Gurulo 154 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 De Haan Shotguns ფირმა დაფუძნებულია 1999 წელს მარკ დე ჰაანის მიერ. წარმოების სრული ციკლი თურქეთში მიმდინარეობს, ხოლო მართვა ხორციელდება აშშ-ს შტატ აიდაჰოს ქალაქ ნიუ-რიგბიდან. დამფუძნებელი კარგი მონადირე გახლდათ, რომელსაც ოცნებად ჰქონდა ინგლისური თოფის ქონა. ამ ოცნების ასრულებას ინგლისური კლასიკური ნაწარმის მაღალი ფასები უშლიდა ხელს. ერთხელაც მის ხელში შემთხვევით მოხვდა თურქული თოფი და მიხვდა, რომ ოცნების ასრულებას არც თუ ისე დიდი ხანი დააგვიანდებოდა. პირველად მარკი თურქული თოფის ამერიკის ბაზარზე იმპორტით დაკავდა, ხოლო მოგვიანებით კი საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა. რას წარმოადგენს საფირმო პროდუქცია? ეს პირველ რიგში არასერიული წარმოებაა. თოფები მზადდება მხოლოდ შეკვეთით და ხელით. კონდახი და ტიბჟირი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან მზადდება. აწყობა-გრავირებას მაღალი კლსისა და მრავალწლიანი სტაჟის მქონე ოსტატები აკეთებენ. მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კომპანია თოფის ყველა დეტალზე იძლევა ორწლიან გარანტიას ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად. საკეტები ბოქსლოკებია(გვხვდება ფალშდაფებზეც), ეჟექტორებზე ან ექსტრაქტორებზე; იწარმოება ყველა გავრცელებული ყალიბი. ვერტიკალურების საბაზო მოდელია U1E; მზადდება ნებისმიერი ყალიბისა, შემაერთებელი და სამიზნე თამასები ვენტილირებადია, გრავირდება ხელით, 12 ყალიბის ლულები საცვლელ ჩოკებზეა. იწარმოება U2E მოდელიც, რომელსაც U1E-თან შედარებით უფრო მაღალი კლასის კონდახი და ფალშდაფები გააჩნია; მოდელი U4 სპორტული მოდიფიკაციაა. არ აქვს ეჟექტორი და ამაღლებული სამიზნე თამასა. მაღალი კლასის ვერტიკალია SGR რომელსაც ძალიან მაღალი კლასის გრავირება გააჩნია. შესაძლებელია 7 სხვადასხვა სახის ვენტილირებადი თამასის შეკვეთა, ერთ ან 2 სასხლეტზე. შემკვეთის სურვილსამებრ შესაძლებელია ფალშდაფების დაყენებაც. SGr Deluxe ჰორიზონტალურების საბაზო მოდელია SO. გამოდის 12,16,20,28 და 36 ყალიბისა. სავაზნე 70 ან 76მმ, ორ სასხლეტზე; 12,16 და 20 ყალიბებს აქვთ სამმაგი საკეტი, სხვა ყალიბებს გრინერის ურდული არ აქვთ. 16 და 36 ყალიბებს გააჩნიათ ფიქსირებული ჩოკები(1,0-0,5მმ); SO2 უფრო მაღალი კლასის კონდახზეა, აქვს ერთი სასხლეტი და ფალშდაფები. SO ბოლოს აღვნიშნავთ, რომ საფირმო თოფების შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ში. მათი შეტანა ევროპაში აკრძალულია, ხოლო ფასი ამ კლასის თოფებისათვის საკმაოდ დაბალია_ დაახლოებით 5000 დოლარი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.