levani 71 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 (edited) ქოთეხი (გარბილი) ( Sciaenidae ) საქართველოს ზღვისპირეთში 3 სახეობის ქოთეხი გვხვდება : 1. თეთრი ანუ ღია ქოთეხი ( Umbrina cirrosa) 2. შავი ანუ მუქი ქოთეხი (Sciaena umbra) 3. ვერცხლისფერი ქოთეხი (Argyrosomus regius) ვერცხლისფერი ქოთეხი 230 სმ და 103 კილოს აღწევს რეკორდული თეთრი ქოთეხი რომელიც 2011 წლის 29 მაისს დაჭერილ იქნა მარმარილოს ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან სიგრძეში 196 სმ.იყო და 74 კილოგრამს იწონიდა შავი ქოთეღი კი სიგრძეში 70 სმ აღწევს და წონით 3-4 კგ არ აღემატება თუ გინდათ ტროფეი აიყვანოთ შავ ზღვაზე ამ თევზზე უნდა ითევზაოთ, გარბული გამორჩეული თევზია შავ ზღვაში თავისი ზომებით და კულინარიული მახასიათებლებით, ორი სახეობაა ჩვენთან გავრცელებული. დიდი ტანის თევზია თუ დააცალეს გაზრდა. თუ თქვენ ტევზაობისას 500-600 გრამიანს დაიჭერთ ესე იგი იგი დაახლოებით 2 წლის იქნება. ჩემი თვალით მაქვს ნანახი სარფში კლდეებთან დაჭერილი და ამოყვანილი 18 კილოიანი გარბული. იგი შეიძლება ითქვას ღამის თევზია. უყვარს მცენარეულობით მდიდარი და დიდ ქვებიანი ფსკერი. სატყუარად უდავოდ ლიდერობს დიდი კრევეტი. ყველაზე წარმატებული მისი ჭერა მზის ჩასვლიდან ერთ საათში იწყება და ადრიან, სისხამ დილამდე გრძელდება. მებრძოლი თევზია და ამას გარდა ზღვის დიდ სივრცეს და წყალქვეშა ლოდებს ძალიან წარმატებით იყენებს ანკესიდან თავდასახსნელად. შეიძლება ყველაფრის მჭამელი დავარქვათ, მაგრამ მისთვის დელეკატესი მაინც კრევეტია. მასზე სათევზაოდ აუცილებელია მინიმუმ 0.6 ძირითადი მკედი სადავეზე და 0.45-0.40 სატყუარებისთვის განკუთვნილ სადავეზე. ვთევზაობთ როგორც რეზინის მონტაჟით ასევე გრძელი 4.5-4 მეტრიანი ჯოხებითაც. როცა ის ანკესზე ,,დაჯდება" მთავარია დავაკავოთ და არ მივცეთ საშუალება მკედი ლოდებზე დაახვიოს ან მცენარეულობაში გახლართოს. მასზე სათევზაოდ საუკეთესო დრო ზაფხულია, როცა წყალი კარგად თბება და მისი საკვები ნაპირისკენ მოიჩოჩებს, ამ დროს თევზაობა განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის გამოც, რომ ზაფხულის ხვატისაგან დაღლილ მეთევზეს სურვილის შემთხვევაში საშუალება ეძლევა სანაპიროზე, სიგრილეში დაისვენოს და თანაც თევზაობით დატკბეს. Edited September 13, 2018 by salamandra 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 სხვათა შორის ქოთეხი მშვენივრად იჭირება სპინინგით ვობლერზე,საღამოთი და ღამე ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 24, 2012 Report Share Posted July 24, 2012 ქოთეხი ბათუმის თევზის ბაზარში 24.07.2012წ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 3, 2015 Report Share Posted November 3, 2015 გუშინ აფხაზეთში დაჭერილი 3 კილოიანი ქოთეხი .....ეჰჰჰჰჰ აფხაზეთო :( ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 5, 2016 Report Share Posted May 5, 2016 (edited) საქართველოს ზღვისპირეთში 3 სახეობის ქოთეხი გვხვდება : 1. თეთრი ანუ ღია ქოთეხი ( Umbrina cirrosa) 2.შავი ანუ მუქი ქოთეხი (Sciaena umbra) 3.ვერცხლისფერი ქოთეხი (Argyrosomus regius) ვერცხლისფერი ქოთეხი 230 სმ და 103 კილოს აღწევს რეკორდული თეთრი ქოთეხი რომელიც 2011 წლის 29 მაისს დაჭერილ იქნა მარმარილოს ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან სიგრძეში 196 სმ.იყო და 74 კილოგრამს იწონიდა შავი ქოთეღი კი სიგრძეში 70 სმ აღწევს და წონით 3-4 კგ არ აღემატება Edited May 25, 2018 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 27, 2017 Report Share Posted March 27, 2017 თეთრი ანუ ღია კოთეხი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 25, 2018 Report Share Posted May 25, 2018 ესეიგი ნათქვამია და ამას წყალი არ გაეპარება.'სწავლა სიბერემდე"-ოოოო.ყოველთვის მეგონა რო შავ ზღვაში მხოლოდ ორი სახეობის ქოთეხი ბინადრობდა.მაგრამ როგორც ირკვევა მესამე სახეობაც ყოფილა .პაატა ქობალიას ამ სურათს ნახავდით FB-ზე ალბათ და აი მარცხნივ რომაა ეგ ყოფილა აფხაზეთში დაჭერილი ვერცხლისფერი ქოთეხი (Argyrosomus regius) .ეს დალოცვილი შეიძლება 230 სმ.გაიზარდოს და 103 კილოს იწონიდეს 1 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 11, 2018 Report Share Posted September 11, 2018 (edited) 0-02-04-ea91f615fe76c128e736d0a89acebdc6da8bde8f5503735a8099a17ddced48f7_594e48.mp4 თემურ ჩიკვაიძის მოწოდებული ცხელ ცხელი ამბები ზღვიდან! აი ასეთი ქოთეღები (კუზანა, რუს. горбыль ) იჭირება შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე! მართალია ფსკერულითაა დაჭერილი, მაგრამ ქოთეღი უმაგრესი სასპინინგე ობიექტია. 👍 Edited September 11, 2018 by DMORAL 1 ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted November 6, 2018 Report Share Posted November 6, 2018 http:// 7 კგ გონიოში ბადით დაჭერილი 2 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 9, 2018 Report Share Posted November 9, 2018 On 06.11.2018 at 8:53 PM, ალეკო ბბ said: http:// 7 კგ გონიოში ბადით დაჭერილი ალეკო ხომ არ დაკვირებიხარ,ნიკაპზე ულვაში ხომ არ ქონია ? ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted November 10, 2018 Report Share Posted November 10, 2018 ფოტო მე არ გადამიღია და ვერ გეტყვი 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 27, 2018 Report Share Posted December 27, 2018 (edited) მუQი ანუ შავი კოთეხი ტრაპიზონიდან Edited December 27, 2018 by salamandra 2 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 16, 2019 Report Share Posted March 16, 2019 ღია ქოთეხი.ქობულეთი 2016 წ. წონა 8 და 9+ კგ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.