levani 71 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 (edited) შავი ზღვის ღორჯოები ეს თევზი ამტკიცებს ბევრი მეთევზის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას: რაც უფრო უშნო და მახინჯია თევზი მით უფრო გემრიელია! თუ თქვენ გიყვართ ,,უხა" მაშინ ძალიან გაგიმართლათ გაზაფხულზე, როცა სანაპიროსთან ახლოს ზღვის ღორჯო მოდის. თეთრი და მაღალკალორიული, გემრიელი ხორცი აქვს. ღორჯო ფსკერზე მცხოვრები თევზების ტიპიური წარმომადგენელია, ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მის საკბილოს შეადგენს ყველაფერი ის რაც მასთან ახლოს ჩაივლის და რასაც მოერევა. იქნება ეს თევზი, პატარა ზომის კიბორჩხალი, კრევეტი თუ ზღვის სხვა უხერხემლოები. ჩვენს სანაპიროებს ქვირითის დასაყრელად სტუმრობს ადრე გაზაფხულზე, ამ დროს დედალიც და მამალიც ინტენსიურად იკვებება და თუ ქვირითით სავსე ღორჯო დაიჭირეთ უგემრიელესი კერძი გექნებათ სადილად (რაც არცთუ იშვიათია). მასზე სათევზაოდ საჭიროა 0.25 ნომერი მკედი და დიდი 4 ნომერი ნემსკავები, ისე უნდა აეწყოს სადავე რომ ყველა ნემსკავი, რომელიც სადავეზეა ფსკერს ეხებოდეს. საუკეთესო სატყუარებად ითვლება ქაფშიას ფილე, მიდიას ხორცი და მისთვის შეუცვლელი პატარა ღორჯოს ფილე. მოდის აგრეთვე ჭიაყელაზე. Edited September 16, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 (edited) გომბეშოსთავა ღორჯო (Mesogobius batrachocephalus) შავპირა ღორჯო (Neogobius melanostomus) ტუჩა ღორჯო (Ponticola platyrostris) პონტო-კასპიური რელიქტი.შავი ზღვის ენდემიკი.აღწევს 22-23 სმ. Edited March 1, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 (edited) მარმარილოსფერი ბრტყელცხვირა ღორჯო (Proterorhinus marmoratus).აღწევს 13 სმ. ღორჯო მდევარი (Neogobius gymnotrachelus) კავკასიური მდინარის ღორჯო (gobius cephalarges constructor) ????? Edited March 3, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 3, 2017 Report Share Posted March 3, 2017 (edited) ღორჯო - პაგანელი (Gobius paganellus) აღწევს 13 სმ.ბინადრობს სანაპირო ზონაში 3-15 მეტრამდე გრძელკუდა ღორჯო (Knipowitschia longecaudata) თევზის სიგრძე 3-5 სმ. მექვიშია ღორჯო (Neogobius fluviatilis pallasi) აღწევს 20 სმ. Edited March 3, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 3, 2017 Report Share Posted March 3, 2017 (edited) მებალახე ღორჯო (Zosterisessor ophiocephalus) ღორჯო - შირმანი (Neogobius syrman ) Edited March 3, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 7, 2017 Report Share Posted April 7, 2017 კასპიური ჭრელი ღორჯო (Ponticola Gorlap) ჯანდარის ტბიბან ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 8, 2017 Report Share Posted April 8, 2017 ცხონებულ მამაჩემს ხშირად მოქონდა თევზაობიდან ღორჯო. ზურა, რა ქვია ღორჯოს რუსულად? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 9, 2017 Report Share Posted April 9, 2017 კობა ღორჯოს რუსულად ქვია Бычок ) ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 22, 2018 Report Share Posted March 22, 2018 აფია (Aphya minuta) საქართველოში ალბათ ყველაზე პატარა თევზი.მისი მაქსიმალური სიგრძე 5 სმ არ აღემატება ციტირება Link to post Share on other sites
firal4ik 2 Posted May 17, 2019 Report Share Posted May 17, 2019 ამის ავტორმა იხაროს. დიდი მადლობა. სასარგებლოა ახალბედებისთვის. ვინც კი რამე იცით , არ დაიშუროთ, იაქტიურეთ ფორუმებზე, ატვირთეთ ვიდეო გაიდები იუთუბზე . ქართულადაც იყოს ვიდეოები და ცნობები თევზაობაზე და ნადირობაზე. მე რუსულადაც ვნახულობ და ინგლისურადაც , პრობლემა არ მაქვს მაგრამ გულს გაუხარდა ქართულადაც გააკეთეთ ასეთი სასარგებლო სტატიები ბევრს ძალიან ბევრს წაადგება. კიდევ ერთხელ მადლობა ავტორს. 2 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.