Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

თბილისის ზღვაზე თევზია არის, თან საკმაოდ დიდი ეგზემპლიარები და არა მარტო საზანი! თან ბლომად. ჩვენ ღამე ძლიერმა ქარმა შეგვიშალა ხელი, ძლივს ვახერხებდით ანკესის (80-100 გრ სიმძიმით) სროლას. ვახოს ბუღლუჯზე დაუჯდა ეგ თევზი, ჩემ ძმას კი ლოქო - წითელი ჭიის ბუკეტზე. საკმაოდ ამოუცნობი და უცნაური წყალსაცავია, დიდი პრაქტიკა და დაკვირვება უნდა ქონდეს ადამიანს რომ მანდ თევზი იჭიროს. ვერ გაიგებ როდის, სად და რაზე აირებს.

 

დიდი ხნის ვირტუალური ნაცნობობის შემდეგ როგორც იქნა ახლოს გავიცანი ბატონი სოსო - ძალიან მაგარი ადამიანი!

 

სურათებს ხვალ მომაწვდიან და დავდებ რათქმაუნდა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 468
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყოჩაღ ძმებო ყოჩაღ !!!!! :yes: :yes: :yes: ძალზე კარგი ეგზემპლიარები დაგიჭერიათ !!!! ვახო არ დაგავიწყდეს შენი საზანის სურათის რეკორდებში დადება !ეს წუთია რამაზის და დათოს ველაპარაკე ტელეფონით,ახლაც ზღვაზე არიან სასოსთან ერთად.ძლიერი ქარი უშლით ხელს.....

Link to post
Share on other sites

აუ რა მაგარია. წარმომიდგენია რა ადრენალინია მაგხელა თევზთან ბრძოლა ამოყვანისას... ყოჩაღ ბიჭებს ,მართლa მაგარია..... :yes:

Link to post
Share on other sites

ვახო არ დაგავიწყდეს შენი საზანის სურათის რეკორდებში დადება

 

 

ზურა, ამაზე დიდებიც მყავს დაჭერილი(ორჯერ ვინჩესტერი დამეწვა და მთელი ფოტო-მასალა დაკარგული მაქვს), თუმცა თბილისის ზღვაზე მართლაც ჩემი რეკორდია

Link to post
Share on other sites

რაზე დაჯდა ვახო?

 

 

ბუღრუჯზე ლევან, ისე კაიფი რა იყო იცით?, საშველად ვეძახდი რომ საჩოკი მოეშველებინათ და იმ ქარში ვერ გავაგონე ვერავის, ხოდა დავრჩი ჩემი თავის იმედად, სხვა რა გზა მქონდა ხო არ გაუშვებდი და მაინც გამოვათრიე :nyam: , მაგარი გემრიელი ყოფილა ზღვის საზანი

Link to post
Share on other sites

მაინც დადე ! წელს ჯერ ხომ არ დაგიჭერია ამაზე დიდი ეგ ერთი და სხვა მრავალი !!!

 

 

 

გაიხარე ზურა, რამაზის უკეთესი სურათები აქვს გადაღებული, მერე დავდებ რო მომაწვდის

Link to post
Share on other sites

ბუღრუჯზე ლევან, ისე კაიფი რა იყო იცით?, საშველად ვეძახდი რომ საჩოკი მოეშველებინათ და იმ ქარში ვერ გავაგონე ვერავის, ხოდა დავრჩი ჩემი თავის იმედად, სხვა რა გზა მქონდა ხო არ გაუშვებდი და მაინც გამოვათრიე :nyam: , მაგარი გემრიელი ყოფილა ზღვის საზანი

 

 

რამდენჯერ მაქვს იგივე გამოცდილი, მოიყვან ნაპირზე და ისტერიკაშია თევზი, გაიხედავ აქეთ-იქით და ხელის წამშველებელი არ არის.

 

ე, მერე იწყება ყველაზე მთავარი.

 

ვიბურძგლები ხოლმე მაგ დროს. :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

საფერავს ვუბაგუნებდით სოსოს მანქანაში რო დაგვადგა ვახო და ბურვაკივით ქონდა იღლიაში ამოჩრილი საზანი :) ისეთი ქარი იყო 30-40 მერტიდან როგორც არ უნდა ეყვირა ვერ გავიგებდით

 

თევზის ეს სურათი მაქ მხოლოდ ტელეფონში

post-8-0-27454900-1338667340_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

post-8-0-81620100-1338667807_thumb.jpg

 

ბალახი ისედაც ხელისშემშლელია, მაგრამ ქარში სერიოზულ დისკომფორტს ქმინდა

post-8-0-04080800-1338667908_thumb.jpg

 

მოხარული ვარ რომ გავიცანი ძალიან(!) კარგი ადამიანები, ბატონი მერაბი და მისი ვაჟი ლევანი

 

უეჭველი კიდევ ვეწვევი ამ წყალსაცავს და უკვე ვიცი როგორც უნდა ვიყო მომზადებული

post-8-0-66984600-1338668024_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ვულოცავ დავითს მშვენიერ ნადავლს. :friends:

 

 

ორი ქევხო, ბევრსა ნიშნავს თქვენი ჭირიმე.

 

 

გაიხარეთ ლომებო. :hi:

Link to post
Share on other sites

ატატატატატა! რა დღეში ხართ თვენ მანდ! ? :spit: მაგარი თევზები დაგიჭერიათ ბიჭებო ყოჩაღ!

რამაზია აღარ წამოვა იქედან სანამ არ დაიჭერს რამე საინტერესოს! :e025:

Link to post
Share on other sites

ატატატატატა! რა დღეში ხართ თვენ მანდ! ? :spit: მაგარი თევზები დაგიჭერიათ ბიჭებო ყოჩაღ!

რამაზია აღარ წამოვა იქედან სანამ არ დაიჭერს რამე საინტერესოს! :e025:

 

რამაზი არ წამოვა და დაახატავენ ბეჭებზე ტორპედოს პოლისჯოხით სახლში, ის ურჩევნია რეკორდული ზომის თევზი დაიჭიროს. :e025:

Link to post
Share on other sites

რამაზი არ წამოვა და დაახატავენ ბეჭებზე ტორპედოს პოლისჯოხით სახლში, ის ურჩევნია რეკორდული ზომის თევზი დაიჭიროს. :e025:

დაიჭერს გიო აუცილებლად! მე ვგულშემატკივრობ რამაზას. :old:

Link to post
Share on other sites

საღამოს რვის ნახევრისთვის მეც ავედი. ერთი საათის უკან (ღამის პირველზე) კი მე და რამაზი წამოვედით.

ცვენი იქ ყოფნისას სოსოს დაუჯდა კიდევ ერთი ველური კობრი, 6 კილოგრამიანი(ავწონეთ).

 

აი ფოტოებიც:

 

d477190d390a.jpg

f43b1abf6930.jpg

14324ebb253c.jpg

6e657ff4a15f.jpg

 

წავედი ახლა, დავიძინე.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ვააააააააააააა რა მაგარია!!! :yes: :yes: :yes:

 

 

ბრავო ლომებო!!!!!!!!!!!!!! :hi: თბილისის ზღვა სერიოზული რამე ყოფილა!

Link to post
Share on other sites

ეტყობა მაინც ვერ ბედავენ ბრაკები მანდ თავის ჭკუაზე მაიმუნობას.კარგია ძალიან! :yes: ისე თქვენი თვალით დანახული და არა მეთევზეების ფანტაზიებში მოყოლილი :haha: რამხელა არის ყველაზე დიდი რაც დაუჭერიათ თბილისის ზღვაზე?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...