Gurulo 154 Posted October 18, 2015 Report Share Posted October 18, 2015 ძმა cifsan ეგ კარგი ფირმაა? აი ლინკი http://www.mymarket.ge/ka/product/view/8150558/ მეგობარო, გაითვალისწინე, რომ ჩიფსანი ისევე როგორც უამრავი სხვა თურქული მწარმოებელი(გარდა საცალო მწარმოებლებისა) თავის პროდუქტს იაფიან სეგმენტზე ასაღებს. მათ უმეტესად მდარე ხარისხის პროდუქცია აქვთ(ცალკეულლი გამონაკლისების გამოკლებით). ზემოთაღნიშნული არ ნიშნავს, რომ თოფი არ ვარგა, თუმცა ფასი გამომდინარეობს ხარისხიდან... ზემოთ არჩევანის თაობაზე ჩემი აზრი მოგახსენე, მხოლოდ ერთ რამეს გავიმეორებ: თუ თურქულზე შეაჩერებ არჩევანს, მაშინ საზღვარი გადაკვეთე და იქედან შემოიტანე-- ამით ფულსაც დაზოგავ და ხარისხსაც შესაბამისს იყიდი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 19, 2015 Report Share Posted October 19, 2015 ჩემს მეგობარს ქონდა ძლივს მოვიწყვიტეთ თAვიდან.ჭრა და მიტანა ნული ციტირება Link to post Share on other sites
Trapper 0 Posted November 5, 2015 Report Share Posted November 5, 2015 შევიძენ იჟ-58 12 კალიბრიანს კარგ მდგომარეობაში ციტირება Link to post Share on other sites
gio2000 0 Posted January 4, 2016 Report Share Posted January 4, 2016 http://www.mymarket.ge/ka/product/view/6404230/ ეს თოფი როგორია? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 4, 2016 Report Share Posted January 4, 2016 http://www.mymarket.ge/ka/product/view/6404230/ ეს თოფი როგორია? დამწყებისთვის გადასარევი კარგია. ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 (edited) Gurulo მეგობარო თურქეთში ახლოს რომელ ქალაქში შეიძლება თოფის შეძენა? მაღაზიის ინტერნეტ მისამართსაც თუ მომწერ დამავალებ Edited April 18, 2016 by ალექსანდრე ბაბუნაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 18, 2016 Report Share Posted April 18, 2016 Gurulo მეგობარო თურქეთში ახლოს რომელ ქალაქში შეიძლება თოფის შეძენა? მაღაზიის ინტერნეტ მისამართსაც თუ მომწერ დამავალებ ალექსანდრე თურქული მაღაზიების ვებგვერდების თაობაზე ვერაფერს გეტყვი, თუმცა უნდა მოგახსენო, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლონაში ჩემმა სამმა მეგობარმა შეიძინა თურქეთში გლუვლულიანები. სტამბულში მაღაზიების სიმრავლესთან ერთად არჩევანიც ძალიან დიდია, მაგრამ ფასები თითქმის არ განსხვავდება ქალაქებს შორის. თუ უკვე ჩამოყალიბებული ხარ არჩევანში და იცი რა უნდა შეიძინო, მაშინ ტრაპიზონზე შორს არც მოგიწევს წასვლა... მთავარია არ შეიძინო იატაკქვეშა საამქროს პროდუქტი(ძალიან იაფმა ფასმა არ შეგაცდინოს); იარაღი საფირმო წარწერის გარეშე არის უმეტესწილად ასეთი საეჭვო მწარმოებლის პროდუქტი, ერიდე მას. თუ იარაღზე დატანილია მწარმოებლის სახელი(სასურველია იცნობდე მეტნაკლებად ცნობილ თურქ მწარმოებლების დასახელებას) და ამავე დროს პროდუქტს ყიდულობ არა საამქროში არამედ მაღაზიაში, მაშინ დიდი ალბათობით პატიოსან გამყიდველთან გაქვს საქმე. გაითვალისწინე შემდეგი: აქ ჩვენთან ზუსტად ისეთივე ჰუგლუ, ატა,აკარი, შტოგერი,ჰატსანი, სარსილმაზი და ა. შ. ღირს 35-40-50(მაქსიმუმ) პროცენტით ნაკლები და არა 70-80 პროცენტით ნაკლები. საეჭვოდ დაბალმა ფასმა უნდა დაგაეჭვოს. ამავდროულად იატაკქვეშეთში წარმოებულს არა აქვს თითქმის არანაირი ინფორმაციული და საგამოცდო ნიშანი... გისურვებ წარმატებულ და სარფიან შენაძენს! ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted April 19, 2016 Report Share Posted April 19, 2016 (edited) გაიხარე ჰუგლუ მინდა ან ატა სპ მოკლე ლულები. აქ იმხელა აწიეს ფასი გაგიჟდები დაკლების მაგივრად უმატებენ თან არჩევანიც არაა Edited April 19, 2016 by ალექსანდრე ბაბუნაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 19, 2016 Report Share Posted April 19, 2016 (edited) გაიხარე ჰუგლუ მინდა ან ატა სპ მოკლე ლულები. აქ იმხელა აწიეს ფასი გაგიჟდები დაკლების მაგივრად უმატებენ თან არჩევანიც არაა კიდევ ერთს დავამატებ ბრატუხა, გაითვალისწინე, რომ საზღვრიდან რაც უფრო შორს წახვალ, მით უფრო უძნელდება გამომყიდველს ნეიტრალურამდე იარაღის გამოტანა(ნეიტრალურამდე თოფი თურქს გამოაქვს, მერე შენ ახდენ იქ განბაჟებას, თუ არ ვცდები ღირებულების 20%-ად). უმჯობესია როცა თურქული ენა იცი. ამ შემთხვევაში რაიმეს მოტყუების ალბათობა იკლებს. ოზურგეთში მყავს ახლობელი კაცი, რომელიც თურქულს ბაზრობს და საზღვარზე საახლობლოს გადაყვება-გადმოყვება ხოლმე თოფების საყიდლად. როცა ყველაფერზე ჩამოყალიბდები, თუ გინდა ერთი დღით გამოგყვება საზღვრის გადაღმა და დაგაკვალიანებს. Edited April 19, 2016 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted April 20, 2016 Report Share Posted April 20, 2016 კიდევ ერთს დავამატებ ბრატუხა, გაითვალისწინე, რომ საზღვრიდან რაც უფრო შორს წახვალ, მით უფრო უძნელდება გამომყიდველს ნეიტრალურამდე იარაღის გამოტანა(ნეიტრალურამდე თოფი თურქს გამოაქვს, მერე შენ ახდენ იქ განბაჟებას, თუ არ ვცდები ღირებულების 20%-ად). უმჯობესია როცა თურქული ენა იცი. ამ შემთხვევაში რაიმეს მოტყუების ალბათობა იკლებს. ოზურგეთში მყავს ახლობელი კაცი, რომელიც თურქულს ბაზრობს და საზღვარზე საახლობლოს გადაყვება-გადმოყვება ხოლმე თოფების საყიდლად. როცა ყველაფერზე ჩამოყალიბდები, თუ გინდა ერთი დღით გამოგყვება საზღვრის გადაღმა და დაგაკვალიანებს. გაიხარე ძმაო წინასწარ მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted January 5, 2019 Report Share Posted January 5, 2019 ტოზ 34_ის 12 კალიბრის ლულას შევიძენ ნორმალურ მდგომარეობაში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 28, 2021 Report Share Posted February 28, 2021 (edited) შევიძენ იჟ 41-ს. ფასი გამყიდველმა შემომთავაზოს მდგომარეობის მიხედვით. Edited March 1, 2021 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.