Jump to content
Club-Monadire.Ge

”კლუბი-მონადირე.გე”-ს ვენახებიდან.


Recommended Posts

  • Replies 490
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

''ბაღდათის მამულებმა'' სერიოზული სტარტი აიღო. ველოდებით 2017 წლის მოსავლის ჩამოსხმას.

ეს პატარა ხის ნაჭერი ნაწილია მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის საწნახლისა მშვილდაძეების ოჯახიდან, რომელიც დრომ ძალიან დააზიანა. ნიშნად იმისა რომ რელიქვიური საწნახელი საბოლოოდ არ განადგურებულიყო და ოჯახს სამახ

ავთოს შედევრი ბაბაუაჩემის ცაცხვის საწნახლის ნაჭრიდან.

Posted Images

მაიცა კაცო, ჩემი ვენახი და ჭურსითავი საღადაოში უნდა დააგდოთ?! :yes:

 

 

მაცალეთ ცოტა ხანი ნახეთ რა მასალებს დავყრი.

 

აგერ დასაწყისში

 

 

11a2c609a2cc.jpg

 

54ade56e5ddd.jpg

 

c87f4f3e9e48.jpg

 

 

 

 

ესეც საღადაოში

Link to post
Share on other sites

გაზაფხულზე ოჯახის კაცების დესანტი გადაისხმება მამაჩემთან

 

tji68.jpg

 

 

6tq8l.jpg

 

 

ესაა რომ მერე ასე ტოვებენ

 

 

v27f8.jpg

Link to post
Share on other sites

დავდებ ჩემებსაც მერე.

 

ვახტანგ, გაიკითხოს შენმა ძმამ ელიავაზე, არის სპეციალური ქიმიური სითხეები, რომლებიც ხეს ინახავენ დიდხანს.

ვგულისხმობ ბოძების ძირებს შეღებვას, თუ ჩვეულებრივი სძლებს 4-5 წელი, იმ სითხით დამუშავებული, ანუ ძირგაჟღენთილი მინიმუმ მეოთხედ საუკუნეს გაუძლებს.

Link to post
Share on other sites

მიწაში რაცაა ის კი დაამუშავეს ფისით და მიწის ზემოთაზე მეუბნები?

 

 

დავდებ ჩემებსაც მერე.

 

ვახტანგ, გაიკითხოს შენმა ძმამ ელიავაზე, არის სპეციალური ქიმიური სითხეები, რომლებიც ხეს ინახავენ დიდხანს.

ვგულისხმობ ბოძების ძირებს შეღებვას, თუ ჩვეულებრივი სძლებს 4-5 წელი, იმ სითხით დამუშავებული, ანუ ძირგაჟღენთილი მინიმუმ მეოთხედ საუკუნეს გაუძლებს.

Link to post
Share on other sites

თუ დამიჯერებთ, ეს კრახუნა არ გამისინჯავს. წელს დმორალმა ოციანით მისი ვენახის კრახუნა მაჩუქა და ის გავსინჯე პირველად

Link to post
Share on other sites

აგერ, უნიკალური ქართული ჯიშების დეგუსტაციის შედეგები. კლუბ მარნის ფორუმიდანაა

 

 

http://forum.vinoge....&st=60&start=60

 

 

 

 

მემგონი გუშინ ყველა კმაყოფილი წავიდა. ძალიან მაგარი საღამო იყო.

 

ეხა ჩემს შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ, ჩვენს მიერ დაყენებულ ღვინოებზე. ანუ Zangi Garage Cellar წარმოგიდგენთ

 

მესხური მწვანე, მესხური ყურძენი და მესხური ჩიტისთვალა

ეს სამი ჯიში ერთად ჩავწურეთ, 4 დღე იყო ჭაჭაზე და ზაფხულში როცა გავსინჯეთ, არაფრით მეჩვენა გამორჩეული. ცხარე ღვინო იყო და მწარე ქლიავის გემო ჰქონდა. ახლა კი საოცარი მომწვანო-ლიმნისფერი დაკრავდა. საოცრად დარბილებული მეჩვენა, მწვანილეულის, ლაიმისა და თეთრი ქლიავის ტონებით.

 

საკმიელა

ზაფხულში უფრო მეტი სიცოცხლე და ეფექტები იყო ამ ღვინოში. მსხალი, მწვანილები, ანისულიც კი. გუშინ ფერმა მომხიბლა, წინა ღვინოზე უფრო ხალისიანი ფერი, მცირედი ოქროთი. ქინძი და სიმინდის ნედლი ფუჩეჩი

 

გრლდანურა

მართალია სასუფრე ჯიშია, მაგრამ გუშინ ღვინომაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. დაამშვენებდა თბილისლების სუფრას ყურძენიც და ღვინოც. მძაფრი ყვავილოვანი და მცენარეული სურნელები.

 

ქისი

ეს ღვინო მართლა საოცრება გამოვიდა. საოცარი ოქროსფერ-ცეცხლისფერი, გიჟური სურნელებით, სადაც განსაკუთრებით ბერგამოტის ტონები გამოდიოდა წინა პლანზე. არაჩვეულებრივი გემო, სავსე, ღრმა, ხანგრძლივი, მცირედი სიხისტე კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ღვინოს და ბოლოს ყვავილების ხანგრძლივ დაბოლოებაში მიდიოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქისი ყველაზე მატრაკვეცა, თავმომწონე ქართული ღვინოა

 

ხიხვი

არც ჩვენი ხიხვი ჩამოუვარდება ქისს, უბრალოდ, უფრო სერიოზულია, შედარებით. ჩახარშული ხორბალი, საკმაზებით. ამ ღვინის დაგემოვნებისას ერთი ფრაზა ამეკვიატა - გოზინაყივით ღვინოა.

 

კახური თეთრი, ღვინის თეთრი

სასწაული ჭუკისფერი ღვინოა. ღვინოზე თაფლი და კიდევ ერთხელ თაფლი, ლიმნის ნამცხვარი... ჩვენ გაშენებული გვაქვს ერთ-ერთი ჯიში და მომავალში კიდევ ვცდით და უფრო კარგად ვნახავთ მის შესაძლებლობებს.

 

კახური მცვივანი, 2009 და 2007

თეიმურაზ ღლონტის მიერ დაყენებული ღვინოებია. სამწუხაროდ ჩვენი მცვივანი დეგუსტაციამდე აღარ შემორჩა. 2009-ისას ძალიან მწვანე გემოები ჰქონდა, თივას ვამბობთ ხოლმე კახურებზე, მაგრამ ამას ჰქონდა აი მართლა მძაფრი თივის სუნი, სოფელში, მეორე დღის მოთიბულზე ბალახი რო ხმობას იწყებს და სურნელიი რო დგება... რის შემდეგაც ცხადად გამოჩნდა ფეიხოაც. უკვე მერამდენეჯერ მხვდება ფეიხოა კახურ ღვინოში ასევე წიფლის კაკალი, გახსოვთ ალბათ მისი გემო. ოქროსფერ-ქარვისფერია. 2007-ისა ჩაისფერი იყო, წიწაკა, დაფნა, ქონდარი. ანუ ხაზგასმით სუნელები. ასევე წიწვები და ხმელი ფოთლები.

 

ჩხავერი

ბუკისციხური, თემურ შარაშიძის, აგურისფერი, ვარდის მურაბა, მოცვის მურაბა, კუნელი. ანუ ხაზგასმით კენკრები. ცოტა ვარდიც.

 

ასურეთული შავი

საკმაოდ ნაზი ვარდისფერ-აგუსრისფერი ღვინო დადგა, ცარელა ალუბალი.

 

ძელშავი

ძალიან ღირსეულად აჩვენა თავი. შინდისფერი ღვინო იყო, საინტერესო, ღრმა გემო-სურნელებით. შინდის მურაბა და შავქლიავის ჩირი.

 

დანახარული

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ჯიშის დიდ პოტენციალში. შინდისფერი ღვინოა. თავიდან ჩაკეტილია თითქოს, მაგრამ შემდეგ იხსნება. კომშის მურაბა და ლეღვის ჩირი და მურაბა, ძლიერად და შთამბეჭდავად.

 

მგალობლიშვილი

კიდევ ერთი გმირი. ძლიერი კენკრებით, ალუბლისფერი, ასევე ალიბუხარი ქლიავი და შავი ქლიავი.

 

ჭანკილოური

ქონდარი და სუნელები, შინდი. მოკლედ, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ოცხანურ საფერეს აუცილებლად სჭირდება შესაკმაზი ღვინო. თან ეს იმერულ გასტრონომიულ ფილოსოფიაშიც კარგად ჩაჯდება. მაგ. იგივე ჭანკილოური ან მგალობლიშვილი დახატავდა ოცხანურს. 2-3 კაცი გვინდა, ვინც მომავალ წელს რამდენიმე ვარიაციას გააკეთებს ამ თემაზე. 2013 წელს პირველ შედეგებსაც დავაჯამებდით

 

ახმეტის შავი, ახმეტის წითელი

არაფერს არ გავდა. ძნელად შეადრიდი რომელიმე ქართულ ჯიშს. ალუბლის მურაბა და მოცვის მურა, მოგვიანებით. მოკლედ, რარაცით სირას გავდა ეს ჯიში რაღაცით. უფრო სწორად ძალიან გავდა.

 

მირზაანული

კახურად დაყენებული ჭერმისფერი ღვინო. კაი გემრიელი. კორკოტი და მისი ჯანი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...