Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერი მონადირე


Recommended Posts

  • Replies 272
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ყველა ბუჩქში ტურა ზის, შეღამებისას დასახლებული პუნტის გარეთ ყველგან მოისმენთ მსგავს კონცერტს. სხვა საჭმელი რო აღარ დარჩებათ მალე ხვლიკი, ბაყაყი და მინდვრის თაგვიც წიტელ წიგნში იქნება შესაყვანი!

Link to post
Share on other sites

ყველა ბუჩქში ტურა ზის, შეღამებისას დასახლებული პუნტის გარეთ ყველგან მოისმენთ მსგავს კონცერტს. სხვა საჭმელი რო აღარ დარჩებათ მალე ხვლიკი, ბაყაყი და მინდვრის თაგვიც წიტელ წიგნში იქნება შესაყვანი!

 

მართალი ხარ ქევხო,მტაცებლებს იცავენ,მერე ეს მტაცებლები ანადგურებენ ყველაფერს.

 

მაგას მერე დაუმატეთ ორფეხა მტაცებელი,რომელიც უმიზეზოდ ანადგურებს ყველაფერს მოძრავს,და ბოლოს ხელში არაფერი გვრჩება,

ბუნება ნადგურდება,სანადირო ობიექტები კატასტროფულად მცირდება,ბოლოს ნადირობა კი არა დასანახად მოგვენატრება ნადირ ფრინველი

 

ეს ვარხვი თებერვლის ბოლოს ვნახეთ ჯანდარაზე მოკლული,მესაზღვრეების მხრიდან ყურე რომ იწყება,ტბის ნაპირზე ეგდო,ეტყობა საფარი ქონდათ

მოწყობილი,ჩარჭობილი ჯოხები ისევ იყო.

დაახლოებით ერთი თვის წინაც ვნახეთ,ოღონდ მარტო ფრთა იყო,არხი რომ უერთდება ტბას იმ ადგილას.

ასეთი "მონადირეების" ხელში რა ნადირ ფრინველი მომრავლდება?

post-317-0-50994900-1395148937_thumb.jpg

post-317-0-74761700-1395149005_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

აბა ბიჭებო ამ სურათს დააკვირდით.ქუდზე გდი-ს გერბი აქვს.ფეისბუქზე შედით ერთი ნადირობა-თევზაობის ჟურნალის გვერდზე,სავსეა იქაურობა ბრაკონიერული სურათებით :karochera: :karochera: :karochera:

 

ბიჭებო, ერთი რაღაცა მინდა ვიკითხო - გდი-ს თანამშრომლებს ნადირობის უფლება საერთოდ არა აქვთ?

Link to post
Share on other sites

ბიჭებო, ერთი რაღაცა მინდა ვიკითხო - გდი-ს თანამშრომლებს ნადირობის უფლება საერთოდ არა აქვთ?

 

ნორმალურ ქვეყანაში, ისეთში რომელშიც მე ვცხოვრობ, სამსახურის უნიფორმით ნადირობა და თევზაობა სასტიკად ისჯება, მითუმეტეს თუ სახელმწიფო ტრანსპორტს იყენებ და ისიც სამუშაო საათებში. მერე "პოლნი კრიშა" აქვს ეგეთს.

 

გინდათ ნორმალური ქვეყანა იყოთ???

 

მიიღეთ შესაბამისი ზომები და კანონები, თუ არა და მიაწექით ბოლომდე, დახოცეთ ყველა მოძრავი.

 

პ.ს. კობა, შენ კარგად მიცნობ, შარშან კარაბინი არ გამისვრია, არც ერთი არ შევაწუხე.

თითქოსდა სოლიდარობას გამოვხატავ ჩემი ქვეყნის მონადირეების მიმართ, გადავწყვიტე ცხოველზე არ მენადირა, თორემ აქ რომ არის სანადირო, მაგის დაწერას მთელი ფორუმი არ ეყოფა.

Link to post
Share on other sites

ნორმალურ ქვეყანაში, ისეთში რომელშიც მე ვცხოვრობ, სამსახურის უნიფორმით ნადირობა და თევზაობა სასტიკად ისჯება, მითუმეტეს თუ სახელმწიფო ტრანსპორტს იყენებ და ისიც სამუშაო საათებში. მერე "პოლნი კრიშა" აქვს ეგეთს.

 

 

გიო წესით ეგ აქაც ეგრეა,მაგრამ ვინაა პატრონი.მაგ სურათში მოცემული გდი-ს ფორმა და ის პიკაპი მიცუბიში L200 ბატონი გოგა ხაჩიძის დროინდელია.დღეს ტოიოტა ჰაილუქსები და სუზუკი ჯიმნებით დადიან

Link to post
Share on other sites

ბიჭებო, ერთი რაღაცა მინდა ვიკითხო - გდი-ს თანამშრომლებს ნადირობის უფლება საერთოდ არა აქვთ?

 

კი კობა აქვს,ოღონდ არა სამსახურბრივი მანქანით და არა სამსახურებრივი ფორმით.ეგ რომ მაგ ფორმით სადმე გამოჩნდება პრივილეგიებით ისარგებლებს ჩვენთან შედარებით.

Link to post
Share on other sites

JABA

ჯაბუნია, ეგ ფოტო კერძო სამონადირეოშია გადაღებული, ეგ ვინც ფოტოზეა სხვა სურათებშიც მყავს ნანახი ტყემალაძესთან ერთად.

Link to post
Share on other sites

JABA

ჯაბუნია, ეგ ფოტო კერძო სამონადირეოშია გადაღებული, ეგ ვინც ფოტოზეა სხვა სურათებშიც მყავს ნანახი ტყემალაძესთან ერთად.

ცდები :Laie_99:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 4 weeks later...

ხალხო ბრაკონიერებს დასდევენ კიდევ თუ გადაშენდა გდი? 3 დღის წინ ჩოლაბურის და ყვირილის შესართავთან ვიყავი სათევზაოდ და დილის 6 საათიდან ისეთი ბათქაბუთქი იყო ყველა მხრიდან სეზონის გახსნა მეგონა :(

Link to post
Share on other sites

სეზონი მოდის ზოგი შეიძლება ვაზნებს ტესტავდეს ნუ ჩავარდით ახლა პანიკაში

ნადირობს ხალხი ალიკ,თან აქტიურად.გდის კიდია

Link to post
Share on other sites

მეც გავიგე რომ ნადირობენ უკვე, თან იმასაც ჩივიან ჯერ პატარებიაო და მინდვრები სავსეა კვერცხებითო. მე თუ მკითხავს კაცი მალე ჩვენთან მწყერი სანთლით საძებარი იქნება, ჯერ რაა და...

Link to post
Share on other sites

JABA

მასეთ უნამუსოებს რა დალევს ჯაბა, ერტი კაი ისაა რომ კაი სიცხეებია და გახსნამდე თუ ასე გაგრძელდა კარგია ბრაკებს ხელს შეუშლის, სხვაგან არ ვიცი მარა ალაზანზე ხოხობს მაგრა ეხმარება ეს სიცხეები :yes:

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ თერჯოლაში დიდი ხნის წინ გახსნეს სეზონი ვაი მონადირეებმა.ისეთი სროლის ხმები ისმის თავი ომში გეგონება :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

17 მარტს წყალწმინდაზე ცენტრალურ გზაზე იყიდება იხვი და კაცისშვილი ყურადღებას არ აქცევს :karochera:

Link to post
Share on other sites

გადავიკითხე ეს თემა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ

იმედი გამიძლიერდა :)

სამაგალითო პოსტებია...

შევეცდები მეც აქტიურად ჩავერთო განხილვებში.

 

მანამდე ვვინც გერმანული იცით ეს წიგნი დაგაინტერესებთ, ძაკლიან კარგი ნამუშევარია "ბრაკონიერობის" თემააზე, ვცდილობ ვიშოვო დაფინანსება ამ წიგნის გადათარგმნაზე და ქართულად ბეჭდვაზე...ბევრს გამოადგება როგორც მონადირეებს, ისე მეტყვეებს, რეინჯერებს და აშშ..

https://books.google.ge/books?id=qlZPi7LkeH4C&printsec=frontcover&dq=Wilderer&hl=ka&sa=X&ei=vMIJVfPsM8P8aO2kgpgF&redir_esc=y#v=onepage&q=Wilderer&f=false

Link to post
Share on other sites

BROWNING

კლასიკური გაგებით არ ვნადირობ, მაგრამ ნადირობის თემა მაინტერესებს პროფესული კუთხით.

ამასათან ჩემი პროფესია მოითხოვს ნადირის კარგ ცოდნას, კვალის, ექსკრემენტის და სხვათა იდენტიფიკაციას, ცხოველის სეზონურ და დღეღამურ მოძრაობას, ნადირის ბილიკების მოძებნას.

ამ ეტაპზე ფოტოაპარატით და ფოტომახეებით ვნადირობ. მომავალში აუცილებლად მომიწევს ცხოველებზე "ნადირობა" პნევმატური თოფებით, მათი დაძინების და საყელურის შებმისა მიზნით.

ნადირობა კარგი ცოდნა ასევე მნიშვნელოვანია ჩემი სამსახურის სპეციფიკისათვის რადგან თუ არ იცი ნიუანსები ვერ შეძლებ დაცულ ტერიტორიაზე დაცვის კარგი რეჟიმის უზრუნველყოფას.

და ბოლოს მონადირეეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პირიქით ვთვლი რომ მათი ჩართულობის გარეშე ცხოველების მომრავლება და გადარჩენა შეუძლებელია, ასევე მონადირეების გარეშე შეუძლებელია სენის "ბრაკონიერობის" დაძლევა.

მინდა რო ნადირობის კუთხით უფრო აქტიური იყო სახელმწიფო დაიწყოს მუშაობა ნადირობის კანონმდებლობაზე, მენეჯმენტზე და აშშ...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

http://reportiori.ge/?menuid=42&id=60416

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელს ემუქრებიან

 

ავტორი: ნენე სტეფანიშვილი

 

02 აპრილი, 2015. 15:56

 

 

 

 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ საკუთარ მანქანაში ხელყუმბარა და მუქარის წერილი აღმოაჩინა. აღნიშნულ ფაქტს სააგენტოს თანამშრომლებიც ადასტურებენ. მათი განცხადებით, ეს გიორგი სულამანიძეზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მას მანქანა უკვე დაუზიანეს.

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გიორგი სულამანიძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსთან ერთად განმარტება გააკეთა. როგორც სულამანიძე აცხადებს, მან ხელყუმბარა საბარგულში აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით ხელყუმბარა ნახევრადსაბრძოლო მოქმედებაში იყო მოყვანილი. სულამანიძე ასევე განმარტავს, რომ ხელყუმბარაზე ამოტვიფრული იყო წარწერა და გაფრთხილება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა.

 

 

 

 

 

 

„რაღაც უცხო საგანი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხელყუმბარა, რომელზეც იყო წერილი ამოტვიფრული. ეს არის გაფრთხილება, რომელზეც ეწერა - წადით. ასეთი ფაქტი იყო 2010 წელს, როდესაც ახალი დანიშნული ვიყავი თანამდებობაზე. მაშინ გადამიჭრეს მანქანის მუხრუჭის მილი", - განაცხადა სულამანიძემ.

 

 

 

 

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე აცხადებს, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე დაისჯება.

 

 

 

 

 

 

„გამოძიება დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება წარმატებით დასრულდება, დამნაშავე გამოჩნდება და დაისჯება შესაბამისად", - განაცხადა ნათია კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...