Jump to content
Club-Monadire.Ge

ელექტრო სატყუარებით "ნადირობა"

Recommended Posts

ძალიან კარგი! გამიხარდა ნაღდათ მარა როგორ გააკონტროლებენ მაგას ესაა მთავარი. ფრინველის მანოკის გაგონებას და მოძებნას რო დიდი ჯაფა არ ჭირდება უდაოა. დაველოდოთ შედეგებს.

Link to post
Share on other sites
  • Replies 92
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ფორუმებს კითხულობენთქო რომ ვიძახი არ გჯერავთ ? ;)

ძალიან კარგი, რამდენი დახოცილი თევზი მინახავს, ამის შემდეგ ყველას გამოვფინავ ფორუმზე :)

მანოკზე კი მართლა მოშნი ჯარიმა და თვითონ მოგვარდება

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი! გამიხარდა ნაღდათ მარა როგორ გააკონტროლებენ მაგას ესაა მთავარი. ფრინველის მანოკის გაგონებას და მოძებნას რო დიდი ჯაფა არ ჭირდება უდაოა. დაველოდოთ შედეგებს.

აუცილებლად გაკონტროლდება! დარწმუნებული ვარ! :hi:

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს, ელექტრო სატყუარები ოფიციალურად აიკრძალა !!!

საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №75

2012 წლის 16 მარტი ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1612673

მადლობა ყველას ვინც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა. :clapping::thum:

ვაშააააააააააააა!!!

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ღმერთმა მაგ კანონის მიმღებს.

ეხლა იქნებ ყველამ თანაბრად ნახოს ფრინველი მინდორში თორე ვისაც ჰქონდა 500 ლარი ის იყო მინდვრის მეფე.

ნაღდათ აღსანიშნი ამბავია :drunk:

Link to post
Share on other sites

პასუხი კალმახის წერილზე

http://www.facebook.com/MOEgeorgia/posts/331223290267981?ref=notif&notif_t=feed_comment

Goga Khachidze

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირდაპირი და გულწრფელი წერილისათვის. ორმაგად დასაფასებელია საზოგადოების წევრების მხრიდან ნებისმიერი მცდელობა და დახმარების შეთავაზება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის საქმეში.

რაც შეეხება თქვენს წერილში დასმულ საკითხს კალმახთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გასული წლების განმავლობაში დადგა აღნიშნული პრობლემის წინაშე, როდესაც გამოიკვეთა 2 ძირითადი საკითხი:

• მხოლოდ ხისტი აკრძალვით დღევანდელ პირობებში შეუძლებელია კალმახის პოპულაციის დაცვა და შენარჩუნება, არამედ საჭიროა უფრო მოქნილი და ეფექტური, გონივრულად გათვლილი და არსებული რეალობის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულირების მექანიზმების დანერგვა, რომლებიც, როგორც სახეობების დაცვის, ასევე მოსახლეობის კეთილსინდისიერი ნაწილის ინტერესების გათვალისწინების საშუალებას იძლევა;

• მართალია ადამიანმის მიერ შეექმნა საფრთხე კალმახის პოპულაციას საქართველოში, მაგრამ მეთევზის, ამ შემთხვევაში - დაგესესხებით გამოთქმას - ”წესიერი მეთევზის” წილი, ამ საფრთხის წარმოქმნისას, მიზერულია, ან სულაც არ არის.

შესაბამისად, სამინისტროში აღნიშნული სფეროს ექსპერტებთან მსჯელობის შემდეგ მომზადდა ”საქართველოს ”წითელი ნუსხისა” და ”წითელი წიგნის” შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, სადაც, სხვებთან ერთად, გათვალისწინებული იყო იმ საკითხების ახლებურად რეგულირებაც, რომლებსაც ამჟამად გვთავაზობთ თქვენი წერილით. თუმცა, ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა უწყებაში გადავიდა. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს რომ გარემოს დაცვის სამინისტრო და პირადად მე გვერდზე გავდექით ამ, და არამარტო ამ საკითხების გადაწყვეტაში.

თქვენს წერილში საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობთ კალმახის არა მარტო მოპოვების დაშვებული შემთხვევების, არამედ მისი პოპულაციების დაცვასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების კუთხით. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსარებები რიგ შემთხვევაში თქვენსას ემთხვევა, რაც, როგორც ზემოთ ვახსენე, აისახა კიდეც ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

ამდენად, სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან. ასევე მზად ვარ და მხარს ვუჭერ სამინისტროსთან მუშა ჯგუფის შექმნის იდეას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც განიხილავს თქვენს მიერ დასმულ საკითხებს. პატივისცემით გ. ხაჩიძე.

Link to post
Share on other sites

რაღაც დაიძრა ყინული მგონი.ამდენ სიხარულს როგორ გაუძლებთ ერთ დღეში ა?

ესიგი ცოდნია მაგ კაცს მოსმენა რასაც ყველაზე მეტად მივესალმებით!!!!!!!!! :yes::yes::yes::yes:

Link to post
Share on other sites

ალბათ თუ ასე გაგრძელდა და კანონი რელურ ცხოვრებაში გატარდა და მარტლაც იმუშავა :scratchchin: (იმედია ასეც იქნება)მაშინ მომავალი სეზონი ალბათ ნამდვილი დღესასწაული იქნება ყველა ნამდვილი მონადირესთვის :yes: და კიდე უფრო გაგვილამაზებს და საინტერესოს გახდის ყველა მონადირესთვის ისედაც განსაკუთრებულ დღეებს :drinks:

Link to post
Share on other sites

ბიჭებო თქვენი რჩევა მჭირდება. :friends: :friends: :friends: თბილისის ერთ-ერთ მონადირეთა მაღაზიაში ვნახე ხმოვანი სატყუარა, ხელის მანოკს რომ ეძახიან, ძალიან დაინტერესებული ვარ მაგ ნივთით. 15 ლარი ღირდა იხვის მანოკი რაღაცა შავი პლასმასი იყო მრგვალი. თქვენი აზრით გამომადგება იხვზე ნადირობის დროს? ვიცი ის რომ რთულია მანოკის სწავლა, მაგრამ მაინც მაინტერესებს და თუ ვისწავლი და გამომივა დამიჯერეთ ბუნების განადგურებისთვის არ გამოვიყენებ. :hi3: :hi3:

მაგი აიკრძალა ბაბა აიკრძალააააააააა :iscavlet:

უკან გაუკეთე ვინც ყიდის :old:

Link to post
Share on other sites

მაგი აიკრძალა ბაბა აიკრძალააააააააა :iscavlet:

უკან გაუკეთე ვინც ყიდის :old:

ელექტროები აიკრძალა დავით და არა ჩასაბერები.

Link to post
Share on other sites

ხო ეხლა გადავიკითხე :*

კარგი არ გაუკეთო იმ კაცს :mad:

კარგი არ გაუკეთო იმ კაცს :mad:

:e025::haha:

მაგარი კაცი ხარ დავით :hi:

Link to post
Share on other sites

იყიდე არაა პრობლემა, თანაც მაგით იხვის მოტყუება ხელოვნებაა და მონადირეებში ძალიან პატივსაც ცემენ მასეთ მონადირეს. მხოლოდ შეამოწმე იხვის ხმას გავდეს.

Link to post
Share on other sites

15 ლარიანს არ გირჩევ, ფილტვებს კი გაავარჯიშებ, მაგრამ იხვს დააფრთხობს მისი ხმა.

საშუალო დონის პირით ჩასაბერი იხვის "დუდუკები" 70$-დან იწყება.

ნუ იჩქარებ.

Link to post
Share on other sites

საერთოდ არ ვიყიდი მაშინ ჯერ ჯერობით. 70$ მანოკში მივცე და 1 ლულიანი თოფით ვინადირო სისულელეა. სრულწლოვანი რომ გავხდები ნორმალურ თოფსაც ვიყიდი და თუ საშუალება იქნა მაგასაც შევიძენ :scratchchin: :scratchchin: :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მიუხედავათ იმისა, რომ მანოკები აიკრძალა მაინც ყველგან გხვდება მაღაზიებში :d030: ნეტა რა აკრძალვა ჰქვია ამას? :iscavlet:

ასევე გასაშლელი ეგრეთწოდებული პუტანა ბადეები და ღამის გასანათებელი ფარები :haha:

ნეტა პატივცემული ხიდიდან ხტება კიდევ?

Link to post
Share on other sites

იციან და მაინც გაყიდვაში აქვთ.გასაჭიმ ბადეებს რაღა ცოდნა უნდა? არ იციან რომ არ შეიძლება? ფარებს კიდევ რად იყენებს კაცი რომ ყიდულობს?

არადა ნებადართულ საქონელზე მეტი ბრაკონიერული საქონელია სამონადირეო მაღაზიებში :scratchchin: ალბათ ყველას აწყობს და თვალს ხუჭავს, თორე ამის დაუნახაობა როგორ შეიძლება?

მაღაზიაში სიგარეტის გამყიდველს, რომ ავიწყდება ჩეკის ამოწერა ოჯახიანათ აქცევენ და ამ საქმეს რა არ დაადგა საშველი ასეთი :iscavlet:

Link to post
Share on other sites

მაღაზიაში სიგარეტის გამყიდველს, რომ ავიწყდება ჩეკის ამოწერა ოჯახიანათ აქცევენ და ამ საქმეს რა არ დაადგა საშველი ასეთი

შენ ეგა თქვი

Link to post
Share on other sites

შენ ეგა თქვი

იცი რაზე მწყდება გული? ხალხი ისევ ,,პოლნი რაზგონით,, უბერავს თევზის განადგურებას და პატრონი ისევ არ ჩანს :karochera: უბრალოდ მინდა მდინარეში კაცმა ანკესით ითევზაოს და ისიამოვნოს ისე როგორც სხვა ქვეყნებში თევზაობენ.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

გუშინ დილით წილკნის მინდვრებში წავედი დილის ნადირობაზე. 4-5 ცალს პატიოსანი მონადირე 2-3 საათში ყოველთვის ააგროვებს. მაგრამ დილით ადრე ისეთი ამბავი დამხვდა თოფის ხმა შემჯავრდა. ვიღაცას (ეებს) მანოკი დაედგათ, რომ არ შემრცხვეს ალბად 10-15 ლულაზე ნაკლები არ ისროდა, რამოდენიმე სასტავი დადიოდა. ისეთი სროლები იყო შემეშინდა ახლო მისვლა. ესითი რამ ჯერ არ მინახავს, და ვერც ვხვდები რა დავარქვა. თუ ხორცი ინდათ წავიდნენ ნაზარში და იქ იყიდონ, რატომ ანადგურებენ უსამართლოდ ამდენ ნადირ - ფრინველს. ეს არ არი სამართლიანი არც ნადირ - ფრინველის და არც მონადირეების მიმართ.

ყველაზე დიდი უბედურება ის არი რომ ისინიც და ჩვენც ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ისინი ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ძმები და ნაცნობები არიან. სუფრაზე ერთნაირად შესვავს ყველა საქართველოს სადღგრძელოს.

მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და მეთოდი არ არი გამართლებული.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...