Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ლუფარი, ლიფიორი (Pomatomus saltatrix)

 

98798d778f4a.jpg

 

ეს თევზი გახლავთ ნამდვილი ზღვის მგელი, დაუღალავი და აგრესიული მტაცებელი. დავამატებ აგრეთვე რომ ეს გახლავთ ნამდვილი დელეკატესი, მეთევზეებს შორის ცნობილი ზღვის კალმახის სახელწოდებით. გამოირჩევა სხეულის შებრტყელებული ფორმით, დიდი პირითა და ერთი წყება კარგად განვითარებული და მჭრელი კბილებით (არაფრად უღირს 0.30 მკედის გადაჭრა თუ დაჯდა ასეთ სადავეზე) მისი სიგრძე ჩვენს სანაპიროებთან 30-50 სანტიმეტრამდეა, წონა 1-1.5 კილო მაგრამ ეს ჩვენს სანაპიროებთან ნამდვილ გიგანტად ითვლება და თითზე ჩამოსათვლელია მეთევზე რომელსაც დაჭერილი ყავა ასეთი ეგზემპლარი. (ჩემი თვალით მაქვს ნანახი სეინერის მიერ დაჭერილი გიგანტები). ქარავნული თევზია და მის საყვარელ საჭმელს სტავრიდას დაყვება, ამ დროს როცა ის ნადირობს პატარა სტავრიდა თავდასაღწევად წყლის ზედაპირზე ამოდის და ერთი კბენით ნახევარს ტოვებს მას ლუფარი. მასზე სათევზაოდ ჩვენ ვხმარობთ ფსკერულ მოწყობილობას, გრძელყუნწიანი ანკესებით. მაქსიმუმ 0.18 კვეთის მკედს. (ისიც თუ ბოლომდე გადაყლაპა ნემსკავი ჩათვალეთ რომ დაკარგეთ თევზიც და ისიც) მასზე კარგია თევზაობა ზღვაში შეჭრილი გემმისადგომებიდან, აქ ბევრი მისი საკბილო თევზი ეძებს საკვებს და ისიც დაუღალავად დასდევს მათ. სტავრიდას მოსვლიდან იწყება მასზე თევზაობა და აგრეთვე გამწარებული მეთევზეების ემოციების გამოხატვა ნემსკავების ხშირად დაკარგვისას თევზთან ერთად.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

დავამატებდი რომ სპინინგით თევზაობის მოყვარულთათვის ერთერთი ყველაზე აზარტული გამოსაყვანი თევზია,მიუხედავად მისი პატარა ზომისა კაგად ჭიდაობს :yes:

Link to post
Share on other sites

ორიოდე სიტყვას მეც დავამატებ.ლუფარის მსოფლიო რეკორდი რომელიც IGFA-მ დააფიქსირა 14,4 კგ.შეადგენდა.თევზი ამერიკაში იქნა დაჭერილი.ისე კი არაოფიციალური წყაროები იუწყებიან რომ ლუფარი 18 კილოსაც შეიძლება აღწევდეს.ლუფარი კოსმოპოლიტია.ბინადრობს მსოფლიოს ყველა თბილ ზღვასა და ოკეანეში.ამიტომ ძალიან დიდი ზომის ლუფარის დაჭერის შანსი შავ ზღვაშიცაა....

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

ბათუმი. გვიან საღამოს გავედი და დამიღამდა მეტი ვერ მოვასწარი. დებიუტი შედგა ჩემი და ლუფარის 😉

http://711d4923e981.jpg

http://7db24b55adee.jpg

Edited by ალეკო ბბ
Link to post
Share on other sites

გავედი დღეს ლევან რა დამაძინებდა 😉მაგრამ ზღვა იყო არეული და არაფერი არ გაეკარა.

ერთი კაი ღამის თევზაობა დაგეგმე ერთობლივი გასვლით

Link to post
Share on other sites

შენთან ერთად სათევზაოდ წასვლა დიდი გამოცდილება და  სიამოვნებაა ჩემთვის 

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...