demiko 0 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 10, 2016 Report Share Posted March 10, 2016 ქუთაისის ცენტრალური ბაღი, "ბულვარი". ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 26, 2016 Report Share Posted April 26, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 4, 2016 Report Share Posted May 4, 2016 ამდენი მოქოქილი ქუთათური რომ მყევხართ საძმაკაცოში, არ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს ეს ლამაზი დღე? მრავალს დაესწარით და თქვენი არსებობით გაალამაზეთ ჩვენი სამშობლო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 4, 2016 Report Share Posted May 4, 2016 გილოცავთ ქუთაისელო ძმებო თქვენი ქალაქის იუბილეს! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 4, 2016 Report Share Posted May 4, 2016 გილოცავთ ქუთაისელო ძმებო თქვენი ქალაქის იუბილეს! გმადლობთ ქვისლო ! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 5, 2016 Report Share Posted May 5, 2016 გილოცავთ ძმებო ქუთაისელებო!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 5, 2016 Report Share Posted May 5, 2016 წელს ერთი დღით გადაიწია. საფლავებზე გასვლამ დაჩრდილა. მიყვარს მაგ დღე ყველას გილოცავთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 15, 2016 Report Share Posted July 15, 2016 http://karibche.ambe...ro-tadzari.html ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი 12.07.2016 1881 წლის 10 მაისს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ე.წ. სილისუბნის მცხოვრებლებმა ერთხმად გადაწყვიტეს საკუთარი ტაძრის აგება. ეკლესიის ასაგებად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მეტრეველი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. სულ მალე გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მისიაში შეიყვანეს ქუთასის პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე, მრჩეველი ივ. ბაიდუროვი. შემოწირული ფულით სექტემბერში კომიტეტმა შეიძინა 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადეს 2112 მანეთი და 1882 წელს კომიტეტი შეუდგა ეკლესიის მშენებლობას, ბერძენი ოსტატების მეშვეობით. ეკლესია შენდებოდა ეკლარის ნათალი ქვით. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ასაშენებლად 200 მანეთი გაიღო დიდმა რუსმა წმიდა მამამ, იოანე კრონშტადტელმა. 1895 წლამდე ეკლესია ააშენეს ფანჯრებისა და კარების დონემდე დაახლოებით 4 მეტრ სიმაღლემდე, ამის შემდეგ უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერდა, ასევე თავისებური გავლენა იქონია განსაკუთრებით მკაცრმა, ხანგრძლივმა ზამთარმა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებამ. 1897 წელს ახალი კომიტეტის მიერ დათხოვნილი იქნა ძველი ოსტატები და მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს ცნობილ ოსტატ ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილთან. 1897-1901 წლებში კომიტეტმა 9100 მანეთზე მეტი თანხის შეკრება შეძლო, აქედან სინოდმა ტაძრის მშენებლობას 2000 მანეთი გამოუყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას 2000 მანეთი შესწირა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით რუსეთში გაიგზავნა მღვდელი იოანე კერესელიძე, რომელმაც გარკვეული თანხა შეაგროვა, რაც ეკლესიის დამთავრებას ეყო. 1903 წლის 9 თებერვალს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, რის შემდეგ იგი მოქმედებდა 1923 წლამდე. 1923 წელს ტაძარი დახურეს ბოლშევიკებმა და მასში განათავსეს ქუთაისის კომკავშირული კლუბი. საეკლესიო ნივთების ნაწილი კი 1924 წლის 2 ნოემბერს მუზეუმში გადაიტანეს. 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის ცენტრში (დღევანდელი მერიის ადგილზე) მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია. მიტროპოლიტ ეფრემის ძალისხმევით, კანკელი და კანკელის ხატები გამოტანილ იქნა პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იმავე 1944 წელს პეტრე-პავლეს ეკლესია ეკურთხა საკათედრო ტაძრად. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტაძარში ინახება 1945 წელს მიტროპოლიტ ეფრემის მიერ შეწირული ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლის შანდლები, ხელბანა, ლანგარი და სხვა. აგრეთვე ტაძარში ინახება უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძე) ნაქონი ოდიკი. ტაძრის კანკელში დაბრძანებულია მე-18 საუკუნის ვერცხლის მთავარანგელოზების ხატი, იქვეა ვერცხლით მოჭედილი საწინამძღვრე ჯვარი, რომელიც სათაფლიის მიდამოებში აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და ტაძარს შესწირა. პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მიტროპოლიტები: ეფრემი (სიდამონიძე) 1944-1953 წწ.,გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953-1956 წწ., ნაუმი (შავიანიძე) 1957-1963 წწ., რომანოზი (პეტრიაშვილი) 1971-1974წწ., შიო (ავალიშვილი) 1978-1981 წწ., ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1982 წწ. პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან მიტროპოლიტები: დავით კაჭახიძე და ნაუმი შავიანიძე. 2003 წლის 12 ივლისს აღინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი იუბილე. წყარო: ჰტტპ://წწწ.კუტაის-გაენატი.გე/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 15, 2016 Report Share Posted August 15, 2016 http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=18866'>http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=18866 რეზო გაბრიაძე - თეთრი ხიდი http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=18866 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 4, 2016 Report Share Posted September 4, 2016 ქუთაისლებო, ზუსტად სადაა ეს ადგილი? ვერ ვიცანი სურათით. ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. http://www.newpress.ge/qutaisshi-sauniversiteto-qalaqis-mshenebloba-daiwyo ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 5, 2016 Report Share Posted September 5, 2016 ქუთაისლებო, ზუსტად სადაა ეს ადგილი? ვერ ვიცანი სურათით. ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. http://www.newpress.ge/qutaisshi-sauniversiteto-qalaqis-mshenebloba-daiwyo საღორიის ტყეშია ვახო.ტურბაზა რომ იყო იმის მიმდებარედ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 7, 2016 Report Share Posted September 7, 2016 ტურბაზა კი, მაგრამ ვარციხე რა შუაშია ტურბაზასთან? ზოგმა რიონჰესიც ახსენა. 12 სექტემბერსაა პროექტიც წარდგენა. საღორიის ტყეშია ვახო.ტურბაზა რომ იყო იმის მიმდებარედ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 12, 2016 Report Share Posted September 12, 2016 ე ბიჭო გვეშველა გონია. იქნება დავიძრა აქედან. დღეს ვიდეო ვნახე, ტურბაზაა, ვარციხე რა შუაში იყო არ ვიცი. თუ ისე გაკეთდა და იმ მასშტაბით რასაც გვპირდებიან, ქუთაისს მაგარი დაეტყობა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 12, 2016 Report Share Posted September 12, 2016 დაწყებულია ვახო სამუშაოები უკვე და კაი ხელა საქმეცაა გაკეთებული. მაგრად მიხარია! დემეტრე ისწავლის მანდ ! B) ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 13, 2016 Report Share Posted September 13, 2016 ღმერთმა ქნას ,ღმერთმა ! :geo: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 13, 2016 Report Share Posted September 13, 2016 ამინ! 60 ათასი სტუდენტი თუ არა, ათი იყოს და ნაღდი. დაწყებულია ვახო სამუშაოები უკვე და კაი ხელა საქმეცაა გაკეთებული. მაგრად მიხარია! დემეტრე ისწავლის მანდ ! B) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 28, 2016 Report Share Posted November 28, 2016 https://mbasic.facebook.com/UnknownKutaisi/photos/a.383266495072249.86649.310094492389450/357054791026753/?type=1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 28, 2016 Report Share Posted November 28, 2016 პიკასოს ბიჭები. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2017 Report Share Posted January 15, 2017 თოვლს და ყინვას გამოქცეულს ეს დამხვდა ქუთაისში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2017 Report Share Posted January 15, 2017 ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესია ქვიტირის სასაფლაოზე. ბებიაჩემია აქ დასაფლავებული და ასი წლის მერე მეც აქ მოვალ(თუ მომიყვანენ ). ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2017 Report Share Posted January 15, 2017 პიანი და ზელიონი ბაზრები. ეს ქუთაისლები ყველანაირ რუსს აქართველებდნენ სულ რამდენიმე წელიწადში, რუსულ სიტყვებსაც კი ქუთაისურად ცვლიდნენ . ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 30, 2017 Report Share Posted January 30, 2017 ჩემი ფანჯრიდან ამ დილას ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 1, 2017 Report Share Posted March 1, 2017 იქნება და მეშველოს B) . http://www.globinfo.ge/index.php/2017-01-18-11-58-39/189-2017-02-28-06-42-08 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 14, 2017 Report Share Posted March 14, 2017 ესეც: ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აქტიური სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აქტიური სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელ „ქართუ ჯგუფში“ ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, ამ ეტაპზე შერჩეული ტერიტორიის სამშენებლოდ მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. კერძოდ, ადგილზე მიმდინარეობს გრუნტის და არხის რეაბილიტაცია. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესების დეტალებს, ვახო ცაგარელი განმარტავს, რომ სასწავლო გეგმის შედგენაში გერმანელი პარტნიორები არიან ჩართულები, რომლებსაც ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრების შექმნაში აქვთ გამოცდილება, თუმცა კონკრეტულად რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი „ქართუში“ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტი კადრების მოძიებაა. კერძოდ, როგორც ვახო ცაგარელი განმარტავს, მოხდება როგორც შესაბამისი აკადემიური წრის წარმომადგენლების მოძიება საზღვარგარეთ, ასევე მათი გადამზადება. „ჩვენ ასევე გვინდა რომ ის წარმატებულები ქართველი პროფესორები, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, მოვაქციოთ ჩვენს კლასებში. ამ ხალხთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. ასევე, უცხოელი პარტნიორები გადაამზადებენ კადრების ნაწილს. ისინი მოგვიმზადებენ კონცეფციას, პროგრამას, სასწავლო გეგმას“, - ამბობს ვახო ცაგარელი. მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქში, გარდა საერთო საცხოვრებლის და უნივერსიტეტისა, განთავსდება სპორტული ინფრასტრუქტურაც. უნივერსიტეტში სწავლა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე იქნება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება. უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. სასწავლო მიმართულებები კი, დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები და სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინარული პროგრამები. http://businesscontract.ge/ka/article/qutaisis-sauniversiteto-qalaqis-aqtiuri-samsheneblo-samushaoebi-aprilshi-daiwyeba/10111 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.