avto 106 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 ძალიან კარგი! გამიხარდა ნაღდათ მარა როგორ გააკონტროლებენ მაგას ესაა მთავარი. ფრინველის მანოკის გაგონებას და მოძებნას რო დიდი ჯაფა არ ჭირდება უდაოა. დაველოდოთ შედეგებს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 ფორუმებს კითხულობენთქო რომ ვიძახი არ გჯერავთ ? ძალიან კარგი, რამდენი დახოცილი თევზი მინახავს, ამის შემდეგ ყველას გამოვფინავ ფორუმზე მანოკზე კი მართლა მოშნი ჯარიმა და თვითონ მოგვარდება ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 ძალიან კარგი! გამიხარდა ნაღდათ მარა როგორ გააკონტროლებენ მაგას ესაა მთავარი. ფრინველის მანოკის გაგონებას და მოძებნას რო დიდი ჯაფა არ ჭირდება უდაოა. დაველოდოთ შედეგებს. აუცილებლად გაკონტროლდება! დარწმუნებული ვარ! ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტრო სატყუარები ოფიციალურად აიკრძალა !!! საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №75 2012 წლის 16 მარტი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“. მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673 მადლობა ყველას ვინც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტრო სატყუარები ოფიციალურად აიკრძალა !!! საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №75 2012 წლის 16 მარტი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“. მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673 ვაშააააააააააააა!!! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 გაუმარჯოს ღმერთმა მაგ კანონის მიმღებს. ეხლა იქნებ ყველამ თანაბრად ნახოს ფრინველი მინდორში თორე ვისაც ჰქონდა 500 ლარი ის იყო მინდვრის მეფე. ნაღდათ აღსანიშნი ამბავია ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 პასუხი კალმახის წერილზე http://www.facebook.com/MOEgeorgia/posts/331223290267981?ref=notif¬if_t=feed_comment Goga Khachidze პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირდაპირი და გულწრფელი წერილისათვის. ორმაგად დასაფასებელია საზოგადოების წევრების მხრიდან ნებისმიერი მცდელობა და დახმარების შეთავაზება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის საქმეში. რაც შეეხება თქვენს წერილში დასმულ საკითხს კალმახთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გასული წლების განმავლობაში დადგა აღნიშნული პრობლემის წინაშე, როდესაც გამოიკვეთა 2 ძირითადი საკითხი: • მხოლოდ ხისტი აკრძალვით დღევანდელ პირობებში შეუძლებელია კალმახის პოპულაციის დაცვა და შენარჩუნება, არამედ საჭიროა უფრო მოქნილი და ეფექტური, გონივრულად გათვლილი და არსებული რეალობის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულირების მექანიზმების დანერგვა, რომლებიც, როგორც სახეობების დაცვის, ასევე მოსახლეობის კეთილსინდისიერი ნაწილის ინტერესების გათვალისწინების საშუალებას იძლევა; • მართალია ადამიანმის მიერ შეექმნა საფრთხე კალმახის პოპულაციას საქართველოში, მაგრამ მეთევზის, ამ შემთხვევაში - დაგესესხებით გამოთქმას - ”წესიერი მეთევზის” წილი, ამ საფრთხის წარმოქმნისას, მიზერულია, ან სულაც არ არის. შესაბამისად, სამინისტროში აღნიშნული სფეროს ექსპერტებთან მსჯელობის შემდეგ მომზადდა ”საქართველოს ”წითელი ნუსხისა” და ”წითელი წიგნის” შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, სადაც, სხვებთან ერთად, გათვალისწინებული იყო იმ საკითხების ახლებურად რეგულირებაც, რომლებსაც ამჟამად გვთავაზობთ თქვენი წერილით. თუმცა, ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა უწყებაში გადავიდა. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს რომ გარემოს დაცვის სამინისტრო და პირადად მე გვერდზე გავდექით ამ, და არამარტო ამ საკითხების გადაწყვეტაში. თქვენს წერილში საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობთ კალმახის არა მარტო მოპოვების დაშვებული შემთხვევების, არამედ მისი პოპულაციების დაცვასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების კუთხით. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსარებები რიგ შემთხვევაში თქვენსას ემთხვევა, რაც, როგორც ზემოთ ვახსენე, აისახა კიდეც ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში. ამდენად, სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან. ასევე მზად ვარ და მხარს ვუჭერ სამინისტროსთან მუშა ჯგუფის შექმნის იდეას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც განიხილავს თქვენს მიერ დასმულ საკითხებს. პატივისცემით გ. ხაჩიძე. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 რაღაც დაიძრა ყინული მგონი.ამდენ სიხარულს როგორ გაუძლებთ ერთ დღეში ა? ესიგი ცოდნია მაგ კაცს მოსმენა რასაც ყველაზე მეტად მივესალმებით!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
lasha tavdishvili 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 ალბათ თუ ასე გაგრძელდა და კანონი რელურ ცხოვრებაში გატარდა და მარტლაც იმუშავა (იმედია ასეც იქნება)მაშინ მომავალი სეზონი ალბათ ნამდვილი დღესასწაული იქნება ყველა ნამდვილი მონადირესთვის და კიდე უფრო გაგვილამაზებს და საინტერესოს გახდის ყველა მონადირესთვის ისედაც განსაკუთრებულ დღეებს ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 ბიჭებო თქვენი რჩევა მჭირდება. :friends: თბილისის ერთ-ერთ მონადირეთა მაღაზიაში ვნახე ხმოვანი სატყუარა, ხელის მანოკს რომ ეძახიან, ძალიან დაინტერესებული ვარ მაგ ნივთით. 15 ლარი ღირდა იხვის მანოკი რაღაცა შავი პლასმასი იყო მრგვალი. თქვენი აზრით გამომადგება იხვზე ნადირობის დროს? ვიცი ის რომ რთულია მანოკის სწავლა, მაგრამ მაინც მაინტერესებს და თუ ვისწავლი და გამომივა დამიჯერეთ ბუნების განადგურებისთვის არ გამოვიყენებ. :hi3: ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 ბიჭებო თქვენი რჩევა მჭირდება. :friends: თბილისის ერთ-ერთ მონადირეთა მაღაზიაში ვნახე ხმოვანი სატყუარა, ხელის მანოკს რომ ეძახიან, ძალიან დაინტერესებული ვარ მაგ ნივთით. 15 ლარი ღირდა იხვის მანოკი რაღაცა შავი პლასმასი იყო მრგვალი. თქვენი აზრით გამომადგება იხვზე ნადირობის დროს? ვიცი ის რომ რთულია მანოკის სწავლა, მაგრამ მაინც მაინტერესებს და თუ ვისწავლი და გამომივა დამიჯერეთ ბუნების განადგურებისთვის არ გამოვიყენებ. :hi3: მაგი აიკრძალა ბაბა აიკრძალააააააააა უკან გაუკეთე ვინც ყიდის ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 მაგი აიკრძალა ბაბა აიკრძალააააააააა უკან გაუკეთე ვინც ყიდის ელექტროები აიკრძალა დავით და არა ჩასაბერები. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 ხო ეხლა გადავიკითხე კარგი არ გაუკეთო იმ კაცს ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 6, 2012 Report Share Posted April 6, 2012 ხო ეხლა გადავიკითხე კარგი არ გაუკეთო იმ კაცს კარგი არ გაუკეთო იმ კაცს მაგარი კაცი ხარ დავით ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 :D პასუხი მაინც ვერ გავიგე :D ხელის მანოკი მინდა რა ჩასაბერი 15 ლარი დამიფასა და მირჩევთ? :iscavlet: ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 იყიდე არაა პრობლემა, თანაც მაგით იხვის მოტყუება ხელოვნებაა და მონადირეებში ძალიან პატივსაც ცემენ მასეთ მონადირეს. მხოლოდ შეამოწმე იხვის ხმას გავდეს. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 გაიხარე დიდი მადლობა :drinks: :drinks: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 15 ლარიანს არ გირჩევ, ფილტვებს კი გაავარჯიშებ, მაგრამ იხვს დააფრთხობს მისი ხმა. საშუალო დონის პირით ჩასაბერი იხვის "დუდუკები" 70$-დან იწყება. ნუ იჩქარებ. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 საერთოდ არ ვიყიდი მაშინ ჯერ ჯერობით. 70$ მანოკში მივცე და 1 ლულიანი თოფით ვინადირო სისულელეა. სრულწლოვანი რომ გავხდები ნორმალურ თოფსაც ვიყიდი და თუ საშუალება იქნა მაგასაც შევიძენ :scratchchin: ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 მიუხედავათ იმისა, რომ მანოკები აიკრძალა მაინც ყველგან გხვდება მაღაზიებში ნეტა რა აკრძალვა ჰქვია ამას? ასევე გასაშლელი ეგრეთწოდებული პუტანა ბადეები და ღამის გასანათებელი ფარები ნეტა პატივცემული ხიდიდან ხტება კიდევ? ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted April 16, 2012 Author Report Share Posted April 16, 2012 ბევრმა არ იცის დათო რომ აიკრძალა. არადა მაღაზიებს უნდა ქონდეთ ეგ ინფო... ჩვენ ვუთხრათ ვინც არ იცის ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 იციან და მაინც გაყიდვაში აქვთ.გასაჭიმ ბადეებს რაღა ცოდნა უნდა? არ იციან რომ არ შეიძლება? ფარებს კიდევ რად იყენებს კაცი რომ ყიდულობს? არადა ნებადართულ საქონელზე მეტი ბრაკონიერული საქონელია სამონადირეო მაღაზიებში ალბათ ყველას აწყობს და თვალს ხუჭავს, თორე ამის დაუნახაობა როგორ შეიძლება? მაღაზიაში სიგარეტის გამყიდველს, რომ ავიწყდება ჩეკის ამოწერა ოჯახიანათ აქცევენ და ამ საქმეს რა არ დაადგა საშველი ასეთი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted April 16, 2012 Author Report Share Posted April 16, 2012 მაღაზიაში სიგარეტის გამყიდველს, რომ ავიწყდება ჩეკის ამოწერა ოჯახიანათ აქცევენ და ამ საქმეს რა არ დაადგა საშველი ასეთი შენ ეგა თქვი ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 16, 2012 Report Share Posted April 16, 2012 შენ ეგა თქვი იცი რაზე მწყდება გული? ხალხი ისევ ,,პოლნი რაზგონით,, უბერავს თევზის განადგურებას და პატრონი ისევ არ ჩანს უბრალოდ მინდა მდინარეში კაცმა ანკესით ითევზაოს და ისიამოვნოს ისე როგორც სხვა ქვეყნებში თევზაობენ. ციტირება Link to post Share on other sites
Vladimer Jikia 0 Posted September 16, 2012 Report Share Posted September 16, 2012 გუშინ დილით წილკნის მინდვრებში წავედი დილის ნადირობაზე. 4-5 ცალს პატიოსანი მონადირე 2-3 საათში ყოველთვის ააგროვებს. მაგრამ დილით ადრე ისეთი ამბავი დამხვდა თოფის ხმა შემჯავრდა. ვიღაცას (ეებს) მანოკი დაედგათ, რომ არ შემრცხვეს ალბად 10-15 ლულაზე ნაკლები არ ისროდა, რამოდენიმე სასტავი დადიოდა. ისეთი სროლები იყო შემეშინდა ახლო მისვლა. ესითი რამ ჯერ არ მინახავს, და ვერც ვხვდები რა დავარქვა. თუ ხორცი ინდათ წავიდნენ ნაზარში და იქ იყიდონ, რატომ ანადგურებენ უსამართლოდ ამდენ ნადირ - ფრინველს. ეს არ არი სამართლიანი არც ნადირ - ფრინველის და არც მონადირეების მიმართ. ყველაზე დიდი უბედურება ის არი რომ ისინიც და ჩვენც ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ისინი ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ძმები და ნაცნობები არიან. სუფრაზე ერთნაირად შესვავს ყველა საქართველოს სადღგრძელოს. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და მეთოდი არ არი გამართლებული. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.