caucasica 1 Posted April 7, 2015 Report Share Posted April 7, 2015 რახან ეს თტემა ბრაკონიერობის პრობლემას ეხება იყოს ეს ბმული აქ: "რეინჯერის მკვლელობის "ტყვიაგაუმტარი" გამოძიება" - კარგი ჯურნალისტური გამოძიება ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის უფროსი რეინჯერის მერაბ არევაძის მკვლელობის საქმეზე. პ.ს. იმედს ვიტოვებ, თუ ქვეყანაზე სამართალია ამ საქმეს ნათელი უნდა მოეფინოს. მერაბი ჩემი კოლეგა და მეგობარი იყო, მე მასთან 3 წელი ვიმუშავე 2007 წლიდან 2010 წლამდე. დიდებული ადამიანი თანამედროვე რაინდი. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/39522/ ეს მე-2 ბმული: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/42278/.htm რეინჯერის საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა: დავით მჭედლიძე, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერის - მერაბ არევაძის საქმეზე იყო მსჯავრდებული, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.მერაბ არევაძე 2012 წლის 17 მაისს გარდაიცვალა. ამ საქმეზე მკვლელობის ბრალდებით პროკურატურამ დავით მჭედლიძე დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით მჭედლიძეს მერაბ არევაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის 20 წელი მიუსაჯა (ამნისტიამ მისი პატიმრობის ვადა 5 წლით შეამცირა). ეს განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით მჭედლიძეს არევაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფისთვის 3 წელი მიუსაჯა. დავით მჭედლიძე სასჯელს #12 საპყრობილეში იხდიდა, საიდანაც 2015 წლის 20 მაისს უნდა გამოსულიყო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 8, 2015 Report Share Posted April 8, 2015 ოჯახი თუ იბრძვის? ისე არაფერი არ გამოვა. ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი უნდა მიჰყოლოდა მაგ საქმეს მაგრამ.... რახან ეს თტემა ბრაკონიერობის პრობლემას ეხება იყოს ეს ბმული აქ: "რეინჯერის მკვლელობის "ტყვიაგაუმტარი" გამოძიება" - კარგი ჯურნალისტური გამოძიება ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის უფროსი რეინჯერის მერაბ არევაძის მკვლელობის საქმეზე. პ.ს. იმედს ვიტოვებ, თუ ქვეყანაზე სამართალია ამ საქმეს ნათელი უნდა მოეფინოს. მერაბი ჩემი კოლეგა და მეგობარი იყო, მე მასთან 3 წელი ვიმუშავე 2007 წლიდან 2010 წლამდე. დიდებული ადამიანი თანამედროვე რაინდი. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/39522/ ეს მე-2 ბმული: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/42278/.htm რეინჯერის საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა: დავით მჭედლიძე, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერის - მერაბ არევაძის საქმეზე იყო მსჯავრდებული, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.მერაბ არევაძე 2012 წლის 17 მაისს გარდაიცვალა. ამ საქმეზე მკვლელობის ბრალდებით პროკურატურამ დავით მჭედლიძე დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით მჭედლიძეს მერაბ არევაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის 20 წელი მიუსაჯა (ამნისტიამ მისი პატიმრობის ვადა 5 წლით შეამცირა). ეს განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით მჭედლიძეს არევაძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფისთვის 3 წელი მიუსაჯა. დავით მჭედლიძე სასჯელს #12 საპყრობილეში იხდიდა, საიდანაც 2015 წლის 20 მაისს უნდა გამოსულიყო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 10, 2015 Report Share Posted April 10, 2015 მერაბ არევაძის ოჯახს აშშ-ში დამზადებული მემორიალური დაფა გადაეცა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი პაატა შანშიაშვილი ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ, სადაც დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის ოჯახს, მისი სახელის პატივსაცემად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებული მემორიალური დაფა გადასცეს. 2012 წელს მერაბ არევაძე ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. ის ასევე, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის კურსდამთავრებული იყო. http://info9.ge/sazogadoeba/116148-merab-arevadzis-ojakhs-ashsh-shi-damzadebuli-memorialuri-dafa-gadaeca.html?lang=ka-GE ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted April 21, 2015 Report Share Posted April 21, 2015 როცა სხვა გზა აღარ არის: კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მდ. კაპარჭინასა და ნათხარის ტერიტორიაზე ამოღებულ იქნა 24 ერთეული ელექტროშოკური აპარატი. მათ შორის: 10 ცალი გადაცემულ იქნა საფინასო სააგენტოზე, 2 ერთეული დაბრუნებული იქნა სასამართლო დადგენილების საფუძველზე, 4 ერთეული კი საწყობის გატეხვისას იქნა მოპარული, რაზედაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დარჩენილი 8 ერთეული ადგილზე განადგურებულ იქნა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ფაქტები (აპარატების დაბრუნება, ხელმეორედ გამოყენება და ქურდობა). კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერები დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ ბრაკონიერობის ჩამდენ პირებს !. https://www.facebook.com/zura.jibladze.96/videos/vb.100002723302879/626272067473564/?type=2&theater ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 21, 2015 Report Share Posted April 21, 2015 გიო, სისტემას აკლია მონადირე და მეთევზე ხალხი, მხოლოდ ამ ხალხის დახმარებით მოხდება უმაღლესი შედეგის მირწევა ბრაკონიერობასთან ბრძოლაში. კარგმა მეთევზემ რომ იცის სად დაუყარაულდეს ბრაკონიერს და კარგმა მონადირემ რომ იცის სად როდის რაზე ინადირებს ბრაკონიერი, ისე ვერცერთი კონდიციონერისგან გაფითრებული ვაი სახ.ჩინოვნიკი ვერ დაიცავს ქვეყნის ბუნებას. მგელზე რომ ინდარო, მგელზე უკეთ უნდა იცნობდე ტყეს. ცხვარი ვერასდროს აჯობებს მგელს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 3, 2015 Report Share Posted May 3, 2015 ეს ინტერნეტში ვნახე. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 (edited) ნახეთ 1997 წელს აუწყვიათ ანტიელექტროშოკური მოწყობილობა http://fish-news.teia.org/el-tok1.htm ვფიქრობ ეხლა უფრო დაიხვეწა ტექნოლოგიები და ბვევრად კომპაქტური და ეფექტური აპარატი შეიძლება არსებობდეს ან აიწყოს... თუ ვინმე ნახავთ მსგავს მოწყობილობას შემეხმიანეთ... ვფიქრობ თუ მოწყობილობა დააფიქსირებ ელექტრო მუხტს და შემდეგ ტელეფონზე "აცნობებს" ძალიან გაადვილდება ელექტრიკების გამოვლენა. Edited June 8, 2015 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 8, 2015 Report Share Posted June 8, 2015 caucasica ეს რო მართლა იყოს რას გააადვილებდა ყველაფერს.. მარა კვების წყაროთ რა უნდა იყოს გამოყენებული აკუმულატორები ? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 6, 2015 Report Share Posted July 6, 2015 (edited) საჩხერეშიც აუყვანიათ ელექტრიკები. თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ბრაკონიერობაზე ამ კაცს დაუდეთ მის გვერდზე და რეაქცია იქნება. https://www.facebook.com/besarion.abashidze Edited July 6, 2015 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted August 17, 2015 Report Share Posted August 17, 2015 სეზონის გახსნას გილოცავთ მონადირეებო. გორის რაიონში გავხსენით სეზონი და მაგარი ამბის შემსწრე გავხდი. მოკლედ როჟებს მანოკი აქვთ ჩართული ბევრი მწყერიც ჩახოცენ კმაყოფილინ სახით დგანან, გამოიარა ყვერებიანმა კაცმა მაგარმა ქართველმა და მონადირემ და ამათ კითხა მანოკი ვისიაო? ამათ ჩაისვარენ და არ ვიცითო იმანაც უყოყმანოდ ამის და ამის დამდგმელის დედა მოიკითხა და თავისი ნახევრად ავტომატის 5 გილძი დაახალა მანოკს. პ.ს. მარტო გარემოს დაცვა ვერაფერს იზავს მაგალითი უნდა ავიღოთ ყველამ. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 18, 2015 Report Share Posted August 18, 2015 Es mesmis.visac amis gaketebis traki AR aqvs chumad mainc darekos 112-shi ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 18, 2015 Report Share Posted August 18, 2015 სეზონის გახსნას გილოცავთ მონადირეებო. გორის რაიონში გავხსენით სეზონი და მაგარი ამბის შემსწრე გავხდი. მოკლედ როჟებს მანოკი აქვთ ჩართული ბევრი მწყერიც ჩახოცენ კმაყოფილინ სახით დგანან, გამოიარა ყვერებიანმა კაცმა მაგარმა ქართველმა და მონადირემ და ამათ კითხა მანოკი ვისიაო? ამათ ჩაისვარენ და არ ვიცითო იმანაც უყოყმანოდ ამის და ამის დამდგმელის დედა მოიკითხა და თავისი ნახევრად ავტომატის 5 გილძი დაახალა მანოკს. პ.ს. მარტო გარემოს დაცვა ვერაფერს იზავს მაგალითი უნდა ავიღოთ ყველამ. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted November 30, 2015 Report Share Posted November 30, 2015 ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში წყარო:http://ick.ge/articles/24777-i.html კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია. პირველი ფოტო 2007 წლის 27 სექტემბრით არის დათარიღებული. ლევან ღვედაშვილის გარდა ამ ფოტოზე კიდევ ორი პირი ჩანს. დადასტურებული ინფორმაციით, ისინი ახმეტის მაცხოვრებლები არიან – ზურაბ გომელაური და რეზო ბერიშვილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით. ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში მეორე ფოტო 2009 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. ფოტოზე ლევან ღვედაშვილთან ერთად, იმ პერიოდში თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვალერი მოსიაშვილიც ჩანს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასთან დაკავშირებაც ვერ შეძლო. ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორი ლევან ღვედაშვილი, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დათვზე, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში ნადირობდა, ჩვენ კიდევ რამდენიმე პირთან გადავამოწმეთ, მათ შორის ბაწარა – ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა. ჩვენ გურჯაანის რაიონულ პროკურორს, ლევან ღვედაშვილს შევხვდით, ფოტოები ვაჩვენეთ და ვკითხეთ: - ბატონო ლევან, ორივე ფოტოზე ხომ ნამდვილად თქვენ ხართ? - კი, მე ვარ. - დათვზე ნადირობა რომ დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით? - დათვზე არ მინადირია მე. - აბა, ეს მოკლული დათვები საიდან გაჩნდნენ ფოტოებზე? - არვიცი. - ეს პირებიც ვიცით ვინ არიან. მათ შორის ერთ–ერთი იმ პერიოდში პროკურატურაში მუშაობდა. - თუ მეგობრულად მაჩვენებთ ამ ფოტოებს, დიდი მადლობა. თუ დაშანტაჟების მიზნით აკეთებთ... - შეურაცხყოფის გარეშე ვისაუბროთ. არავითარი შანტაჟი. მე ვარ ჟურნალისტი. მომაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ პროკურორები ნადირობდით და ნადირობთ წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე, თან ნაკრძალში. ეს მტკიცებულებების ნაწილია, რაც გაჩვენეთ. თქვენ პროკურორი ხართ. - დაკითხვას მიწყობთ? თუ საჭიროდ ჩათვალეს მე განმარტებას მივცემ გენერალურ ინსპექციას. - რა განმარტებას მისცემთ, როგორ და რით უარყოფთ? - თუ ინფორმაცია მეგობრულად მომაწოდეთ, მადლობა“. მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. კანონის თანახმად, წითელ ნუსხაში შესული ცხოველების, მათ შორის დათვის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით. დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში “ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ - ფრინველზე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა 50 000 ლარს შეადგენს. იურისტების განმარტებით, შესაძლოა, ლევან ღვედაშვილი და მასთან ერთად ფოტოზე ასახული პირები გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რადგან დანაშაული 2007 და 2009 წლებშია ჩადენილი და მას შემდეგ 6 წელია გასული, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა პერიოდშია დანაშაული ჩადენილი, ვინ მონაწილეობდნენ და ა.შ. მნიშვნელოვანია რა კვალიფიკაცია მიეცემა დანაშაულს. შესაბამისად, მერე ხდება ხანდაზმულობის ვადის დაზუსტება“, – აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია. „ნებისმიერი, ინფორმაციის შემცველი მასალა, რომელიც შინაარსობრივად შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ჩვენს მიერ, აუცილებელი წესით, ზიანის გაანგარიშებით იგზავნება საგამოძიებო ორგანოებში. პიროვნებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მითუმეტეს ვადებს, რადგან ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. - ბატონო არჩილ, გამოძიებამ თუ დაადგინა, რომ დანაშაული ხანდაზმულია, ზიანის ანაზღაურებას მაინც ითხოვთ? - თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ამ პიროვნებამ ეს დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ხანდაზმულობის გამო საქმე შეწყდა, ჩვენ ამაზე დაყრდნობით გვექნება უფლებამოსილება, სამოქალაქო წესით მოვითხოვოთ პიროვნებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება“. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვახტანგ გიუნაიძესაც ესაუბრა, რომელიც 2007–დან 2014 წლამდე ბაწარა – ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორად მუშაობდა. ახლა თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორია. - ბაწარა ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორად თქვენი მუშაობის პერიოდში, დათვზე უკანონოდ ნადირობის ფაქტი თუ გამოვლენილა? - ჩვენთვის ასეთი ფაქტი არ არის ცნობილი. 2008 წელს იყო, იარაღი მოგვაყოლეს, ახლოს არ მოხვიდეთო, მაგრამ მაშინ ნადირობის ფაქტი არ იყო, შესვლის მცდელობა ჰქონდათ და ნიღბებით იყვნენ მოსულები. დანარჩენი სხვა ფაქტი არ ყოფილა და არც გამიგია. - თქვენს მიერ ნახსენებ ფაქტზე მიმართეთ პოლიციას, დაიწყო გამოძიება? - არა, გარეთ იყო, ნაკრძალს გარეთ“. გარემოს დაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე დათვზე ნადირობის 4 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, ყველაზე მეტი, ორი ფაქტი კახეთის რეგიონში დაფიქსირდა. ორივე მათგანი 2013 წელს გამოვლინდა. 2013 წელს დათვზე ნადირობის ერთი ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში და 2015 წელს მცხეთა-მთიანეთში. 2014 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დათვზე ნადირობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი P.S. პირადი აზრი აი ის თოფის ლულა უნდა გაუკეთო ერთ ადგილას ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 30, 2015 Report Share Posted November 30, 2015 ძალოვნები არიან ძირითადი ბრაკონიერები. მაგრამ ნადირობის სისტემა თუ არ გათანამედროვდა საქართველოში, ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი. დათვი წითელ წიგნში რა მონაცემების საფუძველზეა შეტანილი? ზოგ რაიონში მისი პოპულაცია მაღალია. რატომ არ უნდა გასცე ლიცენზიები? ხომ ცხადია რომ მაინც ინადირებენ, თუნდაც ადგილობრივები. ჰკითხეთ ყველა ადგილობრივ მონადირეს რა ექსპედიციები ჩადიან ძალოვნების სანადიროდ. ჭიკაიძე სად ნადირობდა? ვისი ნებართვით კლავენ დენით კალმახს რესტორნებში ჩასაბარებლად? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 1, 2015 Report Share Posted December 1, 2015 BROWNING სულ მაგას ვამბობ ვახო რომ ასე ყველაფრის აკრძალვა არაა გამოსავალი, იყოს ლიცენზია, აიღებს 5-6 კაცი ერთს და ინადრებს, ან მოკლავენ ან ვერა. მთავარია კაცმა არ იღოროს და სეზონურად ინადიროს, მთაში ნადირს ვერავინ ვერ გამოლევ. 20 წელზე მეტი უკონტროლოდ მიდიოდა ნადირობა საქართველოში და ნადირი არ გამოლეულა. იმ მონადირეს რა ვუთხარი, ვისაც ნადირის მოკლა არ უნდა !!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 1, 2015 Report Share Posted December 1, 2015 ვთქვათ და ჩემი ფოტო ამოქექა ვინმემ საიდანმე და . . . . დამიწყო მერე გინება და ბრაკონიერის ძახილი, დიდი ალბათობით ვნახავ და თოფის ლულას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ მარა, აი იმ კანონს კი გავუკეთებ ერთ ადგილას, რომელიც "დიდი რუდუნებით, მეცნიერული კვლევების საფუძველზეა" შედგენილი ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 1, 2015 Report Share Posted December 1, 2015 ქევხო ერთ მთავარ რამეს დააკვირდი არჩილ. ვინც ბრაკონიერობს, ჰყავს მფარველი სამართალდამცავ ორგანოებში, ან თვითონ მფარველები ისწორებენ თავისას როცა გაუხარდებათ. ჩვენნაირ ხალხზე ნებართვებს არ გასცემენ, არ გაგიშვებენ ცხოველზე სანადიროთ. თუ გასცეს, იმხელა ფასებს დაადებენ, რომ ვერ გავწვდებით ვერანაირად. ეგ სისტემა, რომელიც ახლა გაქვთ, დასანგრევია საძირკვლიანად და თავიდან ასაშენებელი. არ ვდებ იმ თემაში აღარაფერს, "ნადირობა ამერიკაში" რომ გავხსენი. მხოლოდ გაგანერვიულებდით და მეტი არაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 ელჩი გიო, ძალიან დიდი ხანი ბევრ რამეს ვაკვირდები და მთლად მასეც არაა ძმაო, მთაში სამართალდამცველებზე არანაკლებად უბრალო ხალხიც ნადირობს, მათი უპირატესობა კაი ადგილებში შესვლაა. მე ვერ დავუძახებ მთაში მონადირე კაცს ბრაკონიერს! და არც მე ვიტყვი უარს ნადირობაზე! და საერთოდაც ვეღარ ვიგებ საქართველოში სიტყვა ბრაკონიერის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ტურა რომ მოვკლა და სურატი გადავუღო ბრაკონიერად მომნათლავენ. აქ რო ფაქტი დაიდო, რა იცით რომ ნაკრძალშია გადაღებული? აქ მოხდა ეგ ამბავი და კარგად ვიცი ვინც და რატომაც ამოქექა და გაავრცელა ეგ ფოტო. მერე რა რომ ძალოვნები არიან, ვინმემ იცით რა ხალხია ??? კარგად მოგეხსენებათ მთაში 2 კაცი არ ნადირობს. ამიხსნას ვინმემ - როგორ დათვალეს რომ მიყენებული ზიანი 50 000 ლარია??? ხანდახან მგონია რომ ეს ფორუმი მონადირეების კი არა გარემოს დაცვის ინსპექციისაა. ვინც მიცნობს იმედი მაქვს იცის რომ ნამდვილ ბრაკონიერებს არ ვიცავ. ასე რომ . . . მოდი გამიუქმეთ ამ საიტზე რეგისტრაცია, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ ვისაც ეს შეგიძლიათ ! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 ქევხო დატვის მოკვლაზე ჯარიმა არის 10 000(დაცული ტერიტორიების მიღმა), ხოლო დაცულ ტერიტორიაზე ხუთმაგდება ზიანის თანხა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 თორNიკე შენ შეგიძლია ამიხსნა ეგ 10 000 როგორ განისაზღვრა? ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 (edited) თორNიკე შენ შეგიძლია ამიხსნა ეგ 10 000 როგორ განისაზღვრა? 30 000 უნდა იყო 10 კიარა მარა იმ შემთხვევაში როცა ლიცენზიები გამკაცრდება ნადირობაზე თუა არვიცი და თევზაობაზე (რათქმა უნდა თუ შემოიღებენ)თOრე მანამდე ასე იქნება სულ ვის სადაც მოუნდება იქ მოისაქმებს ქევხო რა ხალხია არ ვიცი მაგრამ რო დავინახო დანაშაულის ფაქტი აღმოფხვრას თუარა მონაწილეობას მაინც არ მივიღებ გავერიდები კაკ მინიმუმ და შარში თავს არ გავყო ჩემით Edited December 2, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 ქევხო აჩიკო ვერავინ ვერ გაგიუქმებს რეგისტრაციას და რომც ვინმემ იფიქროს მისი ყველეისას შეჭამს. შენნაირი მონადირე ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში. 100 % შენს აზრზე ვარ და გეთანხმები. ვიღაც გამოსირებულმა გადმოიწერა საღაცა ეშმაკიდან ეს ვითომ კანონები და მთელი პატიოსანი მონადირეები ბრაკონიერებად შეგვრაცხეს. ნადირი აღარააო ,ღალღა წითელ წიგნშიაო,ტურა-მგელი არ მოკლათო,კურღელი განადგურების პირასააო,მთელი შავი ზღვის ზოლი დაცული ან აღკვეთილი ან კიდე ეროვნული ტყეპარკიაო. სა დედიმისისაში შევთხარო ეს თოფი?! თუ მარტო იმ 1-2 დეგენარატის უვიცობას შევწირო ჩემი უსაყვარლესი ნადირობა>? დავანებოთ თავი საერთოდ? კეთილი ინებონ და ამ დებილების ხელფასები მეცნიერებს გადაუხადონ და შესწავლის საფუძველზე დაადგინონ რა არის შესატანი წითელ ნუსხაში და რა როდის უნდა იყოს დაშვებული სანადირო ობიექტად. დაჯღაბნა ვიღაცა მუზიკანტმა თუ მალიარმა 2 ფურცელი მიუტანა მსახიობს და იმანაც ხელი მოუწერა ისე რო არც წაუკითხავს.თუმცა რომც წაეკითხა მაინც მოაწერდა . ჩემი სანადირო ინვენტარის ფასი მარტო იმით შემოიფარგლება რასაც ჩემი მოგონებები იტევენ. რამდენი წელია მე აღარ მინადირია რასაც ნადირობა ქვია და მე მგონია ვეღარასოდეს ვიუნადირებ სანამ კომპეტენტური ხალხი არ გადაწერს ამ დაკოპირებულ კანონებს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 გუბე მომისმინე გიგა, მე არ ვიცი შენ ნადირობ თუ არა. თუმცა ვხვდები რომ არა. იცი რამდენი დათვია საქართველოში? ან მისი მოკვლა ორჯერ ორი ხომ არ გგონიათ? რატომ უნდა იყოს 30 000 ? დამისაბუთე ერთი ძმურად. იმასაც გეტყვი რომ მთაში ნადირობა, რაც დღეს ავტომატურად ბრაკონიერობად ითვლება, შარში თავის გაყოფა არ უნდა იყოს. ჭკვიანი და ცოტა გაბედული ხალხისთვის არც არის! იარაღი იმისთვის არ გიჭირავს ხელში რომ ვიღაცას უკანონოდ დიდი თანხით დააჯარიმებინო თავი ! ავთო ავთო იმიტომ მინდა გაუქმება რომ ბევრი რამის დაწერა მინდა მარა თავს ვიკავებ, ხოდა რომ არ დამეწერინოს ამიტომ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 დაწერე ქევხო, ომით მაინც გამოვაცოცხლებთ ამ ფორუმს . არ დავწერთ და იბერტყავენ ყურს. არის პრობლემა და კეთილი ინებონ და იფიქრონ როგორ გადაჭრან. ავთო იმიტომ მინდა გაუქმება რომ ბევრი რამის დაწერა მინდა მარა თავს ვიკავებ, ხოდა რომ არ დამეწერინოს ამიტომ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 2, 2015 Report Share Posted December 2, 2015 (edited) ქევხო არა არ ვნადირობ მართალი ხარ.მე მოსანადირებელი მეცოდება ყველაფერი უშანსოდაა მონადირესთან და მაგიტო ვთქვი მარა რაც ბრაკონიერობაა რათქმა უნდა დიდი ჯარიმით უნდა დაისაჯოს სხვა საკითხია ეს რამდენად სწორად არი კანონში ჩვენი ვალდებულებაა, კანონი დავიცვათ თუ წესიერი ქვეყანა გვინდა მე და შენ და იმ გენერალ პროკურორმაც უნდა დაიცვას. Edited December 2, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.