Jump to content
Club-Monadire.Ge

მეთევზის სამზარეულო


Recommended Posts

  • Replies 385
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩვენი დაჭერილი ფარგას ფილე. უგემრიელესია ფარგა.

ესეც თინუსი მარტივად.

მეგობრის მიერ შებოლილი ორაგული.

Posted Images

  • 3 weeks later...

გაორება მჭირს.

ვნადირობ და ვთევზაობ, ორი ერთიდაიგივე შინაარსის თემა გვაქვს ორივე განყ-ში.

ნანადირევსაც ვამზადებ და ნათევზავებსაც.

კაი ამაზე მერე ვისაუბროთ, მანამდე ამოვქოქოთ აქაურობა. :karochera:

 

ორაგულისნაირთა დამარილება და "გამოყვანა" სათალად.

ორი მამალი ცისარტყელა კალმახი.

 

69c5a32754a1.jpg

 

ფილეების აჭრა.

 

cc6ff4e88db1.jpg

 

ხორხოშინა მარილი და შაქარი.

 

bf76ed72b05e.jpg

 

 

ვჭრი ასეთ პორციებად.

 

eec25d712a58.jpg

 

 

 

მინანქარის და შუშის ჭურჭელი აუცილებელია.

 

a4d56f690c3d.jpg

 

4X1 კომბინაციით ვურევ მარილს და შაქარს, თავიდან ძირზე ვაყრი მხოლოდ მარილს.

ყოველდღე მინიმუმ ორჯერ გამოსულ სითხეს ვღვრი, თან მსუბუქად დამარილებას ვაგრძელებ.

ამჯერად იოდიზირებული მარილით.

 

b29f4c1f6728.jpg

 

ჰერმეტულად ვახურავ ცელოფანს და მინიმუმ სამი დღე ვინახავ გრილ ადგილას, ან მაცივარში.

 

9040c4275bc0.jpg

 

ვერ გალოდინებთ კიდევ 5 დღე და ადრე გაკეთებულ ორაგულის სათალს მოგართმევთ, რომელიც თაფლივით დნება ცხელ პურზე.

 

სამი დღის შემდეგ ვჭრი თხელ სიფრიფანა ნაჭრებად და ვალაგებ სიმინდის ზეთში ერთი დღით./ამ ზეთს მძაფრი სუნი არ აქვს და იმიტომ ავირჩიე, რათა მაქსიმალურად დარჩენოდა თევზს თავის გემო./

 

4265ba06ce2e.jpg

 

ესეც მზა პროდუქტი.

საუკეთესო საუზმეა. :karochera:

 

37b832ff316a.jpg

Link to post
Share on other sites

რაც შეეხება "ნარჩენებს", თავს, ფარფლებს და ხერხემალს, სპეციალურად ვტოვებ მათზე " ხორცს".

 

გვყავს ჩვენს ფორუმზე ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც ჩემზე უკეთესად სცოდნიათ თევზის წვნიანის მომზადება.

 

ჰოდა რა ვქნა? , ვუჯერებ მათ მიერ მოწოდებულ რეცეპტებს და ვამზადებ მათ მიერ მოწოდებული წესით.

 

/ეგონოთ. :karochera::karochera::yes: /

 

დამიმტკიცონ ფოტო მასალით მაინც, რომ ჩემზე მაგრები არიან. :yes: :P

 

გენაცვალეთ ძმებო. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ეს ვიდეო ამ თემას ნაკლებად ეხება.

 

თუმცა მინდა რომ თქვენც ნახოთ.

 

 

უძლიერესი ერია! ერი რომელიც ყველაფერში(დეტალებშიც კი) ისწრაფის სრულყოფილებისაკენ!

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

BROWNING, დააყარე რა რეცეპტები, სავსე მაქვს საყინულე, იქნებ გავცალო თებერვლამდე, ერთი თვეღა დარჩა სეზონის გახსნამდე, სად წავიღო მერე ახალი?

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

სანამ ვახტანგი რეცეპტებს მოგვაწვდის, მანამდე ზაგარ მიღებულ კრაბებს მოგართმევთ. :alfons:

 

სიმართლე გითხრათ, იმავე მლაშე წყალში, რომელშიც დავიჭირე და იქვე მოვხარშე, ბევრად სჯობდა სახლში მომზადებულს.

 

მოხარშულმა ლუდმა ვისკისთან ერთად, მაინც გაიტანა თავისი :haha: .

 

ლიმონის წვენი ასეთი პატარა ბოთლებით იყიდება.

 

24f20637f40f.jpg

 

c2f2ad880fc3.jpg

 

277fe575586e.jpg

Link to post
Share on other sites

ზემოთ დიდი არაფერი, ფქვილის და სვანური მარილის ნარევში ამოვლებული ფილეებია, ნიგვზის ზეთში შემწვარი.

 

დედაჩემმა მასწავლა როცა ბაჟეს აკეთებ თევზისთვის, წვრილად დაჭრილი ქინძი და ხახვი დაამატეო, ძმარი ტავისთავად. მართლა უხდება ჩაწყობილ შემწვარ თევზს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეხლა არ მომკლათ. :d030: :d030:

 

გუშინ გავტესტე ახალი შესაბოლი.

ორი დღე მქონდა დამარინადებული ორაგული და კალმახი.

მარინადი ასე გავაკეთე: მარილი, პილპილი, მუქი ყავისფერი შაქარი და ცოტა ლიმონის წვენი.

 

ჯერ ფოლგაზე თავის წვენში ვბოლე, 2 საათის მერე მოვაცილე ფოლგა.

გამოვიყენე ბლის ნაფოტები, ტარხუნა და სითხედ კიდევ ადესის ღვინო და მაღალ ალკოჰოლიანი ლუდი.

 

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

9f0aa15ec181.jpg

 

bf03ecb7b4e0.jpg

 

59e67f752c33.jpg

 

54d85cbd835f.jpg

 

6c59e63c6062.jpg

 

b1c7291c993d.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...