Jump to content
Club-Monadire.Ge

”კლუბი-მონადირე.გე”-ს ვენახებიდან.


Recommended Posts

მადლობა გუბე, ჩემი ძმა ჩავიდოდა დღეს.

 

 

მაგ მეურნეობა მართლა ჩაიწერება ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში. დიდი მამულიშვილური საქმეა. თან სად იშოვი სუფთა ჯიშს ლარნახევრად.

 

 

 

BROWNING

გიორგის მივწერე მეთქი შეატყობინეთქო რო აღარ ჩანდი აქ

Link to post
Share on other sites
  • Replies 494
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

''ბაღდათის მამულებმა'' სერიოზული სტარტი აიღო. ველოდებით 2017 წლის მოსავლის ჩამოსხმას.

ეს პატარა ხის ნაჭერი ნაწილია მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის საწნახლისა მშვილდაძეების ოჯახიდან, რომელიც დრომ ძალიან დააზიანა. ნიშნად იმისა რომ რელიქვიური საწნახელი საბოლოოდ არ განადგურებულიყო და ოჯახს სამახ

ავთოს შედევრი ბაბაუაჩემის ცაცხვის საწნახლის ნაჭრიდან.

Posted Images

FISKARS-ის მაგარი ბომბა სეკატორი ვიყიდე, სადღაც 30$-მდე გადავიხადე.

 

ტიტანის პირით არის და LIFETIME WARANTY აქვს.

 

ვაზის გასასხლავად მინდოდა, რადგან კაი ბლომად მოვინელე სხვა იაფფასიანები.

 

ვცადე და ნეკნები წკაპაწკუპით დაჭრა.

 

მოუწევს ზურგჩანთაში ჩაბრძანება, როცა სანადიროდ წავალ ცხოველზე.

 

fa8518717567.jpg

Link to post
Share on other sites

კარგია ელჩი, შენებს გაუგზავნე ერთიც, გამოადგებათ, მაგას კარგი ფოლადი აქვს.

 

 

FISKARS-ის მაგარი ბომბა სეკატორი ვიყიდე, სადღაც 30$-მდე გადავიხადე.

 

ტიტანის პირით არის და LIFETIME WARANTY აქვს.

 

ვაზის გასასხლავად მინდოდა, რადგან კაი ბლომად მოვინელე სხვა იაფფასიანები.

 

ვცადე და ნეკნები წკაპაწკუპით დაჭრა.

 

მოუწევს ზურგჩანთაში ჩაბრძანება, როცა სანადიროდ წავალ ცხოველზე.

 

 

Link to post
Share on other sites

რამდენიმე ტურისტულმა ოპერატორმა შემომტავაზა ბაღდათში ''ღვინის გზის '' ტურისტების მიღება. ნახეს ადგილი და მოეწონათ. ვფიქრომ მართლა არ იქნება ცუდი იდეა. თუ დასავლეთში იცნობთ ვინმეს ვინც მსგავს ტურებს უკეთებს ორგანიზებას, იქნებ დამაკავშიროთ. კაი ჭურმარანი, კაი, ხედი, კაი ვენახი, კაი მასპინძლობა, კაი ისტორია ქართული მეღვინეობის, პლიუს რუსულ-ინგლისურის და ცოტა ფრანგულის მარაგი(ჩემი დისშვილი მყავს მხედველობაში, რომელიც ამჟამად ბაღდათში ცხოვრობს).

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

sos049

 

 

ბარაქა სოსო, სულ ლხინში და ქორწილებში გამოგეყენებინოთ.

 

ახლა შემოვედი სახლში და ამ თემის მოძებნას ვაპირებდი.

 

ძმებო, ამ წელს რაღაც "საშინლად" ასხია ჩემს ხეივანს.

 

ადრე აკიდო?

კი ბატონო.

 

ახლა აიკიდოები აბია, თანაც უშველებელი მტევნებით.

4-5 მტევანია თითო ტოტზე და თანაც ბომბორები.

 

ასეთი დირბულა და თითა მანდ არ მინახავს.

 

განათდება თუ არა, გავრბივარ ეზოში, ტოტები რომ არ ჩამოწყდეთ.

 

თოკებით ვაბავ ტოტებს, სიმინდის ფუჩეჩი ვეღარ უძლებს, ისე დამძიმდნენ.

 

ბარაქა და ხვავი მოგეცეთ ყველას. :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

50 ძირამდე მწვანე ნერგი შევმატე ვენახს: ძელშავი, ოცხანური საფერე, კრახუნა. ეს ხალხი ჩემი გარე ბიძაშვილებია ობჩიდან. უმაგრესი მევენახეები. მათ მომცეს ნერგები.

 

 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ხვალ რთველი გვაქვს. ციცქა 1.30 ღირსო. კრახუნა 1.50 იყო და ალბათ კიდევ მოიმატებდა. ობჩის ციცქა და კრახუნა მთლიანად ''ხარებას'' წაუღია, სადმე თუ იქნა შემორჩენილი თორემ ქუთაისში მოგვიწევს ყიდვა. ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნა დაიწურება ჩემთვის. ოჯახისთვის საერთო ცოლიკოური.

Link to post
Share on other sites

მარტო ვეწვალებოდი.

 

ძნელია ხეივნის მოკრეფვა.

 

მოიყვანა უფროსმა გოგონამ თავისი მეგობრები გუშინ და შეესივნენ.

 

ჩამომიკრიფეს სულ.

 

გათენდება და დავწურავ.

 

წელს მაგრად ესხა, სადღაც 400კგ-მდე გამოვიდა.

 

კაი მაღარიჩიც ვუკისრე, შევუწვი წალამზე მწვადები და კარგად ვაქეიფე ახალგაზრდები.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გაიხარე ძამა, შენც ასევე ბარაქა და ხვავი არ მოგკლებოდეს.

 

 

რა "სასტავი" მოიყვანა, ვერ დაიჯერებ.

 

კიბე არ უხმარიათ ბიჯო.

 

თვითონ ხომ თამაშობდა კალათბურთს და კაი აწეულია ესეც, "იქიდან" წამოიყვანა 5 გოგო-ბიჭი.

 

დადგნენ ამ სიმაღლეები და იძულებული გამხადეს კიბეები შემენახა. :d030: :d030:

 

ახლა კიდევ "ფალსიფიკატორების" დახმარება მჭირდება.

 

ძალიან ტკბილია წვენი, ჭაჭაზე რომ დავაყენო ძველებურად როგორც ვაკეთებდი, მომიღებს ბოლოს ის ღვინო.

თავისუფლად ხევს 15-17 გრადუსს.

 

დისტილირებული წყალი უნდა დავამატო, ყველა ასოცლიტრიან კასრს მაქსიმუმ 20ლტ წყალი.

 

სხვა გამოსავალი არ მაქვს. :karochera:

 

თუ მასე არ მოვიქეცი, გინდათ თქვენ ჩემი სიკვდილი? :d030:

Link to post
Share on other sites

ამერიკაშიც ძლიერ აქტიური მზის ზაფხული იყო ასე დამტკბარი როა?

 

საქართველოში ყველგან ტკბილია ყურძენი.

Link to post
Share on other sites

ელჩი

შაქრიანობა უნდა გაიზომოს გიორგი და თუ მაღალია 21-22 პროცენტამდე უნდა შემცირდეს წყალით.

ზეპირად მაგის შეზავება ლატარეაა.

Link to post
Share on other sites

მოუკრეფავთ ჩვენებს და არნახული მოსავალია. ყველაფერი დაივსო და კიდევაა მოსაკრეფი. მე ციცქა-კრახუნე დავამატე ცოტა ჩემთვის. ღვინოს ჩვენსკენ ფასი ადევს და მგონი აწი მეტი დაფასება ექნება კიდეც თუ რესტორნების ღვინოს მიხედეს. 1.60 ღირდა კრახუნა. ისიც საძებნი გამიხდა.

 

100-150 ლიტრიც რომ გავყიდო ვენახის დამუშავების ფასს ამინაზღაურებს.

Link to post
Share on other sites

გენაცვალე ვახო!

ბარაქა, ხვავი, კაი ფასში გაყიდვა და სასიკეთო შემთხვევებზე შესმა :hi:

 

 

იფ, იფ, იფ რა ღვინის დაყენება იცით!!! :*:*

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

აქაფდა ტვიშის სურნელი ! ჩემი უსაყვარლესი მწვანე ცოლიკოური ნამეტანი შეუხედავი ვინმეა მარა ხასიათი და გემო აქ იმფერი რო გეზარებოდეს მაინც შეგაყვარებს თავს. :old:

 

 

2eb166680f45.jpg

 

1efe17f7bb42.jpg

 

d798ecea5394.jpg

 

2bd64cc41520.jpg

 

ვახო ხო ვერ შეგახვედრე ერთი ამ მკვახე ყურძნის ღვინო რა. :*

Link to post
Share on other sites

ავთო გული მიგრძნობს, მაისში შემხვდება :drunk:

 

 

 

 

ვახო ხო ვერ შეგახვედრე ერთი ამ მკვახე ყურძნის ღვინო რა. :*

Link to post
Share on other sites

ლხინში და დღეობებში შეგესვათ ავთანდილ, ბარაქა ძმაო.

 

სადღაც 600კგ-მდე მოვიდა ჩემთან.

მაგრა ესხა წელს.

240ლიტრზე მეტი სუფთა წვენი გამოუშვა.

 

ასეთი მტევნები ება მთელს ხეივანს.

 

683fc52d80fa.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...