levani 71 Posted February 4, 2012 Report Share Posted February 4, 2012 ლუფარი, ლიფიორი (Pomatomus saltatrix) ეს თევზი გახლავთ ნამდვილი ზღვის მგელი, დაუღალავი და აგრესიული მტაცებელი. დავამატებ აგრეთვე რომ ეს გახლავთ ნამდვილი დელეკატესი, მეთევზეებს შორის ცნობილი ზღვის კალმახის სახელწოდებით. გამოირჩევა სხეულის შებრტყელებული ფორმით, დიდი პირითა და ერთი წყება კარგად განვითარებული და მჭრელი კბილებით (არაფრად უღირს 0.30 მკედის გადაჭრა თუ დაჯდა ასეთ სადავეზე) მისი სიგრძე ჩვენს სანაპიროებთან 30-50 სანტიმეტრამდეა, წონა 1-1.5 კილო მაგრამ ეს ჩვენს სანაპიროებთან ნამდვილ გიგანტად ითვლება და თითზე ჩამოსათვლელია მეთევზე რომელსაც დაჭერილი ყავა ასეთი ეგზემპლარი. (ჩემი თვალით მაქვს ნანახი სეინერის მიერ დაჭერილი გიგანტები). ქარავნული თევზია და მის საყვარელ საჭმელს სტავრიდას დაყვება, ამ დროს როცა ის ნადირობს პატარა სტავრიდა თავდასაღწევად წყლის ზედაპირზე ამოდის და ერთი კბენით ნახევარს ტოვებს მას ლუფარი. მასზე სათევზაოდ ჩვენ ვხმარობთ ფსკერულ მოწყობილობას, გრძელყუნწიანი ანკესებით. მაქსიმუმ 0.18 კვეთის მკედს. (ისიც თუ ბოლომდე გადაყლაპა ნემსკავი ჩათვალეთ რომ დაკარგეთ თევზიც და ისიც) მასზე კარგია თევზაობა ზღვაში შეჭრილი გემმისადგომებიდან, აქ ბევრი მისი საკბილო თევზი ეძებს საკვებს და ისიც დაუღალავად დასდევს მათ. სტავრიდას მოსვლიდან იწყება მასზე თევზაობა და აგრეთვე გამწარებული მეთევზეების ემოციების გამოხატვა ნემსკავების ხშირად დაკარგვისას თევზთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 2, 2016 Report Share Posted September 2, 2016 შავი ზღვის ლუფარი 3900 გრამი. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted September 2, 2016 Report Share Posted September 2, 2016 დავამატებდი რომ სპინინგით თევზაობის მოყვარულთათვის ერთერთი ყველაზე აზარტული გამოსაყვანი თევზია,მიუხედავად მისი პატარა ზომისა კაგად ჭიდაობს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 3, 2016 Report Share Posted September 3, 2016 ორიოდე სიტყვას მეც დავამატებ.ლუფარის მსოფლიო რეკორდი რომელიც IGFA-მ დააფიქსირა 14,4 კგ.შეადგენდა.თევზი ამერიკაში იქნა დაჭერილი.ისე კი არაოფიციალური წყაროები იუწყებიან რომ ლუფარი 18 კილოსაც შეიძლება აღწევდეს.ლუფარი კოსმოპოლიტია.ბინადრობს მსოფლიოს ყველა თბილ ზღვასა და ოკეანეში.ამიტომ ძალიან დიდი ზომის ლუფარის დაჭერის შანსი შავ ზღვაშიცაა.... 1 ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted September 16, 2018 Report Share Posted September 16, 2018 (edited) ბათუმი. გვიან საღამოს გავედი და დამიღამდა მეტი ვერ მოვასწარი. დებიუტი შედგა ჩემი და ლუფარის 😉 http:// http:// Edited September 16, 2018 by ალეკო ბბ 1 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted September 16, 2018 Author Report Share Posted September 16, 2018 მაგარია ალეკო, გამთინიოს გადი მაქ და ძალიან მაგრები მოდის. ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted September 16, 2018 Report Share Posted September 16, 2018 გავედი დღეს ლევან რა დამაძინებდა 😉მაგრამ ზღვა იყო არეული და არაფერი არ გაეკარა. ერთი კაი ღამის თევზაობა დაგეგმე ერთობლივი გასვლით ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted September 16, 2018 Author Report Share Posted September 16, 2018 ჩათვალე დაგეგმილია ალეკო, შეგეხმიანები ამ დღეებში. ამინდები როგორც გამოვა გავწიოთ. 1 ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted September 16, 2018 Report Share Posted September 16, 2018 შენთან ერთად სათევზაოდ წასვლა დიდი გამოცდილება და სიამოვნებაა ჩემთვის ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted September 25, 2018 Report Share Posted September 25, 2018 http:// http:// 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.