გიორგი 46 Posted March 28, 2012 Report Share Posted March 28, 2012 მოვა დრო და მოგვიწევს ლეო ერთმანეთის გაგუდვა. :d030: გაითვალისწინე, კაი ნავარჯიშევი ვარ ბიჯო ჭიქაში. ციტირება Link to post Share on other sites
ზურა 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 ეხლა აეწვათ ერთი ადგილი და დანარჩენი საქართველო რომ უდაბნოს დაამსგავსეს იმაზე ყურს არ აპარტყუნებენ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 საქართველოს წიტელ წიგნში შესულ სახეობებზე ნადირობენო ბიჯო, შენ რომ დააკანონე გუშინწინ აქ დურაჯზე და გნოლზე ნადირობა? არჩვზე კი არა ჯიხვზეც დაუშვეს. ჯიხვი არაა წითელ წიგნში? თუ აქ ჩამოსული ამერიკელი უფრო კეთილად მოკლავს, ვიდრე რუსი აფხაზეთში? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 თუ აქ ჩამოსული ამერიკელი უფრო კეთილად მოკლავს, ვიდრე რუსი აფხაზეთში? :haha: თავს აჯერებენ რომ ასეა ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 თუ აქ ჩამოსული ამერიკელი უფრო კეთილად მოკლავს, ვიდრე რუსი აფხაზეთში? აბა ეგ შეიძლებოდა? ჯიხვზე ნადირობა რა ნამუსით დაუშვეს ამ ურჯულოებმა. რა მნიშვნელობა აქვს რუსი მოკლავს აფხაზი ამერიკელი თუ ქართველი, გადაშენების პირასაა ეგ უმშვენიერესი სახეობა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 28, 2012 Report Share Posted July 28, 2012 ბრაკონიერებს ინფარქტი უნდა ავკიდო ამ სურათებით და ვიდეოთი. 15 მეტრამდე მიმიშვა. ესეც ვიდეო, მაგრამ ძალიან უხარისხო გამოვიდა, არ ვიცი რატომ./გაადიდეთ და ისე უყურეთ./ ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted August 9, 2012 Report Share Posted August 9, 2012 იმერეთში ისეთი ამბებია ცრემლი მოადგება კაცს ყველა მინდორში მანოკებით ნადირობენ უკვე მერემდენე დღეა დღეს დილით სახლშიც მესმოდა წყალწითელის მიდამოებიდან სროლის ხმა. ხონში და სხვა ქალაქებში უკვე მწყერზე ნადირობა ბოლო ეტაპზეა.. განადგურებულია მწყერი!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 ყველგან მასეა.... სადაა სახელმწიფო ამ დროს? მარა ფული არ იშოვება მაგ ამბიდან და ვის რაში აინტერესებს მწყერი. აბა ერთი ტოტი მოტეხე ტყეში და ნახე რა მოხდება....ამას ქვეყანა აღარ ჰქვია უკვე. ბარდაგია უკვე ეს შემოსაზრვრული ტერიტორია... იმერეთში ისეთი ამბებია ცრემლი მოადგება კაცს ყველა მინდორში მანოკებით ნადირობენ უკვე მერემდენე დღეა დღეს დილით სახლშიც მესმოდა წყალწითელის მიდამოებიდან სროლის ხმა. ხონში და სხვა ქალაქებში უკვე მწყერზე ნადირობა ბოლო ეტაპზეა.. განადგურებულია მწყერი!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 როგორც ყველა სხვა სფეროში აქაც უპატრონობა და სიყალბე აფერისტობა ტრიალებს, ძალათ უნდათ ადამიანი ბრაკონიერი გახადონ, უბრალოდ სხვა გზას არ გიტოვენ. ციტირება Link to post Share on other sites
Vladimer Jikia 0 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 როგორც ყველა სხვა სფეროში აქაც უპატრონობა და სიყალბე აფერისტობა ტრიალებს, ძალათ უნდათ ადამიანი ბრაკონიერი გახადონ, უბრალოდ სხვა გზას არ გიტოვენ. ბოლო 10 დღეა მოვუხშირე მინდორში ძაღლის ტარებას. პირველი წელია (ჩემი ძაღლისთვის) და მინდა რაც შეიძლება მოტი მოვასწრო რომ დავგეშო. მაგრამ სიამოვნებასთან ერთად გულიტკენაც ბევრია, ვითომ მონადირეებს გაუდით უკვე ბათქა ბუთქი. მართალია, აქაც სიყალბე ტრიალებს. სუფრასთან დავჯდბით და დიდი სასმისებით და ლამაზი სიტყვებით ვეჯიბრებით ერთმანეთს "ბიჭობაში" :-( ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 13, 2012 Report Share Posted August 13, 2012 სადამ ზოგიერთი დორბლიანი თავის სირიკო ხალხთან ერთად არ მოშორდება და ხელების უაზრო და უცოდინარ ფათურს არ მოიშლის მათთვის უცოდინარ და შეუსწავლელ სფეროში, იქამდე არაფერი გვეშველება. აბა ჩინელებზე იყოს მისაყიდი რამე მაშინ ხო დაცქვეტავდნენ ყურებს ფულის მოლოდინში, ჯერ მინისტრი უნდა იყოს კაცად კაცი და არა პიჟონი, აი მერე უნდა მოვკითხოთ ბუნების სიყვარული, ამათ რომ უყუროს კაცმა დღეს მედოლეა მინისტრი ხვალ მეარღნე გახდება ზეგ ვიღაც კიდე არაკომპეტენტური ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 15, 2012 Report Share Posted August 15, 2012 მწყერს ვერ იცავენ დღისით მზისით და ჯიხვს და ირემს დაიცავს ეს ხალხი? ციტირება Link to post Share on other sites
amiran 0 Posted September 18, 2012 Report Share Posted September 18, 2012 სადამ ზოგიერთი დორბლიანი თავის სირიკო ხალხთან ერთად არ მოშორდება და ხელების უაზრო და უცოდინარ ფათურს არ მოიშლის მათთვის უცოდინარ და შეუსწავლელ სფეროში, იქამდე არაფერი გვეშველება. აბა ჩინელებზე იყოს მისაყიდი რამე მაშინ ხო დაცქვეტავდნენ ყურებს ფულის მოლოდინში, ჯერ მინისტრი უნდა იყოს კაცად კაცი და არა პიჟონი, აი მერე უნდა მოვკითხოთ ბუნების სიყვარული, ამათ რომ უყუროს კაცმა დღეს მედოლეა მინისტრი ხვალ მეარღნე გახდება ზეგ ვიღაც კიდე არაკომპეტენტური 1000000% გეთანხმებით!!!! სანამ ამ ქვეყანას ნორმალური პატრონი არ ეყოლება არაფერი არ გვეშველება ჩვენ!! ბატონ ხაჩიძეზე თავს შევიკავებ ყველამ ვიცით რაც არის ................ ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 პატრონიც უნდა გვყავდეს და ხალხიც უნდა შეიცვალოს... ხალხზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, სოფელი მაქვს ხარაგაულის რაიონში, მდინარე ჩამოდის ანკარა და კალმახიც ჰყავს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ბრაკონიერები არ ახარებენ... დენით თევზაობენ, მაგასაც თუ თევზაობა ჰქვია..... თქვენი არ ვიცი ბიჭებო მაგრამ სადმე რომ წავაწყდე მაგათ თოფით ალბათ ბრაზისგან დავახლი ფეხებში, მაგრამ ეს უშველით ვითომ?!... ეს მანოკები ხო მართლა საშინელებაა... ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 პატრონიც უნდა გვყავდეს და ხალხიც უნდა შეიცვალოს... ხალხზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, სოფელი მაქვს ხარაგაულის რაიონში, მდინარე ჩამოდის ანკარა და კალმახიც ჰყავს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ბრაკონიერები არ ახარებენ... დენით თევზაობენ, მაგასაც თუ თევზაობა ჰქვია..... თქვენი არ ვიცი ბიჭებო მაგრამ სადმე რომ წავაწყდე მაგათ თოფით ალბათ ბრაზისგან დავახლი ფეხებში, მაგრამ ეს უშველით ვითომ?!... ეს მანოკები ხო მართლა საშინელებაა... ეე ძმაო სამწუხაროდ მართალი ხარ.სანამ ქართველები მეხორცეობას არ მოვიშლით მანამდე შეიძლება ბუნება დაგვეღუპოს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 ხალხს საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია დიდი ხანია და არ იცის რას ნიშნავს მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ. ამას აღზრდა უნდა ბავშვობიდან. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 ერთი კვირის უკან მტკვარს ისე მშვიდად მოყვებოდნენ ელეკტრიკები რო რა ვიცი, დიღმის ხიდის ქვეშ გამოიარეს ნავით არ იშლიან ეს დედა აფეთქებულები რა, გზებზე გაყიდვა უნდა აკრძალონ თევზის, მტკვარი ამღვრეული მოდის ტალახი თევზის დაჭერის შანსი ნულია, ხიდის ქვეშ მიხვალ გლდანში და რა ზომის თევზი არაა, ხო ფაქტია რომ ნაბოზვრობენ მარა ხმას ვინ ცემს ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 ხალხს საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია დიდი ხანია და არ იცის რას ნიშნავს მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მიმართ. ამას აღზრდა უნდა ბავშვობიდან. აღზრდა კიარა ვახო ძალა უნდა. ეხლა ამ ხალხის აღზრდა რომ დაიწყოს როდის იქნება შედეგი? ყვირილაზე დღე არ გავა რომ არ დათუთქონ იქაურობა აპარატჩიკებმა :( არადა რას უძლებს ეს მდინარეები........... ამ ჭირზე დენის აპარატი რასაც ჰქვია ხელისუფლება სათანადოდ თუ იმუშავებს დაღუპულია საქართველო. რა მიკვირს იცით?ვის უნდა აწყობდეს ასეთი სიტუაცია?რემნის გადაკვრაზე, მობილურით საუბარზე საჭესთან ჭიმავებ ხალხს და ლამის ოყნებით იაროს პატრულმა ჯარიმა რომ ამოწეროს სიმთვრალეზე. რატომ არ შეიძლება ბუნების გაჩანაგებისთვის დაჯარიმდეს ვინმე? ალბათ აწინ ეშველება ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 გუშინ ტრასის პირზე ნადირობდა ვიღაც ახვარი მწყერზე. სათევზაოდ მივდიოდი ხმა რო გავიგონე გასროლის. ავუჩქარე მარა ძალიან შორს ვიყავი. იმ ტერიტორიაზე მისვლამდე სამი გასროლა იყო. გული ამომასკდა სირბილში.140 კილოიანი კაცი უნდა დავსდევდე ფეხით ასეთებს. მიმესწრო ნეტა და სირბილს აღარ ვინანებდი მაინც. დარწმუნებული ვარ დამინახა და მიიმალა,სამხედრო ფორმა მეცვა და ალბათ იფიქრა დამერხაო ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 მდააა თუ ვერ დაეწიე ავთია ასე ვერ დაწყევლე? :P :yah: :yah: :yah: ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია: ნადირზეც, ფრინველზეც და თევზზეც... მაგრამ ასე არ გამოვა, უნდა მივმართოთ ადმინისტრაციას ან ვინმეს.... ისე ამ ზაფხულს სოფელში რომ ჩავალ უნდა ჩამოვაყალიბო 10 კაციანი სადამსჯელო ჯგუფი ჩემი ზმაკაცებისგან.... და შევებმებით დენით მოთევზავეებს.... ამ ეტაპზე სხვა გამოსავსავალს ვერ ვხედავ.... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 ორივე უნდა. არზრდაც და კანონის დაცვაც. აღზრდა კიარა ვახო ძალა უნდა. ეხლა ამ ხალხის აღზრდა რომ დაიწყოს როდის იქნება შედეგი? ყვირილაზე დღე არ გავა რომ არ დათუთქონ იქაურობა აპარატჩიკებმა :( არადა რას უძლებს ეს მდინარეები........... ამ ჭირზე დენის აპარატი რასაც ჰქვია ხელისუფლება სათანადოდ თუ იმუშავებს დაღუპულია საქართველო. რა მიკვირს იცით?ვის უნდა აწყობდეს ასეთი სიტუაცია?რემნის გადაკვრაზე, მობილურით საუბარზე საჭესთან ჭიმავებ ხალხს და ლამის ოყნებით იაროს პატრულმა ჯარიმა რომ ამოწეროს სიმთვრალეზე. რატომ არ შეიძლება ბუნების გაჩანაგებისთვის დაჯარიმდეს ვინმე? ალბათ აწინ ეშველება ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 ორივე უნდა. არზრდაც და კანონის დაცვაც. ვახო დათო მართალია.მკაცრი კანონი უნდა მაგას.ერთი-ორს რო დედა მოე...ნება მესამე აღარ იზავს.თუ გაკეთდა გარემოს დაცვის ინსპექცია უეჭველი გადავალ სამუშაოდ ამ ნაბოზვრების დედების დასა...ავად ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 22, 2013 Report Share Posted April 22, 2013 სახელმწიფო ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს 18:03 21-04-2013 სახელმწიფოს მიერ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მიზნით პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შევიდა. ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილია, ცვლილებები კი, ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. სახელმწიფო კონტროლი თეზჭერისა და ნადირობის სფეროში გამკაცრდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა განუცხადა, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადეკვატური სახდელი დაეკისრება, ცვლილებები კი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 86-ე, 222-ე, 239-ე და 249-ე მუხლებში აისახება. უკანონო თევზჭერა, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 ათასიდან 4 ათას ლარამდე და მასთან ერთად, მოპოვებული თევზის, იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას. აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით ნადირობა კი გამოიწვევს ჯარიმას 1000-დან 2000 ლარამდე და ასევე მოპოვებული ობიექტის, იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციას. რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, ცაგარეიშვილის განმარტებით, იხვეწება კოდექსის მე-300 მუხლის დისპოზიცია, რომელიც უკანონო თევზჭერას შეეხება და კანონში ის აკრძალული საშუალებები ჩაიდება, რომელთა თევზჭერის დროს გამოყენებაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. "წინა ხელისუფლების პირობებში კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა თეზჭერისა და ნადირობის სფერო უკონტროლოდ დატოვა, რამაც ბრაკონიერობას ტოტალური მასშტაბები მისცა. ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის კომიტეტში მონადირეთა და მეთევზეთა არაერთი განცხადება შემოვიდა, სადაც ეს ადამიანები ითხოვენ, მივიღოთ გადამჭრელი ზომები გადაშენების წინაშე მდგარი სახეობების შენარჩუბნების მიზნით", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 22, 2013 Report Share Posted April 22, 2013 იქნებ მართლა გვეშველოს რამე ! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.