levani 71 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 (edited) სმარიდა,შავი ზღვის ქორჭილა (Spicara smaris) ერთერთი ჩემი საყვარელი სახეობაა თევზაობისთვის შავ ზღვაზე, ნაპირთან ახლოს მასიურად სექტემბრიდან მოდის, უფრო ხშირად თავს იყრის ისეთ ადგილებში სადაც ზღვაში შესული ნავმისადგომებია და სანაპიროს ახლოს კლდეები. აქ ზღვის ჭიას და კრევეტებს დაეძებს. ნერეისი მიდიებს შორის იმალება და კრევეტებიც უფრო ხშირად აქ გვხვდება, მასზე სათევზაოდ ვიყენებთ როგორც რეზინის მონტაჟს ასევე ზღვის ფსკერულ მონტაჟსაც. არის შემთხვევები როცა სტავრიდასათვის გაკეთევულ ნიკელის ანკესიან სადავეზეც ჯდება მაგრამ იშვიათად, კარგად მოდის საღამო საათებში, ეტანება მსხვილ წითელ ჭიას, კრევეტებს, ზღვის ჭიას, უყვარს ქაფშიას ფილე, საერთოდ თევზის ხორცს უფრო ინტენსიურად ეტანება მაშინ როცა წყალი ცივდება შედარებით და ატერინა და ქაფშია მოდის ახლოს ნაპირთან. უფრო უყვარს შედარებით დაძველებული თევზის ხორცის ნაჭრები, მე პირადად ქაფშია ვყინავ და მერე გამაქვს სატყუარასათვის. დაჭრითაც უფრო ადვილად იჭრება და როცა ლხვება სუნი უფრო მძაფრი აქვა. სადავედ ვიყენებ მაქსიმუმ 0.18 მკედს. 5 ნომერ ნემსკავს. სადავეზე ვამაგრებ 4 ნემსკავს ერთმანეთთან 20 სანტიმეტრით დაშორებით. მისთვის დამახასიათები ჩარტყმა აქვს, გეგონება ვიღაცამ ხელი მოკიდა სადავეს და მთელი ძალით ქაჩავს ქვემოთ. ამ დროს საჭიროა მსუბუქი ამოკვრა და სმარიდა თქვენია. Edited September 16, 2016 by salamandra 1 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ლევან, ძალიან მსიამოვნებს შენი პოსტების კითხვა. განსაკუთრებით ამ თემაში. ლამაზი თევზია! პატარა ვიდეორგოლსაც დავდებ სმარიდაზე. http://www.youtube.com/watch?v=mrneuqwA9dQ http://www.youtube.com/watch?v=Y6NMx-hhPyM&feature=player_embedded ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 27, 2017 Report Share Posted October 27, 2017 გუშინწინ აფხაზეთში ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted May 13, 2018 Report Share Posted May 13, 2018 (edited) http:// http:// Edited May 13, 2018 by ალეკო ბბ ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted September 29, 2018 Report Share Posted September 29, 2018 http:// 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.