ზედამ მოახდინოს.ბ) თუ ზედა ლულით გავისროლეთ პირველი, მაშინ შემდეგი ქვედამ მოახდინოს. ;)

 

პ.ს. თუ რამე გაუგებრად დავწერე ან სხვა დეტალის ფუნქცია გაინტერესებს დაწერე, პასუხს რაც ვიცი იმის თაობაზე არ დაგზარდები :flirt:

Link to post
Share on other sites

იჟ-58

 

 

d6e2c1becbf3.jpg

 

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ამ მოდელს აქვს ბევრი მოდიფიკაცია, თუმცა მცირე დეტალების გარდა დაშა-აწყობა არაფრით განსხვავდება.

 

21d0e8862e14.jpg

 

1) ვხსნით კონდახის საბჟენს, კონდახს და სასხლეტი კავების ფარს. აღნიშნული არაფრით განხსვავდება იჟ-27-ზე ზემოთაღწერილი მოქმედებებისაგან.

2) ვშლით სასხლეტ-დამცემ მექანიზმს, ამისათვის:

_მექანიზმის ძირს ვხსნით(ჭანჭიკები);

_მცირე დაკაკუნებითა და დაქაჩვით მექანიზმი გამოვა.

3) ვშლით სასხლეტ კავებს, ამისათვის:

_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაგდებთ კავების ღერძს(34);

_გამოვიღებთ კავებს თავისი პატარა ზამბარებით;

4) ვხსნით ჩახმახის შემყენებლებს, ამისათვის:

_გამოვაგდებთ შემყენებლების ღერძებს(16), შემყენებლები გამოვა;

_საბრძოლო ზამბარა და ღერძები(7-17) გამოდის გადაბრუნებით(გამოდის წინ);

5) ვხსნით მერყევებს, რისთვისაც აუცილებელია მათი ღერძების გამოგდება(9), გამოვა მერყევები თავისი ზამბარებით;

6)მცველის დასაშლელად:

_გამოვაგდებთ მცველის შტიფტს(22) და ღერძს(21). მცველი და მისი ზამბარა გამოვა;

 

709dcb3880fe.jpg

 

7)როგორც მოგეხსენებათ ჩახმახები ამ მოდელზე გაერთიანებულია ნემსებთან, მათ დასაშლელად უნდა გამოვაგდოთ ღერძი(8).

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს გურულოს..გასაგებია პასუხი.. როცა გადართვის მომენტი დგება ეს დეტალი იწევა ზემოთ და გასაგებია რომ ამ ამბავს ემსახურება..მაინტერესებდა დამატებით, სპორტინგებს გარედან რომ ააქვთ ეს დეტალი და ჩვეულებრივ მოდელებს გარედან არ უყენიათ ასეთ შემთხვევაში რამე არსებითი სხვაობა თუ არი ან რამეთი უკეთესობა ან სახესხვაობა მექანიზმის..ამ მოდელზე გარედან ზის ეს დეტალი და ჩვეულებრივ სანადირო მოდელზე შიგნით..მაქვს სანადირო ვარიანტი მაგრამ ორ სასხლეტიანია და ვერ ვნახე მაგიტო.. :Laie_99:

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

ერთ-ერთმა ჩვენმა ფორუმელმა ტოზ-ბ-ს დაშლა სცადა(შესაბამისი დახმარებაც ითხოვა).

პირადად მე მივესალმები საკითხს, როცა მონადირეს აინტერესებს თავისი თოფის დაშლა-აწყობა. :hi:

 

 

იმდენად, რამდენადაც თითო პოსტში 3 სურათზე მეტის დადებას ვერ ვახერხებ, ნეტიდან მოპოვებული სურათები დანაწილდება 3 პოსტში

 

 

ТОЗ-Б, ТОЗ-БМ -ის დაშლა :alfons:

 

 

 

 

1)ვხსნით ფარის ჭანჭიკს(ჩახრახნილია კონდახში)

 

f6e1bf2164a4.jpg

 

 

2) ვხსნით თავად ფარს

 

776f53e8395c.jpg

 

 

 

3)ვხსნით დაფების დამჭერ ჭანჭიკს(მარცხენა დაფაზეა)

 

 

f42feaeef181.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

4)მოვხსნით ამ ჭანჭიკს

 

13f36a79c39e.jpg

 

5) და ამ ჭანჭიკსაც, რომლებიც აფიქსირებენ სასხლეტი კავების დაფას(სასხლეტების ძირსაც ეძახიან ამ ნაწილს)

 

0d5e62236378.jpg

 

 

 

6) გადავწევთ სახსნელ ბერკეტს და ვხსნით მის ქვემოთ მდებარე ჭანჭიკს

 

 

5bf2ff4e840c.jpg

 

 

შემდეგ ჩახმახებს მივაწვებით(ან მივაკაკუნებთ მსუბუქად) საპირისპირო მიმართულებით გარეთ(დააკვირდით მწვანე ისრის მიმართულებებს) და მოვხსნით საკეტებს

Link to post
Share on other sites

7)საკეტები განცალკევდება, ასევე განცალკევდება სასხლეტი კავების ძირიც

 

b8a982e52b8f.jpg

 

4801ec4199e7.jpg

 

 

 

 

8) სხვა აღარაფერი დარჩება კონდახისა და კალაპოტის განსაცალკევებლად

 

 

377c1c5a9e7b.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

დღეს ქათამზე ნადირობის დროს ჩავარდი ჭაობში, ჩავედი წელამდე და ძვლივს ამოვედი...

ჩემი იჟ 26 იც წელამდე ჩავიდა ჭაობში :) მინდა კონდახი მოვხსნა რომ შიგნით თუ წყალი შევიდა გამოვამშრალო და დავზეთო.

ზემოთ ვნახე ინსტუქცია, მაგრამ ვერ დავაშორე ერთმანეთს კონდახი და კალაპოტი, შეიძლება რაღაცას არასწორად ვაკეთებ...

 

ანუ, მოვხსენი სასხლეტის უკან დამაგრებული ორი ბოლტი, შემდეგ მოვხსენი ლულის გამხსენლის ქვემოთ არსებული ჭანჭიკი, მაგრამ კონდახი მაინც არ განცალკევდა

ისევ აქაურ ფოტოებს გამოვიყენებ მეტი თვალსაჩინოებისათვის

5bf2ff4e840c.jpg

13f36a79c39e.jpg

 

იქნებ დამეხმაროთ

Link to post
Share on other sites

კალაპოტი დაიძრა, კონდახი უკან გამოიწია, მაგრამ განცალკევების მცდელობისას თითქოს რაღაცას ედება ხომ?

 

კალაპოტის ძირი არ გექნება მოხსნილი და მისი მეორე ბოლტი არ გიშვებს.

კალაპოტის ქვედა ნაწილზე მეორე ჭანჭიკი მოხსენი და სასხლეტებთან ერთად ძირი დაქაჩე, შესაძლებელია მსუბუქი დაკაკუნებაც დაჭირდეს.

 

საერთოდ კი გახსოვდეს, რომ თოფი ძალისმიერად და მძიმე დარტყმებით არასოდეს დაშალო--მსუბუქი დაკაკუნება სრულიად საკმარისია.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...