Jump to content
Club-Monadire.Ge

ტყიბულის წყალსაცავი


Recommended Posts

ტყიბულის წყალსაცავი

 

წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ოკრიბის ქვაბულში. ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსმალური სიღრმე 12,5 მ, საშუალო სიღრმე 6,9 მ. ფართობი 12,1 კმ². წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³.

საზრდოობს მდინარე ტყიბულისა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1750 მმ წელიწადში). წყალსაცავის ქვაბული და მიმდებარე სერები აგებულია იურული და ცარცული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, მერგელოვანი კირქვებით. სანაპირო ძირითადად დაბალი და დამრეცია.

წყალსაცავში წყლის დონე ყველაზე მაღალია აგვისტო-სექტემბერში, დაბალია – თებერვალ-მარტში. დონეების საშუალო წლიური ამპლიტუდა 575 სმ. მდიდარია თევზით.

 

 

წყარო- ვიკიპედია.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

კობრნისებრი რომ ბლომად იყო ვიცი.

 

 

თუ იცით ვინმემ რა სახის თევზი ბინადრობს წყალსაცავში? ძალიან გთხოვთ დაწეროთ!!!

Link to post
Share on other sites

თუ იცით ვინმემ რა სახის თევზი ბინადრობს წყალსაცავში? ძალიან გთხოვთ დაწეროთ!!!

 

ტყიბულის წყალსაცავში მე როგორც ვიცი არის კობრი,კარჩხანა და სქელშუბლა.ერთ ჩემ ახლობელს 60 კილოიანი სქელშუბლა ყავს მანდ დაჭერილი....

Link to post
Share on other sites

პრაკტიკულად ვანდ,კარასის და შამაის მეტს ვერაფერს დაიჭერ,კობრისნაირები ძალიან იშვიათობაა რო ინმემ დაიჭიროს ! :scratchchin:

Link to post
Share on other sites

რა არის გივი იშვიათობა, მანდ დაჭერილი 6 კილოიანი სქელშუბლები არაერთხელ ჩამომსვლია თბილისში. რათქმაუნდა სპინინგით არა. ისე წელიწადში ორჯერ რომ ნახევარ-ნახევარ ტონა სქელშუბლას დაიჭერ, მეტი რაღა უნდა იყოს.

Link to post
Share on other sites

რა არის გივი იშვიათობა, მანდ დაჭერილი 6 კილოიანი სქელშუბლები არაერთხელ ჩამომსვლია თბილისში. რათქმაუნდა სპინინგით არა. ისე წელიწადში ორჯერ რომ ნახევარ-ნახევარ ტონა სქელშუბლას დაიჭერ, მეტი რაღა უნდა იყოს.

თედო რაიმე ინფო ხომ არ გაქვს კერძოა ეგ წყალსაცავი??

ალბათ უშველებელი მოსასმელი ბადეები რომაა ტრაქტორით რომ უსმევენ მაგაზე ამბობ თორემ წელიწადში 2 ჯერ ნახევარ-ნახევარი ტონა სქელშუბლას დაიჭერა ანკესით წარმოუდგენელია.

Link to post
Share on other sites

თედო

 

მეტი დიდ სქელშუბლებსაც იჭერდნენ მანდ ბადეებით,რო გაიხედავდი სავსე იყო ტბა ნავებით და ბადეებით,მაგრამ ეხლა დაერხა ჯიგრებს,კატერი პატრულირებს და არცერთი ბადე არ დევს ტბაში.ჩემი თვალით დავინახე გასულ კვირას სათევზაოდ რო ვიყავი,კატერი შემოვლას აკეთებდა,სავსეა ნაპირები დახელი და ამოღებული ბადეებით :yes: :yes:

 

ჯაბა

 

ჯაბა მე დავდივარ ხოლმე მანდ არ არის კერძო,დაშვებულია სამოქალაქოთათვის თევზაობა.კარასზე გაერთობი რა ჯიგრულად ! :hi:

Link to post
Share on other sites

ქუთათური

მაგარია !ხომ არ იცი ვისია ეგ კატერი და ვინ იცავს ტბას ?

 

ვერ გეტყვი ზური,მე უბრალოდ შორიდან დავინახე,ერთ-ერთ ზალივში ვიჯექი სათევზაოდ.ფაქტი კი ის არის რომ ბადეები აღარ ტივტივებს წლასაცავში და ნაპირებზეც უამრავი ამოგლეჯილი ბადე ყრია ! :yes:

Link to post
Share on other sites

ვერ გეტყვი ზური,მე უბრალოდ შორიდან დავინახე,ერთ-ერთ ზალივში ვიჯექი სათევზაოდ.ფაქტი კი ის არის რომ ბადეები აღარ ტივტივებს წლასაცავში და ნაპირებზეც უამრავი ამოგლეჯილი ბადე ყრია ! :yes:

ჩემი ძაან ახლობელი თევზაობდა მანდ, ბადეებით. ახლა დაუწყიათ სიარული ეგერებს და დააჯარიმეს კიდეც. არადა მაგით არჩენდა ოჯახს, ახლა თევზიც აღარ არის მაგ ტბაში და გადაწყვიტა კონტრაქტზე წასვლა :alfons: :alfons:

კაროჩე ერთ დაჭერაზე 800 კილო ყავს დაჭერილი 170 ღერამდე.

ეგ რა არის ხალხს გრუზავიკებით მიქონდათ ხოლმეო.

 

ადრე 20 კილოიანებსაც იჭერდნენ ხოლმეო.

 

ისეთი ახლობელია რო ცუდს ვერაფერს ვეტყოდი, გამორიცხული იყო.

 

კერძო არ არის მეეჭვება, მგონი სახელმწიფო საკუთრება უნდა იყოს. კარასი მაგრა მოდის სულ ორ-ორებს ვყრიდი ანკესითო, კაკრას გუშინ იყო ჩემთან სტუმრად.

Edited by master
Link to post
Share on other sites

კიდევაც დაიზრდებიან ტყიბულს საზნები, გოჭები! :haha: მთავარია ბრაკონიერობა შეიზღუდოს და თევზი ისევ გამრავლდება :dance:

Link to post
Share on other sites

master

იცი რა მიკვირს,სად უნდა წაიღო და ვის უნდა მიყიდო 800 კილო თევზი???? ახლა ჭიათურის და ტყიბულის რაიონს თუ დაურიგებ ქველმოქმედების სახით მაშინ კი.....უბრალოდ კარალეთში სატბორე მეურნეობაში მუშაობისას 200 კილოს ძლივს ვყიდდით ერთ დღეში.არა და მაშინ შედარებით აწყობილი ცხოვრება იყო.უბრალოდ ეს სიხარბეა,და არა ოჯახის შენახვის სურვილი.ხარბი სულის გამოვლინება.....ბრაკონიერს არ აქვს გამართლება.მაგ დალოცვილს ევლო და 10-15 კილო ეჭირა ანკესით.მაგრამ ერთიანად გვინდა გამდიდრება..........ბოდიშს მოვითხოვ თუ ზედმეტი ვთქვი.............

Link to post
Share on other sites

თემას მოჰყვა და კიდევ დავამატებ.ტიპია საჩხერელი,სახელი აღარ მახსოვს ერთ სეზონზე 90-ში გარეული ღორი რო მომრავლდა 28 !!!! ცალი მოკლა.გოჭი,ნეზვი,ტახი,მისთვის სულ ერთი იყო.მერე საჩხერის ბაზარში ყიდდა.არ ვიცოდი ამის სესახებ მაგრამ ერთხელ დათვრა და წეიბლატავა.რა უნდა მექნა ? ავტომატს ხომ არ ვესროდი? ეს კი უთხარი ღორი შენ ხარ ისინი კი არა თქო !!!!! გედეიხარხარა და ეგ იყო სულ.მე ასე მგონია და ასეც არის.ბუნების არ დამზოგველი არც კაცს დაზოგავს.ყველანაირ კაცობას გადააბიჯებს ლიჟბი თავისი გაისწოროს................

Link to post
Share on other sites

master

იცი რა მიკვირს,სად უნდა წაიღო და ვის უნდა მიყიდო 800 კილო თევზი???? ახლა ჭიათურის და ტყიბულის რაიონს თუ დაურიგებ ქველმოქმედების სახით მაშინ კი.....უბრალოდ კარალეთში სატბორე მეურნეობაში მუშაობისას 200 კილოს ძლივს ვყიდდით ერთ დღეში.არა და მაშინ შედარებით აწყობილი ცხოვრება იყო.უბრალოდ ეს სიხარბეა,და არა ოჯახის შენახვის სურვილი.ხარბი სულის გამოვლინება.....ბრაკონიერს არ აქვს გამართლება.მაგ დალოცვილს ევლო და 10-15 კილო ეჭირა ანკესით.მაგრამ ერთიანად გვინდა გამდიდრება..........ბოდიშს მოვითხოვ თუ ზედმეტი ვთქვი.............

კლიენტები იმდენი ყავდა რომ, არ ასვენებდნენ, თვითონ არ ყიდდა გადამყიდველებს მიჰქონდათ. როგორც მახსოვს 2 ლარში აბარებდა.

წინა სეზონზე სტუმრად ვიყავი და მე ჩავაგებიე ბადეები, უბრალოდ საბანაოდ წავყევი და ამან რო ბადეების ჩაგება დაიწყო მე ნავი მიმყავდა. არ მომწონდა მაგრამ რა უნდა მექნა მაინც ხო ჩააგებდა თვითონ.

Edited by master
Link to post
Share on other sites

master

ჩემო რცხილათელო თედო, შემოგევლოს კაცხელი ზურა მოდებაძე ! არაა მართალი ეგ მიდგომა ძმა.რას ქვია რა უნდა გეთქვა ??? საკუთარ ძმას არ მივცემ უფლებას ბრაკონიერობა ჩაიდინოს ამ ჟამად !იყო დრო და მაშინ ყველაფერი მართლა ადამიანის გადარჩენისათვის კეთდებოდა,შიმშილით რომ არ მომკვდარიყო და სული რომ არ გეეცხო !!!! ახლა აღარაა მასე,თუ არა და ვიყავი შარშან და შარშანწინ საქართველოში და საკუთარი თვალით ვნახე რა და როგორ.კიდევ ერთხელ გავიმეორებ.ბრაკონიერს არა აქვს შენდობა !!!!!!!!!

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ბიჭებო ტყიბულის წყალსაცავზე გავიზარდეთქო ხმამაღლა შემიძლია ვთქვა.პატარაობიდანვე სოფელ საწირეში და სოფელ ცუცხვათში ვატარებდი ზაფხულს.ანკესით თევზაობა სწორედ ამ ტბაზე დავიწყე. იმ დროს არავინ იცოდა სოფელში ჯოხებით თევზაობა. მილიმეტრიან ძუაზე დააგებდნენ ნემსკავს,მოაბამდნენ დიდ ტყვიას ან თუნდაც ,,ზილის,, ბორბლის ჭანჭიკს,წაამოაგებდნენ პატარა კარჩხანას ან ვიმბას ,დაატრიალებდნენ ხელით და გაისროდნენ შორს(ამ მონტაჟს ,,ზაკიდუშკას,,ეძახდნენ.მიაბამდნენ ბუჩქზე და ელოდნენ ჩაკვრას. ის მონტაჟი ახლაც კი მიდევს სახლში და რომ ვუყვები ახალგაზრდებს აი ამით ვიჭერდი საწირეში და ცუცხვათში თევზებსთქო სიცილით იხოცებიან,არაფრით არ ჯერათ თუ იმოდენა ნემსკავზე თევზი მივიდოდა. მიდიოდა და რომელია?! 3-4 კილოიანს რომ დავიჭერდი უფროსები დამცინოდნენ აბა შენ რა მეთევზე ხარ ლიფსიტებს დასდევო. ჩემი თვალით მინახავს ბიძაჩემის და მისი მეგობრების ნადავლები რომლებიც 10-15 კილოგრამს იწონიდნენ. დღეს კი კობრის ნასახი აღარაა ტბაში. მაგ 800 კილოიანმა ბრაკებმა ქნეს ეს! ცხონებული გიზო ძოწენიძწე რომელიც მთელი ცხოვრება მაგ ტბაზე მუშაობდა ხშირად ეხმარებოდა მეთევზეებს კატერით, ხო კატერით დასდევდნენ თევზის გატაცებულ ჯოხებს. მეც მქონდა მასეთი შემთხვევა,პლატინიდან ვთევზაობდი ,გვერდზე მეთევზეებთან გავიწიე საჭორიკნოდ და ამ დროს გაიტაცა ჩემი რუსული კილოიანი ტელესკოპური ანკესი თავისი ,,დელფინის,, კოჭიანად! წყალში გადავეშვი და 1,5 მეტრის სიღმეზე დავეწიე ჩემ აღჭურვილობას. თევზი ვერ დავიმორჩილე წყლიდან,ანკესის მეორე სექცია გადამიტეხა და კაი მსხვილი ძუაც მიმიწყვიტა . რამდენი ისტორიის მოყოლა მინდა ამ ტბაზე გადახდენილი და ვერ ვბედავ,ვაითუ არავინ დამიჯერებსთქო.

ხალხი ერთი დღით ცხოვრობს ბიჭებო! ვისაც ბუნების გაჩანაგება ტკივა ყველამ მიუთითეთ, დაუშალეთ ,შეეხვეწეთ ,ეჩხუბეთ და რავი როგორც მოახერხოთ ისე ჩამოაშორეთ ბრაკონიერობას სადაც გადაეყრებით. :old:

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

მე მჯერა ავთო შენი მონაყოლის და იმისაც რომ თუ იქ კატერი მოძრაობს და ბრაკებს ავიწროვებენ, შენს მიერ მოყოლილი ისტორიები კიდევ არაერთხელ განმეორდება :dance:

Link to post
Share on other sites

ბევრჯერ მითქვამს მარა, მარტო თქმას რა შედეგი ახლავს თან თქვენც იცით მაგი. მოქმედებით კიდე ვერ ვიმოქმედებდი რადგან ჩემ საყვარელ ადამიანს ამით ზიანს მივაყენედი.

 

ახლა უკვე შანსი აღარაა ვინმემ ჩააგოს მანდ ბადეები. მემგონი 2-3 სტრუქტურის თანამშრომელი სპეციალურად მაგ ტბას რომ გამოუყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ღირს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...