Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

De Haan Shotguns

 

4729896b79ac.jpg

 

ფირმა დაფუძნებულია 1999 წელს მარკ დე ჰაანის მიერ. წარმოების სრული ციკლი თურქეთში მიმდინარეობს, ხოლო მართვა ხორციელდება აშშ-ს შტატ აიდაჰოს ქალაქ ნიუ-რიგბიდან.

დამფუძნებელი კარგი მონადირე გახლდათ, რომელსაც ოცნებად ჰქონდა ინგლისური თოფის ქონა. ამ ოცნების ასრულებას ინგლისური კლასიკური ნაწარმის მაღალი ფასები უშლიდა ხელს. ერთხელაც მის ხელში შემთხვევით მოხვდა თურქული თოფი და მიხვდა, რომ ოცნების ასრულებას არც თუ ისე დიდი ხანი დააგვიანდებოდა. პირველად მარკი თურქული თოფის ამერიკის ბაზარზე იმპორტით დაკავდა, ხოლო მოგვიანებით კი საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა.

რას წარმოადგენს საფირმო პროდუქცია? ეს პირველ რიგში არასერიული წარმოებაა. თოფები მზადდება მხოლოდ შეკვეთით და ხელით. კონდახი და ტიბჟირი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან მზადდება.

fd6c0449fa8e.jpg 56bcf34a702b.jpg

 

9c6f2296b842.jpg

აწყობა-გრავირებას მაღალი კლსისა და მრავალწლიანი სტაჟის მქონე ოსტატები აკეთებენ. მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კომპანია თოფის ყველა დეტალზე იძლევა ორწლიან გარანტიას ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად. საკეტები ბოქსლოკებია(გვხვდება ფალშდაფებზეც), ეჟექტორებზე ან ექსტრაქტორებზე; იწარმოება ყველა გავრცელებული ყალიბი.

ვერტიკალურების საბაზო მოდელია U1E; მზადდება ნებისმიერი ყალიბისა, შემაერთებელი და სამიზნე თამასები ვენტილირებადია, გრავირდება ხელით, 12 ყალიბის ლულები საცვლელ ჩოკებზეა. იწარმოება U2E მოდელიც, რომელსაც U1E-თან შედარებით უფრო მაღალი კლასის კონდახი და ფალშდაფები გააჩნია; მოდელი U4 სპორტული მოდიფიკაციაა. არ აქვს ეჟექტორი და ამაღლებული სამიზნე თამასა.

მაღალი კლასის ვერტიკალია SGR რომელსაც ძალიან მაღალი კლასის გრავირება გააჩნია. შესაძლებელია 7 სხვადასხვა სახის ვენტილირებადი თამასის შეკვეთა, ერთ ან 2 სასხლეტზე. შემკვეთის სურვილსამებრ შესაძლებელია ფალშდაფების დაყენებაც.

 

SGr Deluxe

2217dbd39721.jpg

 

 

ჰორიზონტალურების საბაზო მოდელია SO. გამოდის 12,16,20,28 და 36 ყალიბისა. სავაზნე 70 ან 76მმ, ორ სასხლეტზე; 12,16 და 20 ყალიბებს აქვთ სამმაგი საკეტი, სხვა ყალიბებს გრინერის ურდული არ აქვთ. 16 და 36 ყალიბებს გააჩნიათ ფიქსირებული ჩოკები(1,0-0,5მმ);

SO2 უფრო მაღალი კლასის კონდახზეა, აქვს ერთი სასხლეტი და ფალშდაფები.

 

SO

 

309aeaf57d6c.jpg

 

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ საფირმო თოფების შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ში. მათი შეტანა ევროპაში აკრძალულია, ხოლო ფასი ამ კლასის თოფებისათვის საკმაოდ დაბალია_ დაახლოებით 5000 დოლარი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...