Jump to content
Club-Monadire.Ge

სხვა ბელგიური კომპანიები


Recommended Posts

სხვა ბელგიური კომპანიები

 

 

 

 

 

 

Lambert SÉVART

 

 

 

რეგისტრირებულია სასტენდო გამოცდებზე 1875-1920 წლებში. 1920 წელს დაერქვა SÉVART Lambert & Cie. მის სახელთანაა დაკავშირებული 1898 წლის ბელგიური პატენტი( L.SEVART (pour un cran de sûreté pour revolver système L.SEVART)) რევოლვერის უსაფრთხოებაზე.

კომპანიის მისამართი: rue Grangagnage, 16 à Liège, Belgique(ამავე მისამართზე 1911 წელს რეგისტრირებულია იარაღის მწარმოებელი Emil SÉVART. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული საწარმო მისი შთამომავლის კომპანიაა).

 

 

 

 

 

 

Edouard SCHROEDER

 

 

 

1883 წელს დააფუძნა საკუთარი კომპანია მისამართზე rue Renoz, 4 à Liège. ედუარდ შრედერი ყველა სახის იარაღს ამზადებდა(მაგ: BORCHARDT, LUGER Parabellum, MAUSER C96, MARS; მაუზერის სანადირო კარაბინი, რევოლვერები LINCOLN, PUPPY, VELO-DOG, HAMMERLESS და ა.შ.

 

 

 

 

 

 

 

 

Frères SCHROEDER

 

 

ძმები შარლ-ედუარდ და მაქს შრედერები(Charles Edouard et Max)_ ედუარდ შრედერის შთამომავლები.

დაახლოებით 1919 წლიდან ძმები შრედერები ანახლებენ ედუარდის საქმეს და 1938 წლამდე მუშაობდნენ SCHROEDER Frères სახელით. სასტენდო გამოცდებზე დარეგისტრირებულია მისამართი rue Simonon, 8 à Liège.

1928 წელს რეგისტრირებულია მისი ორი სავაჭრო ნიშანი ALBATROS და FOX. 1938 წელს ცვლიან სახელს და ირქმევენ SCHROEDER Frères S.P.R.L. ამ სახელით მოღვაწეობან 1966 წლამდე. გააჩნდათ ფილიალი მისამართზე: rue des comédiens, 26 à Bruxelles.

1966 წელს კვლავ იცვლიან სახელს SCHROEDER Frères S.A.-ზე.

 

 

 

 

 

 

 

Henri SAUVEUR

 

 

87c7d4deb5e5.jpg

 

 

 

1903-1938 წლებში რეგისტრირებულია როგორც მეწარმე სახელწოდებით Fabricants d'armes brevetes Henri Sauveur & Fils.

თავისი მოღვაწეობა დაიწყო მეიარაღის რანგში 1903 წელს. თავის საწარმოში მისამართზე_ rue Hors Chateau, 9 à Liège, ახდენდა იარაღის დამზადებასა და რემონტს. 1908 წელს მემკვიდრეობით მიიღო საწარმო Godefroid & Lejeune-Fauvé.

Henri SAUVEUR იყო ბელგიის ჩემპიონი სროლაში 1913, 1926 და 1927 წლებში. მისი სახელობის პროდუქცია დაჯილდოებულია 1905 წლის ლიეჟის გამოფენაზე ოქროს მედლით, მილანის 1906 წლის გამოფენაზე საპატიო სიგელით, ბრიუსელის 1910 წლის გამოფენაზე კონკურსგარეშე მონაწილეობის საპატიო სიგელით.

მისი პისტოლეტი HS RECORD გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამ იარაღით ბელგიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პაულ ვან ასბროეკმა 1914 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი:561__600-დან

 

 

 

 

 

 

 

 

 

THIRIFAYS & Cie

 

სასტენდო გამოცდებზე რეგისტრირებულია ლიეჟში 1902-1906 წლებში იურიდიულ მისამართზე_ rue Vivegnis, 190 à Liège. მის სახელთანაა დაკავშირებული ორი ბელგიური პატენტი სანადირო თოფების უსაფრთხოებაზე. 1906-1913 წლებში საწარმოში მუშაობდა ერთი ოსტატი, 1913-1914 წლებში მას შეუერთდა კიდევ ერთი THIRIFAYS.

საწარმომ რამდენჯერმე განაახლა მუშაობა 1926- 1937 წლებსა და 1937-1948 წლებში.

 

 

 

 

 

 

 

Joseph LEMILLE

 

 

 

ჯოზეფ ლემილი მოღვაწეობდა 1811-1882 წლებში მისამართზე: rue Féronstrée, à Liège. მის სახელთანაა დაკავშირებული 3 ბელგიური პატენტი სარჭიან თოფებსა და პისტოლეტებზე. ასევე ეკუთვნის გამოგონება სახაზინო გადატენვის თოფების უსაფრთხოებაზე. სიცოცხლის ბოლოს ბელგიას აჩუქა თავისი შენობა, რომელშიც შემდეგ განთავსდა ლიეჟის იარაღის მუზეუმი.

მოგვიანებით მისმა ქვრივმა ამ მუზეუმს აჩუქა 500 ეგზემპლიარისაგან შემდგარი იარაღის კოლექცია.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...