Jump to content
Club-Monadire.Ge

საერთაშორისო წესდება.ფიდერი


Recommended Posts

ტურნირების ჩატარების საერთაშორისო წესები

 

 

გუნდის შემადგენლობა 5 მონაწილე,სექტორის სიფართე 15-30 მეტრი ერთ მეთევზეზე,შეჯიბრი 3 ტურიანია,თითო ტური 5 საათს გრძელდება.შეჯიბრებამდე ორი სავარჯიშო თევზაობა ეწყობა შეჯიბრების ადგილას,ერთ ერთი მათგანი აუცილებელია ყველა მონაწილე გუნდისათვის.სტარტამდე გუნდებს ეძლევათ 60 წუთი მოსამზადებლად.მომზადება ხდება ზონაში შესვლის შემდეგ,ზონაში შესვლამდე შეიძლება მარტო საკვებურის შეზელვა,საკვებური იზილება ხელით.გამზადებული(შეზელილი)საკვებურის რაოდენობა 12 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.დაშვებულია 2 ლიტრი ცოცხალი კომპონენტი(ბუზის მატლი,ჭია) კოღოს მატლი ამ კომპონენტის 0.5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.საკვებური და ცოცხალი კომპონენტი ზომაწონის მაჩვენებელ ტარაში უნდა იყოს წარდგენილი და მსაჯებთა მიერ შემოწმებამდე ერთმანეთში არ უნდა იყოს გადარეული. შემოწმების შემდეგ საკვებურში წყლის დამატება აკრძალულია.სტარტის შემდეგ შეიძლება მარტო წყლიანი პულვერიზატორის ხმარება საკვებურის დასასველებლად.სატყუარები მარტო ნატურალური სახის უნდა იყოს.ყველანაირი ხელოვნური სატყუარები და მწერთა იმიტაცია აკრძალულია.აგრეთვე აკრძალულია პურის,გრანულების,ქვირითის და თეცზის ლიფსიტის ხმარება.ბადურას ყელი უნდა იყვეს მინიმუმ 40 სმ.და სიგრძე კი მინიმუმ 4 მეტრი.ლითონის ბადურის ხმარება აკრძალულია.ექოლოტის ხმარება აკრძალულია.ფიდერული ჯოხის სიგრძე მაქსიმუმ 4.5 მეტრი

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მსაჯობა ევალება კომპეტენტურ პირებს და მათ მოვალეობაში შედის

1.მონაწილის მხრხრიდან ყველა აუცილებელი მოთხოვნის შესრულების გაკონტროლება

2.მეთევზის მიერ შეზელილი საკვებურის მოცულობისა და შემადგენლობის შემოწმება

3.თევზის აწონვა და ოქმის შედგენა

4.მეთევზის მიერ დარღვევების ფიქსირება

5.სექტორებში გარეშე პირების არ დაშვება

 

საერთაშორისო წესდებით პირველი გაფრთხილების შემდეგ რომელიც ყვითელ ბარათს უდრის,მეორე გაფრთხილება უკვე წითელს ნიშნავს და იწვევს მთლიანად გუნდის დისკვალიფიკაციას ტურნირიდან

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მეთევზეს(სპორტსმენს) ეკრძალება

1.დათქმულ დროზე ადრე თავის სექტორში შესვლა

2.შეჯიბრის დროს თავისი სექტორიდან გასვლა მსაჯის ნებართვის გარეშე

3.არა თავის სექტორში თევზაობა.თევზი,რომელიც არა თავისი სექტორიდანაა ამოყვანილი,თუნდაც მან სექტორში დაარტყა და მერე სხვის სექტორში გავიდა,მეთევზეს დაჭერილად არ ეთვლება

4.სხვა სექტორში შესვლა

5.ფინიშის სიგნალის შემდეგ ბადურის წყლიდან ამოღება აწონვამდე

6.აწონილი და ისევ ბადურაში მოთავსებული თევზის წყლიდან ამოღება სანამ მთლიანად აწონვა არ დასრულდება და ამის მაუწყებელი სიგნალი არ იქნება

7.ხელოვნური სატყუარების,პურისა და პელეტსის,ბუზის იმიტაციების,მკვდარი და ცოცხალი ლიფსიტის გამოყენება

8.ლითონის ბადურის გამოყენება

9.არა სპორტული საქციელი

10.სტარტამდე საკვებურას ჩაგდება და მითი ფსკერის რელიეფის შემოწმება აკრძალულია.რელიეფი მარტო ტყვიით მოწმდება

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

.საერთაშორისო წესდების მიხედვით შეჯიბრებაზე ნემსკავის ზომა საერთაშორისო კვალიფიკაციის 10 ნომერს არ უნდა აღემატებოდეს.შეჯიბრების დროს 10 ნომერზე მსხვილი ნემსკავის აღმოჩენა მეთევზის არსენალში მსაჯების მიერ საჯარიმო ქულებს იწვევს.ასიმეტრიული,სიმეტრიული და პატერნოსტერი აკრძალულია.სადავის სიგრძე 50 სანტიმეტრზე არა ნაკლები უნდა იყოს.ძუის სიგრძის მრიცხველის ხმარებაც აკრძალულია.სამარკერო ტივტივით სიღრმის გაზომვა აკრძალეს,სტარტამდე საკვებურას ჩაგდება და მითი ფსკერის რელიეფის შემოწმება აკრძალულია.რელიეფი მარტო ტყვიით მოწმდება

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ადგილობრივი მასშტაბის პირადული შეჯიბრების ჩატარების ადგილი,მონაწილეთა რაოდენობისდა მიხედვით და წყალსატევის რელიეფისდა მიხედვით ზონებად იყოფა.ზონები კი სექტორებათ.თუ მონაწილეთა რაოდენობა 10-12 სპორტსმენია,მაშინ შეჯიბრება ერთ ზონაში ტარდება.თუ მონაწილეთა რაოდენობა 16 აღემატება მაშინ ზონა ორი და მეტი უნდა იყოს.ზონაში 8-12 სექტორია.სექტორის სიგრძე მინიმუმ 10 მეტრი უნდა იყოს.თუ შეჯიბრება ტანდემურია(ორი სპორტსმენი ერთ სექტორში) სექტორის სიგძე მინიმუმ 15 მეტრია

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

თუ შეჯიბრება ერთ დღიანია პირველ ადგილზე გასული ვლინდება შემდეგი სქემით.დაუშვათ მონაწილეობს 30 მეთევზე.ესეიგი შეჯიბრის მონაკვეთი 3 ზონად იყოფა და თითო ზონაში 10 სექტორი უნდა იყოს.პირველი ადგილი მისია ვინც ამ სამ ზონაში პირველთა შორის ყველაზე მეტს დაიჭერს.თუ შეჯიბრება ორ ან სამ ტურიანია მაშინ გამარჯვებული და ადგილები ამ ტურების ჯამით გამოვლინდება.მაგალითი:

 

ზონა ა-პირველმა დაიჭირა 6 კილო

ზონა ბ-პირველმა დაიჭირა 9 კილო

ზონა გ-პირველმა დაიჭირა 3 კილო

შეჯიბრში გამარჯვებულად ითვლება:

 

ბ-ზონის ლიდერი პირველია

ა-ზონის ლიდერი მეორეა

გ-ზონის ლიდერი მესამეა

 

დანარჩენი ადგილებიც მეოთხედან ბოლომდე ამ სქემით ნაწილდება.ხშირად ხდება ხოლმე რომ საერთო ადგილის გამოვლინებისას უფრო მეტი წონის მქონე მეთევზე თავის ზონაში დაკავებული ადგილის საფუძველზე შედარებით დაბალ ადგილზეა ვიდრე მასზე წინამდებარე ადგილზე გასული.ეს ზონების თევზის სიუხვითაა განპიროვნებული.მაგრამ ასეთია საერთაშორისო ფიდერული წესდება

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ახლა რაც ქულების გადანაწილებას შეეხება გუნდურ ჩათვლაში.თუ შეჯიბრი ერთ დღიანია,მაშინ ყველაფერი მარტივადაა.და თუ შეჯიბრი ორ ტურიანი ანუ ორ დღიანი ან და ორი ტური ერთ დღეს ტარდება მაშინ ქულები შემდეგი სქემით ირიცხება.დაუშვათ პირველ ტურში მეთევზე ზონაში პირველია.მას ერიცხება 1 ქულა.მეორე დღეს ან მეორე ტურში მაგალითად მექვსეა.ერიცხება 6 ქულა და ორი დღის(ტურის) ჯამი შეადგენს 7 ქულას.ერთი სიტყვით რით უფრო დაბალი ადგილი აქვს სპორტსმენს მით უფრო მეტი ქულა ექნება მას.გუნდური შედეგი (გუნდში 3- 4 -5 წევრია) ყველა მეთევზის ქულათა ჯამისაგან შედგება

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ზურაბ,

ძალიან კარგ საქმეს აკეთებ!

შენ ახლა ქმნი, ფიდერით თევზაობაში მომავალი შეჯიბრების ქართულ რეგლამენტს!!!

 

:yes:

 

P.S.

 

საინტერესოა, მარკერის აკრძალვის მიზეზი რა იყო?? მარტო სიმძიმით ფსკერის რელიეფის ტიპს კი განსაზღვრავ , მაგრამ სიღრმეს ზუსტად ვერ გაიგებ.

Link to post
Share on other sites

ზურაბ,

ძალიან კარგ საქმეს აკეთებ!

შენ ახლა ქმნი, ფიდერით თევზაობაში მომავალი შეჯიბრების ქართულ რეგლამენტს!!!

 

:yes:

 

P.S.

 

საინტერესოა, მარკერის აკრძალვის მიზეზი რა იყო?? მარტო სიმძიმით ფსკერის რელიეფის ტიპს კი განსაზღვრავ , მაგრამ სიღრმეს ზუსტად ვერ გაიგებ.

დავით,სიღრმეს მაინცა და მაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს,მთავარია ორმოსა ან ქვიანი ამაღლების პოვნა ფსკერზე,ან და შლამისა და ქვიშიანი ნიადაგის საზღვრის პოვნა,აი იქ დგას თევზი ძირითადად

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

ჩემპიონატის მოლოდინში ამ თემას გადახედეთ.თითქმის ყველაფერი ამომწურავად მაქვს აღწერილი.რა და როგორ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...