Jump to content
Club-Monadire.Ge

ქოთეხი,გარბილი ( Sciaenidae )


Recommended Posts

ქოთეხი (გარბილი) ( Sciaenidae )

 

საქართველოს ზღვისპირეთში  3 სახეობის ქოთეხი გვხვდება :

1. თეთრი ანუ ღია ქოთეხი ( Umbrina cirrosa)

2. შავი ანუ მუქი ქოთეხი (Sciaena umbra)

3. ვერცხლისფერი ქოთეხი (Argyrosomus regius) 

ვერცხლისფერი ქოთეხი 230 სმ და 103 კილოს აღწევს

რეკორდული თეთრი ქოთეხი რომელიც 2011 წლის 29 მაისს დაჭერილ იქნა მარმარილოს ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან სიგრძეში 196 სმ.იყო და 74 კილოგრამს იწონიდა 

შავი ქოთეღი კი სიგრძეში 70 სმ აღწევს და წონით 3-4 კგ არ აღემატება

 

a37ba4e00c23.jpg

 

თუ გინდათ ტროფეი აიყვანოთ შავ ზღვაზე ამ თევზზე უნდა ითევზაოთ, გარბული გამორჩეული თევზია შავ ზღვაში თავისი ზომებით და კულინარიული მახასიათებლებით, ორი სახეობაა ჩვენთან გავრცელებული. დიდი ტანის თევზია თუ დააცალეს გაზრდა. თუ თქვენ ტევზაობისას 500-600 გრამიანს დაიჭერთ ესე იგი იგი დაახლოებით 2 წლის იქნება. ჩემი თვალით მაქვს ნანახი სარფში კლდეებთან დაჭერილი და ამოყვანილი 18 კილოიანი გარბული. იგი შეიძლება ითქვას ღამის თევზია. უყვარს მცენარეულობით მდიდარი და დიდ ქვებიანი ფსკერი. სატყუარად უდავოდ ლიდერობს დიდი კრევეტი. ყველაზე წარმატებული მისი ჭერა მზის ჩასვლიდან ერთ საათში იწყება და ადრიან, სისხამ დილამდე გრძელდება. მებრძოლი თევზია და ამას გარდა ზღვის დიდ სივრცეს და წყალქვეშა ლოდებს ძალიან წარმატებით იყენებს ანკესიდან თავდასახსნელად. შეიძლება ყველაფრის მჭამელი დავარქვათ, მაგრამ მისთვის დელეკატესი მაინც კრევეტია. მასზე სათევზაოდ აუცილებელია მინიმუმ 0.6 ძირითადი მკედი სადავეზე და 0.45-0.40 სატყუარებისთვის განკუთვნილ სადავეზე. ვთევზაობთ როგორც რეზინის მონტაჟით ასევე გრძელი 4.5-4 მეტრიანი ჯოხებითაც. როცა ის ანკესზე ,,დაჯდება" მთავარია დავაკავოთ და არ მივცეთ საშუალება მკედი ლოდებზე დაახვიოს ან მცენარეულობაში გახლართოს. მასზე სათევზაოდ საუკეთესო დრო ზაფხულია, როცა წყალი კარგად თბება და მისი საკვები ნაპირისკენ მოიჩოჩებს, ამ დროს თევზაობა განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის გამოც, რომ ზაფხულის ხვატისაგან დაღლილ მეთევზეს სურვილის შემთხვევაში საშუალება ეძლევა სანაპიროზე, სიგრილეში დაისვენოს და თანაც თევზაობით დატკბეს.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 3 months later...
  • 3 years later...
  • 6 months later...

საქართველოს ზღვისპირეთში  3 სახეობის ქოთეხი გვხვდება :

 

1. თეთრი ანუ ღია ქოთეხი ( Umbrina cirrosa)

2.შავი ანუ მუქი ქოთეხი (Sciaena umbra)

3.ვერცხლისფერი ქოთეხი (Argyrosomus regius) 

ვერცხლისფერი ქოთეხი 230 სმ და 103 კილოს აღწევს

რეკორდული თეთრი ქოთეხი რომელიც 2011 წლის 29 მაისს დაჭერილ იქნა მარმარილოს ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან სიგრძეში 196 სმ.იყო და 74 კილოგრამს იწონიდა 

შავი ქოთეღი კი სიგრძეში 70 სმ აღწევს და წონით 3-4 კგ არ აღემატება

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 10 months later...
  • 1 year later...

ესეიგი ნათქვამია და ამას წყალი არ გაეპარება.'სწავლა სიბერემდე"-ოოოო.ყოველთვის მეგონა რო შავ ზღვაში მხოლოდ ორი სახეობის ქოთეხი ბინადრობდა.მაგრამ როგორც ირკვევა მესამე სახეობაც ყოფილა .პაატა ქობალიას ამ სურათს ნახავდით FB-ზე ალბათ და აი მარცხნივ რომაა ეგ ყოფილა აფხაზეთში დაჭერილი ვერცხლისფერი ქოთეხი (Argyrosomus regius) .ეს დალოცვილი შეიძლება 230 სმ.გაიზარდოს და 103 კილოს იწონიდეს

9248aec07252.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

0-02-04-ea91f615fe76c128e736d0a89acebdc6da8bde8f5503735a8099a17ddced48f7_594e48.mp4

თემურ ჩიკვაიძის მოწოდებული ცხელ ცხელი ამბები ზღვიდან!

აი ასეთი ქოთეღები (კუზანა, რუს. горбыль ) იჭირება შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე! მართალია ფსკერულითაა დაჭერილი, მაგრამ ქოთეღი უმაგრესი სასპინინგე ობიექტია. 1f44d.png👍

viber image.jpg

 

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

http://684f06aaad2c.jpg

7 კგ გონიოში ბადით დაჭერილი

Link to post
Share on other sites
On 06.11.2018 at 8:53 PM, ალეკო ბბ said:

http://684f06aaad2c.jpg

7 კგ გონიოში ბადით დაჭერილი

ალეკო ხომ არ დაკვირებიხარ,ნიკაპზე ულვაში ხომ არ ქონია ?

Link to post
Share on other sites

ფოტო მე არ გადამიღია და ვერ გეტყვი

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 2 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...