Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

თეთრი ამური ( ლათ. Ctenopharyngodon idella ინგ.Grass Carp რუს.Белый амур)

 

0a62aa1ec6e9.jpg

 

4dc0be09b494.jpg

 

4d37e0ce8b72.jpg

 

087fe464d1d6.jpg

 

 

თევზი კობრისებრთა ოჯახიდან, მჭიდრო ქერცლით დაფარული მოგრძო ტანით, სიგრძით 120 სანტიმეტრამდე და წონით 30-32 კილოგრამამდე.

იგი მდინარე ამურის აბორიგენი თევზია. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აკლიმატიზირებულ იქნა საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, წყალსატევების წყალმცენარეებისაგან გაწმენდის მიზნით. გამოირჩევა ზრდის სწრაფი ტემპით. მდინარე ამურის ბასეინში სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 9-10 წლის, სიგრძით 68-75 სანტიმეტრის მიღწევისას.

თეთრი ამურის ლიფსიტები იკვებებიან: ჭიებით, კოღოს მატლებით და კიბოსნაირებით. მოზრდილები კი მთლიანად გადადიან მცენარეულ "დიეტაზე". იკვებებიან როგორც წყალმცენარეებით, ასევე სხვა მცენარეული საკვებით. ხშირად მათ სპეციალურად უთიბავენ ბალახს და ყრიან წყალში, თუ ტბორებში არასაკმარისადაა წყალმცენარეები. ზაფხულში, თეთრი ამურის აქტიურობის პერიოდში, დღე-ღამეში, იგი საკვებად მოიხმარს თავისივე წონის მცენარეულს, რითაც ეფექტურად ასუფთავებს ზედმეტი წყალმცენარეებისაგან მდინარეთა კალაპოტებს, საირიგაციო არხებს, ტბების ნაპირებს და ფსკერს. იმავდროულად, ეს ყოველივე ხელს უშლის კოღოს გამრავლებას. რადგანაც, წყალმცენარეების სახით, ნადგურდება კოღოს მატლის სარსებო გარემო.

საკვებს თეთრი ამური საყლაპავთან განლაგებული კბილებით ამუშავებს.

519b2c828db9.jpg

38492eabf56c.jpg

თეთრი ამური, ამჟამად, ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი მნიშვნელოვანი სამეურნეო ობიექტია, ამრავლებენ ხელოვნურად და მისი კობრთან ერთად მოშენება ზრდის ამ საქმიანობის ეფექტურობას, რადგანაც საკვები ბაზის კუთხით ის არ არის კობრის კონკურენტი.

 

საქართველოში, ბუნებრივ პირობებში თეთრი ამურის გამრავლების ფაქტები ცნობილი არაა. თუმცა, ცნობილია მისი დაჭერის ფაქტები მდინარე რიონის ქვედა დინებაში.

 

თეთრ ამურზე თევზაობა.

თეთრი ამური ძალიან ფრთხილი და ძლიერი თევზია. მასზე თევზაობისას საჭიროა სიჩუმის განსაკუთრებულად დაცვა. ასევე აუცილებელია ძლიერი და კარგად შემოწმებული აღკაზმულობის გამოყენება: ძირითადი ძუა დიამეტრით არანაკლებ 0.5 მილიმეტრი და სადავედ არანაკლებ 0.4 მილიმტრი; კავები გამოიყენება კობრზე სათევზაო, ძლიერი და საკმაოდ დიდი ზომის.

პირის ჭრილის განლაგების თავისებურებიდან გამოდინარე თეთრი ამიურისათვის საკვების აღება ნაკლებად კომფორტულია ფსკერიდან(თუმცა გამორიცხული არაა). ამიტომ, სასურველია რომ სატყუარა მას მივაწოდოთ წყლის ფენაში ან ზედაპირზე.

სატყუარად გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა და ქორფა მცენარეული: კიტრის ნაჭერი ან ნათალი; ჭყინტი სიმინდის მარცვლები; სიმინდის ქორფა და რძიანი ფოთოლი; მუხუდოს ახალგაზრდა ფოთლები; ალოეს ეკალგაცლილი ქორფა ფოთოლი; ახლად ამოყრილი "კამიში"; ცერეცოს ან კამის კონა; წყლის ნორჩი ხავსი და სხვა.

 

2ff832002a92.jpg

 

e015c1a69268.jpg

 

0734d02bb570.jpg

 

f6a1e16a302e.jpg

 

dc978c4449ff.jpg

 

06be17d4e2cd.jpg

 

ესენი, თეთრ ამურზე fly fiShing ის მეთოდით სათევზაო სატყუარებს ფოტოებია . ბომბარდის ან წყლით შესავსები ტივტივის გამოყენებით ანალოგიური სატყუარების გამოყენება ჩვეულებრივი ფსკერული ანკესითაცაა(ჯოხით) შესაძლებელი. ტივტივისატვის განკუთვნილი ჯოხი ამურზე თევზაობისას პრაქტიკულად გამოუსადეგარია.

 

შესაძლებელია, რომ სხვადასხვანაირ ბოილებზე, თეთრ პურზე და კონსორვირებულ სიმინდზეც იქნას დაჭერილი. ასევე, გამოცდილი და შედეგიანია ტექნოპლანქტონის აღკაზმულობის გამოყენება.

 

როგორც წესი, ამურის გამოყვანა დიდხანს გრძელდება. ძლიერი თევზია, დიდხანს არ იღლება, რითაც დიდი სიამოვნების მომნიჭებელია. ნაპირთან მიღებისას, აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება.

 

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites

თეთრი ამური თეთრ პურზე.

 

 

 

ესეც პურზე

 

 

 

წარმატებებს გისურვებთ! სეზონიც მალე მოვა.

 

:hi:

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

თეთრი ამურისათვის გამზადებული წყლის ხავსის(ძაფისებური წყალმცენარეები) სატყუარა.

 

b403930042e4.jpg

 

http://fishing.lugansk.ua/blog/2012/08/7538

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

თეთრი ამური უპირველესყოვლისა ესაჭიროება თბილისის ზღვას ,თანაც დიდი რაოდენობით.ჯერ ერთი და სწრაფად მზარდი თევზია და დიდ ზომებს აღწევს მეორე და ბალახისაგან გაწმენდს წყალსაცავის სანაპირო ზოლს რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფიდერით და ტივტივით ჭერისათვის

Link to post
Share on other sites

თეთრი ამური უპირველესყოვლისა ესაჭიროება თბილისის ზღვას ,თანაც დიდი რაოდენობით.ჯერ ერთი და სწრაფად მზარდი თევზია და დიდ ზომებს აღწევს მეორე და ბალახისაგან გაწმენდს წყალსაცავის სანაპირო ზოლს რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფიდერით და ტივტივით ჭერისათვის

 

100%

 

10-15 წლის წინ აქა იქ თუ იყო ბალახი სანაპიროზე როცა ვცურავდი ხოლმე და ახლა ლამისაა ზედაპირზე აქვს თავი ამოყოფილი. სასწრაფოდ მისახედია ეგ ამბავი !

Link to post
Share on other sites

salamandra

სჰაორსაც სხვაგან არ ვიცი რახდება მარა სჰაორზე მემგონია ფეხითაც გადაივლი ცოტა ხანშI რაც თავი მახსოვს სუ ბალახით არი სავსე ნეტა შეილებოდეს და ადვილი იყოს თორე რასაც ვიჭერთ მე და არმენა ყველას მანდ გამოუშვებდით

Link to post
Share on other sites

salamandra

ამხელა 10 ცალი ეყოფა ??? თუ სამომავლო გამრავლება და ასე შემდეგ იგულისხმე? ბევრ ბალახს ჩამს ? საშუალოდ ამხელა თევზს რამდენი გრამი კილოგრამი უნდა დღის განმავლობაშI დაახლოებით

Link to post
Share on other sites

salamandra

ვერ გავიგე ზურა პასუხი, რამდენს ჭამს ??

თუ წყლის ტემპერატურა 25—30 °С დღეღამური კვების რაციონის წონა შეიძლება თევზის წონას აღემატებოდეს

Link to post
Share on other sites

თეთრი ამური უპირველესყოვლისა ესაჭიროება თბილისის ზღვას ,თანაც დიდი რაოდენობით.ჯერ ერთი და სწრაფად მზარდი თევზია და დიდ ზომებს აღწევს მეორე და ბალახისაგან გაწმენდს წყალსაცავის სანაპირო ზოლს რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფიდერით და ტივტივით ჭერისათვის

 

ზურაბ, ჩვენს გაშვებულ კალმახის ქვირითს რომ პილასოსივით აკრიფავს ფსკერიდან, მერე მაგას რა მოვუხერხოთ?

Link to post
Share on other sites

ზურაბ, ჩვენს გაშვებულ კალმახის ქვირითს რომ პილასოსივით აკრიფავს ფსკერიდან, მერე მაგას რა მოვუხერხოთ?

გამორიცხულია გიორგი რადგან კალმახი იმ დროს ქვირითობს თეტრი ამური იმ დროს საერთოდ არ იკვებება წყლის დაბალი ტემპერატურის გამო

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...