Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კობრი, ჩვეულებრივი კობრი(ინგ.carp,Common carp; ლათ.Cyprinus carpio)

 

ca51b0e8f44b.jpg

 

a387b051a984.jpg

 

 

კობრისებრთა(რუს.Карпообра́зные;ლათ. Cypriniformes) ოჯახი მრავალი სახეობის თევზს აერთიანებს. თუმცა, ამჯერად გავეცნოთ ამ ოჯახის მთავარ წარმომადგენელს - კობრს.

 

კობრი მტკნარი წლის თევზია. იგი ფართოდაა გავრცელებული აზიის, ევროპის და ამერიკის ტბებსა და მდინარეებში. კობრის "ფესვები" აზიიდანაა(თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიიდან) საიდანაც გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში.

მდინარე დუნაის დელტაში, ადამიანთა ნასახლარის არქეოლოგიური გათხრებისას , 2000 წლის წინანდელი, ველური კობრის(რუს.сазан)ნარჩენებია აღმოჩენილი. ასევე, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში აღმოჩენილია, რომაელთა მიერ, სპეციალურად კობრის მოსაშენებლად აგებული დიდი ფართობის და ტევადობის ტბორები. იმ პერიოდიდან დღემდე, კობრის მოშენება, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მაღალრენტაბელური და მომგებიანი დარგია. შესაბამისად, დიდი ისტორია აქვს კობრის ხელოვნურ სელექციასაც. ევროპაში, თევზის ამ სახეობის მოშინაურებას და სელექციას, განსაკუთრებით მე13 - მე16 საუკუნეებში, ხელი შეუწყვეს ბერებმა და სამონასტრო ცხოვრებამ. ამასთან, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში(ევროპიდან იაპონიამდე)გამოყვანილია კობრის მრავალი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან დანიშნულებით და ვიზუალურადაც. ძირითადად არსებობენ შინაური კობრის(კულტურული ფორმის) დეკორატიული და მეხორცული ჯიშები.

ასევე, დაფიქსირებულია უკუპროცესები, ანუ როცა კობრის მოშინაურებული, გაკულტურებული ფორმები ხვდებიან(სხვადასხვა მიზეზებით) ველურ გარემოში და იბრუნებენ ველური კობრის ფორმებს და სხვა ვიზუალურ თუ ქცევით ნიშნებს.

 

ველური კობრი, ჩვეულებრივ უფრო თხელია(ვიწროა)ვიდრე მისი მოშინაურებული ფორმა. მისი სხეულის სიგრძე ოთხჯერ მეტია სიმაღლეზე და ტორპედოს ფორმას წააგავს. შეფერილობა მოყვიტალო ოქროსფერი. ზრდის და წონაში მატების ტემპით, ისინი თითქმის ორჯერ ჩამოუვარდებიან კობრის კულტურილ ფორმებს და ვერ აღწევენ მათ ზომებამდე.

შინაური კობრი კი, მრავალწლიანი სელექციის შედეგად, შეიძლება გაიზარდოს 120-125სმ-დე და წონით კი 40-45კგ-დე.

ამ მონაცემებთან შედარებით, ველური კობრი 20-33%-ით ნაკლებ ზომა-წონას აღწევს. თუმცა, ეს უკანასკნელი, თევზაობის დროს მეტად ფრთხილია, გამოყვანისას კი გაცილებით ღონიერი და აქტიური.

 

კობრს ახასიათებს გარემო პირობებისადმი ადვილად შეგუების უნარი. ამასთან, ბუნებრივ პირობებშიც კი ეტანება წყნარ ან მდორე დინების მქონე მონაკვეთევს, ყურეებს. როგორც სხვა ქარავნული თევზები, კობრიც ჯგუფებად(5ან მეტი ეგზემპლარი)გადაადგილდება. მას შეუძლია იცოცხლოს

3-დან 35°C-ის ტემპერატურის წყალში, აქტიურობის პიკს აღწევს 23-დან 30°C-დე და ქვირითობს 18-დან 29°C-დე წყლის ტემპერატურაზე.

 

კობრი ადვილად ძლებს წყალში ჟანგბადის შემცველობის დაბალი დონის დროსაც კი. ასევე შედარებით ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთრის პირობებიც, მთავარია რომ ყინულის ქვეშ ცოტაოდენი წყალი მაინც იყოს დარჩენილი.

 

კობრი ძირითადად იკვებება ფსკერიდან და მის რაციონში შედის თითქმის ყლელაფერი: წყალმცენარეები, ზოპლანქტონი, უხერხემლოები, კიბოსნაირები, პატარა ამფიბიები და ლიფსიტები, მოლუსკები, ყველანაირი ჭიები, წყალში ჩავარდნილი კენკროვანი და სხვა ხილი, ლეში და სხვა.

 

გამრავლება

სქესობრივ მომწიფებას მამრი კობრი აღწევს 3 წლის ასაკში, ზომით 29დან -36 სანტიმეტრამდე; ხოლო მდედრი 3-5 წლის ასაკში, ზომით 34დან-45 სანტიმეტრამდე. როგორც ზემოთ აღვნიშნე წყლის 18დან-29°С ტემპერატურაზე კობრი ქვირითობს. ამ დროს ის მასიურად, ჯგუფურად გადის თავთხელში, უმეტესად გაბალახებულ ადგილებში, სიღრმით 40დან-50 სანტიმეტრამდე. საქვირითოდ გასული თითოეული ჯგუფი შედგება ერთი მომწიფებული მდედრისაგან და რამოდენიმე(საშუალოდ სამი)მამრისაგან. როგორც წესი ქვირითობა იწყება საღამოობით და დილამდე გრძელდება. მიმდინარეობს ხმაურით, კუდის ტყლაშუნის ხმით. კობრის ერთ მდედრ ეგზემპლარს შეუძლია ერთ მილიონამდე(სეზონზე) ქვირითის დაყრა. განაყოფიერებული ქვირითი მწიფდება 3-4 დღეში.

 

ესე ჩვენი pescatore-ს ვიდეოა, კობრის ქვირითობა იტალიაში. :yes:

 

 

საქართველოს მრავალ წყალსატევში და მდინარეში ბინადრობს კობრის როგორც ველური ასევე შინაური და შერეული ფორმები. ჩვენ მდინარეებში ძირითადად ველური ფორმებია გავრცელებული.

 

ჩემი დაჭერილი ველური კობრები.

bff0d4e6345c.jpg

60f188864f9b.jpg

 

 

ვიზუალურად გაგაცნობთ კობრის შინაურ(სელექციურ) ფორმებს:

 

ქერცლიანი შინაური კობრი

c27b3d32cd8b.jpg

ველურ კობრთან შედარებით ნაკლებადწაგრძელებული ფორმა აქვს და მასზე მაღალია.

 

სარკისებრი კობრი

 

b15f31d00d85.jpg

 

შიშველი კობრი

 

544412c515ed.jpg

 

ზოლიანი კობრი

 

99882d30ab70.gif

 

ხშირია ამ ფორმების ჰიბრიდული ვარიანტებიც( შერეული დამახასიათებელი ნიშნებით), იმ შემთხვევაში თუ წყალსატევში მკაცრად არაა დაცული სასელექციო დისციპლინა.

 

კოი კობრი(იაპონიიდან,დეკორატიული დანიშნულების)

 

a2c663729581.jpg

 

e5aa85abee8b.jpg

 

b98d92b106ca.jpg

 

6a62d6885483.jpg

 

 

კობრზე თევზაობის შესახებ იხილეთ: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251&st=0

 

 

 

 

 

P.S.

 

ე.წ "საზანის" შესახებ

 

ამ თევზის საერთაშორისო დასახელებაა(როგორც ველურის, ასევე ხელოვნურად, სელექციის გზით, მიღებული სხვადასხვა კულტურული ფორმების) http://en.wikipedia.org/wiki/Carp

http://en.wikipedia.org/wiki/Common_carp

 

 

სიტყვა "საზანი"(რუს.Сазан)არის რუსეთში გავრცელებული (თურქმანულ-ყაზახური წარმოშობის სიტყვა) და აღნიშნავს Carp-ის ველურ ფორმას.

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B0%D0%B7%D0%B0%D0%BD

http://www.fishinginfo.ru:8081/main/themes/default/THID__209/lim__/

 

რუსეთში სიტყვა Carp-ი (რუს. Карп)მაშინ გავრცელდა, როცა ევროპიდან შეიყვანეს Carp-ის კულტურული ფორმები. ამასთან ისინი გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებოდნენ, მათთვის უკვე ცნობილი ველური "საზანისაგან". ამიტომაც, Carp-ის კულტურული ფორმებს (მათთვის შესახედავად ახალ თევზს)უწოდეს (დღემდე ასეა) Карп-ი.

რუსული ენის ვ.ი.დალის განმარტებითი ლექსიკონი "საზანზე" გვეუბნება შემდეგს:

САЗА́Н м. вост. рыба Cyprinus carpio, ко́роп, карп, карпий. Саза́нья тежка. Сазаний пироги, саза́нник. Саза́нина ближе всякой рыбы к говядине, сазанье мясо. || Сазаны, вор. растен. Gentiana, см. колокольчик. || Iris germanica, пролеска, косички.

 

დ.ნ. უშაკოვის რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი "საზანზე":

САЗА́Н, сазана, ·муж. (·тюрк. sazan). Дикий карп.

 

მაქს ფასმერსის ლექსიკონიდან:

саза́н

"карп, Cyprinus саrрiо", вост.-русск. (Даль), донск. (Миртов). Из тур., казах. sаzаn – то же, откуда и калм. sazān – то же (Рамстедт, KWb. 316); см. Мi. ЕW 289; ТЕl. 2, 153; Фасмер у Махека, ZfslPh 19, 65. См. также шара́н.

 

მოკლედ ამათმა აგვირიეს ტვინი :yes:

 

Carp-ის ყველანაირი ფორმის(როგორც ველურის; ასევე, ხელოვნურად, სელექციის გზით, მიღებული სხვადასხვა კულტურული ფორმების) ქართული დასახელაბაა კობრი. გაიხსენეთ სკოლიდან ზოოლოგია და პარაგრაფი "კობრი"(თევზების სისხლის მიმოქცევის და საჭმლის მომნელებელი სისტემები იყო აღწერილი მის მაგალითზე). ასე, რომ "საზანის " მაგივრად ქართულად უნდა ვთქვათ ველური კობრი.

ხოლო სხვადასხვა კულტურულ(ხელოვნურად გამოყვანილი, შინაური.)ფორმებზე კი მაგალითად: სარკისებრი კობრი, კოი-კობრი, ქერცლიანი კობრი და სხვა. ან, თუ არ ვიცით კონკრეტული კულტურული ფორმის ზუსტი დასახელება, მაშინ- შინაური კობრი.

თუნცა ხშირ შემთხვევაში ძნელია გარჩევა, რადგან შინაური და ველური ფორმა უპრობლემოდ ეჯვარება ერთმანეთს.

 

რაც შეეხება "გოჭას" - ეს უბრალოდ კობრის კუთხური(კახეთში ეძახიან) დასახელებაა.

 

:yes:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 5 months later...
  • 3 months later...
  • 2 months later...
  • 4 months later...

კობრს ანუ - გოჭა, კობრში "კარპის" გავლენა ხომ არ იგრძნობა, გოჭა კი საუკეთესოდ აღწერს მართლაც ამ "გოჭივით" ჩასუნსულებულ თევზს.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 8 months later...
  • 1 year later...

ეს სურათი აქ რომ არ დავდო ნამდვილად არ გამოვა.ეს თევზი გუშინ 03.06.2016 წ. თბილისის ზღვაზე დაიჭირეს და საქართველოს რეკორდია ამ სახეობისათვის.თევზის წონა თითქმის 25 კილოგრამს შეადგენდა( 24.500) და ეს ნახევარი კილო დარწმუნებული ვარ მან ამოყვანის დროს რომელიც 1 საათი და 20 გრძელდებოდა დაკარგა.საალაფო თევზი რომელსაც ოსკარი დაარქვეს ნადარბაზევის ტბაში გადაიყვანეს და იქ გაუშვეს

 

f08042d2de22.jpg

Link to post
Share on other sites

salamandra

 

სასწაულია!!!

 

შაორზე ვნახე 3 წლის წინ ბადით რომ გამოიყვანეს დაახლოებით მაგხელები იქნებოდა. პლაჟის მხარეს. ანკესით რა იქნებოდა წარმომიდგენია :vinsent:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...