Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ტილაპია (ლათ.Tilapia)

 

fa702bb27617.jpg

 

0b362799080d.jpg

 

2032cf9ec8e7.jpg

 

6eea5356ecd0.jpg

 

 

თევზების გვარი ციხლიდების ოჯახიდან, რომელშიც გაერთიანებული 100-ზე მეტი სახეობა. გავრცელების ძირითადი არეალია აზიისა და აფრიკის ტროპიკები. სხვადასხვა ქვეყნებში გააჩნია მრავალი ადგილობრივი სახელი. ისრაელის წყალსატევებსა და მდინარეებში გავრცელების გამო ტილაპიას ხშირად წმინდა პეტრეს თევზსაც უწოდებენ.

 

ციხლიდების ოჯახის სხვა თევზების მსგავსად ქმნიან მყარ ოჯახურ წყვილებს.ქვირითისა და ლიფსიტების ინკუბაციას ახდენენ პირის ღრუში. გააჩნიათ ურთიერთობის მაღალგანვითარებული სასიგნალო სისტემა და ნათლად გამოხატული ტერიტორიული ინსტიქტი.

 

 

გასტრონომიული თვალსაზრისით, ტილაპია გამოირჩევა ნაკლებცხიმიანი, ნაზი და გემრიელი ხორცით. ამასთან, ტილაპიებს შეუძლიათ იკვებონ თითქმის ყველანაირი საკვებით, არიან გამძლეები და ადვილად შემგუებელნი მერყევი(ცვლადი) გარემო პირობებისადმი.ტილაპიათა ზოგიერთ სახეობებს შეუძლიათ გაუძლონ ტემპერატურის და წყალში ჟანგბადის შემცველობის მნიშვნელოვან მერყეობას. მათი გვარის თითქმის ყველა სახეობას შეუძლია იცხოვროს, ნორმალურად განვითარდეს და გამრავლდეს როგორც მტკნარ, ასევე ნახევრადმარილიან და მარილიან წყალში. ეს უკანასკნელი თვისება ძალიან იშვიათია, სხვა გვარის თევზთა შორის.

 

დღესდღეობით, ტილაპია ფართოდაა გავრცელებული. აზია-აფრიკის გარდა, მის კულტივირებას ეწევიან: ლათინურ ამერიკაში, აშშ-ში, რუსეთში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის მდინარე "ბაზავლუკში" კი ძალზედ გამრავლებულა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამრავლებენ და ზრდიან ჩინეთში, საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება მისი ექსპორტი(ფილეების სახით).

 

5c6f561ece49.jpg

 

 

სასურსათო-სამეურნეო მახასიათებლების გაუმჯობესების მოზნით, ხელოვნურად გამოყვანილია ტილაპიას მრავალი ჰიბრუდული ფორმა.

 

აშშ-ში გამოყვანილი ჰიბრიდი - "წითელი ტილაპია".

 

06c025dfe1aa.jpg

 

წყარო-

http://ru.wikipedia.org/wiki/%D2%E8%EB%FF%EF%E8%FF

 

 

ტილაპია სმოლენსკის ატომური ელექტრო სადგურის წყალსაცავში-

 

 

გუშინ გავსინჯე :dato: და ვფიქრობ, საინტერესო თევზია, სამეურნეო

 

თვალსაზრისით.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ტილაპიას მირთმევის მსურველებს ვურჩევ, მხოლოდ ფილეებით მოამზადონ კერძები.

უნდა გაეცალოს ყველა ფხა და მშვენიერი გემოს თევზი გახლავთ. :dato::hi:

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...
  • 2 years later...
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...