Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი)

 

c87bf174f457.jpg

 

ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს.

მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები", რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების მტკიცებით ეს სახეობა პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში. მიტოქონდრიის უჯრედებიდან აზიურ ქვესახეობებზე დნმ-ს ანალიზი მეცნიერებს უფლებას აძლევს დაადგინონ მგლების გენეოლოგიის საწყისი თარიღი. დროთა განმავლობაში სახეობის დნმ-ში დაფიქსირებული ცვლილებების სიხშირე მიუთითებს აზიური ხაზის დაახ. 800 000 წლის წინ წარმოშობაზე, მაშინ როცა ევროპული და ჩრდილოამერიკული სისხლის ხაზები 150 000 წლით თარიღდება. მგელი ჩრდილოეთ ამერიკაში ძველი მსოფლიოდან ბერინგის სახმელეთო ხიდით შეიჭრა (რომელიც ერთ დროს ალასკასა და ციმბირს აერთებდა) და სამხრეთისკენ მოგზაურობდა ბოლო გამყინავრებამდე დაახ 18 000 წლის წინ

 

ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი "რანგი" აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუტარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი "ეული მგლები", როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევთ.

მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავა იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რიონებში ეს ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა, დაახლოებით, 100 კვადრატულ მეტრამდე და კარგადაა დაცული. მგლების ხროვის კუთვნილი ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით უფრო ფართოვდება დაცული გერიტორია. მაგალითად, ჩრდილოეთის ირემზე მონადირე მგლები ირმების ჯოგს თან დაჰყვებიან არქტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის მარშუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის თითოეულ ხოგს დასდევს საკუთარი "შემოჩვეული" მგლის ხროვა. ალასკაზე შემჩნეულმა ერთ-ერთმა ასეთმა ხროვამ ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში - 13000 კვ. კმ-ის ფართობი.

 

გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის - ეძებს მყუდრო ბუნაგს.

ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში).

მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.

ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.

 

მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაწერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო "სალათი". ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს.

თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.

ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას - ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას.

ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.

 

დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გადარჩენილი. ე.წ. წითური მგელი გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში, თუმცა ახლა მისმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რუხი მგელი კი, დღესაც, ფართოდაა გავრცელებული კანადაში, ალასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • Replies 76
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს წუთია დედას ვესაუბრე.ამ დილით,ჩემთან შუაგულ სოფელში დიდ მამალ მგელს გააცხებინა სული მეზობლის ბიჭმა.ბოსელში იყო და იქედან ფინია ძაღლის ყეფაზე გამოვარდნილა.რადგან თოვლია დიდი,წყალ წყალ გაქცეულა,მაგრამ გზა გადაუჭრეს და დასცეს გულაღმა !!!!!ახლა ზიან მეზობლები და შარაფობენ !!!

Link to post
Share on other sites

არ მიკვირს ზური, პრობლემა რეალურად არსებობს რომელიც არაერთხელ გაშუქდა ტელევიზორითაც, აღშფოთდნენ, შეშფოთდნენ და ჩაიარა წყალმა...

Link to post
Share on other sites

გთავაზობთ ამონაწერს ჟურნალ ,,ნადირობის,, ბოლო ნომრიდან:სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა მგლების დასახოცად 20 მილიონი დრამი (დაახ.50000 დოლარი)გამოყოს.აღსანიშნავია რომ ეს თანხა მთლიანად მონადირეებს გადაეცემათ პრემიის სახით.მგლის რაოდენობა ამჟამად სომხეთში ,,ნოვოსტი არმენიის,, თანახმად 600 აღემატება.მთლიანად 200 ერთეულის ამოღებას გეგმავენ,შესაბამისად ერთ მოკლულ მგელზე მონადირეს 100000 დრამს გადაუხდიან,რაც 250 დოლარს შეადგენს.

Link to post
Share on other sites

გთავაზობთ ამონაწერს ჟურნალ ,,ნადირობის,, ბოლო ნომრიდან:სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა მგლების დასახოცად 20 მილიონი დრამი (დაახ.50000 დოლარი)გამოყოს.აღსანიშნავია რომ ეს თანხა მთლიანად მონადირეებს გადაეცემათ პრემიის სახით.მგლის რაოდენობა ამჟამად სომხეთში ,,ნოვოსტი არმენიის,, თანახმად 600 აღემატება.მთლიანად 200 ერთეულის ამოღებას გეგმავენ,შესაბამისად ერთ მოკლულ მგელზე მონადირეს 100000 დრამს გადაუხდიან,რაც 250 დოლარს შეადგენს.

ძალიან კარგია !!მაგრამ იქ ბახა-ბუხს რომ აუტეხავენ,ჩვენსკენ წამოვა...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

მიუხედავად მავნებლობისა ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგ ცხოველს.ყველაზე დიდს სხვებთაგან.თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე და უბრალოდ როგორც ძაან ლამაზს ცხოველს.

Link to post
Share on other sites

ოთხი დღის წინ ჩვენთან კაცხში,დღისით მზისით მგლებმა ძროხა დაგლიჯეს.მეზობელმა თავისი თვალით ნახა ორი მგელი ძროხის ნარჩენებს რომ ჭამდენ.და ეს ყველაფერი სოფელში...

Link to post
Share on other sites

ხროვის ტერიტორია 300კვ მილს მოიცავს,და სანადირო რადიუსი 30კვ მილი ზური.სოფელი მათი სანადირო ზონაშია ალბად.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ძალიან ცუდი შეხედულება მაქვს ამ ცხოველზე და მომხრე var მათი ნაწილობრივ განადგურების :vinsent: :vinsent: :vinsent: ჩემ სოფელში სართიჭალაში 2-3 წლის წინ შუა გამეს,განათებულ გზაზე მანქანას გადაურბინა :meeting: სდიეს 1კილომეტრი მაგრამ ვერაფერი,თუმცა ბევრი არ აკლდათ.ამ ზამთარს ივრის პირიდან ამოვიდა სახლის ეზოში,მაგრამ შეამჩნიეს და დააფრთხეს.რამოდენიმე თვის მერე მეგობრის 10 სული ცხვარი წაიყვანეს :meeting::karochera:

Link to post
Share on other sites

წაიყვანეს? როგორც ვიცი მგელი ადგილზე ჭამს, წაყვანით დათვს მიყავს, მაგრამ სართიჭალაში დათვი არ არის.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, როგორც ვიცი დასახლებულ ადგილებში და ეზოებშიც კი შემოდის წითური მგელი, რომელიც ადგილობრივი სახეობა არ არის, 2000 თუ 2001 წელს შემოიყვანეს, ზომით ადგილობრივ რუხ მგელზე დიდია და უფრო "ნაგლი" ადამიანებთან ურთიერთობაში.

Link to post
Share on other sites

ორიოდე წლის წინ თიანეთში მგლებით შეწუხებულმა ოჯახმა თბილისში იყიდა მეცხვარის პატენტი, დააბეს ეზოში მგელს დააფრთხობსო, ერთ დილით არ დახვდათ და ტყეში უპოვნიათ დაგლეჯილი.

Link to post
Share on other sites

ორიოდე წლის წინ თიანეთში მგლებით შეწუხებულმა ოჯახმა თბილისში იყიდა მეცხვარის პატენტი, დააბეს ეზოში მგელს დააფრთხობსო, ერთ დილით არ დახვდათ და ტყეში უპოვნიათ დაგლეჯილი.

ალბად მიეტევა მგლებს, თბილისელი მეცხვარეების უმრავლესობა, რომელიც გამოფენებზე არ დაყავთ ძალიან აგრესიულები არიან, ნებისმიერი მოძრავი საგნის მიმართ, რადგან ხან სულ დაბმულები არიან ხან გარაჟში ჩეკეტილები, მათ აგრესიულობას ისიც იწვევს, რომ აჩხუბებენ სხვა ძაღლებთან.

ეტყობა მაგ შემთხვევაში ძაღლმა აიწყვიტა და მიეტოვა მგლებს იმათმაც კიდევ გაიტყუეს სოფლიდან და მერე დაგლიჯეს, ეგ კლასიკური ხერხია, ძირითადად ზამთარში აკეთებენ ხოლმე როცა მშივრები არიან. რაც არ უნდა დიდი ძAღლი ყოფილიყო, 3-4 მშიერი მგელი თავისუფლად ეყოფოდა.

Link to post
Share on other sites

წაიყვანეს? როგორც ვიცი მგელი ადგილზე ჭამს, წაყვანით დათვს მიყავს, მაგრამ სართიჭალაში დათვი არ არის.

კი წაიყვანეს,მაგრამ რამოდენიმე ათეული მეტრის დაშორებით,შორს არა.

Link to post
Share on other sites

დღეს კახეთში ისევ დაესხა მგელი სოფელს!

 

ამჯერად ცხენი გახდა მსხვერპლი :scratchchin: საწყალი ცხენი აჩვენეს გული დამეწვა :karochera: ცოცხალი ყო და უკანა ბარძაყი ამოგლეჯილი ჰქონდა სულ :karochera:

 

ველოდებით ახალ თავდასხმებს!!!!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ძროხა დაჭამა მგელმა...

საზიზღარი მოდებულია ცოფი(2 კერაა ქალაქთან ახლოს)... გაცოფდა 3 ძროხა და რამდენიმე ძაღლი...

სამინისტროს აწვდინეს ხმა და მგონი მასიურ აცრებს იწყებენ ცოფზე.

ახლა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოაწერა ხელი ბრძანებას მონადირეთა ჯგუფის გამოყოფის შესახებ_ მგლებს გაანადგურებენ(გამოეყოთ ვაზნებისა და საწვავის თანხები).

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

მგელი და საერთოდ მტაცებლები ძალიან არის მომრავლებული,ხელს უშლიან ფრინველის და ცხოველის გამრავლებას, საჭიროა მათი რაოდენობის შემცირება!უნდა მოეწყოს ერთობლივი ნადირობა ტურაზე,მგელზე,მელაზე და ა.შ

Link to post
Share on other sites

ზვიადაურია, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი- ვნახოთ რას იზამს. ზვიადაურის არა ვიცი რა მაგრამ ამ მთავრობის იმედი კი ნამდვილად მაქვს. იქნებ გვეშველოს რამე.

Link to post
Share on other sites

ზვიადაურია, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი- ვნახოთ რას იზამს. ზვიადაურის არა ვიცი რა მაგრამ ამ მთავრობის იმედი კი ნამდვილად მაქვს. იქნებ გვეშველოს რამე.

 

თუ ვიღაც ქალია? ზვიადაური მგონი პარლამენტშია წარმომადგენერლი გარემოს დაცვის, თუ ეგაა გვეშველება კიარა არ გაუარესდეს პირიქით :e025:

Link to post
Share on other sites

თუ ვიღაც ქალია? ზვიადაური მგონი პარლამენტშია წარმომადგენერლი გარემოს დაცვის, თუ ეგაა გვეშველება კიარა არ გაუარესდეს პირიქით :e025:

 

 

გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ვინაა ამა თუ იმ პოსტზე წარდგენილი(პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და გამოცდილების უგულვებელყოფას არ ვქადაგებ), მთავარია რომ ახალ გუნდს გააჩნია პოლიტიკური ნება მოუაროს ქვეყანას და გააუმჯობესოს სიტუაცია. ყველაფერი ამის საფუძველში ეროვნული ინტერესი და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება დევს...

ჩემი აზრით მთავარია ეროვნული პოლიტიკური ნება, რაც ივანიშვილის გუნდს უცილობლად გააჩნია!!!

 

ასე რომ ელოდეთ ყველგან და ყველაფერში სასიკეთო ძვრებს.

 

პ.ს. ბოდიში, თემას გადავუხვიე :hi3:

Link to post
Share on other sites

ზვიადაური კომიტეტის ტავმჯდომარეა. მინისტრი პროფესიონალია როგორც მახსოვს. მაგრამ ყველაზე მთვარი მაინც პოლიტიკური ნებაა. ხელისუფლებას უნდა თუ არა დაიცვას ბუნება და მისი რესურსები. იმედი მაქვს, თუმცა დაველოდოთ და გამოჩნდება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...