Jump to content
Club-Monadire.Ge

”კლუბი-მონადირე.გე”-ს ვენახებიდან.


Recommended Posts

მადლობა ავთო. ჭურისთავს კი დაატყვე ხელი და ახლა მარანზეც მოგიწევს ვატყობ :hi:

 

 

 

ხვავი და ბარაქა ბაღდათის მამულებს!

Link to post
Share on other sites
  • Replies 494
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

''ბაღდათის მამულებმა'' სერიოზული სტარტი აიღო. ველოდებით 2017 წლის მოსავლის ჩამოსხმას.

ეს პატარა ხის ნაჭერი ნაწილია მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის საწნახლისა მშვილდაძეების ოჯახიდან, რომელიც დრომ ძალიან დააზიანა. ნიშნად იმისა რომ რელიქვიური საწნახელი საბოლოოდ არ განადგურებულიყო და ოჯახს სამახ

ავთოს შედევრი ბაბაუაჩემის ცაცხვის საწნახლის ნაჭრიდან.

Posted Images

ბარაქა ვახო! ძაან მიხარია ამ დარგში თქვენი ოჯახის მიღწევები. ხომ იცი, დედა ლაღიძე მყავდა და ლაღიძეების გვარი თქვენი მიდამოებიდან მოდის. ბაბუაჩემს დიდი ვენახები ქონდა ზუგდიდის რაიონში (ს. კორცხელში) და მეც ჩემი ბიზნესის რაღაც ნაწილი ღვინის რეალიზაცის მოვახმარე (დაყენება / ჩამოსხმაში პირადად არ ვმონაწილეობდი). ოქროს მედლებიც გვარიანად მაქვს აღებული იმ კომპანიისთვის, ვისი წარმომადგენელიც ვიყავი.

მერე დავდებ ფოტოებს, თუ არის საინტერესო თქვენთვის :drunk::drinks:

Link to post
Share on other sites

შეიქმნა ბაღდათის მამულების ფეისბუქ გვერდი. თხოვნაა გააზიაროთ.

 

 

https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-Baghdati-Estates-332691730502623/

Link to post
Share on other sites

არა, სწორადაა.

 

ვენახში ერთ პატარა ულვაშებიან ჩიტს ვხედავ ხშირად, ასევე წრიპას. შაშვს დაფნის კედელში აქვს ჩემთან ბუდე და წესით არც ვენახი უნდა დაიწუნოს. ზუსტად არ ვიცი.

 

ოოოჰ ვახო, შენ რა გითხრა ახლა, სიტყვების მოძებნა მიჭირს. :d030: :d030:

 

ულვაშები კი არა, ბაკენბარდები კიდოვ ბუჯო. :d030:

 

ვაზზე ბუდეს იკეთებს ღობემძვრალა, იგივე ბულბული და მეორე სახეობა ფრინველისა, რომელსაც ყარანა ჩიტს ვეძახით შუაგულ ქართლში, არა სცილდება ბუდეს.

მამალი ბუდის ახლოს ზის და თუ რაიმე საშიშროებაა, გაიტყუებს მომხვდურს

დედალი ძირითადად კვერცხზე ზის, ბულბულმა და შაშვმაც ასე იცის, წაიფორთხილებს, ფრთას ჩამოაგდებს, თითქოსდა ხეიბარია, გაგიყოლებს და გაგაცილებს შვილებს და მერე სდიე, აფრინდება ხოშიანად და ეძებე მერე.

 

ეგ ბუდე რაც სურათებზე გაქვს, ბულბულის მოქსოვილია. :old:

Link to post
Share on other sites

ვახ, ბულბულის ნამღერ ვენახში არ შეიძლება ცუდი მოსავალი მოვიდეს. :alfons:

 

 

ეს რომელია?

 

 

 

 

ოოოჰ ვახო, შენ რა გითხრა ახლა, სიტყვების მოძებნა მიჭირს. :d030: :d030:

 

ულვაშები კი არა, ბაკენბარდები კიდოვ ბუჯო. :d030:

 

ვაზზე ბუდეს იკეთებს ღობემძვრალა, იგივე ბულბული და მეორე სახეობა ფრინველისა, რომელსაც ყარანა ჩიტს ვეძახით შუაგულ ქართლში, არა სცილდება ბუდეს.

მამალი ბუდის ახლოს ზის და თუ რაიმე საშიშროებაა, გაიტყუებს მომხვდურს

დედალი ძირითადად კვერცხზე ზის, ბულბულმა და შაშვმაც ასე იცის, წაიფორთხილებს, ფრთას ჩამოაგდებს, თითქოსდა ხეიბარია, გაგიყოლებს და გაგაცილებს შვილებს და მერე სდიე, აფრინდება ხოშიანად და ეძებე მერე.

 

ეგ ბუდე რაც სურათებზე გაქვს, ბულბულის მოქსოვილია. :old:

post-3-0-94453200-1501017505_thumb.jpg

post-3-0-34986500-1501017514_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ელჩი, აი ამ ჩიტს აქვს სულ პატარა ულვაშები. შარშანაც გადამიღია, სულ ვენახშია და სულ მცერი აქვს ნისკარტში. რა ჰქვია ნეტავ?

post-3-0-11051700-1501619145_thumb.jpg

post-3-0-25876000-1501619151_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ეგ არის ბულბული მერცხალო, ეგ არის ეგ დალოცვილი.

სურათზე რასაც ვხედავ ეგ დედალია.

მამალმა იცის შემოდგომაზე სასწაული გალობა, დედალს ეძახის თავისი ხმით.

ერთ რამედ ღირს მისი მოსმენა.

 

სოფელი იმიტომ მიყვარს, ჩავიდოდი და სახლი გვაქვს ისეთ ადგილზე, გარშემო ხილის და ვაზის ბაღებია, ჯერ მარტო შებინდებისას დაიწყებს მამალი, მერე დილაადრიან, გამთენიისას დაიწყებს და მიხვდები მონადირე კაცი რომ არ შეიძლება მაგ ფრინველს ესროლო.

 

პ.ს. მაგ ფრინველს ბულბულის გარდა ღობემძვრალას ვეძახით შუა ქართლში.

 

მერე სურათებზე, ეგ მამალია და ყარანას ვეძახით.

შემისწორეს FB-ზე, ყარანა სხვა ჩიტიაო და ჩემზე უკეთესად ვინ იცის რა და როგორ არის მაგ ამბავში?!

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ეგ არის ბულბული მერცხალო, ეგ არის ეგ დალოცვილი.

................................

............................ მიხვდები მონადირე კაცი რომ არ შეიძლება მაგ ფრინველს ესროლო.

 

.............................................................

 

იტალიელები მაგასაც ესვრიან (ისე მაგენი ყველაფერს ესვრიან, რაც დაფრინავს) :karochera:

Link to post
Share on other sites

ეგ ბულბულია ვითომ? აქ სხვანაირი რომ სჩანს?

 

https://www.google.ca/search?q=Luscinia&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiQ4PnSnLnVAhUH1oMKHfQKB0gQ_AUICigB&biw=1680&bih=944

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...

''ბაღდათის მამულები''-ის პირველი ბოთლები ღვინის ბაზარზე. პირველი მერცხალია ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნა (კლასიკურად-ევროპულად დაყენებული). გაისად ცოლიკოურიც(იმერულად და ევროპულად დაყენებული) შემოგვემატება. უფლის ნებით გარდამეისიდან ძელშავ-ოცხანური საფერეც (წითელი და ვარდისფერი).

 

 

https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-Baghdati-Estates-332691730502623/

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
11 hours ago, BROWNING said:

გელა შენი ახალშენი როგორაა, ხომ არ მიამატე ჩხავერი.

არ მიმიმატებია ვახო...

არ მეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა... არც დამუშავება, არც წამლობა და არც ორგანული სასუქი მიმიკლია, თუმცა მაინც გაუჭირდა...

Link to post
Share on other sites
8 hours ago, Gurulo said:

არ მიმიმატებია ვახო...

არ მეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა... არც დამუშავება, არც წამლობა და არც ორგანული სასუქი მიმიკლია, თუმცა მაინც გაუჭირდა...

ნიადაგის ბრალი იქნება. ან ნერგის ხარისხის.

Link to post
Share on other sites
1 hour ago, BROWNING said:

მჟავე ნიადაგი ხომ არაა?

კიიიი...

მჟავიანობის დონე ლაბორატორიულად უნდა დავადგინო და მერე კირი...

მარა უშველის???

თუ უშველის რამდენ ხანს გაქაჩავს???

ამეებზე ვფიქრობ ამჟამად...

Link to post
Share on other sites

მაგარია ჩემო ვახო. წარმატებები და წინსვლა. არაერთხელ მაქვს დაგემოვნებული და დარწმუნებული ვარ ვინც გასინჯავს ყველა იგივე აზრზე იქნება.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...