Jump to content
Club-Monadire.Ge

ხონთქარა, ბარაბული ( Mullus barbatus)


Recommended Posts

ხონთქარა (ბარაბული) Mullus barbatus

 

402e16e74ae9.jpg

 

პატარა ზომის მხოლოდ ძალიან გემრიელი თევზია, მისი ზომა საშუალოდ 12-15 სანტიმეტრია, მაქსიმუმ აღწევს 30 სანტიმეტრს და ამ ჯიშის თევზისათვის გიგანტურ ზომად ითვლება. მთელი სიცოცხლის მანძილზე იკვებება ფსკერზე და წყალის ზედა ფენებში არ ამოდის. ორი გრძელი ულვაში აქვს რაც ფსკერზე შლამში საკვების მონახვაში ეხმარება. იჭირება მთელი წლის განმავობაში მხოლოდ ზამთრის პერიოდში ძალიან ცუდად, ამ დროს სიღრმეზე ჩადის და პასიურად იკვებება, საუკეთესო პერიოდია მასზე სათევზაოდ წყალის დათბობიდან, ზაფხულში შეიძლება ითქვას იკვებება მთელი დღის და ღამის განმავლობაში, ყველაზე ინტენსიურად გამთენიოს და დილის საათებში, სატყუარად გამოდგება ზღვის ჭია, პატარა კრევეტი, ნაკელის ჭითელი ჭიაც საუცხოო შედეგს იძლევა. მასზე სათევზაოდ ზღვის ფსკერულ მოწყობილობას ვხმარობ, მკედი მაქსიმუმ 0.12 ნემსკავები 8-9 ნომერი. აღსანიშნავია მისი ჩარტყმები, 8 სანტიმეტრიან თევზს ისეთი ჩარტყმა აქვს გეგონებათ სულ ცოტა 1.5 კილოიანი თევზი ურტყამსო. მხოლოდ როცა ნაპირისკენ მოგვყავს არ იგრძნობა ანკესზე.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ხონთქარა (ბარაბული)

პატარა ზომის მხოლოდ ძალიან გემრიელი თევზია

 

ვადასტურებ, გამორჩეულად გემრიელია !

მიუხედავად იმისა რომ არასდროს მომეცა საშუალება ფხიზელს მეჭამა, მაგის გემო მაინც არ მავიწყდება :haha:

Link to post
Share on other sites

სულთანკასაც ეძახიან მაგ თევზს თავისი საგემოვნო თვისებებიდან გამომდინარე. მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მაგარი დასაჭერია, ლევანი 100%იანი ხარ, დარტყმა აქვს ისეთი ძლიერი რო უფ იფიქრებ დაჯდა რაღაც როგორც მინიმუმ კამბალაო და ამ დროს ამოკვრას რო გააკეთებ ისეთი შეგრძნებაა რო გაგეგცა, თუმცა მერე გზაში გვერდითსვლას რო იწყებს ძალიან სახალისო ხდება

Link to post
Share on other sites
  • 5 years later...
  • 1 year later...

http://27cd3c839d59.jpg

http://cc6e374700a3.jpg

Edited by ალეკო ბბ
Link to post
Share on other sites

ნახევარ საათში დაჭერილია, კი კარგადაა წელს

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...