Jump to content
Club-Monadire.Ge

”კლუბი-მონადირე.გე”-ს ვენახებიდან.


Recommended Posts

წავიკითხე ეგ წერილი ვახტანგ, კაი არჩევანს აძლევს დაინტერესებულს.

 

ჩემდა თავად, ახალი წლის ღამეს კაი დაძველებულ შუამთას მივაწვებოდი დილამდე, თუ გამიძლებდნენ სუფრის წევრები რათქმაუნდა.

 

მეორე დღეს, დილით ორნახად ჭაჭას ვგლიჯავდი სამ "სტაქანს" და მერე შავი ღვინით გადმოვიტრიალებდი თვალებს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 494
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

''ბაღდათის მამულებმა'' სერიოზული სტარტი აიღო. ველოდებით 2017 წლის მოსავლის ჩამოსხმას.

ეს პატარა ხის ნაჭერი ნაწილია მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის საწნახლისა მშვილდაძეების ოჯახიდან, რომელიც დრომ ძალიან დააზიანა. ნიშნად იმისა რომ რელიქვიური საწნახელი საბოლოოდ არ განადგურებულიყო და ოჯახს სამახ

ავთოს შედევრი ბაბაუაჩემის ცაცხვის საწნახლის ნაჭრიდან.

Posted Images

მაგარ ხათაბალაში ვარ გახვეული. :karochera:

 

ორ 120 ლიტრიანში, ადესამ დუღილი შეანელა, თუ დროულად არ დაღვინდა, ამჟავდება.

ერთში სულ ადესაა, მეორეში ნახ-ნახევარი :d030: ადესა და ლალისფერი/RUBY RED/

 

ვიცი რისი ბრალიც არის, არც შაქრიანობა აკლდა და არც წვენი, მაგრამ სიცივეებია და ძალიან ნელა დუღს, დღეში 2-3 ჯერ ვურევ.

რომ იტყვიან ვძალაობ, მაგის გაფუჭება როგორ იქნება?

 

რას მირჩევთ, დროჟით ავწიო რეაქცია, ჟელატინით, თუ 2 კილო შაქარი ვხიო თითო კასრში?

 

არადა სუფთა წვენია ორივე. :karochera:

 

რაც მაგათ მოკრეფაში ვიფორთხიალე იმ ფერდობზე. :karochera:

 

პ.ს. ჰო, ჭაჭაზე მაქვს დაყენებული.

დანარჩენები დაღვინდნენ და მესამედ გადაღებაც მოვასწარი, ესენი ვერ ამოვქოქე.

 

არაყად ვერ გამოვხდი, ჯერ ერთი კანონი კრძალავს მძიმე ლიქიორის სახლში დამზადებას და მეორეა ის, რომ შესაბამისი ჭურჭელის ყიდვა, ფანტასტიკის სფეროა აქ.

Link to post
Share on other sites

ელჩი, დუღილის შეჩერება სიცივემაც იცის და მაღალმა შაქარმაც(ასევე ჭაჭის დაკლებამ თუ ევროპულად აყენებ). თუ შაქრიანობა მაღალი ჰქონდა ყურძენს, ნაკლებად საშიშია დაძმარება, ქინძმარაულის ამბავში გამოვა ნახევრადტკბილი. შეეცადე როგორმე გაათბო, შეფუთო და ა.შ.

Link to post
Share on other sites

მოკლედ, 8-ზე იღება HOME DEPOT, აგერ 20 წუთიღა დარჩა, გავგაზავ და INSULATION/შუშის ბამბის ლეიბებია/ ავითრევ ერთ რულონს და გავახვევ კასრებს სქელ მასალაში.

 

 

ნაღდად არ მინდა რამის დამატება, ცხოვრებაში არ გამირევია ღვინოში არაფერი.

 

მე მგონი უნდა ეშველოს.

 

BROWNING-ადესის ერთი პარტია რომელიც იმ ქალის ხეივანზე დავკრიფე, ადრინდელზე უკეთესი დადგა.

გადავიღებ მერე სურათებს და გაჩვენებთ თუ რა გაკრიალებულია.

 

მაგ ღვინის ერთი 20-იანი შევინახე შენს სახელზე, შენს ჩამოსვლამდე თითს ვერ დააკარებს ვერავინ.

Link to post
Share on other sites

მარტო შეფუთვა ვერ დაეხმარება გიო. სითბო უნდა იყოს სადაც კასრები გიდევს. თუ დუღილი არ დაუმთავრებია და ნელა დუღს 2-3 დღე გაათბე ოთახი და აიღებს ტემპს.თუ არადა წყალი გაათბე 30 გრადუსამდე,გახსენი შიგ შესაბამისად შაქარი და როცა გადნება თბილადვე ჩაუმატე წინასწარ შეფუთულ კასრებში.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

ავთია და აჩი, ვერ გავათბობ იმ სათავსოს ბიჭებო, ორი მანქანის ავტოფარეხია, კაი მოზრდილია, 8მX8მ-ზეა, თანაც საჰაეროები აქვს ყოველ 2 მეტრში სამივე კედელის თავზე.

 

სახლში ვერ შემოვიტან.

 

მარტოს აწევა არ გინდა 120 ლიტრიანის? :karochera:

 

ვნახოთ აბა ეს ორი დღე რას იზავს, თუ მოიქოქა ხომ კარგი, თუ არადა მოვხსნი ჭაჭიდან და უკვე გამზადებული მაქვს 20-იანი ბოცები, გადავანაწილებ და გავაევროპელებ. :e025:

 

 

რა წვალებით მაქვს მოკრეფილ-მოტანილ-დაწურულ-მოვლილი და მაგის გამფუჭებელი არა ვარ, რაღაცა უნდა მოვუხერხო.

Link to post
Share on other sites

აჩი, დაბლობშია "გარაჟი", ვერ ამოვიტან სიმაღლეზე, კი მაქვს გორგოლაჭებიანი საზიდარი, მაგრამ მეორე პრობლემა ის არის კიდევ, სადაც მისი მოთავსება შეიძლებოდა, იმ ადგილას საახალწლო 2,5მ-იანი ნაძვის ხე დგას.

 

15-მდე დავიცდი, ავშლი მერე ამ ხეს და შემოვიტან, სხვა გზა არ არის.

Link to post
Share on other sites

ჰო, მთავარი დამავიწყდა.

 

შარშან მეუღლემ შემოაყენა თავის მანქანა და შუშები ჩაწეული დასტოვა.

 

დილით წავიდა სამსახურში.

 

მივიდა თუ არა მირეკავს:-გიო მე მგონი მთვრალი ვარო.

 

გაჟღენთილი იყო სალონი ღვინის სუნით.

 

ეხლა მაგაი სახლში შემოვაგორებ და მაგრა ვიხალისებთ მთელი ოჯახი. :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

მხოლოდ 5 დღე გავიდა, რაც დავათბუნე კასრები.

 

ჭაჭამ დაიწია და ღვინო გამოჩნდა, თან ეს დალოცვილი სავსე მთვარეც გამოჩნდა და ყველა ღვინო დაწკრიალდა.

 

ეს ახალი გადავიღე და გუშინ გავსინჯე.

 

BROWNING-ის რეცეპტით შევწვი ყურცქვიტები და ეგ ღვინო მივაყოლე.

 

მეთქი დავლევ გამეტებით.

 

ლიტრა ნახევარზე კინაღამ სალტო გავაკეთე. :d030:

 

დღეს დილით მეუღლე დამცინოდა:

-შენა მეღვინე ხარ თუ ფარმაცევტიო? ძილის წამალს აკეთებო? :d030:

 

 

 

16 საათი მეძინა, ბომბი გამოვიდა მაგის ყვავილებიც გახმეს, ამაყირავა ლიტრანახევარში. :karochera:

Link to post
Share on other sites

მთლად შუშხუნა არ არის აჩი, ისე კი წაჰკრავს წკიპურტებს.

 

დაახლოებით კრახუნასნაირი ღვინო გამოვიდა.

 

დაღვინებით კიდევ, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე აქვს პროცესი დამთავრებული.

როგორც ადრე ვსთქვი, დუღდა, მაგრამ ამ ყინვებში შეანელა და ძალიან ნელა თუხთუხებდა, ისიც, როცა ამოვურევდი.

 

ამ 5 დღეში მაგრა ამოიქოქა, წავიდა ჭაჭა ფსკერზე და ზემოთ ღვინო დარჩა.

 

თან მომეხმარა მთვარის ფაზის შეცვლაც.

სავსე მთვარეა ეხლა.

დააკვირდით ხალხო მთვარის ცვალებადობას და ღვინისას, თავად დარწმუნდებით ყველა ფაზის შეცვლაზე ღვინოც იცვლება.

 

ჰო, ერთი კიდევ, ვაპირებდი "შუშის ბამბის" ლეიბების ყიდვას, უკეთესი გამოსავალი ვნახე.

აქ იყიდება სპეციალურად წყლის გამათბობელი ცისტერნების შესაფუთი "ლეიბები", ჰოდა ეგენი შემოვახვიე.

 

მეორე კასრი ჯერ არ გადამიღია, ეს ადესას და ლალისფერის ნარევია, ნახევარი ნახევარზე, იმ მეორეში სულ ადესაა.

ის ჯერ არ გამისინჯავს, იმის ჭაჭაც ფსკერისკენ დაეშვა, ზემოთ ღვინო დარჩა.

 

ერთია ოღონდ, ჭურჭელი არა მყოფნის.

ძვირია შუშის ბოცები.

ინეტში 35$ აფასებენ, ისევ GARAGE SALE-ზე თუ გადავაწყდები იაფად, თორემ ისე ნამეტანი გავიწეწები.

Link to post
Share on other sites

ელჩი იცი სადაც, ქიმიის ლაბორატორიებში, მხეც მინის ჭურჭელს ნახავ, ყრიან...გარეცხავ და მორჩა, გამხსნელების ჭურჭელი ოღონდ. ნალჯენის დიდ ბოცასაც შეიძლება გამოკრა ხელი.

 

მთლად შუშხუნა არ არის აჩი, ისე კი წაჰკრავს წკიპურტებს.

 

დაახლოებით კრახუნასნაირი ღვინო გამოვიდა.

 

დაღვინებით კიდევ, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე აქვს პროცესი დამთავრებული.

როგორც ადრე ვსთქვი, დუღდა, მაგრამ ამ ყინვებში შეანელა და ძალიან ნელა თუხთუხებდა, ისიც, როცა ამოვურევდი.

 

ამ 5 დღეში მაგრა ამოიქოქა, წავიდა ჭაჭა ფსკერზე და ზემოთ ღვინო დარჩა.

 

თან მომეხმარა მთვარის ფაზის შეცვლაც.

სავსე მთვარეა ეხლა.

დააკვირდით ხალხო მთვარის ცვალებადობას და ღვინისას, თავად დარწმუნდებით ყველა ფაზის შეცვლაზე ღვინოც იცვლება.

 

ჰო, ერთი კიდევ, ვაპირებდი "შუშის ბამბის" ლეიბების ყიდვას, უკეთესი გამოსავალი ვნახე.

აქ იყიდება სპეციალურად წყლის გამათბობელი ცისტერნების შესაფუთი "ლეიბები", ჰოდა ეგენი შემოვახვიე.

 

მეორე კასრი ჯერ არ გადამიღია, ეს ადესას და ლალისფერის ნარევია, ნახევარი ნახევარზე, იმ მეორეში სულ ადესაა.

ის ჯერ არ გამისინჯავს, იმის ჭაჭაც ფსკერისკენ დაეშვა, ზემოთ ღვინო დარჩა.

 

ერთია ოღონდ, ჭურჭელი არა მყოფნის.

ძვირია შუშის ბოცები.

ინეტში 35$ აფასებენ, ისევ GARAGE SALE-ზე თუ გადავაწყდები იაფად, თორემ ისე ნამეტანი გავიწეწები.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

ვახტანგ გესმის ეს საკითხი კარგად და რას ფიქრობ იმ პლასტმასის ოციანებზე, სასმელი წყალით რომ დგას ოფისებში?

 

ხომ ხვდები რაზეც გეკითხები? თავდაყირა აყენია და ერთჯერადი ჭიქებით რომ ხმარობენ.

 

გამოდგება ვითომ ღვინისთვის?

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ქე ენდომებათ ჩვენს მეღვინეებს ამნაირ ბაზარზე შესვლა, აბა არ ენდომებათ? :alfons:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=38ST09Amwt0

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

ვახტანგ გესმის ეს საკითხი კარგად და რას ფიქრობ იმ პლასტმასის ოციანებზე, სასმელი წყალით რომ დგას ოფისებში?

 

ხომ ხვდები რაზეც გეკითხები? თავდაყირა აყენია და ერთჯერადი ჭიქებით რომ ხმარობენ.

 

გამოდგება ვითომ ღვინისთვის?

მე ვინახავ გიო მაგ ბოცებში და ინახება მშვენივრად

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

კარგი ლექციაა სანერგე მეურნეობებზე. ზოგადად კლუბი მარანი ძალიან საინტერესო ლექციებს აწყობს კვირაში ერთხელ.

 

Link to post
Share on other sites

მე ვინახავ გიო მაგ ბოცებში და ინახება მშვენივრად

 

გაიხარე ჯაბა. :hi:

 

ე.ი. ღვინო არც ფერს იცვლის და არც გემოს?

Link to post
Share on other sites

გაიხარე ჯაბა. :hi:

 

ე.ი. ღვინო არც ფერს იცვლის და არც გემოს?

არა წლიდან წლამდე მასე ვინახავ.მშვენივრად ინახება :*

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...