levani 71 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 (edited) შავი ზღვის სტავრიდა (Trachurus mediterraneus) ქარავნული მტაცებელი თევზია, დიდ გუნებად ცურავს. ვიჭერთ როგორც პლაჟიდან ასევე საზღვაო ნავსადგურის ნავმისადგომებიდან. შემოდის სანაპიროზე მარტის ბოლოდან თუ შესაბამისი ამინდი იქნა, ზოგჯერ უფრო გვიან ან უფრო ადრე, ვთევზაობთ რეზინის საშუალებით, შემდეგნაირი წყობით: ტვირთი 300-350 გრამი, მასზე ჩაბმული დაახლოებით მეტრონახევარი კაპრონის მსხვილი ძაფი, შემდეგ რეზინი 18-20 მეტრი (დაახლოებით 100-120 მეტრზე იწელება) ამის შემდეგ სადავე 6-7 ნომერი ნიკელის ნემსკავებით, ერთმანეთტან დაშორებული 50 სანტმეტრით რაოდენობა გამოყენების შესაძლებლობით 20 დან 50-მდე ნემსკავი, შემდეგ ძირითადი სამუშაო მკედი 0.6-0.8მმ. მზის ჩასვლის შემდეგ დაახლოებით 10-15 წუთში იწყებს მასიურად მოსვლას სადღაც 1 საათის ფარგლებში, ძირითად რაოდენობას ამ დროს ვიჭერთ, ხშირია შემთხვევები როცა მთელი სადავე სტავრიდა ამოდის სავსე. შემდეგაც მოდის მთელი ღამე მაგრამ ასეთი ინტენსივობით აღარ. ასევე ვთევზაობთ 4.5-4 მეტრიანი ჯოხებით და კოჭით, ამ დროს სადავეზე 10 ნემსკავია. მაქსიმალურ სიშორეზე ვისვრით და ვეძებთ რა სიღრმეზე დგას სტავრიდა, სწრაფი ამოქაჩვის დროს შუა და ზედა ფენებს ვამოწმებთ, ნელი გამოქაჩვის დროს ფსკერთან ახლოს. ძალიან კარგი მხედველობა აქვს ამ თევზს და მიუხედავად იმისა, რომ რაც გვერზე ცაუვლის და რასაც გადაყლაპავს ყველაფერს ეტანება აუცილებელია რაც შეიძლება წვრილი მკედი. იჭირება აგრეთვე თევზის ხორცზეც ფსკერული თევზაობის მეთოდით და ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი ეგზემპლიარები. Edited September 16, 2016 by salamandra 1 ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted March 18, 2017 Report Share Posted March 18, 2017 სტავრიდა ხოარ შემოსულა ? ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted September 8, 2018 Report Share Posted September 8, 2018 http:// ერთი ლიფიორი ურევია 2 ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted May 29, 2019 Report Share Posted May 29, 2019 (edited) http:// http:// Edited May 29, 2019 by ალეკო ბბ 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.