Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Imman Meffert

 

 

3f8dd3ab2ab9.jpg

 

ამ საიარაღო ფირმა-საამქროს დამფუძნებელია იმანუელ მეფეტი, რომელმაც მცირე ნაკვეთი შეიძინა ზულში 1839 წელს, გააკეთა საამქრო და დაიწყო იარაღის დამზადება . ფირმის კომპანიონები იყვნენ მისი ვაჟები იუსტინი და ერნსტი. მოგვიანებით შვილებს შორის ფუნქციები დანაწილდა: იუსტინი ოსტატად მუშაობდა, ხოლო ერნსტი კი ფირმის საქმეებს ხელმძღვანელობდა. ფირმის საწარმოო ნიშა მუდამ ხარისხისნი იარაღის დამზადება გახლდათ.

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში გერმანიაში მრეწველობის სხვადასხვა დარგები ნახტომისებურად ვითარდებოდა, რისი განმაპირობებელიც პრუსია გახლდათ. ერთიანი გერმანიის შექმნამდე(1871 წლის იანვარი), პრუსია გამუდმებით ომობდა ვინმესთან, ხოლო ზული წარმოადგენდა იარაღის სამჭედლოს, სწორედ ეს უწყობდა ხელს ამ რეგიონში დიდი რაოდენობით საიარაღო წარმოების შექმნას.

 

259bcf4bb594.jpg

 

1880 წელს იუსტინ მეფეტმა დაამზადა ორლულიანი ექსპრესი, რომელსაც გასახსნელი ბერკეტი მარცხნივ ჰქონდა. სწორედ ამ იარაღზე იყო დაყენებული სულ პირველი ,,ბლიცი". კონსტრუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იყო შემდეგში:

ჩახმახები ფეხზე დგებოდა თოფის გადახსნისას, ხოლო საბრძოლო ზამბარა კი იძაბებოდა უშუალოდ გასროლის წინ. ზამბარების შეყენება ხდებოდა მსროლელის მიერ კონდახის ყელზე ხელის შემოდებისას. ამ დროს მტევანი უჭერდა კონდახის ყელის ქვემოთ მდებარე ოვალურ ბერკეტს. აღნიშნული კონსტრუქცია იმ დროისათვის წარმოადგენდა უსაფრთხოების ძალიან მაღალ დონეს, თუმცა ესთეტიურობის მხრივ არც თუ ისე დახვეწილი გახლდათ.

 

c44ae6d9e49f.jpg

 

 

82919d0695bb.jpg

 

სწორედ ეს კონსტრუქცია წარმოადგენდა პიონერს, ჩახმახებისა და საბრძოლო ზამბარების განცალკევების კუთხით.

მოგვიანებით სწორედ მეფეტების დინასტიის წარმომადგენლებმა გამოიყენეს პირველად საავიაციო დურალუმინი კალაპოტების დასამზადებლად. ამას თავიდან დიდი ინტერესი მოყვა, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე კალაპოტის დაზიანების გამო ინტერესმა იკლო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფირმის მოღვაწეობა განახლდა, თუმცა რამდენიმე წელში გდრ-ის საწარმოთა ნაციონალიზაციის შედეგად სახელი Imman Meffert საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას.

 

 

8a6c64c1d727.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...