Jump to content
Club-Monadire.Ge

სხვა ბრიტანული კომპანიები


Recommended Posts

ამ განყოფილებაში მოხვდება ის კომპანიები, რომლებიც იარაღით ვაჭრობით არიან ცნობილები და ის კომპანიები, რომელთა შესახებაც მცირე ინფო გაგვაჩნია

 

 

 

 

 

 

Parker. Field & Sons

 

 

მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში მრავალრიცხოვან ლონდონურ ფირმათა შორის, ერთ-ერთი მოწინავე იყო Parker. Field & Sons. ის დაფუძნებული იყო 1792 წელს პარკერისა და ფილდის მიერ, რომლებიც მეიარაღეობასთან ერთად იუველირის პროფესიასაც ფლობდნენ(აღნიშნული სახელი ფირმას 1850 წლიდან დაერქვა). აღნიშნული პირები დედოფალი ვიქტორიას მეიარაღეთა საპატიო წოდების მატარებლები იყვნენ.

1792-1876 წლებში ფირმა მდებარეობდა მისამართზე 233, Holborn

 

 

 

 

 

 

John BLISSETT

 

 

ჯონ ბლისეტი იყო ლონდონელი ოსტატი და იუველირი, რომელიც ჰერცოგ Duke of Sussex's court armorer-ის კარის მეიარაღე გახლდათ

 

საწარმოს მისამართი წლების მიხედვით:

- 74, High Holborn – 1832 წლიდან 1835 წლამდე.

- 321, High Holborn - 1836 წლიდან 1850 წლამდე.

- 322, High Holborn – 1851 წლიდან(რომელ წლამდე უცნობია)...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ARMY & NAVY C.S.L.

 

 

 

1871 წელს ბრიტანეთის არმიისა და ფლოტის ოფიცერთა ჯგუფმა დააფუძნა კოოპერატიული საზოგადოება საწესდებო ფონდით 15 ათასი გირვანქა სტერლინგი. მიზანი წარმოადგენდა საკუთარი ოჯახების იაფი პროდუქციით მომარაგება(პირველად მაღაზია გახსნეს). კოოპერატივის წევრობა თავიდან შეზრუდული იყო.

აბრევიატურას_ С.S.L. გააჩნია ორი მნიშვნელობა: პირველი წარმოდგება სიტყვებისაგან Cooperative Society Ltd_შეზღუდული პასუხისმგებლობის კოოპერაციული საზოგადოება; მეორე Company Stores Limited_შეზღუდული პასუხუსმგებლობის კომპანია(მეორე სახელწოდება იწყება 1934 წლიდან).

1891 წელს გაიხსნა ფილიალები ყარაჩიასა და ბომბეიში, ხოლო 1901 წელს-კალკუტასა და დელიში.

მომდევნო წლებში კოოპერატივის წევრები გაიზარდა...

შეკვეთის შესაბამისად კოოპერატივი სხვადასხვა ქვეყნებში ვაჭრობდა ყველა იმ ატრიბუტით, რაც სამხედროებისათვის იყო საჭირო. სხვადასხვა დასახელების საქონელთა შორის იყო სანადირო გლუვლულიანი და ხრახნილლლულიანი თოფები, პისტოლეტები, საბრძოლო მასალები და აქსესუარები.

იარაღის მიმართ იყო წაყენებული შემდეგი მოთხოვნები: სიიაფე, საიმედოობა და კოროზიისადმი მედეგობა. მხატვრულ გაფორმებას ყურადღება ყველაზე ნაკლებად ენიჭებოდა.

კოოპერატივის შეკვეთის შესაბამისად სანადირო იარაღი დიდ ქარხნებში მზადდებოდა, ძირითადად აშშ-ში, გერმანიასა და ინგლისში. იარაღზე კოოპერატივის ლოგო და წარწერა ერტყმებოდა და ისე წარსდგებოდა მომხმარებლამდე.

 

 

7e3d9a1af982.jpg

 

85466ce49eab.jpg

 

e603f82d969c.jpg

 

 

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ინგლისურ კომპანიათა შორის კოოპერატივი სარგებლობდა BSA, Webley&Scott, A. Hollis, Charles Osborne, Allport საწარმოთა მომსახურებით. ძალიან მცირე რაოდენობით კოოპერატივის მაღაზიათა დახლებზე ხვდებოდა უფრო ძვირფასი იარაღი, რომელთა ნაწილებიც W. W. Greener, Westley Richards, Webley & Scott-ის წარმოებული იყო.

ინდოეთიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ 1947 წელს, ამ სახის მომსახურება ნელ-ნელა კარგავდა აქტუალურობას და უკვე 1960 წლებიდან აფრიკის კოლონიების დაკარგვასთან ერთად ამის საჭიროება საბოლოოდ ნულს გაუტოლდა.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...
  • 3 years later...

ჩვენმა ძმამ, მამუკამ ინგლისური წარმოების ბრწყინვალე თოფი ნახა და მისით დაინტერესდა. ერთი-ორი დღის ძიების შემდეგ მისთვის საინტერესო ინფო მოვიძიე და აქვე წარმოგიდგენთ. :hi:

 

 

Charles Pryse&Co

 

8d11e2fb414d.jpg

 

ჩარლზ პრაისის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. ცნობილია მხოლოდ რომ პრაისი უფროსის მიერ საწარმო დაფუძნებულია ბირმინგემში 1838 წელს სახელწოდებით Charles Pryse, Gun & Rifle Maker(დამფუძნებელი ლუდის მწარმოებლის შვილი გახლდათ). 1840 წელს ეწოდა Charles Pryse & Co. 1842 წელს ფირმაში პარტნიორის სტატუსით მოვიდა რიჩარდ რედმანი და საწარმო გადავიდა მისამართზე 84 Aston Road. ფირმის ცნობადობა გაიზარდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში.

1852 წლის 4 ნოემბერს დაპატენტდა პრაისი-რედმანის პატენტი საკეტზე № 635. 1855 წელს პრაისი და პოლ კეშმორმი საკეტის ახალ სისტემას აპატენტებენ № 2018. 1863 წლის 20 მარტს კი პრაისი დევიდ კირკვუდთან ერთად აპატენტებს მორიგ გამოგონებას № 750. 1866 წელს პრაისი და რედმანის მორიგი პატენტი შედგა ექსტრაქტორზე № 1367(შემდგომში ეს პატენტი ჰოლანდ-ჰოლანდმა გამოიყენა). აგრეთვე ცნობილია პრაისი-რედმანის 1867 წლის ერთობლივი პატენტი № 4864.

1873 წელს პრაისისა და რედმანის პარტნიორობა დასრულდა და ორთავე მათგანმა დამოუკიდებლად დაიწყეს მოღვაწეობა.

1876 წელს ჯონ პრაისი(ჩარლზის ძმიშვილი) გადავიდა ლონდონში, მისამართზე 9 Great Castle Street და იქ დაიწყო იარაღის წარმოება და რემონტი. ჯონი 1874-1883 წლების შუალედში წარმოებაზე მეტად ვაჭრობით იყო დაკავებული და ამ დროს დამოიყენებდა სავაჭრო ნიშანს Charles Pryse & Co. სავაჭრო ბიზნესი 1884-1885 წლებში გადავიდა მისამართზე 5 Great Titchfield Street, ხოლო 1886-1888 წლებში კი Oxsford st.London(სწორედ ამ პერიოდისაა მამუ შენთვის საინტერესო თოფი :hi3: )

 

 

b93988903467.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გეიხარე გელა,ოქრო კაცი ხარ!! :* ისე მაგარი საყვარელი თოფი იყო,მართალია ჩვენთვის გამოუსადეგარი 10 კალიბრი იყო,დამასკოს ლულებით,მაგრამ ინგლისური და განსაკუთრებით ლონდონური თოფების ხიბლი სულ სხვაა,კაი ხანს ვეფერე,გამიჭირდა ხელის გაშვება!! :(

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...