Jump to content
Club-Monadire.Ge

ქარხნული ვაზნები


Recommended Posts

ქარხნული ვაზნები

 

თურქული წარმოების ვაზნა Sterling უხმარია ვინმეს ?

დღეს ვიყიდე 5 ცალი ინტერესისთვის.

დავშალე, საფანტის ხარისხი ძალიან არ მომეწონა, არაეთგვაროვანია...

25 გრამი საფანტის ნაცვლად 24.38 ეყარა (ნორმალურია), დენთი 1.17 გრ. წარმომავლობა ჩემთვის უცნობია.

 

თუ ვინმეს აქვს შეხება გაგვიზიაროს შთაბეჭდილებები.

 

p.s ინტერნეტი გადავქექე, შედეგი 0. თუ მწარმოებლის საიტს არ ჩავთვლით.

Link to post
Share on other sites
  • Replies 300
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ქუთაისი მაგითაა სავსე ვეფხო. მე ერთჯერ მაჩუქეს და მის მერე არ გამჩენია სურვილი ყიდვის.10 ნომერი სადღაც 6-7 ნომერი საფანთით იყო დამუხტული. ერთჯერ ლამის დამღუპა,მწყერს ვესროლე 20-25 ჩემგან მარცხნივ და ჩემგან მარჯვნივ 35-40 მეტრში კაცს მოხვდა 4 ცალი საფანტი ნეკნებში(კაცი წააჩოქა).მინიმუმ 90 გრადუსი იყო გასროლის მიმართულებასა და იმ ადამიანის მიმართულების კუთხე ვისაც მოხვდა.. :e025:მოკლულ მწყერსა და დაზიანებულ ადამიანს შორის მინიმუმ 50 მერტრი იქნებოდა მანძილი.

ზღაპარს გავს ხომ? სამი ადამიანი დაესწრო ამას,მწყერი სადაც ჩამოვარდა ისიც ფაქტი იყო რომ იმ მიმართულებით გავისროლე.

როგორ ფიქრობ რა მოხდა?

Link to post
Share on other sites

მე არ მისვრია ავთო, საცდელად ვიყიდე, 20 კალიბრზე რაც შემოაქვთ ყველაფერს ვყიდულობ და ვტესტავ ჩემთვის.

როგორც დავწერე პირველადი დათვალიერებით ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

შენი შემთხვევა მართლა ზღაპარივითაა, ეგეთი კუთხით კიდეც რომ წასულიყო საფანტის მარცვალი, 50 მეტრზე მას იმოდენა ენერგია ნამდვილად არ შერჩებოდა რომ კაცი ეგეთ დღეში ჩაეგდო.

ნუ რათქმაუნდა თუ განზარახ არ ესროლე იმ კაცს და იმ მწყერს თოფის ხმამ გული არ გაუხეთქა :e025:

Link to post
Share on other sites

მე არ მისვრია ავთო, საცდელად ვიყიდე, 20 კალიბრზე რაც შემოაქვთ ყველაფერს ვყიდულობ და ვტესტავ ჩემთვის.

როგორც დავწერე პირველადი დათვალიერებით ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

შენი შემთხვევა მართლა ზღაპარივითაა, ეგეთი კუთხით კიდეც რომ წასულიყო საფანტის მარცვალი, 50 მეტრზე მას იმოდენა ენერგია ნამდვილად არ შერჩებოდა რომ კაცი ეგეთ დღეში ჩაეგდო.

ნუ რათქმაუნდა თუ განზარახ არ ესროლე იმ კაცს და იმ მწყერს თოფის ხმამ გული არ გაუხეთქა :e025:

ძლივს მივედით სინამდვილემდე,ვერაფრით ვიჯერებდი ჩემგან ნასროლი რომ მოხვდა მარა ბარძაყზე მრგვალი დიდი სიწითლე ქონდა,სადაც იდგა იქ ძირს კონტეინერი ეგდო.დავასკვენით რომ კონტეინერის კედელზე იყო მიწებებული რამოდენიმე საფანტი და მოუხვია გვერდზე. კიდევ არ მჯერა ეს ასე იყო თუ ვცდები.

Link to post
Share on other sites

დავასკვენით რომ კონტეინერის კედელზე იყო მიწებებული რამოდენიმე საფანტი და მოუხვია გვერდზე. კიდევ არ მჯერა ეს ასე იყო თუ ვცდები.

 

გამორიცხულია ავთო, ლულიდან გამოვარდნილი კონტეინერი გვერდზე ვერანაირად ვერ მოუხვევს. მას მიმართულება უკვე მიცემული აქვს, თუნდაც გვერდზე სიმძიმე ქონდეს.

ეგ კარლოსი რომ საჯარიმოებს აწვდის ისე არაა :e025:

 

იმ კაცთან მანამდე რამე იაღლიში ხომ არ მოგსვლია? იქნებ შენ არადა და შენმა ქვეცნობიერმა ლულები გამოკვრამდე მისკენ მიაბრუნა ჰა? :old:

 

ვაოფებთ თემას...

Link to post
Share on other sites

გამორიცხულია ავთო, ლულიდან გამოვარდნილი კონტეინერი გვერდზე ვერანაირად ვერ მოუხვევს. მას მიმართულება უკვე მიცემული აქვს, თუნდაც გვერდზე სიმძიმე ქონდეს.

ეგ კარლოსი რომ საჯარიმოებს აწვდის ისე არაა :e025:

 

იმ კაცთან მანამდე რამე იაღლიში ხომ არ მოგსვლია? იქნებ შენ არადა და შენმა ქვეცნობიერმა ლულები გამოკვრამდე მისკენ მიაბრუნა ჰა? :old:

 

ვაოფებთ თემას...

გამორიცხული არაა ვეფხო,კონტეინერს მიამაგრე ცალ გვერდზე სიმძიმე და მიზანს ესროლე. დარწმუნდები რომ ძალიან დიდი მანძილით დააშორებ. ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტი იმ შემთხვევის შემდეგ.

მაგას ვიფიქრებდი რომ მარტო ვყოფილიყავი,სამი კაცი ვუყურებდით იმ მწყერის ჩამოვარდნას,ვისაც მოხვდა მანაც თქვა მწყერი ჩემს უკან აფრინდა და შენკენ წამოვიდაო,შემობრუნდა და უყურებდა როგორ ვესროდი.გასროლამდე 4-5 წუთის წინ ის კაცი მოგვესალმა და ერთმანეთი მოვიკითხეთ(ვიცნობ ახლოს), ასე რომ კაცს ვხედავდი და მისი მიმართულებით ვერანაირად ვერ გავისროლიდი. მე ჩამოგდებული მწყერისაკენ მივდიოდი მარჯვნიდან რომ მომესმა მომხვდაო. ერთი სიტყვით ან კონტეინერმა მოუხვია ან არხეინამ ატაკა და არ ამხელს:old: გასროლა ერთი იყო ნამდვილად მახსოვს. :yes:

Link to post
Share on other sites

გამორიცხული არაა ვეფხო,კონტეინერს მიამაგრე ცალ გვერდზე სიმძიმე და მიზანს ესროლე. დარწმუნდები რომ ძალიან დიდი მანძილით დააშორებ. ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტი იმ შემთხვევის შემდეგ.

 

დაშორებით დააშორებ იმიტომ რომ ცარიელ კონტეინერს ისეთი ფორმა და წონა აქვს რომ შემხვედრი ჰაერის ნაკადი მას მიმართულებას ალბათ გარკვეულკ წილად შეუცვლის, მითუმეტეს თუ ქარი ქრის, მაგრამ ესეთი დაშორება გამორიცხულია

მოკლულ მწყერსა და დაზიანებულ ადამიანს შორის მინიმუმ 50 მერტრი იქნებოდა მანძილი.

თან 90 გრადუსიანი კუთხით. და თუ ქარი წაიღებს ამ მანძილზე, მაშინ ძალა არ ექნება ისეთი რომ ადამიანს რაიმე დაუშაოს

 

ისიც მეეჭვება კიდე, რომ ცარიელი კონტეინერი 35-40 მეტრზე გაფრინდეს. წონა არ აქვს და არც ფორმა რომ ეს შეძლოს. თუნდაც ზედ რამოდენიმე მარცვალი მიამაგრო.

 

მე ეს უფრო მგონია :e025:

არხეინამ ატაკა და არ ამხელს

Link to post
Share on other sites

ROTTWEIL

 

 

ამ ვაზნით ბატი დავაყუდე ამ ცოტა ხნის წინ, ამიტომ ქარხნული ვაზნების მოკლე დახასიათებას მისით დავიწყებ :dato:

 

 

 

 

ვაზნები Rottweil განკუთვნილია ახლო დისტანციებზე სროლისათვის(სანადიროდ). მასრად გამოყენებულია, როგორცმ პლასტიკატი, ასევე მუყაოც. დენთი_ უბოლო. ჭურვი არის როგორც ტყვიის ასევე ფოლადისა.

 

 

 

Magnum

 

 

41fbeeb15bae.jpg

ყალიბი 12-20, სიგრძე 76მმ, წონა 12-ში 52გ, 20-ში 33გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, საწყისი სიჩქარე 370მ/წმ.

 

 

 

Semi Magnum

 

70a8d92e016b.jpg

 

ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 40გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, საწყისი სიჩქარე 375მ/წმ.

 

 

 

 

Waidmannsheil HV

 

f20aa98e6eed.jpg

 

 

ყალიბი 12-16-20, სიგრძე 70მმ, წონა 12-ში 36გ, 16-ში 31გ, 20-ში 28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12 ყალიბში 20მმ, ხოლო 16 და 20 ყალიბში 16მმ, საწყისი სიჩქარე 12 ყალიბში 395მ/წმ, 16 და 20 ყალიბში 385მ/წმ.

 

 

 

 

 

Express

 

e44a058f53e7.jpg

 

 

ყალიბი 12-16, სიგრძე 67,5მმ, წონა 12-ში 32-33-35-38გ(ფინდიხის ზომის შესაბამისად), 16-ში 26,3გ, 20-ში 28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, საწყისი სიჩქარე 12 ყალიბში 390-415მ/წმ, 16 და 20 ყალიბში 415მ/წმ.

 

 

 

 

Brenneke

 

da4b7d820481.jpg

 

ყალიბი 12-16-20, სიგრძე 12 და 16 ყალიბში 67,5- 70მმ, 20 ყალიბში 70მმ, წონა 12-ში 31,5გ, 16-ში 27გ, 20-ში 24გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12 ყალიბში 20მმ 16 და 20 ყალიბში 16მმ, საწყისი სიჩქარე 12 და 16 ყალიბში 415მ/წმ, 20 ყალიბში 410მ/წმ.

 

 

Brenneke Magnum

4eeb92ee8e03.jpg

 

ყალიბი 12-20, სიგრძე 76მმ, წონა 12-ში 39გ, 20-ში 28,4გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12 ყალიბში 20მმ, 20 ყალიბში 16მმ, საწყისი სიჩქარე 420მ/წმ.

 

 

 

Brenneke Magnum 2

 

 

a2ea410deffd.jpg

 

ყალიბი 12-16-20, სიგრძე 70მმ, წონა 12-ში 31,5გ, 16-ში 27გ, 20-ში 24გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12 ყალიბში 20მმ, 16 და 20 ყალიბში 16მმ, საწყისი სიჩქარე 12 და 16 ყალიბში 435მ/წმ, 20 ყალიბში 420მ/წმ.

 

Brenneke MP

 

9b3afcbb99d9.jpg

 

 

ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 24,8გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, საწყისი სიჩქარე 435მ/წმ.

Link to post
Share on other sites

ქარხნული ვაზნები

 

თურქული წარმოების ვაზნა Sterling უხმარია ვინმეს ?

დღეს ვიყიდე 5 ცალი ინტერესისთვის.

დავშალე, საფანტის ხარისხი ძალიან არ მომეწონა, არაეთგვაროვანია...

25 გრამი საფანტის ნაცვლად 24.38 ეყარა (ნორმალურია), დენთი 1.17 გრ. წარმომავლობა ჩემთვის უცნობია.

 

თუ ვინმეს აქვს შეხება გაგვიზიაროს შთაბეჭდილებები.

 

p.s ინტერნეტი გადავქექე, შედეგი 0. თუ მწარმოებლის საიტს არ ჩავთვლით.

 

მე მქონდა ერთი პაჩკა ზაუერისთვის და საშინელებაა შენ სროლაში უნდა გამოცადო :dato: მიზანში არ მიაქვს ეგეთი არაფერი მინახია :dato: ჭრაზე აღარც ვლაპარაკობ.... xoda rac mtavaria araerTgvarovani gasrolebi axasiatebda an saertod gadaaafurtxebda an lamis wagaqcevda... Sesabamisad gaSla da Wrac Zalian cudi qonda... isrole jer tuara?

Link to post
Share on other sites

ძლივს მივედით სინამდვილემდე,ვერაფრით ვიჯერებდი ჩემგან ნასროლი რომ მოხვდა მარა ბარძაყზე მრგვალი დიდი სიწითლე ქონდა,სადაც იდგა იქ ძირს კონტეინერი ეგდო.დავასკვენით რომ კონტეინერის კედელზე იყო მიწებებული რამოდენიმე საფანტი და მოუხვია გვერდზე. კიდევ არ მჯერა ეს ასე იყო თუ ვცდები.

ავთო, გამაოცა შენმა მონაყოლმა :dato: მართლა ვერ ვხდები რა მოხდა მაგრამ რასაც შენ ამბობ მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია...

Link to post
Share on other sites

RC

 

 

JK6 cal. 20 T3, JK6 T2, JK6 T4 Electrocibles,JK6 T5

6b54f3a2c3c8.jpg

 

 

JK6 cal. 20 T3_ ყალიბი 20, სიგრძე 70მმ, წონა 26გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 16მმ, გამოდის ნომრები: 5;6;7;8;9;10;11;12.

 

JK6 T2_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 33გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12მმ, გამოდის ნომრები: 7;8;9;10;11;.

 

 

JK6 T4 Electrocibles_ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 35გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, გამოდის ნომრები: 7;7.5;8.

 

JK6 T5_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 36გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 25მმ, გამოდის ნომრები: 0;1;2;3;4; 5;6;7;7.5;8.

 

 

 

RC 16, RC 2 Caccia, RC 2 Sporting, RC 2 White Paper

ed9fe15e866b.jpg

 

RC 16_ ყალიბი 16, სიგრძე 67მმ, წონა 28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 10მმ, გამოდის ნომრები: 8;9;10;11.

 

RC 2 Caccia_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 34გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12მმ, გამოდის ნომრები: 3;4; 5;6;7;8;9;10;11.

 

RC 2 Sporting_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12მმ, გამოდის ნომრები: 7.5;8;8.5.

 

RC 2 White Paper_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 34გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12მმ, გამოდის ნომრები: 5;6;7;8;9;10.

 

RC 4 Champion Excellence,RC20 T3 Trap-Skeet, RC 50 Magnum

6efdf346e824.jpg 5876ad6881fb.jpg fc2a2a4804b1.jpg d4fc55d8f61f.jpg

 

RC 4 Champion Excellence_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 24-28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, გამოდის ნომრები: 7.5;8;8.5;9;9.5.

 

RC20 T3 Trap-Skeet_ყალიბი 20, სიგრძე 70მმ, წონა 24-28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 16მმ, გამოდის ნომრები: 7.5;8;9;9.5.

 

RC T3 DISPERSANTE_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 24-28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 20მმ, დისპერსანტით, გამოდის ნომრები 8;9;10;11.

 

 

RC 50 Magnum_ ყალიბი 12, სიგრძე 76მმ, წონა 50გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 25მმ, გამოდის ნომრები 0;1;2;3;4;5;6;7;8.

 

RC1 Competition Line, SIPE

de818631dff3.jpg af7dfc64dedc.jpg

 

RC1 Competition Line_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 24-28გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12მმ, გამოდის ნომრები 7.5;8;8.5;9;9.5.

 

SIPE_ ყალიბი 12, სიგრძე 70მმ, წონა 32გ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიმაღლე 12მმ, გამოდის ნომრები 5;6;7;8;8.5;9;10;11.

Link to post
Share on other sites

SAUVESTRE

 

 

12/76 Magnum, 12/70 Mini Magnum, 20/70, 12/76 Sans Plomb

 

f2803d33c539.jpg

 

12/76 Magnum_ ტყვიის წონა 26გ, ვაზნის სიგრძე 76მმ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიგრძე 27მმ, სიჩქარე: საწყისი 580მ/წმ, 50 მეტრში 497მ/წმ, 100 მეტრში 434მ/წმ.

 

 

12/70 Mini Magnum_ ტყვიის წონა 22,5გ, ვაზნის სიგრძე 70მმ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიგრძე 23მმ, სიჩქარე: საწყისი 565მ/წმ, 50 მეტრში 473მ/წმ, 100 მეტრში 394მ/წმ.

 

 

20/70_ ტყვიის წონა 22,5გ, ვაზნის სიგრძე 70მმ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიგრძე 16მმ, სიჩქარე: საწყისი 450მ/წმ, 50 მეტრში 377მ/წმ, 100 მეტრში 307მ/წმ.

 

 

12/76 Sans Plomb_ტყვიის წონა 21გ, ვაზნის სიგრძე 76მმ, ვაზნის ლითონის ნაწილის სიგრძე 27მმ, სიჩქარე: საწყისი 600მ/წმ, 50 მეტრში 487მ/წმ, 100 მეტრში 390მ/წმ.

 

 

 

 

Link to post
Share on other sites

DDupleks

 

 

 

Hexolit 32

 

 

9797d481e66d.jpg

 

ძალიან ძლიერი დამაზიანებელი ეფექტი აქვს... მწარმოებლის რეკომენდაციით საუკეთესო შედეგს იძლევა სრული ჩოკის შევიწროებით.

 

 

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

მე ვხმარობ ვინჩესტერის ვაზნებს და კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ სურათზე შეფუთვა სხვანაირი აქვს, ანუ ჩემთან სხვა შეფუთვით იყიდება და აქ არის გამოშვებული.

 

ეგ სადაურია არ ვიცი, ამიტომ რჩევისგან თავს შევიკავებ.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

http://caravani.ge/vaznebi_post.php?id=97

 

ამ ვაზნაზე რას იტყვით? არასდროს მინადირია ასეთი ვაზნით. რა დანიშნულება აქვს და იხვობაზე როგორი ეფექტი ექნება?

Link to post
Share on other sites

იხვზე არ მგონია კარგი შედეგი აჩვენოს,ყოველ შემთხვევაში იმ პირობებში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევს ნადირობა

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...