DMORAL 36 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ასეთ ხალხს დაუდგეს გვერდში სახელმწიფო, ამოიყვანოს ჭაობიდან და მერე დაიჭირონ ბრაკონიერობაზე, უნამუსო ვიყო თუ შემეცოდოს! ბოღმა მახრჩობს ზოგ-ზოგიერთები ბრტყელ-ბრტყელს რომ ლაპარაკობენ თბილი სავარძლებიდან თევზი აღარააო და იმის გააზრება არ უნდათ რატომ ყიდის ქუჩაში ეკრანით დაჭერილ თევზს კაცი! ან რატომ თევზაობს ყოველდღე ??? არჩილ, ამის გამოსწორებას სახელმწიფო პრობრამის ამოქმედება ჭირდება, კომპლექსური ღონისძიებები. თან კანონის გამკაცრება და თან ამ ხალხის დასაქმება, თუგინდ იგივე სფეროში. ძველი სათევზე მეურნეობების უმეტესობა დამშრალ და გაჩერებულია..... საჭიროა ნება. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 რავიცი-რავიცი...ვინცობ ჭიათურაში რამოდენიმე მეთევზეს ვინც თევზაობით ოჯახს არჩენს,მაგრამ არცერთ თევზს არ იჭერს უნამუსოდ,ზოგთან ერთად მეც და ზურასაც გვაქვს ნათევზავები,იციან თავისი საქმე,რა,სად,როდის და რაზე დაიჭირონ,შესწავლილი აქვთ ადგილები და კარგადაც იჭერენ...ასეთ ხალხს ვერც სინდისი შეაწუხებს და ვერც ნამუსი... და ბრაკონიერობით დაკავებული (მეთევზეები) არცერთი არ შემხვედრია ისეთი ვინც მაგით ოჯახს არჩენდეს,პირიქით..(პონტის ასაგდებად) ჭირდებოდათ ხოლმე ყოველთვის. პს.ისე ხომ არ აჯობებს შესაბამის თემაში გადაგვეტანა ეს? ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted July 27, 2014 Report Share Posted July 27, 2014 მთლად კოლექტიურ გასვლაში არ ჩაითვლება, მაგრამ მეგობრებო ამ სეზონზე 2 ამ ფორუმელი და კარგი ადამიანი გავიცანი. ქარიყლაპიების მტერი ბადრი და ქაშპების რისხვა ლაშა დიდი მცდელობის მიუხედავად მე და ბადრიმ ქარიყლაპია ვერ მოვიხელთეთ, სამაგიეროდ ბრაკების მიერ ჩაგებული ბადიდან 900 გრამიანი კობრი (სურათრბსაც აქვე დავდებ) გავათავისუფლეთ და ჩემს ტაფაზე მოვათავსეთ ბადე გავანადგურეთ რათქმაუნდა. მაგ გასვლის შედეგად ბადრიმ 2 ქაშაპი დაიჭირა, სურათებიც ედო შესაბამის განყოფილებაში. რამდენიმე დღის წინ კი უბისაში ჩავედი თერჯოლიდან ქაშაპის დასაჭერად. წყალი არ იყო ისეთი სუფთა , როგორიც საჭიროა, ამინდმაც გაგვაწვალა ისე რომ ნორმალურად სურათიც ვერ გადავიღე ლაშასთან და მის ნათესავთან :( მიუხედავად ამისა ჩემი სასპინინგე ნათლობა შედგა B) და 1 ქაშაპი დავიჭირე და 2 გამექცა გამოყვანისას სამწუხაროდ. ძალიან ცუდად იჭირებოდა, მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი და სპინინგით თევზაობამ ჩემს იერარქიულ ცხრილში ღირსეულად გადაინაცვლა ფსკერულის და ტივტივით თევზაობის წინ მადლობა ლაშას და ბადრის სასიამოვნოდ დროის გატარებისთვის P.S. დიდი ბოდიში ჩემი მწირი ფოტოარქივისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted July 27, 2014 Report Share Posted July 27, 2014 ესეც ბადრისთან ერთად ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 27, 2014 Author Report Share Posted July 27, 2014 TOZI777 ყოჩარ! კარგია! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted July 27, 2014 Report Share Posted July 27, 2014 TOZI777 სპინინგს ცოტა დრო უნდა მანამ კარგად აითვისებ,მეც ათვისების სტადიასი ვარ და ძალიან მიმზიდველი სახეობა არის. გაიხარეთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.