Gurulo 154 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 Imman Meffert ამ საიარაღო ფირმა-საამქროს დამფუძნებელია იმანუელ მეფეტი, რომელმაც მცირე ნაკვეთი შეიძინა ზულში 1839 წელს, გააკეთა საამქრო და დაიწყო იარაღის დამზადება . ფირმის კომპანიონები იყვნენ მისი ვაჟები იუსტინი და ერნსტი. მოგვიანებით შვილებს შორის ფუნქციები დანაწილდა: იუსტინი ოსტატად მუშაობდა, ხოლო ერნსტი კი ფირმის საქმეებს ხელმძღვანელობდა. ფირმის საწარმოო ნიშა მუდამ ხარისხისნი იარაღის დამზადება გახლდათ. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში გერმანიაში მრეწველობის სხვადასხვა დარგები ნახტომისებურად ვითარდებოდა, რისი განმაპირობებელიც პრუსია გახლდათ. ერთიანი გერმანიის შექმნამდე(1871 წლის იანვარი), პრუსია გამუდმებით ომობდა ვინმესთან, ხოლო ზული წარმოადგენდა იარაღის სამჭედლოს, სწორედ ეს უწყობდა ხელს ამ რეგიონში დიდი რაოდენობით საიარაღო წარმოების შექმნას. 1880 წელს იუსტინ მეფეტმა დაამზადა ორლულიანი ექსპრესი, რომელსაც გასახსნელი ბერკეტი მარცხნივ ჰქონდა. სწორედ ამ იარაღზე იყო დაყენებული სულ პირველი ,,ბლიცი". კონსტრუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იყო შემდეგში: ჩახმახები ფეხზე დგებოდა თოფის გადახსნისას, ხოლო საბრძოლო ზამბარა კი იძაბებოდა უშუალოდ გასროლის წინ. ზამბარების შეყენება ხდებოდა მსროლელის მიერ კონდახის ყელზე ხელის შემოდებისას. ამ დროს მტევანი უჭერდა კონდახის ყელის ქვემოთ მდებარე ოვალურ ბერკეტს. აღნიშნული კონსტრუქცია იმ დროისათვის წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალიან მაღალ დონეს, თუმცა ესთეტიურობის მხრივ არც თუ ისე დახვეწილი გახლდათ. სწორედ ეს კონსტრუქცია წარმოადგენდა პიონერს, ჩახმახებისა და საბრძოლო ზამბარების განცალკევების კუთხით. მოგვიანებით სწორედ მეფეტების დინასტიის წარმომადგენლებმა გამოიყენეს პირველად საავიაციო დურალუმინი კალაპოტების დასამზადებლად. ამას თავიდან დიდი ინტერესი მოყვა, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე კალაპოტის დაზიანების გამო ინტერესმა იკლო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფირმის მოღვაწეობა განახლდა, თუმცა რამდენიმე წელში გდრ-ის საწარმოთა ნაციონალიზაციის შედეგად სახელი Imman Meffert საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.