Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დენთი 'სოკოლი'

 

 

 

 

plawz.jpg

 

საბჭთა კავშირის დროიდან როშალსკის ქიმ კომბინატი როგორც დაწესებულება „აბარონკი“ უშვებდა სამხედრო პროდუქციას და ქონდა სახელმწიფო შეკვეთები.

გამოშვების(1937) წლიდან, ბევრჯერ იცვლებოდა ბალისტიკური მაჩვენებლების მოთხოვნილებები, კომბინატის სპეციალესიტები სისტემატურად ხვეწდნენ და აუმჯობესებდნენ ხარისხს.

 

 

 

 

"სოკოლი"უკვამლო დენთი ეს არის ქიმიური შენაერთი რომელის მთავარი შენაერთია ნიტროცელულოზა ან პიროქსილინი.

პოროხი „სოკოლი“ 98% ს შეიცავს პიროქსილინს ამიტომაც ქვია „пироксилиновым“. „სოკოლ“-მა წარმატებით გაუძლო კონკურენციულ ბრძოლას კვამლიან დენთან და დაიმკვიდრა ლიდერობა ბაზარზე. უპირატესობა უკვამლო დენთის კვამლიანზე თვალში საცემია და არა ერთხელ არის აღწერილი ტექნიკურ და პოპულარულ სანადირო ლიტერატურებში.

 

 

დღესდღეისობით ბალისტიკური მონაცემებით „სოკოლი“ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ზოგ მონაცემებში ჯობნის კიდეც. მაგალითად „სოკოლი“ მუშაობს დაბალ ტემპერატურებზე თავის ბევრ კონკურენთან შედარებით ასევე გვაძლევს კომფორტულ გასროლას და გამოიყენება ფაქტიურად ყველანაირი კალიბრის ტყვიისთვის,ვაზნების აწყობა შესაძლებელია როგორც ქარხანაში ასევე სახლში,და ასევე მინდვრის პირობებეშიც

 

 

ვინც ამ პოროხით ტენის გილზებს გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 70
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გამარჯობა ირაკლი ბიძიკო, მივესალმები შენი ტოლა ბიჭების გაწევრიანებას და შემოსვლას ჩვენთან, შენი სახელისდა მიხედვით 1995 წელს უნდა იყო დაბადებული და 17 წლის უნდა იყო ახლა. კაია ეს დიდებული სპორტი რომ გიტაცებს, შენხელას უკვე სერიოზული ტროფეი მყავდა მე. მარა პოროხს დენთი რომ ერქვა იგიც მაგ ასაკში ვისწავლე ქართულად მინდოდა რომ მცოდნოდა ნადირობასთან დაკავშირებული თემატიკა. ერთი კოდო არ დაგვიწყო იცოდე სწავლება ამ ხნის ხალხს (ჩვენ პროფილებში ასაკს შეხედე ჩვენსას) ასე ქენით ბიჭებო და ისეო :yes:

Link to post
Share on other sites

რუსეთში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში რაც შემოდის, სოკოლის სახელით საშინელებაა, გასროლის შემდეგ უამრავ ჭუჭყს ტოვებს, ლულაში, მცირე დოზით დატენილებიც კი. ამ ახალწლებზე ვიყავი გასული და მაგარი თოვა იყო, ცოტა თვლი ლულაშიც ჩავიდა. სახლში რომ მივედი და სოკოლ ნასროლ ლულაში თითი გამოვუსვი ტალახი გამომყვა იმდენი ნამწვი იყო დაგროვი სულ რაღაც 15 გასროლით, არცერთ ნაყიდ ვაზნას არ უქნია ასე, 60 თეთრიანსაც კი და არც რექსს.

Link to post
Share on other sites

საშუალო ხარისხის დენთია არც ისე აგრესიული, ანუ მცირედ შეცდომებს გპატიობს.

 

სოკოლის ეპოქა ესე ვთქვათ მე-20 საუკუნეში დასრულდა, ეხლა ბევრად უფრო ეფექტური დენთები მზადდება.

Link to post
Share on other sites

კი მაგრამ სოკოლს უფრო მაგარი გაჭრა აქვს. ეგ დატესტილი მაქვს პირადად. ზაფხულში იტალიური,ესლპანური და უნგრული წამალი კარგია იმიტომ რომ უფრო იაფი ჯდება და ზამთარში დიდ ფრინველზე და შორს სასროლად ბევრი სოკოლს ანიჭებს უპირატესობას :haha::yes:

Link to post
Share on other sites

კი მაგრამ სოკოლს უფრო მაგარი გაჭრა აქვს. ეგ დატესტილი მაქვს პირადად. ზაფხულში იტალიური,ესლპანური და უნგრული წამალი კარგია იმიტომ რომ უფრო იაფი ჯდება და ზამთარში დიდ ფრინველზე და შორს სასროლად ბევრი სოკოლს ანიჭებს უპირატესობას :haha::yes:

 

რამდენი ვაზნა ისროლე, რა სიგრძის ლულიდან ისროლე, როგორი შევიწროვებით, რა ნომერი, რამდენი გრამი. სიჩქარე რა ქონდა ჭურვს?

 

გატესტვა ეგრე არ ხდება, ადგე სტანდარტულად დატენო და გაისროლო.

 

გასატესტათ და რეალური სურათის დასანახად საჭიროა ქრონოგრაფი, რომ აღრიცხო რა სიჩქარეს ანიჭებს კონკრეტული მასის ჭურვს ესა თუ ის დენთი და შესაბამისი შედარებები გააკეთო.

 

შენ გატესტე და სოკოლმა აჯობა, სხვამ გატესტა და რექსმა ან ნებისმიერმა სხვამ.

 

ჭურვი/დენთი შეფარდებებზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

Link to post
Share on other sites

TOZ34.jpg

ორივე ერთი თოფიდან ტოზ-34 დან. თან რაც ეწერა სოკოლს ის ჩავყარე და უნგრულს და ესპანურს რაც ეწერა ის ჩავყარე და მაქდან გამომდინარე. თან რაც მოხვდა მიზანს უფრო ძლიერად იყო შესული.(მიზანს რასაც ვესროლე ერთი მასალა იყო) ერთი სიტყვით, ერთნაირი პირობები შევუქმენი. არც ქარი იყო და არაფერი.

Link to post
Share on other sites

ძველ სოკოლს არაუშავს, მე მაქვს 1970 წელში გამოსული მუყაოს ვაზნები. წაკითხული მაქვს, რომ ამ დენთის შენახვის ვადა 12-15 წელია, მაგრამ 40 წლის შემდეგაც ისეთივეა როგორც ახალი. მაგრამ იეტს ვეთანხმები, სოკოლი უკვე მოძველებულია. მე მაგალითად რექსი მირჩევნია. ისე რუსეთს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მიღწეული, ტყვია წამლისა და ვაზნების წარმოების სფეროში.

Link to post
Share on other sites

ვაა რექსი რა არის ნეტა ესეთი, მართალი გითხრათ არ მისინჯია და რა ღირს სოკოლზე იაფია? და რამდენი იყრება 12 ში და 16 კალიბრებში. დამიპოსტეთ ძალიან გთხოვთ

Link to post
Share on other sites

ვაა რექსი რა არის ნეტა ესეთი, მართალი გითხრათ არ მისინჯია და რა ღირს სოკოლზე იაფია? და რამდენი იყრება 12 ში და 16 კალიბრებში. დამიპოსტეთ ძალიან გთხოვთ

 

აბა ვიხმარეო? :dato: რექსი უნგრული დენთია

რაც ეწერა სოკოლს ის ჩავყარე და უნგრულს და ესპანურს რაც ეწერა ის ჩავყარე და მაქდან გამომდინარე.

 

ეს თემა წაიკითხე.

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=201

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

გამარგობათ ყველას რაღაც მინდა გკითხოთ მწყერზე სანადიროდ რომელ დენთს მირჩევთ რომელია უკეთესი???წინასწარ მადლობა დამწყები მონადირევარ და თუშEიძლება გამოცდილებმა მიპასუხეთ

Link to post
Share on other sites

bacho123

დენთი ყველა კარგია თუ დოზირებას შეურჩევ შენს იარაღს.საქართველოში ძირითადად ,,რექსი,, და უკრაინული ,,სოკოლი,, იყიდება. ზოგან უნგრული და იტალიური დენთებიც გხვდება. კალიბრების მიხედვით აწერია დენთის დოზებიც.აუცილებლად უნდა აიწონოს და გაკეთდეს საწყაო.

Link to post
Share on other sites

მე რექსს გირჩევდი, სოკოლი მქონდა და არ მომეწონა, ადრე რექსს ვხმარობდი და ჯობდა აშკარად, (ვგულისხმობ, სრულ წვას) დრაგოც კარგია. თანაც ამათ უფრო ნაკლები დოზა უნდათ და უფრო იაფიც ღირს, რა ნახეს სოკოლში რომ ყიდულობენ ვერ ვხვდები.

შარშან ვიყიდე ინტერესისთვის ორას გრამიანი ქილა და ძლივს ამოვცალე, მეორეთ აღარ ვიყიდი.

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა გაიხარე და რექსი ზუსტად უნდა იყოს დოზა დადგენილი და ცჰაყრილი ხო??როგორც ვიცი დოზის მომატებაზე მგრძნობიარეა ძალიან

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა გაიხარე და რექსი ზუსტად უნდა იყოს დოზა დადგენილი და ცჰაყრილი ხო??როგორც ვიცი დოზის მომატებაზე მგრძნობიარეა ძალიან

ამ თემას გადაავლე თვალი.

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=201&pid=25824&st=20entry25824

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა გაიხარე და რექსი ზუსტად უნდა იყოს დოზა დადგენილი და ცჰაყრილი ხო??როგორც ვიცი დოზის მომატებაზე მგრძნობიარეა ძალიან

 

ერთი და ორი გრამი არაფერია მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს, უნდა გააკეთო სარწყავი და ეგააა... ავთოს დაპოსტილ ლინკს გადახედე და უკეთ გაიგებ ყველაფერს :hi:

Link to post
Share on other sites

ერთი და ორი გრამი არაფერია მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს, უნდა გააკეთო სარწყავი და ეგააა... ავთოს დაპოსტილ ლინკს გადახედე და უკეთ გაიგებ ყველაფერს :hi:

რეებს წერ გურო? ერთი და 2 გრამი არაფერია? მაქსიმალური დოზა 12 კალიბრზე 1 გრამი და 75 მეასედია და კიდევ 2 გრამი რომ დაუმატო ხო გაგლიჯა თოფი შუაზე ?!!

 

აუცილებლად აწონეთ დენთი! ან დაამზადებინეთ სარწყავი გამოცდილ მონადირეებს!

Link to post
Share on other sites

დენთი ,,რექსი"

 

აქ მოვიტან უკვე გაანგარიშებულ დოზებს:

12 ყალიბი

--------------

თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე.

თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე.

თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,55გ-მდე.

თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,რექსი” 1,44გ-დან 1,6გ-მდე.

თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,რექსი” 1,48გ-დან 1,65გ-მდე.

თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,რექსი” 1,53გ-დან 1,7გ-მდე.

თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,რექსი” 1,57გ-დან 1,75გ-მდე.

თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,რექსი” 1,62გ-დან 1,8გ-მდე.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...