გიორგი 46 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 წავიკითხე ეგ წერილი ვახტანგ, კაი არჩევანს აძლევს დაინტერესებულს. ჩემდა თავად, ახალი წლის ღამეს კაი დაძველებულ შუამთას მივაწვებოდი დილამდე, თუ გამიძლებდნენ სუფრის წევრები რათქმაუნდა. მეორე დღეს, დილით ორნახად ჭაჭას ვგლიჯავდი სამ "სტაქანს" და მერე შავი ღვინით გადმოვიტრიალებდი თვალებს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 10, 2013 Report Share Posted January 10, 2013 მაგარ ხათაბალაში ვარ გახვეული. ორ 120 ლიტრიანში, ადესამ დუღილი შეანელა, თუ დროულად არ დაღვინდა, ამჟავდება. ერთში სულ ადესაა, მეორეში ნახ-ნახევარი ადესა და ლალისფერი/RUBY RED/ ვიცი რისი ბრალიც არის, არც შაქრიანობა აკლდა და არც წვენი, მაგრამ სიცივეებია და ძალიან ნელა დუღს, დღეში 2-3 ჯერ ვურევ. რომ იტყვიან ვძალაობ, მაგის გაფუჭება როგორ იქნება? რას მირჩევთ, დროჟით ავწიო რეაქცია, ჟელატინით, თუ 2 კილო შაქარი ვხიო თითო კასრში? არადა სუფთა წვენია ორივე. რაც მაგათ მოკრეფაში ვიფორთხიალე იმ ფერდობზე. პ.ს. ჰო, ჭაჭაზე მაქვს დაყენებული. დანარჩენები დაღვინდნენ და მესამედ გადაღებაც მოვასწარი, ესენი ვერ ამოვქოქე. არაყად ვერ გამოვხდი, ჯერ ერთი კანონი კრძალავს მძიმე ლიქიორის სახლში დამზადებას და მეორეა ის, რომ შესაბამისი ჭურჭელის ყიდვა, ფანტასტიკის სფეროა აქ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 10, 2013 Report Share Posted January 10, 2013 გიორგი სითბო უნდა და კალორიფერი ან ელექტროღუმელი ჩაურთე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 10, 2013 Report Share Posted January 10, 2013 ელჩი, დუღილის შეჩერება სიცივემაც იცის და მაღალმა შაქარმაც(ასევე ჭაჭის დაკლებამ თუ ევროპულად აყენებ). თუ შაქრიანობა მაღალი ჰქონდა ყურძენს, ნაკლებად საშიშია დაძმარება, ქინძმარაულის ამბავში გამოვა ნახევრადტკბილი. შეეცადე როგორმე გაათბო, შეფუთო და ა.შ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 10, 2013 Report Share Posted January 10, 2013 მოკლედ, 8-ზე იღება HOME DEPOT, აგერ 20 წუთიღა დარჩა, გავგაზავ და INSULATION/შუშის ბამბის ლეიბებია/ ავითრევ ერთ რულონს და გავახვევ კასრებს სქელ მასალაში. ნაღდად არ მინდა რამის დამატება, ცხოვრებაში არ გამირევია ღვინოში არაფერი. მე მგონი უნდა ეშველოს. BROWNING-ადესის ერთი პარტია რომელიც იმ ქალის ხეივანზე დავკრიფე, ადრინდელზე უკეთესი დადგა. გადავიღებ მერე სურათებს და გაჩვენებთ თუ რა გაკრიალებულია. მაგ ღვინის ერთი 20-იანი შევინახე შენს სახელზე, შენს ჩამოსვლამდე თითს ვერ დააკარებს ვერავინ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 10, 2013 Report Share Posted January 10, 2013 (edited) მარტო შეფუთვა ვერ დაეხმარება გიო. სითბო უნდა იყოს სადაც კასრები გიდევს. თუ დუღილი არ დაუმთავრებია და ნელა დუღს 2-3 დღე გაათბე ოთახი და აიღებს ტემპს.თუ არადა წყალი გაათბე 30 გრადუსამდე,გახსენი შიგ შესაბამისად შაქარი და როცა გადნება თბილადვე ჩაუმატე წინასწარ შეფუთულ კასრებში. Edited January 10, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 10, 2013 Report Share Posted January 10, 2013 გიო ოთახი თუ არ გაათბე ვერაფრის დამატება ვერ უშველის, ისევ გაცივდება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 11, 2013 Report Share Posted January 11, 2013 ავთია და აჩი, ვერ გავათბობ იმ სათავსოს ბიჭებო, ორი მანქანის ავტოფარეხია, კაი მოზრდილია, 8მX8მ-ზეა, თანაც საჰაეროები აქვს ყოველ 2 მეტრში სამივე კედელის თავზე. სახლში ვერ შემოვიტან. მარტოს აწევა არ გინდა 120 ლიტრიანის? ვნახოთ აბა ეს ორი დღე რას იზავს, თუ მოიქოქა ხომ კარგი, თუ არადა მოვხსნი ჭაჭიდან და უკვე გამზადებული მაქვს 20-იანი ბოცები, გადავანაწილებ და გავაევროპელებ. რა წვალებით მაქვს მოკრეფილ-მოტანილ-დაწურულ-მოვლილი და მაგის გამფუჭებელი არა ვარ, რაღაცა უნდა მოვუხერხო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 11, 2013 Report Share Posted January 11, 2013 ელჩი სახლში რატომ ვერ შეიტან? თუ სიმძიმეს გულისხმობ, სავსე 220–იანი გადამიადგილებია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 11, 2013 Report Share Posted January 11, 2013 აჩი, დაბლობშია "გარაჟი", ვერ ამოვიტან სიმაღლეზე, კი მაქვს გორგოლაჭებიანი საზიდარი, მაგრამ მეორე პრობლემა ის არის კიდევ, სადაც მისი მოთავსება შეიძლებოდა, იმ ადგილას საახალწლო 2,5მ-იანი ნაძვის ხე დგას. 15-მდე დავიცდი, ავშლი მერე ამ ხეს და შემოვიტან, სხვა გზა არ არის. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 11, 2013 Report Share Posted January 11, 2013 ჰო, მთავარი დამავიწყდა. შარშან მეუღლემ შემოაყენა თავის მანქანა და შუშები ჩაწეული დასტოვა. დილით წავიდა სამსახურში. მივიდა თუ არა მირეკავს:-გიო მე მგონი მთვრალი ვარო. გაჟღენთილი იყო სალონი ღვინის სუნით. ეხლა მაგაი სახლში შემოვაგორებ და მაგრა ვიხალისებთ მთელი ოჯახი. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 11, 2013 Report Share Posted January 11, 2013 მასე ჯობია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 11, 2013 Report Share Posted January 11, 2013 მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან http://vinoge.com/istoria/meqvevreTa-ojaxi-yvarlidan ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 12, 2013 Report Share Posted January 12, 2013 ვაა, რა კარგი სტატიაა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 მხოლოდ 5 დღე გავიდა, რაც დავათბუნე კასრები. ჭაჭამ დაიწია და ღვინო გამოჩნდა, თან ეს დალოცვილი სავსე მთვარეც გამოჩნდა და ყველა ღვინო დაწკრიალდა. ეს ახალი გადავიღე და გუშინ გავსინჯე. BROWNING-ის რეცეპტით შევწვი ყურცქვიტები და ეგ ღვინო მივაყოლე. მეთქი დავლევ გამეტებით. ლიტრა ნახევარზე კინაღამ სალტო გავაკეთე. დღეს დილით მეუღლე დამცინოდა: -შენა მეღვინე ხარ თუ ფარმაცევტიო? ძილის წამალს აკეთებო? 16 საათი მეძინა, ბომბი გამოვიდა მაგის ყვავილებიც გახმეს, ამაყირავა ლიტრანახევარში. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 ელჩი შუშხუნაა? ასე მალე ვერ დადუღდებოდა ბოლომდე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 მთლად შუშხუნა არ არის აჩი, ისე კი წაჰკრავს წკიპურტებს. დაახლოებით კრახუნასნაირი ღვინო გამოვიდა. დაღვინებით კიდევ, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე აქვს პროცესი დამთავრებული. როგორც ადრე ვსთქვი, დუღდა, მაგრამ ამ ყინვებში შეანელა და ძალიან ნელა თუხთუხებდა, ისიც, როცა ამოვურევდი. ამ 5 დღეში მაგრა ამოიქოქა, წავიდა ჭაჭა ფსკერზე და ზემოთ ღვინო დარჩა. თან მომეხმარა მთვარის ფაზის შეცვლაც. სავსე მთვარეა ეხლა. დააკვირდით ხალხო მთვარის ცვალებადობას და ღვინისას, თავად დარწმუნდებით ყველა ფაზის შეცვლაზე ღვინოც იცვლება. ჰო, ერთი კიდევ, ვაპირებდი "შუშის ბამბის" ლეიბების ყიდვას, უკეთესი გამოსავალი ვნახე. აქ იყიდება სპეციალურად წყლის გამათბობელი ცისტერნების შესაფუთი "ლეიბები", ჰოდა ეგენი შემოვახვიე. მეორე კასრი ჯერ არ გადამიღია, ეს ადესას და ლალისფერის ნარევია, ნახევარი ნახევარზე, იმ მეორეში სულ ადესაა. ის ჯერ არ გამისინჯავს, იმის ჭაჭაც ფსკერისკენ დაეშვა, ზემოთ ღვინო დარჩა. ერთია ოღონდ, ჭურჭელი არა მყოფნის. ძვირია შუშის ბოცები. ინეტში 35$ აფასებენ, ისევ GARAGE SALE-ზე თუ გადავაწყდები იაფად, თორემ ისე ნამეტანი გავიწეწები. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 17, 2013 Report Share Posted January 17, 2013 ელჩი იცი სადაც, ქიმიის ლაბორატორიებში, მხეც მინის ჭურჭელს ნახავ, ყრიან...გარეცხავ და მორჩა, გამხსნელების ჭურჭელი ოღონდ. ნალჯენის დიდ ბოცასაც შეიძლება გამოკრა ხელი. მთლად შუშხუნა არ არის აჩი, ისე კი წაჰკრავს წკიპურტებს. დაახლოებით კრახუნასნაირი ღვინო გამოვიდა. დაღვინებით კიდევ, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე აქვს პროცესი დამთავრებული. როგორც ადრე ვსთქვი, დუღდა, მაგრამ ამ ყინვებში შეანელა და ძალიან ნელა თუხთუხებდა, ისიც, როცა ამოვურევდი. ამ 5 დღეში მაგრა ამოიქოქა, წავიდა ჭაჭა ფსკერზე და ზემოთ ღვინო დარჩა. თან მომეხმარა მთვარის ფაზის შეცვლაც. სავსე მთვარეა ეხლა. დააკვირდით ხალხო მთვარის ცვალებადობას და ღვინისას, თავად დარწმუნდებით ყველა ფაზის შეცვლაზე ღვინოც იცვლება. ჰო, ერთი კიდევ, ვაპირებდი "შუშის ბამბის" ლეიბების ყიდვას, უკეთესი გამოსავალი ვნახე. აქ იყიდება სპეციალურად წყლის გამათბობელი ცისტერნების შესაფუთი "ლეიბები", ჰოდა ეგენი შემოვახვიე. მეორე კასრი ჯერ არ გადამიღია, ეს ადესას და ლალისფერის ნარევია, ნახევარი ნახევარზე, იმ მეორეში სულ ადესაა. ის ჯერ არ გამისინჯავს, იმის ჭაჭაც ფსკერისკენ დაეშვა, ზემოთ ღვინო დარჩა. ერთია ოღონდ, ჭურჭელი არა მყოფნის. ძვირია შუშის ბოცები. ინეტში 35$ აფასებენ, ისევ GARAGE SALE-ზე თუ გადავაწყდები იაფად, თორემ ისე ნამეტანი გავიწეწები. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 17, 2013 Report Share Posted January 17, 2013 BROWNING ვახტანგ გესმის ეს საკითხი კარგად და რას ფიქრობ იმ პლასტმასის ოციანებზე, სასმელი წყალით რომ დგას ოფისებში? ხომ ხვდები რაზეც გეკითხები? თავდაყირა აყენია და ერთჯერადი ჭიქებით რომ ხმარობენ. გამოდგება ვითომ ღვინისთვის? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 27, 2013 Report Share Posted January 27, 2013 ქე ენდომებათ ჩვენს მეღვინეებს ამნაირ ბაზარზე შესვლა, აბა არ ენდომებათ? http://www.youtube.com/watch?v=38ST09Amwt0 ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 28, 2013 Report Share Posted January 28, 2013 BROWNING ვახტანგ გესმის ეს საკითხი კარგად და რას ფიქრობ იმ პლასტმასის ოციანებზე, სასმელი წყალით რომ დგას ოფისებში? ხომ ხვდები რაზეც გეკითხები? თავდაყირა აყენია და ერთჯერადი ჭიქებით რომ ხმარობენ. გამოდგება ვითომ ღვინისთვის? მე ვინახავ გიო მაგ ბოცებში და ინახება მშვენივრად ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 28, 2013 Report Share Posted January 28, 2013 BROWNING იმდენი იწვალა იმ ლაბორანტმა ვახო და არ ეკუთვნოდა ვეცხლის მედალი? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 10, 2013 Report Share Posted February 10, 2013 კარგი ლექციაა სანერგე მეურნეობებზე. ზოგადად კლუბი მარანი ძალიან საინტერესო ლექციებს აწყობს კვირაში ერთხელ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 14, 2013 Report Share Posted February 14, 2013 მე ვინახავ გიო მაგ ბოცებში და ინახება მშვენივრად გაიხარე ჯაბა. ე.ი. ღვინო არც ფერს იცვლის და არც გემოს? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 14, 2013 Report Share Posted February 14, 2013 გაიხარე ჯაბა. ე.ი. ღვინო არც ფერს იცვლის და არც გემოს? არა წლიდან წლამდე მასე ვინახავ.მშვენივრად ინახება ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.