Jump to content
Club-Monadire.Ge

შავი ზღვის ქაშაყი ( Alosa maeotica)


Recommended Posts

შავი ზღვის ქაშაყი ( Alosa maeotica)

 

1d1599009147.jpg

 

ესეც ჩემი საყვარელი ქაშაყი, ძვირფასი სარეწაო და გემრიელი თევზია. ძალიან ცხიმიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ უგემრიელესი. ვისაც გაგისინჯავთ დამერწმუნებით იმაში, რომ დამარილებული და კარგად შეკმაზული ნედლი ქაშაყი მოხარშულ კარტოფილთან ერთად საუკეთესო საჭმელია, მისგან კეთდება უამრავი ნამდვილი დელიკატესური კერძი, ნაკვერჩხლებზე იწვის და გარწმუნებთ როცა დანაყრდებით ინანებთ, რომ კიდევ მცირედი ადგილი არ დარჩა თქვენს მუცელში იმისათვის, რომ კიდევ დააგემოვნოთ ეს კერძი. საუცხოოა ალუმინის ქაღალდში(ფოლგაში) სხვადასხვა სანელებლებით მომზადებული. ქარავნული მტაცებელი თევზია კარგად განვითარებული კბილებით. როცა წყალი კარგად აცივდება სანაპიროსკენ მოყვება ქაფშიას და იკვებება ინტენსიურად. მის დასაჭერად ვხმარობთ რეზინის მონტაჟსაც და სპინინგსაც. სტავრიდის დასაჭერი სადევს იდენტურია მასზე სათევზაო მოწყობილობაც. განსხავება ისაა, რომ ნემსკავი უფრო დიდი უნდა და ნემსკავზე სატყუარად დამაგრებული ბურდღა შავი. ამისათვის ვიყენებთ მელოტას ბუმბულს ან ყორნისას. მასზე საუკეთესო სათევზაო დროა გამთენიო. მხოლოდ ამ დროს სანაპიროზე ძალიან ცივა და შესაბამისად უნდა გვეცვას.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 3 years later...
  • 7 months later...

AK5335

კი ზამთარში, წყალი რომ კარგად გაცივდება მასშინ მოვა ახლოს. მაგრამ სპინინგით რატომ უნდა სდიო ამას ვერ ვხვდები. რომელი უფრო მაგარი სიამოვნებაა ერთი რომ ამოგყავს თუ სამადურზე 5 ერთად რომ დაჯდება.

Link to post
Share on other sites

AK5335

კი ზამთარში, წყალი რომ კარგად გაცივდება მასშინ მოვა ახლოს. მაგრამ სპინინგით რატომ უნდა სდიო ამას ვერ ვხვდები. რომელი უფრო მაგარი სიამოვნებაა ერთი რომ ამოგყავს თუ სამადურზე 5 ერთად რომ დაჯდება.

რავიცი ლევანი ბატონო ხო იცით ყველას თავისი ხედვა და ინტერესები აქვსო :) სპინინგით უფრო აზარტულია ჩემთვის

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ქაშაყი (სელიოდკა) Alosa maeotica

 

1d1599009147.jpg

 

ესეც ჩემი საყვარელი ქაშაყი, ძვირფასი სარეწაო და გემრიელი თევზია. ძალიან ცხიმიანი და კიდევ ერთხელ ვამბობ უგემრიელესი. ვისაც გაგისინჯავთ დამერწმუნებით იმაში, რომ დამარილებული და კარგად შეკმაზული ნედლი ქაშაყი მოხარშულ კარტოფილთან ერთად საუკეთესო საჭმელია, მისგან კეთდება უამრავი ნამდვილი დელიკატესური კერძი, ნაკვერჩხლებზე იწვის და გარწმუნებთ როცა დანაყრდებით ინანებთ, რომ კიდევ მცირედი ადგილი არ დარჩა თქვენს მუცელში იმისათვის, რომ კიდევ დააგემოვნოთ ეს კერძი. საუცხოოა ალუმინის ქაღალდში(ფოლგაში) სხვადასხვა სანელებლებით მომზადებული. ქარავნული მტაცებელი თევზია კარგად განვითარებული კბილებით. როცა წყალი კარგად აცივდება სანაპიროსკენ მოყვება ქაფშიას და იკვებება ინტენსიურად. მის დასაჭერად ვხმარობთ რეზინის მონტაჟსაც და სპინინგსაც. სტავრიდის დასაჭერი სადევს იდენტურია მასზე სათევზაო მოწყობილობაც. განსხავება ისაა, რომ ნემსკავი უფრო დიდი უნდა და ნემსკავზე სატყუარად დამაგრებული ბურდღა შავი. ამისათვის ვიყენებთ მელოტას ბუმბულს ან ყორნისას. მასზე საუკეთესო სათევზაო დროა გამთენიო. მხოლოდ ამ დროს სანაპიროზე ძალიან ცივა და შესაბამისად უნდა გვეცვას.

და მაინტერესებს 9ში რო წავიდე იანვარს ვობლერებით და პოპერებით დავიჭერ ? შავ ზღვაზე ? ? ? ? ? ? ??

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...