Jump to content
Club-Monadire.Ge

ელექტრო სატყუარებით "ნადირობა"

Recommended Posts

ელექტრო სატყუარებით "ნადირობა"

თანამედროვე მსოფლიოში ელექტრო სატყუარებით ეგრეთ წოდებული ,,მანოკით" ნადირობა დღითი დღე უფრო პოპულარი ხდება, მიზეზი სანადირო ობიექტის სიმცირე და შესაბამისად მისი მოპოვების გამარტივებაა.

ამ სიახლეს რათქმაუნდა არც ქართველები ჩამოვრჩით და დღეისათვის მონადირეების უმეტესობა გარდამავალი წარმატებით იყენებს მას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროს. ძირითადი ობიექტი მწყერი და იხვია.

მე ნადირობის დიდი პრაქტიკა არ მაქვს, სულ ორი ათეული წელია რაც მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვნადირობ, თუმცა ერთს რასაც თვალნათლივ ვხედავ ისაა რომ წლიდან წლამდე ნადირ-ფრინველის რაოდენობა კლებულობს, ხოლო ნადირობის წესების და იარაღის მოხმარების უცოდინარი ,,მონადირეების" რაოდენობა მატულობს. მონადირეებისა, რომლებიც ესვრიან ყველაფერს რაც მოძრაობს! მიუხედავათ იმისა დაშვებულია მასზე ნადირობა თუ არა. აღარაფერს ვამბობ უსაფრთხოების წესების არ ცოდნასა და უბედური შემთხვევების (მონადირეების დაშავების, დაღუპვის) რაოდენობის კატასტროფულ ზრდაზე, თუმცა ამას უბედურ შემთხვევას მე ალბათ ვერ დავარქმევდი ეს უფრო უცოდინრობის ტრაგიკული, მაგრამ ლოგიკური შედეგია. ნუ ეს სხვა თემაა და მასზე არ შევჩერდები.

ალბათ ხშირად მოგვისმენია ელექტრო სატყუარების გამოყენების გამართლების ისეთი საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზები როგორიცაა: ადამიანი კლავს და არა მანოკი; კაცი ხარბი არ უნდა იყო თორემ "მანოკით" მოკლავ თუ "მანოკის" გარეში რა მნიშვნელობა აქვს? ყველა მანოკზეა გადასული და იძულებული ვარ მეც ჩავრთო; გადამფრენია და რა მნიშვნელობა აქვს აქ მოკვდება თუ სხვაგან; მწყერზე აკრძალული უნდა იყოს აი იხვზე მოჟნა.

ერთი შეხედვით თითქოს ,,ჟელეზნი" ლოგიკაა, თუმცა ჩემი აზრით ეს უსუსური თავის მართლებაა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ დღეს მონადირეების უმეტესობამ არ იცის რას ნიშნავს ნადირობა და მას მომპოვებლობასთან აიგივებენ. ნადირობა მამაკაცის უძველესი პროფესიააო ამბობენ და ეს მართალიაცაა, საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ნადირობით ირჩენდნენ თავს, მეტსაც გეტყვით ერთ დროს ნანადირევს უმადაც მიირთმევდნენ, მაგრამ ეს იყო ქვის ხანაში! დროთა განმავლობაში ნადირობამ მისი პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და იგი სპორტის სახეობად იქცა, მოგეხსენაბათ სპორტის ყველა სახეობას თავის წესები აქვს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ნადირობა მიცავს იარაღის გამოყენებას და ცოცხალი არსების მოპოვებას აქ წესები კიდევ უფრო მკაცრია და მისი დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს (თუმცა არა დღევანდელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში). როგორი უნდა იყოს მონადირე, ამაზე ამ სატზეც ბევრია დაწერილი, თუმცა მე ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ. პირველ რიგში ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული და ნადირ ფრინველის ნამდვილი ქომაგი, ამავდროულად საკუთარი იარაღის უბადლო მცოდნე და კარგი მსროლელი (არამრტო იმისთვის რომ მოიპოვო, არამედ რომ დაიცვა კიდეც), რომლისთვისაც ბუნებაში გატარებული რამოდენიმე საათი ბევრად მეტია, ვიდრე თავად ნანადირევი.

სამწუხაროდ დღევანდელი მონადირეების უმრავლესობისთვის შედეგია მთავარი და არა თავად ნადირობის პროცესი. ესაა სწორედ მიზეზი რის გამოც ელექტრო სატყუარებს იყენებენ. თუმცა მინდა ვთქვა რომ მიუხედავათ ნადირ-ფრინველის სიმცირისა, დღესდღეობითაც თავისუფლად შეიძლება მოიპოვო (თუ მაინდამაინც მოპოვებაზეა საქმე) იმ რაოდენობის ნანადირევი რომ მეგობრებთან ერთად ერთი ჭიქა ასწიო, ღმერთმს მადლობა შესწირო და საქართველოს ბუნების სადღეგრძელო შესვა.

არ დაგიმალავთ და რამოდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეგობრები გავბრიყვდით და გადავწყიტეთ ელექტრო სატყუარით ნადირობა მწყერზე. მაშინ ეს ახალი ხილი იყო. მინდა გითხრათ ვერანაირი ესთეტიური სიამოვნება ვერ მივიღეთ ვერც ჩვენ და ვერც ძაღლებმა რომლებიც გიჟებით დარბოდნენ, ვინადირეთ სულ რაღაც 40 წუთი, გაგრძელებას აზრი არ ქონდა ესე მოკლე დროში 3 კაცს სამოცამდე მწყერი გვყავდა მოკლული, რომ გაგვეგრძელებია ალბათ ამ ციფრს გავასამმაგებდით და ამდენი ნანადირევი სად უნდა წაგვეღო? საკუთარ თავზე გაბრაზებულები დავბრუნდით სახლში, ხოლო მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა ამ ,,ორკესტრს" რომელიც რუსეთიდან ქონდა ჩამოტანილი მტკვარში უკრა თავი. ერთი კვირის თავზე ისევ წავედით სანადიროთ და იგივე რაოდენობა უკვე სამ საათში ავიღეთ, ჩვენც ნასიამოვნები დავრჩით და ძაღლებიც რომლებმაც მართლა იმუშავეს და არა წინა ჯერზე როცა ნაბულიდან 3-3 მწყერი უფრინდებოდათ და სულელებივით დასდევდნენ.

ამით იმის თქმა მინდა რომ მონადირისათვის მთავარი შედეგი კი არა არამედ ბუნებაში მეგობრებთან ერთად გასვლით, ძაღლის მუშაობით მიღებული სიამოვნება უნდა იყოს. რასაც ბუნება მოგცემს იმას უნდა დაჯერდე და არა ეშმაკურად დასტყუო ნადირ-ფრინველი.

ქართველები ზოგადათ ზარმაცი და უნორმო ხალხი ვართ და ეს ნადირობაზეც აისახება. გვირჩევნია ცოტა ვიაროთ და ბევრი მოვიპოვოთ, ვიდრე ბევრი ვიაროთ და ცოტა ავიღოთ. არადა სწორედ წვიმასა და ქარში, თოვსლსა და ქარბუქში მოპოვებულს უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ელექტრო სატყუარებით. მართლაც რომ მოტყუებული ფრინველის მოკვლას.

Link to post
Share on other sites
  • Replies 92
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აქ გადამფრენებიდან თეთრ ბატზეა მარტო ნებადართული. ერთი წელია ცხენირემზეც დაუშვეს(თუმცა არა მგონია შედეგიანი იყოს).

მტაცებელზე ნებადართულია(მაგალითად მელიებზე ან ტურებზე სანადიროდ, დაჭრილი კრუდღლის წრიპინი)

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ამ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტროს კლუბმა რომ მიწეროს არ იქნება ურიგო

მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მოიკითხავენ რეგიტრირებულ კლუბებს, გარკვეული თანამშრომლობისათვის

კარგი იქნება თუ "მათ" თავს გავაცნობთ!

Link to post
Share on other sites

კაი წინადადებაა. კალმახთან დაკავსირებით წერილიც გამზადებულია. კიდევ ერთხელ ვგლიჯოთ.

მანოკების პრობლემაც ამოსაწევია. კლუბის სახელიც უნდა გააქტიურდეს

Link to post
Share on other sites

ტიტულიანი ფურცელი, კარგი "ეშმაკური" ტექსტი და დაზღვეული ფოსტით სამინისტროში

პასუხს მოგვწერენ რომელიც შეგვიძლია აქაც გამოვაქვეყნოთ.

საჭიროა ეს.

Link to post
Share on other sites

ელექტრო სატყუარებზეც გავამახვილოთ ყურადღება და მოვიწონოთ სამინისტროს ინიციატივა ნადირობის ვადების გადახედვასთან დაკავშირებით :)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტრო სატყუარები ოფიციალურად აიკრძალა !!!

საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №75

2012 წლის 16 მარტი ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673

ძალიან კარგი !!!! ნეტა ვისი მიწოდებით მოხდა ამ საბუთის მიღება

Link to post
Share on other sites

ვაა, მაგარია, მივესალმები ორივე ხელით :yes: ნეტა იმასაც მოაბან თავი რომ კანონმა იმუშაოს და რეალურად გატარდეს ცხოვრებაში....

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი !!!! ნეტა ვისი მიწოდებით მოხდა ამ საბუთის მიღება

ფორუმებს კითხულობენთქო რომ ვიძახი არ გჯერავთ ? ;)

Link to post
Share on other sites

ჩხირი კედელს.

როგორც იქნა.

ეხლა კონტროლის ამბავია, კაი ბალთავოი ჯარიმები და აღარ აუცრუვდება გული ნამდვილ მონადირეს ნადირობაზე.

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს !!!

იმედია ჩვენ ქვეყანაშიც მოწესრიგდება ნელ-ნელა ნადირობასან და ბუნებასან დაკავშირებული საკითხები... :yes::yes:

Link to post
Share on other sites

ეხლა კონტროლის ამბავია, კაი ბალთავოი ჯარიმები და აღარ აუცრუვდება გული ნამდვილ მონადირეს ნადირობაზე.

100 %-იან

Link to post
Share on other sites

აუცილებელია. კაი ამბავია, მაგრამ მანდ იხვის მანოკებიც შედის?

რამაზ ფეისბუკზე წავიღოთ ეს თემა

Link to post
Share on other sites

აუცილებელია. კაი ამბავია, მაგრამ მანდ იხვის მანოკებიც შედის?

კი, ფრინველის ყველა. ელექტრო რათქმაუნდა და არა ჩასაბერი

Link to post
Share on other sites

ორივე ხელით თანახმა ვარ,მე როგორც იხვისტი,იხვის ელექტრო მანოკების აკრძალვის მომხრე ვარ,მწყერის ხო საერთოდ!!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

მოკლედ ამაზე ვოცნებობ ეს ორი წელია.. :clapping: მწყერის სეზონი ფაქტიურად ასე ქვია მეორადად ვინადირე მონოკისტებს რაც გაექცათ ან დარჩათ ის გხვდებოდა..ისროდნენ 50-70 ვაზნას და აქეთ 5-7 ცალს თუ მოვინადირებდი..ისიც დიდი ფართობის მოვლის შემდეგ..ასევე იყო იხვზეც მანოკი იმხელა ხმაზე ყვიროდა :haha: ჩვენი ჩასაბერი საყვირის ხმა ჩვენც არ გვესმოდა..ნამდვილად მისასალმებელია ნამდვილი მონადირეების მხრიდან და იმედია კონტროლიც...შესაბამისი იქნება და მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება.. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...