Jump to content
Club-Monadire.Ge

როგორ შევარჩიოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი


Recommended Posts

ლეკვის შერჩევა

 

lekvi_bigli_01.jpg

 

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ფიქრის შედეგად გადაწყვეტთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ბუნებას და გემოვნებას, მაშინვე იწყებთ ფიქრს იმაზე, რომელი სქესის ლეკვი აიყვანოთ – ძუ თუ ხვადი?

 

ძუ ძაღლი მოსასვლელად უფრო ადვილია. მშვიდი, რბილი და თვინიერი ხასიათისაა. თავის ადგილს მყარად და სწრაფად ეჩვევა. ბინიდან არ გარბის, ადვილად იწაფება და იგეშება. მინდორში დამჯერია. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ხურვადობის, მაკეობის და ლეკვიანობის პერიოდში. ამ დროს მისი მინდორში გაყვანა და ნადირობა მიზანშეწონილი არ არის.

 

ხვადი ძაღლი ბინაში შესანახად შედარებით ძნელია. სქესობრივი ლტოლვის დროს ხშირად სახლიდან გარბის. სისუფთავეს ბინაში უფრო გვიან ეჩვევა. ზოგჯერ ავლენს ჯიუტ და ურჩ ხასიათს, მინდორში აზარტულია. აქვს ძლევამოსილი დაუოკებელი ნადირობის ჟინი და აზარტი. მთელი წლის განმავლობაში შესაზლებელია სანადიროდ წაყვანა.

 

სქესს რომ გადაწყვეტთ ჯერი უკვე თვითონ ლეკვის არჩევაზეა. რით ვიხემძღვანელოთ? მხოლოდ და მხოლოდ სამი ძირითადი პრინციპით:

პირველი – ლეკვი უნდა იყოს ჯიშიანი, წმინდა სისხლის. გულდასმით და ზედმიწევნით უნდა გადაისინჯოს და შესწავლილ იქნეს მისი საგვარეულო – უშუალო შორეული წინაპრების ექსტერიელური მონაცემები და სანადირო თვისებების მაჩვენებელი. სასურველია საველე გამოცდის ქულათა ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყნოსვის გრაფებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიახლოებით მაინც წარმოდგენა ვიქონიოთ ლეკვის მომავალ ყნოსვაზე.

 

აუცილებელია დავადგინოთ ლეკვის მშობლების და წინაპრების ხასიათი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მინდვრად. რადგან ლეკვს ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა ესა თუ ის ცუდი ზნე, მაგალითად, თოფის გასროლის შიში. როცა ასეთი ან სხვა მავნე ზნის მატარებელია მშობლები, მაშინ ლეკვის აღზრდისას განსაკუტრებით უნა გამახვილდეს ყურადღება და მიღებულ იქნას პროფილაქტუკური საგანგებო ზომები მათი განვითარების საწინააღმდეგოდ.

 

ყოვლად დასაგმობია და დაუშვებელი სანადირო ძაღლის ლეკვის აყვანა უცნობი მწარმოებლიდან ან მეტისისა, როგორი კარგი სამონადირეო თვისებებით არ უნდა იყვნენ მისი მშობლები დაჯილდოებული, რადგანაც მეტად საეჭვოა ამგვარ ლეკვს გამოჰყვეს მშობლების დადებიტი თვისებები. ექსტერიერზე საერთოდ არ ღირს საუბარი; რადგან არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასეთი ლეკვის გაზრდა მხოლდ „ წყლის ნაყვაა".

 

მეორე – ლეკვი უნდა იყოს თავისი ჯიშის ტიპური წარმომადგენელი. იგი გარეგნუკად მინიატურულ ფორმებში უნდა ატარებდეს კონკრეტული ჯიშის ყველა დამაასიათებელ ექსტერიერულ ნიშანთვისებებს. მართალია, ლეკვს არ შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჩამოყალიბებული სხეულის ნაკვთები, მაგრამ ასაკტან შეფარდბით ყოველ მხრივ პროპორციული უნდა იყოს. ლეკვის კარგ განვითარებაზე მეტყველებს მისი მეტ-ნაკლებად ჩასუქებულობა, სადა და მზინავბეწვიანი ფაფუკი საფარი, თან ნაოჭებს რომ იკეთებს ისეთი.

 

ლეკვებში სხეულის აგებუელბით საკმაოდ კარგად უნდა განირჩეოდეს ძუები ხვადებისაგან. ხვადები უფრო დიდი, მასიური, ჩაფსკვნილი ტანისანი არიან, ძუები კი პირიქით, მომცრონი, ტანად პატარა, ნაზი, სუსტი აგებულების. საერთოდ ლეკვის ტანის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს მომავალი ძაღლის ჩამოყალიბებაში. ბუდობაში ყველაზე დიდი ლეკვი ზოგჯერ ისე ჩამორჩება ხოლმე ზრდაში და მომცრო ძაღლად გაიზრდება და, პირიქით, პატარა, სუსტი ლეკვისაგან ტანმაღალი ჩაფსკვნილი ძაღლი ჩამოყალიბდება. ეჭვგარეშეა ძაღლად ფორმირებაში, მის ზრდაზე და ექტერიერული მონაცემების გამოკვეთაში, შთამომავლობითი გენების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია რაციონალური მოვლაპატრონობა.

 

ლეკვის არჩევისას ყურადსაღებია მისი ბეწვის საფარველის ფერი. ნებისმიერი ჯიშის ლეკვი თუ არასტანდარტული ფერისაა დაწუნებული უნდა იყოს და აღსაზრდელად არ უნდა აიყვანოთ, რა რიგ გამოცენილი საგვარეულოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

 

ლეკვის ფერის მიხედვით არჩევა მთლიანად მომავალი პატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია ლეკვი ფერით ჯიშს შეესაბამებოდეს. საერთოდ ლეკვის ტანზე ფერადი ლაქების განლაგება არ უნდა მიექცეს დიდი ყურადღება, გამოფენაზე ამას არვითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა სიმეტრიულად განლაგებული სხვადასხვა მოყვანილობის ფოთლები თავისებურად ლამაზია და მნახველის თვალს ახარებს. ძაღლის ფერს გარკვეული მნიშვნელობა ნადირობისას აქვს. მაგალითად, ღია და ამლაყი ფერი უფრო შესამჩნევია მინდორ-ველად, ბუჩქნარ-ჯაგებში, მითუმეტეს ბინდში. ბინაში მოსასვლელად კი მუქი ფერის სჯობია, რადგან ნაკლებად ჭუჭყიანდება.

 

საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ლეკვს ფერი ზრდასთან ერთად ეცვლება, ღია ფერის ლაქები უფრო მუქი ხდება, თეთრ ფონზე ხშირად პატარა ლაქები და ქინქკლები ჩნდება. ზრდასთან ერთად ლეკვს თვალის ფერიც ეცვლება. ორი წლის ასაკამდე თანდათან უმუქდება. ამიტომ მარტო თვალის ფერის გამო მისი დაწუნება არ ღირს.

 

მესამე

– ჯანმრთელი ლეკვი კარგი ძაღლის ჩამოყალიბების საწინდარია, ხოლო უსუსური რა გაიზრდება არავინ იცის. ამიტომ ლეკვი უნდა იყოს ყოველმხრივ ჯანმრთელი, ფიზიკურად კარგად განვითარებული, თავისი ასაკის შესაბამისი ზომა-წონის, სიცოცხლით სავსე, მოძრაობაში მოქნილი, მარდი, ღორმუცელა და მსუქანი.

 

ლეკვის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ თანდაყოლილ სიმახინჯეებზე ან ლეკვობისას შეძენილ ტრამვულ დაზიანებებზე. გულდასმით უნდა გაისინჯოს კბილთაყრა, ყბების მდგომარეობა. დედისგან მოსაცილებლად გამზადებულ ლეკვს ამოსული აქვს ყველა სარძევე კბილი, ამიტომ კარგად ჩანს მათი დაბრეცილობა და ოკრო-ბოკრო განლაგება, ყბების არასწორი განვითარება, ეს ისეთი სიმახინჯეებია, რომ მათი გამოაშკარავების შემთხვევაში ლეკვის გაზრდაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. უფრო მეტიც ასეთი ლეკვი უნდა განადგურდეს. ასევე არ შეიძლება კუდმოტეხილი ლეკვის აყვანა.

 

ჭიპის თიაქარი ბევრ ლეკვს აქვს. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ მისი მორჩენა ადვილია, ამიტომ მხოლოდ ამ მიზეზით ლეკვი არ დაიწუნება. გაცილებით პრობლემურია რაქიტი, თუმცა მისი მკურნალობაც შეიძლება კარგი ნოყიერი კვებით და პროფილაქტიკური ზომების მიღების შედეგად. თუ ლეკვი ყოველმხრივ მოგეწონათ კარგი საგვარეულოს მქონეა, რაქიტის დაწყებითი ფორმების გამო ნუ დაიწუნებთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება.

ლეკვის შეძენის მსურველს როგოც წესი, ბევრი მრჩეველი, მრავალნაცადი, ყოვლისმცოდნე დამხმარე აღმოუჩნდება ხოლმე. ყველა მათგანმა ლეკვის ამორჩევის განსაკუთრებული მეთოდი იცის, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი მათგანი მთელ ბუდობას სკამზე დასვამს და ხელის მსუბუქი კვრით პარტყა-პურტყით სკამიდან სათითაოდ გადმოყრის. ამ დროს შესაძლებელია რომელიმე ლეკვი შემთხვევით სკამის კიდეს წაეპოტინოს და ჩამოეკიდოს. თურმე ეს ყველაზე კარგი ლეკვია ბუდობაში და არჩევანიც მასზე უნდა გაკეტდეს. მეორე განსწავლული ლეკვის სასას და ხახას ათვალიერებს გულდასმით და ამტკიცებს, რომ ლეკვად ის სჯობს, რომელსაც სასა და ხახა მუქი აქვს. მესამე ტაშს უკრავს ან გასაღებს აჩხაკუნებს და თუ რომელიმე ლეკვმა ყურები დაცქვიტა, სწორედ მას ურჩევს გასაზრდელად. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგისრჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.

 

 

ძაღლის საკვები და კვების რეჟიმი

 

 

 

ძაღლის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რის შედე იხარჯება ზოგიერთი ნივთიერებების საკმაო რაოდენობა, რომლებიც გამიზნულია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსამუშავებლად, და სხვა. ამიტომ, ძაღლის ორგანიზმმა ეს დანახარჯები უნდა შეავსოს ყოველდღიურად, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინების და წყლის საკმაო ოდენობის მიღების გზით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის კვების რეჟიმის საკითხს, ვინაიდან კვების რეჟიმის დარღვევას და აგრეთვე უხარისხო პროდუქტებით კვებას შეიძლევა მოჰყვეს ორგანიზმის საერთო დასუსტება და საბოლოო ჯამში ძაღლის დაავადება. ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადამეტებული კვებაც, რა დროსაც ძაღლი სუქთება, მოთენთილი ხდება, ნაკლებად მოძრავია და იძენს სხვადასხვა დაავადებისაკენ მიდრეკილებას. როგორც წესი ძაღლი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, საკმაო და ხარისხიანი საკვებით. კვების სწორ ორგანიზაციაზე მიუთითებს ძაღლის გარეგნული შეხედულება და ქცევა, იგი მხიარულადაა, მოძრავია და სიამოვნებით ასრულებს პატრონის მოთხოვნებს.

 

დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, თუმცა არსებობს მოსაზრება ამ საკვების საწინააღმდეგოდ. მე თავს შევიკავებ რეკომენდაციისგან, რადგანაც ეს საკითხი დღეს-დღეობით სადისკუსიო საკითხია და ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა.

 

ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად.

 

ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი.

 

სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწყლების და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი.

 

ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად.

1 კვება – ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე.

2 კვება – ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება.

3 კვება – ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

4 კვება – მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა.

 

2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 4-5 ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ.

2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში.

4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში.

6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში.

გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე.

არ დაგავიწყდეთ რომ ლეკვის კვების რეჟიმი ზუსტად უნდა დაიცვათ და ლეკვს ერთსა და იმავე დროს დაუდგათ საკვები.

 

http://nadiroba.uyure.com/news/lek%27vis_shercheva/2011-09-24-49

Link to post
Share on other sites

ჟურნალი ნადირობიდან არის ეგ აღებული და თუ არ ვცედები ელიზბარს ედო მონადირე.გე-ზე

და საერთოდ ჯერ ნუ გახსნი ახალ თემებს.

ამას საწყენად არ გეუბნები.

უბრალოდ ეს ის ფორუმი არაა, ალია-ბალია ვის რა აუდგება იმას რომ წერს იცის არ იცის მიუხედავად.

აქ ძირითადათ შენი მამის, ან მეტი ხნის ხალხი პოსტავს, მოდი ჯერ მათ ნაწერი იკითხე

ესე აჯობებს.

Link to post
Share on other sites
ყველა მათგანმა ლეკვის ამორჩევის განსაკუთრებული მეთოდი იცის, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი მათგანი მთელ ბუდობას სკამზე დასვამს და ხელის მსუბუქი კვრით პარტყა-პურტყით სკამიდან სათითაოდ გადმოყრის. ამ დროს შესაძლებელია რომელიმე ლეკვი შემთხვევით სკამის კიდეს წაეპოტინოს და ჩამოეკიდოს. თურმე ეს ყველაზე კარგი ლეკვია ბუდობაში და არჩევანიც მასზე უნდა გაკეტდეს. მეორე განსწავლული ლეკვის სასას და ხახას ათვალიერებს გულდასმით და ამტკიცებს, რომ ლეკვად ის სჯობს, რომელსაც სასა და ხახა მუქი აქვს. მესამე ტაშს უკრავს ან გასაღებს აჩხაკუნებს და თუ რომელიმე ლეკვმა ყურები დაცქვიტა, სწორედ მას ურჩევს გასაზრდელად. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგისრჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.

 

პატარა მეგობარი ეს რაა არის გამაგებინე ერთი??რას ქვია ლეკვები სკამიდან პარტყაპურტყით გადმოყაროს??არ რას ქვია სკამის კიდეს ჩამოეკიდოს???ან რა სასა უნდა ქონდეს შავი???მაგალითს გეტყვი ირლანდიურ სეტერს,ყავისფერ ფოთლიან კურცხარს და დრატხარს,ინგლისურ სპანიელს და კიდე ბევრ სხვა ჯიშს,რომელსაც შეფერილობასი შავი ფერ არ ურევია მუქი და შავი სასა და ხახა ვე ექნება ვერცერთს!

 

რაც იეტმა დაგიწერა მეგობრულად მიიღე,ნუ გეწყინება.

 

ველოდები აუცილებლად მიუთითე წყარო საიდან გადმოწერე ეს მარაზმი!

Link to post
Share on other sites

ჯაბა ესეც უწერია იმ პოსტში

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგის რჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.

 

ჟურნალ ნადირობიდანაა ეგ ამოწერილი დათო ცხვედიანია ავტორი თუ არ ვცდები

პ.ს სათაური ჩაასწორეთ, ოთხფეხა წერია...

Link to post
Share on other sites

ჯაბა ესეც უწერია იმ პოსტში

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ლეკვის ასეთი უცნაური, პროცედურებით არცევა არ შეიძლება. ლეკვის აყვანა მიზანშეწონილია მხოლოდ მცოდნე კინოლოგის რჩევა-დარიგებით და ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით.

 

ჟურნალ ნადირობიდანაა ეგ ამოწერილი დათო ცხვედიანია ავტორი თუ არ ვცდები

პ.ს სათაური ჩაასწორეთ, ოთხფეხა წერია...

ვეფხო ამაზე ვიხალისე მარა რა.თან კინოლოგს კითხეთო და თან "ზემოთ აღნიშნული სამი პრინციპის გათვალისწინებით".

Link to post
Share on other sites

მაგ ადამიანს ისეთი რამე აქვს დაწერილი მოვკვდი სიცილით,ეხლა მოვძებნი იმ ჟურნალს თუ ვნახე გაჩვენებთ!კინოლოგმა ასეთი რამე როგორ უნდა დაწეროს არ მესმის რა

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

მაგ ადამიანს ისეთი რამე აქვს დაწერილი მოვკვდი სიცილით,ეხლა მოვძებნი იმ ჟურნალს თუ ვნახე გაჩვენებთ!კინოლოგმა ასეთი რამე როგორ უნდა დაწეროს არ მესმის რა

ჯაბა, მეც წავიკითხე მსგავსი,ლეკვის შერჩევის გერმანულების ორი წესი--ამ სათაურით მაგრამ მაგიდიდან გადმოყრა ნამდვილად არ ეწერა.

 

 

 

1. მაგიდაზე უნდა დასვა ლეკვები, და რომელიც უფრო ცნობისმოყვარეა და გადმოიხედავს სიმაღლიდან, ის ლეკვია ძლიერი.

 

2. გასაღების აჩხაკუნება, ან ტაშის შემოკვრა--რომელიც წამოიყეფებს ან რეაქცია ექნება ამაზე---ის არის ძლიერი.

Link to post
Share on other sites

მე მაგალითად გამოვრიცხავ შერჩევის მასეთ ხერხებს... ჩემი აზრით ლეკვი ისეთ ადამიანს უნდა შეარჩევინო ვინც ძაღლებში კარგად ერკვევა(ვეტერინარს)...და ზოგჯერ ბუდობაში ყველაზე დიდ ლეკვს შეიძლება ყველაზე პატარა ლეკვმა აჯობოს ზრდაში, სამომავლოდ...

Link to post
Share on other sites

მე მაგალითად გამოვრიცხავ შერჩევის მასეთ ხერხებს... ჩემი აზრით ლეკვი ისეთ ადამიანს უნდა შეარჩევინო ვინც ძაღლებში კარგად ერკვევა(ვეტერინარს)...და ზოგჯერ ბუდობაში ყველაზე დიდ ლეკვს შეიძლება ყველაზე პატარა ლეკვმა აჯობოს ზრდაში, სამომავლოდ...

გეთანხმები გამოცდილი ვეტერინარის და კინოლოგის თვალი სხვანაირად აღიქვამს ლეკვს.ეგ მეთოდები მეც არასაიმედოდ მიმაჩნია

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...