Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერი მონადირე


Recommended Posts

  • Replies 272
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ვაიმე,რაა გაუგებარი,სარეკი მოწყობილობა,ანუ ტელეფონი,არსებობს თეთრი ფერისაც,აიღე და რეკე და რეკე,რეკე და რეკეე!!!აი ნადირ-ფრინველს თუ რეკე,მაშინ დაგაჯარიმებენ!!! :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

ქევხო

mamuka grigolia

 

 

არჩილ და მამუ, მრეკეთ ახლა რომელიმემ ეგ სარეკი მოწყობილობა, თორემ გავრეკავ.

Link to post
Share on other sites

ერთი განუკურნებელი უბედურება გვჭირს,ნებისმიერი ადამიანი,ნებისმიერ თანამდებობაზე,სულ რო გულანთებული პატრიოტი იყოს,ვერაფერს გააკეთებს როცა საკეთებელი საქმის აზრზე არაა!!!!როგორც ჩანს ეს ქართველთა მუდმივი სენია,არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი ჩინოვნიკები!!!! :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში

27cf7a3c104b.png

 

წყარო:http://ick.ge/articles/24777-i.html

 

 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.

 

პირველი ფოტო 2007 წლის 27 სექტემბრით არის დათარიღებული. ლევან ღვედაშვილის გარდა ამ ფოტოზე კიდევ ორი პირი ჩანს. დადასტურებული ინფორმაციით, ისინი ახმეტის მაცხოვრებლები არიან – ზურაბ გომელაური და რეზო ბერიშვილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

 

ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში

მეორე ფოტო 2009 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. ფოტოზე ლევან ღვედაშვილთან ერთად, იმ პერიოდში თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვალერი მოსიაშვილიც ჩანს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასთან დაკავშირებაც ვერ შეძლო.

 

ბრაკონიერი პროკურორი – ნადირობა დათვზე ბაწარა ბაბანეურის ნაკრძალში

მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორი ლევან ღვედაშვილი, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, დათვზე, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში ნადირობდა, ჩვენ კიდევ რამდენიმე პირთან გადავამოწმეთ, მათ შორის ბაწარა – ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებთან. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა.

 

 

 

ჩვენ გურჯაანის რაიონულ პროკურორს, ლევან ღვედაშვილს შევხვდით, ფოტოები ვაჩვენეთ და ვკითხეთ:

 

- ბატონო ლევან, ორივე ფოტოზე ხომ ნამდვილად თქვენ ხართ?

 

- კი, მე ვარ.

 

- დათვზე ნადირობა რომ დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით?

 

- დათვზე არ მინადირია მე.

 

- აბა, ეს მოკლული დათვები საიდან გაჩნდნენ ფოტოებზე?

 

- არვიცი.

 

- ეს პირებიც ვიცით ვინ არიან. მათ შორის ერთ–ერთი იმ პერიოდში პროკურატურაში მუშაობდა.

 

- თუ მეგობრულად მაჩვენებთ ამ ფოტოებს, დიდი მადლობა. თუ დაშანტაჟების მიზნით აკეთებთ...

 

- შეურაცხყოფის გარეშე ვისაუბროთ. არავითარი შანტაჟი. მე ვარ ჟურნალისტი. მომაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ პროკურორები ნადირობდით და ნადირობთ წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე, თან ნაკრძალში. ეს მტკიცებულებების ნაწილია, რაც გაჩვენეთ. თქვენ პროკურორი ხართ.

 

- დაკითხვას მიწყობთ? თუ საჭიროდ ჩათვალეს მე განმარტებას მივცემ გენერალურ ინსპექციას.

 

- რა განმარტებას მისცემთ, როგორ და რით უარყოფთ?

 

- თუ ინფორმაცია მეგობრულად მომაწოდეთ, მადლობა“.

 

 

 

მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. კანონის თანახმად, წითელ ნუსხაში შესული ცხოველების, მათ შორის დათვის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით.

 

დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში “ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ - ფრინველზე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა 50 000 ლარს შეადგენს.

 

 

იურისტების განმარტებით, შესაძლოა, ლევან ღვედაშვილი და მასთან ერთად ფოტოზე ასახული პირები გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რადგან დანაშაული 2007 და 2009 წლებშია ჩადენილი და მას შემდეგ 6 წელია გასული, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს.

 

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა პერიოდშია დანაშაული ჩადენილი, ვინ მონაწილეობდნენ და ა.შ. მნიშვნელოვანია რა კვალიფიკაცია მიეცემა დანაშაულს. შესაბამისად, მერე ხდება ხანდაზმულობის ვადის დაზუსტება“, – აცხადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია.

 

„ნებისმიერი, ინფორმაციის შემცველი მასალა, რომელიც შინაარსობრივად შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ჩვენს მიერ, აუცილებელი წესით, ზიანის გაანგარიშებით იგზავნება საგამოძიებო ორგანოებში. პიროვნებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მითუმეტეს ვადებს, რადგან ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

 

- ბატონო არჩილ, გამოძიებამ თუ დაადგინა, რომ დანაშაული ხანდაზმულია, ზიანის ანაზღაურებას მაინც ითხოვთ?

 

- თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ამ პიროვნებამ ეს დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ხანდაზმულობის გამო საქმე შეწყდა, ჩვენ ამაზე დაყრდნობით გვექნება უფლებამოსილება, სამოქალაქო წესით მოვითხოვოთ პიროვნებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება“.

 

 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვახტანგ გიუნაიძესაც ესაუბრა, რომელიც 2007–დან 2014 წლამდე ბაწარა – ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორად მუშაობდა. ახლა თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორია.

 

- ბაწარა ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექტორად თქვენი მუშაობის პერიოდში, დათვზე უკანონოდ ნადირობის ფაქტი თუ გამოვლენილა?

 

- ჩვენთვის ასეთი ფაქტი არ არის ცნობილი. 2008 წელს იყო, იარაღი მოგვაყოლეს, ახლოს არ მოხვიდეთო, მაგრამ მაშინ ნადირობის ფაქტი არ იყო, შესვლის მცდელობა ჰქონდათ და ნიღბებით იყვნენ მოსულები. დანარჩენი სხვა ფაქტი არ ყოფილა და არც გამიგია.

 

- თქვენს მიერ ნახსენებ ფაქტზე მიმართეთ პოლიციას, დაიწყო გამოძიება?

 

- არა, გარეთ იყო, ნაკრძალს გარეთ“.

 

 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე დათვზე ნადირობის 4 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, ყველაზე მეტი, ორი ფაქტი კახეთის რეგიონში დაფიქსირდა. ორივე მათგანი 2013 წელს გამოვლინდა. 2013 წელს დათვზე ნადირობის ერთი ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში და 2015 წელს მცხეთა-მთიანეთში. 2014 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დათვზე ნადირობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

d49d94d8bbc5.png

 

 

P.S. პირადი აზრი აი ის თოფის ლულა უნდა გაუკეთო ერთ ადგილას

მაშინ ჩემ ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა მახსოვს, და იმ დასკვნამდე მივედი რო დათვი ჩაუდეს :) http://ick.ge/articles/24777-i.html

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

bakuribrakonieri.jpg

ბაკურ ბაკაშვილი ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელია, იინსპექტორ–გამომძიებელი. ბაკაშვილის, სოციალურ ქსელში დადებული სტატუსიდან ირკვევა, რომ ღორზე სანადიროდ შვილის, 7 წლის გოგონას წაყვანას აპირებს და ემუქრება საქართველოს ყველა სამსახურს, ვინც მისთვის ხელის შეშლას დააპირებს. მას შემდეგ რაც, ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთვილიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, ბაკურ ბაკაშვილმა ჯერ ინფორმაცია წაშალა, მოგვიანებით კი ფეისბუქი გააუქმა.

bakuri.jpg

ბაკურ ბაკაშვილი წერს, რომ მისი ჰობი ნადირობაა. ბეკაშივლი ღორზე (ტახზე) ნადირობას ბრაკონიერობად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მონადირე კაცს რეინჯერება ხელი არ უნდა შეუშალონ.

bakurimonadire.jpg

როგორც ირკვევა, დაუსჯელი ბრაკონიერი პოლიციელის, ბაკურ ბაკაშვილის ბიძა მევლუდი ბაკაშვილია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსია.

bakurbakashvilipolicieli.jpg

” ეს, გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილი. მის გვერდზე მყოფიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია. ნაკრძალში მოკლეს დათვი და იქეიფეს. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ფაქტებზე მასალა და მტკიცებულებები გამოვაქვეყნეთ http://ick.ge/articles/24777-i.html, დამკითხა მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ… კი ვიცოდი, რომ რეაგირება არ იქნებოდა ადეკვატური, გენერალური ინსპექციის უფროსად ახლადდანიშნული ბაკურ აბულაძე და ბრაკონიერი პროკურორი ლევან ღვედაშვილი მეგობრები არიან, მაგრამ მთავარ პროკურატურაში მაინც მივედი და ჩვენება მივეცი. მოკლედ, უახლოეს დღეებში ამ ფოტოებს 27 კვმ ბილბორდებზე გადავჭიმავთ კახეთის ცენტრალურ გზაზე – წარწერით ბრაკონიერი პროკურორი! არც გაბედოთ ჩამოხევა! “, – წერს გელა მთივლიშვილი.

http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2016/01/kvarelilagodexi.jpg

 

წყარო: http://www.ireporter.ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%95/

 

ძველ პ.ს. არ გამოვიყენებ და ლულის ამ ახვრის ერთი ადგილით არ შევურაწყოფ მაგრამ ასეთი სირებით უნდა დაიწყოს ჩვენმა მეგობარმა მინისტრმა და გარემოსდაცვის სამინისტრომ და უბრალო ბრაკონიერები თვითონ გაქრებიან

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

ჩემო ძმებო, ოქროებო და სულებო და გულებო! ამოსაცნობი ნიშნებით დავიწყებ! კოჭლი ვარ (ჯოხსაც ვხმარობ) მელოტი ვარ კიდე! 120 კილო ხარო სასწორმა მითხრა. ხვალ ნება მომეცა და თავისუაფალი დრო გამოვნახე! ჩემი მეზობელი სოფელში ტურამ შეურაცჰყო. იმ შეურაცხმყოფელს მინდა დავუსვა კითხვა!!! ჩირუხზე!!! თუ არ დამხრეს გეტყვით!! 12ზე უკან წამოვალ. ისე ჯანდაბას ლოსების კვალსაც გავხედავ.

Link to post
Share on other sites

დავბრდი და მთავარი დამავიწყდა. იმას ვინც დამიძახებს ბრაკონიერს და ბუნების მავნეს! თუ ჩირუხზე მნახავს ვენაცვალე მუხლებში!

Link to post
Share on other sites

დავბრდი და მთავარი დამავიწყდა. იმას ვინც დამიძახებს ბრაკონიერს და ბუნების მავნეს! თუ ჩირუხზე მნახავს ვენაცვალე მუხლებში!

 

დაკა ლევან ძმაო, არ დაინდო შაკლები, მაგათ ისიც ეყოფათ კანონით რომ იცავს მინისტრი!

Link to post
Share on other sites

გუბე

 

კარგი იქნებოდა გაგეგო ვინ არიან ეგ ჟურნალისტები და რას და რატომ ქექავენ ! დასკვნებს მერე სულ სხვანაირად გააკეთებდი :)

 

ცნობისთვის გეტყვი რომ კახეთში მასეთი მონადირე მინიმუმ 1000 კაცია. გსმენია სხვა რომელიმეს დასდევდეს ჟირნალისტი?

 

და იმაშიც მეპარება დიდი ეჭვი რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნების ან მონადირის მეგობარი იყოს, მოჩვენებითია ბრაკებთან ბრძოლაც, ბაკლანის მოკვლაზე რომ კაცს დააჯარიმებენ რაღა უნდა ვთქვა. სულ რამდენიმე "დაუკრიშავი" ფაქტი გამოვლინდა და პიარისთვის.

 

ახლაც დადის ალაზანზე ნავები, არ მცალია თორემ ჩავუჯდებოდი კამერით მათთვის ვისაც არ ჯერა, სამაგიეროდ მხედველობის მიღმა არ რჩებათ არცერთი ეკრანით მოთევზავე. შერჩევითი სამართალის დედაც მოვტყან სადაც არ უნდა იყოს!

Link to post
Share on other sites

ქევხო

ვიცი ქევხო ძმობილო ვიცი მარა ეს საკუთარ პეიჯზე ბლატავი რაღაა ამის დედა ვატირე ამას ვიზამ იმას ვიზამ თორე 1000 კაცი ცოტაა მემგონი უფრო მეტია მასეთი ღორიშვილები

Link to post
Share on other sites

ერთი ვიცი მე, მონადირე ფეისბუქით არ იმუქრება და საქვეყნოდ არ გამოდის სიტყვით :hi: სანამ სანადაირო კანონმდებლობა დალაგდება კაი 9 წელი უნდა(10-ს ხომ ვამბობდი ერთი წლის წინ ;) ), ჰოდა ჩემო კარგებო გაუფრთხილდით დედაბუნებას ისედაც ამდენი ბრაკონიერი გვყავს "გურჯისტანში".

Link to post
Share on other sites

ვისაც ევალება კეთილი ინებოს და ხიდთან დამდგარ მეანკესეებს(ნამდვილ მეანკესეებს) კი ნუ დასდევს, რესტორნებში რომ ღელის კალმახი შედის და ყველამ იცის ვინ დგას ამის უკან, იმათ მიხედონ. ტავადაც კარგად ულაწუნებენ ყბაში წყალთაშუის რესტორანში.

Link to post
Share on other sites

გუბე

 

ცნობისთვის გეტყვი რომ კახეთში მასეთი მონადირე მინიმუმ 1000 კაცია. გსმენია სხვა რომელიმეს დასდევდეს ჟირნალისტი?

 

 

100% ხარ აჩიკო.მანდ სხვა რაღაცაშია საქმე

Link to post
Share on other sites

BROWNING

ბაღდათის მხარრეს რაც ღელის კალმახი წყდება ყველას მაგ რესტორანი იბარებს. ესე ძნელი ამ ყველაფრის აღკვეთა? მაგრამ არავის აინტერესებს ჩვენს გარდა

Link to post
Share on other sites

გუბე

 

ბლატავი ალკოჰოლის ამბავი უფროა, მიუღებელია და არასწორი. (მითუმეტეს სროლა დასწრებაზეა :) )

 

რაც შეეხება გარეულ ღორს, მეც სიამოვნებით ვინადირებდი და რასაც ამბობს მართალია. ძალიან დიდ პოტენციალი აქვს გამრავლების, ელემენტარული ხელშეწყობა რომ იყოს. ამიტომ ჯობია ლიცენზირებულად იქნეს დაშვებული მასზე ნადირობა და შემოსული თანხები ისევ მის გამრავლებას მოხმარდეს. 10 ჯერ მეტს მოიგებს სახელმწიფო ვიდრე აკრძალვით.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უბანში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა შეიარაღებული პირი ავთანდილ გ., ზურაბ ა., დავით ფ., გრიგოლი ა., დავით ა., ზურაბ ყ., არჩილ ფ., ვალერი ა., და გიორგი ა. ნაკრძალში სანადიროდ, მონადირე ძაღლების თანხლებით იმყოფებოდნენ.

 

შეირაღებული პირების იდენტიფიცირება ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული მასალით გახდა შესაძლებელი.

 

აღნიშნულმა პირებმა აღიარეს ჩადენილი სამართალდარღვევა, შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით სასამართლოში გადაიგზავნება.

 

 

პ.ს. წელს ბორჯომ - ხარაგულის ეროვნულმა პარკმა საკმაოდ ბევრი "ნადირობის მცდელობის" ფაქტები აღკვეთა, 7 შემთხვევაში სასამართლომ სამართალდამრღვევებს იარაღი უკან დაუბრუნა და ჯარიმის მაგივრად სიტყვიერი შენისვნით შემოიფარგლა. ასე თუ გაგრძელდა და რაიმე არ სეიცვალა ტყეში ნადირი არარ დარჩება

Link to post
Share on other sites

7 შემთხვევაში სასამართლომ სამართალდამრღვევებს იარაღი უკან დაუბრუნა და ჯარიმის მაგივრად სიტყვიერი შენისვნით შემოიფარგლა. ასე თუ გაგრძელდა და რაიმე არ სეიცვალა ტყეში ნადირი არარ დარჩება

რიტორიკული შეკითხვა:

მე და ჩემნაირებს ტილიანი იხვის გამო სასამართლო მინიმუმ 250 ლარს მისჯის, ამათ კი სიტყვიერი შენიშვნა აკმარა, რათა???

ალბათ ესენი სოციალურად შეჭირვებულები არიან და შიმშილის მოსაკლავად ნადირობდნებ ნადირზე ნაკრძალში :e025:

Link to post
Share on other sites

რიტორიკული შეკითხვა:

მე და ჩემნაირებს ტილიანი იხვის გამო სასამართლო მინიმუმ 250 ლარს მისჯის, ამათ კი სიტყვიერი შენიშვნა აკმარა, რათა???

ალბათ ესენი სოციალურად შეჭირვებულები არიან და შიმშილის მოსაკლავად ნადირობდნებ ნადირზე ნაკრძალში :e025:

ო ძამა ზუსტად მასეა. :spiteful:

Link to post
Share on other sites

რიტორიკული შეკითხვა:

მე და ჩემნაირებს ტილიანი იხვის გამო სასამართლო მინიმუმ 250 ლარს მისჯის, ამათ კი სიტყვიერი შენიშვნა აკმარა, რათა???

ალბათ ესენი სოციალურად შეჭირვებულები არიან და შიმშილის მოსაკლავად ნადირობდნებ ნადირზე ნაკრძალში :e025:

გურულო ძალიან მინდა ჩვენს ქვყანაში მოწესრიგდეს ნადირობის თემა როგორც ფრინველზე ისე ცხოველზე, ტყე კი იყოს ცხოველებით სავსე.

 

მოკლედ ამ 7 პესრონას მოკლული არ ყავდათ არაფერი, ჩვეულებრივი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

ოფიციალურად მოსამართლეს ააქვს უფლება სიტყვიერი გაფრთილებით შემოიფარგლოს, მაგრამ აქ სხვა მორალური მხარეა, რეინჯერი რომელმაც ამხელა ტყეში (დაცული ტერიტორია) ბრაკონიერს სდია და თანასოფლელი დაიჭირა და ამ ბრაკონიერისთვის უცნობი მოსამართლე მხოლოს სიტყვიერი შენისვნით შემოიფარგლება. აქ რეინჯერი ძალიან ცუდს სიტუაციაში ვარდება, მორალურად ტყდება. ბრაკონიერისთვის კი არ არის შემაკავებელი ფაქტორი "კანონის" და დიდი ალბათობით კვლავ იბრაკონიერებს. გამოსავალი ჩემის აზრით უშუალოდ დაცულ ტერიტორიასთან (სადღაც ხომ უბნდა დარჩეს ადგილის სადაც ცხოველები გამრავლდებიან) მიმარტებაში კანონის დახვეწაა მგონია, შემოვიდეს მცნება ნადირობის მცდელობა, ნადირობა უკვე შემდგარი ფაქტია ასე ვფიქრობ მე, არსებული კანონი ნადირობის წესების დარღვევა არ მიმაჩნია სწორედ დაცულ ტერიტორიასტან მიმართებაში იმიტომ რომ დაცულ ტერიტორიაზე არ არსებობს ნადირობის წესები, ასევე უნდა შემოვიდეს ჯგუფური ნადირობის მცნებაც (რადგან ჯგუფის შემთხვევაში ნადირის მოკვლის შანსი უფრო დიდია), და ნაკრძალში ნადირობის მცდელობისთვცის ჩამოერთვას იარაღი ან იარაღის მოწმობა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...