იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ელექტრო სატყუარებით "ნადირობა" თანამედროვე მსოფლიოში ელექტრო სატყუარებით ეგრეთ წოდებული ,,მანოკით" ნადირობა დღითი დღე უფრო პოპულარი ხდება, მიზეზი სანადირო ობიექტის სიმცირე და შესაბამისად მისი მოპოვების გამარტივებაა. ამ სიახლეს რათქმაუნდა არც ქართველები ჩამოვრჩით და დღეისათვის მონადირეების უმეტესობა გარდამავალი წარმატებით იყენებს მას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროს. ძირითადი ობიექტი მწყერი და იხვია. მე ნადირობის დიდი პრაქტიკა არ მაქვს, სულ ორი ათეული წელია რაც მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვნადირობ, თუმცა ერთს რასაც თვალნათლივ ვხედავ ისაა რომ წლიდან წლამდე ნადირ-ფრინველის რაოდენობა კლებულობს, ხოლო ნადირობის წესების და იარაღის მოხმარების უცოდინარი ,,მონადირეების" რაოდენობა მატულობს. მონადირეებისა, რომლებიც ესვრიან ყველაფერს რაც მოძრაობს! მიუხედავათ იმისა დაშვებულია მასზე ნადირობა თუ არა. აღარაფერს ვამბობ უსაფრთხოების წესების არ ცოდნასა და უბედური შემთხვევების (მონადირეების დაშავების, დაღუპვის) რაოდენობის კატასტროფულ ზრდაზე, თუმცა ამას უბედურ შემთხვევას მე ალბათ ვერ დავარქმევდი ეს უფრო უცოდინრობის ტრაგიკული, მაგრამ ლოგიკური შედეგია. ნუ ეს სხვა თემაა და მასზე არ შევჩერდები. ალბათ ხშირად მოგვისმენია ელექტრო სატყუარების გამოყენების გამართლების ისეთი საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზები როგორიცაა: ადამიანი კლავს და არა მანოკი; კაცი ხარბი არ უნდა იყო თორემ "მანოკით" მოკლავ თუ "მანოკის" გარეში რა მნიშვნელობა აქვს? ყველა მანოკზეა გადასული და იძულებული ვარ მეც ჩავრთო; გადამფრენია და რა მნიშვნელობა აქვს აქ მოკვდება თუ სხვაგან; მწყერზე აკრძალული უნდა იყოს აი იხვზე მოჟნა. ერთი შეხედვით თითქოს ,,ჟელეზნი" ლოგიკაა, თუმცა ჩემი აზრით ეს უსუსური თავის მართლებაა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ დღეს მონადირეების უმეტესობამ არ იცის რას ნიშნავს ნადირობა და მას მომპოვებლობასთან აიგივებენ. ნადირობა მამაკაცის უძველესი პროფესიააო ამბობენ და ეს მართალიაცაა, საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ნადირობით ირჩენდნენ თავს, მეტსაც გეტყვით ერთ დროს ნანადირევს უმადაც მიირთმევდნენ, მაგრამ ეს იყო ქვის ხანაში! დროთა განმავლობაში ნადირობამ მისი პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და იგი სპორტის სახეობად იქცა, მოგეხსენაბათ სპორტის ყველა სახეობას თავის წესები აქვს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ნადირობა მიცავს იარაღის გამოყენებას და ცოცხალი არსების მოპოვებას აქ წესები კიდევ უფრო მკაცრია და მისი დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს (თუმცა არა დღევანდელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში). როგორი უნდა იყოს მონადირე, ამაზე ამ სატზეც ბევრია დაწერილი, თუმცა მე ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ. პირველ რიგში ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული და ნადირ ფრინველის ნამდვილი ქომაგი, ამავდროულად საკუთარი იარაღის უბადლო მცოდნე და კარგი მსროლელი (არამრტო იმისთვის რომ მოიპოვო, არამედ რომ დაიცვა კიდეც), რომლისთვისაც ბუნებაში გატარებული რამოდენიმე საათი ბევრად მეტია, ვიდრე თავად ნანადირევი. სამწუხაროდ დღევანდელი მონადირეების უმრავლესობისთვის შედეგია მთავარი და არა თავად ნადირობის პროცესი. ესაა სწორედ მიზეზი რის გამოც ელექტრო სატყუარებს იყენებენ. თუმცა მინდა ვთქვა რომ მიუხედავათ ნადირ-ფრინველის სიმცირისა, დღესდღეობითაც თავისუფლად შეიძლება მოიპოვო (თუ მაინდამაინც მოპოვებაზეა საქმე) იმ რაოდენობის ნანადირევი რომ მეგობრებთან ერთად ერთი ჭიქა ასწიო, ღმერთმს მადლობა შესწირო და საქართველოს ბუნების სადღეგრძელო შესვა. არ დაგიმალავთ და რამოდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეგობრები გავბრიყვდით და გადავწყიტეთ ელექტრო სატყუარით ნადირობა მწყერზე. მაშინ ეს ახალი ხილი იყო. მინდა გითხრათ ვერანაირი ესთეტიური სიამოვნება ვერ მივიღეთ ვერც ჩვენ და ვერც ძაღლებმა რომლებიც გიჟებით დარბოდნენ, ვინადირეთ სულ რაღაც 40 წუთი, გაგრძელებას აზრი არ ქონდა ესე მოკლე დროში 3 კაცს სამოცამდე მწყერი გვყავდა მოკლული, რომ გაგვეგრძელებია ალბათ ამ ციფრს გავასამმაგებდით და ამდენი ნანადირევი სად უნდა წაგვეღო? საკუთარ თავზე გაბრაზებულები დავბრუნდით სახლში, ხოლო მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა ამ ,,ორკესტრს" რომელიც რუსეთიდან ქონდა ჩამოტანილი მტკვარში უკრა თავი. ერთი კვირის თავზე ისევ წავედით სანადიროთ და იგივე რაოდენობა უკვე სამ საათში ავიღეთ, ჩვენც ნასიამოვნები დავრჩით და ძაღლებიც რომლებმაც მართლა იმუშავეს და არა წინა ჯერზე როცა ნაბულიდან 3-3 მწყერი უფრინდებოდათ და სულელებივით დასდევდნენ. ამით იმის თქმა მინდა რომ მონადირისათვის მთავარი შედეგი კი არა არამედ ბუნებაში მეგობრებთან ერთად გასვლით, ძაღლის მუშაობით მიღებული სიამოვნება უნდა იყოს. რასაც ბუნება მოგცემს იმას უნდა დაჯერდე და არა ეშმაკურად დასტყუო ნადირ-ფრინველი. ქართველები ზოგადათ ზარმაცი და უნორმო ხალხი ვართ და ეს ნადირობაზეც აისახება. გვირჩევნია ცოტა ვიაროთ და ბევრი მოვიპოვოთ, ვიდრე ბევრი ვიაროთ და ცოტა ავიღოთ. არადა სწორედ წვიმასა და ქარში, თოვსლსა და ქარბუქში მოპოვებულს უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ელექტრო სატყუარებით. მართლაც რომ მოტყუებული ფრინველის მოკვლას. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 აქ გადამფრენებიდან თეთრ ბატზეა მარტო ნებადართული. ერთი წელია ცხენირემზეც დაუშვეს(თუმცა არა მგონია შედეგიანი იყოს). მტაცებელზე ნებადართულია(მაგალითად მელიებზე ან ტურებზე სანადიროდ, დაჭრილი კრუდღლის წრიპინი) ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 ამ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტროს კლუბმა რომ მიწეროს არ იქნება ურიგო მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მოიკითხავენ რეგიტრირებულ კლუბებს, გარკვეული თანამშრომლობისათვის კარგი იქნება თუ "მათ" თავს გავაცნობთ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 კაი წინადადებაა. კალმახთან დაკავსირებით წერილიც გამზადებულია. კიდევ ერთხელ ვგლიჯოთ. მანოკების პრობლემაც ამოსაწევია. კლუბის სახელიც უნდა გააქტიურდეს ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 ტიტულიანი ფურცელი, კარგი "ეშმაკური" ტექსტი და დაზღვეული ფოსტით სამინისტროში პასუხს მოგვწერენ რომელიც შეგვიძლია აქაც გამოვაქვეყნოთ. საჭიროა ეს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 დმორალს ვთხოვოტ ისევ ის ძველი ტექსტი, თუ საჭიროა გააშალაშინოს და ვრეკოთ. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 ელექტრო სატყუარებზეც გავამახვილოთ ყურადღება და მოვიწონოთ სამინისტროს ინიციატივა ნადირობის ვადების გადახედვასთან დაკავშირებით ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტრო სატყუარები ოფიციალურად აიკრძალა !!! საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №75 2012 წლის 16 მარტი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“. მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673 ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 ჭორიკანა ხალხთან ილაპარაკეთ ამის შესახებ, გთხოვთ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 რამაზ ფეისბუკზე წავიღოთ ეს თემა ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 აი საღოლ, მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტრო სატყუარები ოფიციალურად აიკრძალა !!! საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №75 2012 წლის 16 მარტი ქ. თბილისი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“. მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673 ძალიან კარგი !!!! ნეტა ვისი მიწოდებით მოხდა ამ საბუთის მიღება ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ვაა, მაგარია, მივესალმები ორივე ხელით ნეტა იმასაც მოაბან თავი რომ კანონმა იმუშაოს და რეალურად გატარდეს ცხოვრებაში.... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 ძალიან კარგი !!!! ნეტა ვისი მიწოდებით მოხდა ამ საბუთის მიღება ფორუმებს კითხულობენთქო რომ ვიძახი არ გჯერავთ ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ჩხირი კედელს. როგორც იქნა. ეხლა კონტროლის ამბავია, კაი ბალთავოი ჯარიმები და აღარ აუცრუვდება გული ნამდვილ მონადირეს ნადირობაზე. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს !!! იმედია ჩვენ ქვეყანაშიც მოწესრიგდება ნელ-ნელა ნადირობასან და ბუნებასან დაკავშირებული საკითხები... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 სასიამოვნო ამბავია!!! და იმედია რომ განხორციელებასაც მოახერხებენ... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 ეხლა კონტროლის ამბავია, კაი ბალთავოი ჯარიმები და აღარ აუცრუვდება გული ნამდვილ მონადირეს ნადირობაზე. 100 %-იან ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 აუცილებელია. კაი ამბავია, მაგრამ მანდ იხვის მანოკებიც შედის? რამაზ ფეისბუკზე წავიღოთ ეს თემა ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 აუცილებელია. კაი ამბავია, მაგრამ მანდ იხვის მანოკებიც შედის? კი, ფრინველის ყველა. ელექტრო რათქმაუნდა და არა ჩასაბერი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ორივე ხელით თანახმა ვარ,მე როგორც იხვისტი,იხვის ელექტრო მანოკების აკრძალვის მომხრე ვარ,მწყერის ხო საერთოდ!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 მაგარია ძალიან იმედია ელ.მანოკის აკრძალვასთან ერთად ამ ყველაფერს გააკონტროლებენ ციტირება Link to post Share on other sites
lasha tavdishvili 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 მოკლედ ამაზე ვოცნებობ ეს ორი წელია.. მწყერის სეზონი ფაქტიურად ასე ქვია მეორადად ვინადირე მონოკისტებს რაც გაექცათ ან დარჩათ ის გხვდებოდა..ისროდნენ 50-70 ვაზნას და აქეთ 5-7 ცალს თუ მოვინადირებდი..ისიც დიდი ფართობის მოვლის შემდეგ..ასევე იყო იხვზეც მანოკი იმხელა ხმაზე ყვიროდა ჩვენი ჩასაბერი საყვირის ხმა ჩვენც არ გვესმოდა..ნამდვილად მისასალმებელია ნამდვილი მონადირეების მხრიდან და იმედია კონტროლიც...შესაბამისი იქნება და მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება.. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ფორუმებს კითხულობენთქო რომ ვიძახი არ გჯერავთ ? ღმერთმა ქნას! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ვააა ძალიან კარგიიი !!! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.