Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • 3 weeks later...
  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ორმაისობას კარგი ამინდი დაემთხვა როგორც ჩანს. ულამაზესია მაგ დროს საღორიის ტყე. გვირილობას გილოცავთ.

მამა არჩილის გვერდზე ვნახე. დათეშიძის გორა ყველამ იცის ქუთაისში.   დათეშიძეები   დღეს, სამწუხაროდ ცოტას თუ ახსვოვს დათეშიძეების გვარის წარმომადგენელთა საქმიანობის და ქვეყნის წინაშე ღვაწლის შესახებ

ცოტა დაგვიანებით გილოცავთ ორმაისობას ქუთათურებო!

Posted Images

  • 1 month later...

ამდენი მოქოქილი ქუთათური რომ მყევხართ საძმაკაცოში, არ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს ეს ლამაზი დღე?

 

მრავალს დაესწარით და თქვენი არსებობით გაალამაზეთ ჩვენი სამშობლო.

Link to post
Share on other sites

წელს ერთი დღით გადაიწია. საფლავებზე გასვლამ დაჩრდილა. მიყვარს მაგ დღე ყველას გილოცავთ.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

http://karibche.ambe...ro-tadzari.html

 

ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი

 

 

 

12.07.2016

 

1881 წლის 10 მაისს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ე.წ. სილისუბნის მცხოვრებლებმა ერთხმად გადაწყვიტეს საკუთარი ტაძრის აგება. ეკლესიის ასაგებად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მეტრეველი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. სულ მალე გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მისიაში შეიყვანეს ქუთასის პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე, მრჩეველი ივ. ბაიდუროვი.

შემოწირული ფულით სექტემბერში კომიტეტმა შეიძინა 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადეს 2112 მანეთი და 1882 წელს კომიტეტი შეუდგა ეკლესიის მშენებლობას, ბერძენი ოსტატების მეშვეობით. ეკლესია შენდებოდა ეკლარის ნათალი ქვით.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ასაშენებლად 200 მანეთი გაიღო დიდმა რუსმა წმიდა მამამ, იოანე კრონშტადტელმა.

1895 წლამდე ეკლესია ააშენეს ფანჯრებისა და კარების დონემდე დაახლოებით 4 მეტრ სიმაღლემდე, ამის შემდეგ უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერდა, ასევე თავისებური გავლენა იქონია განსაკუთრებით მკაცრმა, ხანგრძლივმა ზამთარმა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებამ.

1897 წელს ახალი კომიტეტის მიერ დათხოვნილი იქნა ძველი ოსტატები და მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს ცნობილ ოსტატ ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილთან.

1897-1901 წლებში კომიტეტმა 9100 მანეთზე მეტი თანხის შეკრება შეძლო, აქედან სინოდმა ტაძრის მშენებლობას 2000 მანეთი გამოუყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას 2000 მანეთი შესწირა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით რუსეთში გაიგზავნა მღვდელი იოანე კერესელიძე, რომელმაც გარკვეული თანხა შეაგროვა, რაც ეკლესიის დამთავრებას ეყო.

1903 წლის 9 თებერვალს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, რის შემდეგ იგი მოქმედებდა 1923 წლამდე. 1923 წელს ტაძარი დახურეს ბოლშევიკებმა და მასში განათავსეს ქუთაისის კომკავშირული კლუბი. საეკლესიო ნივთების ნაწილი კი 1924 წლის 2 ნოემბერს მუზეუმში გადაიტანეს. 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის ცენტრში (დღევანდელი მერიის ადგილზე) მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია. მიტროპოლიტ ეფრემის ძალისხმევით, კანკელი და კანკელის ხატები გამოტანილ იქნა პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იმავე 1944 წელს პეტრე-პავლეს ეკლესია ეკურთხა საკათედრო ტაძრად.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტაძარში ინახება 1945 წელს მიტროპოლიტ ეფრემის მიერ შეწირული ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლის შანდლები, ხელბანა, ლანგარი და სხვა. აგრეთვე ტაძარში ინახება უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძე) ნაქონი ოდიკი. ტაძრის კანკელში დაბრძანებულია მე-18 საუკუნის ვერცხლის მთავარანგელოზების ხატი, იქვეა ვერცხლით მოჭედილი საწინამძღვრე ჯვარი, რომელიც სათაფლიის მიდამოებში აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და ტაძარს შესწირა.

პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მიტროპოლიტები: ეფრემი (სიდამონიძე) 1944-1953 წწ.,გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953-1956 წწ., ნაუმი (შავიანიძე) 1957-1963 წწ., რომანოზი (პეტრიაშვილი) 1971-1974წწ., შიო (ავალიშვილი) 1978-1981 წწ., ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1982 წწ.

პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან მიტროპოლიტები: დავით კაჭახიძე და ნაუმი შავიანიძე.

 

2003 წლის 12 ივლისს აღინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი იუბილე.

წყარო: ჰტტპ://წწწ.კუტაის-გაენატი.გე/

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...
  • 3 weeks later...

ქუთაისლებო, ზუსტად სადაა ეს ადგილი? ვერ ვიცანი სურათით.

 

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება.

 

 

http://www.newpress.ge/qutaisshi-sauniversiteto-qalaqis-mshenebloba-daiwyo

Link to post
Share on other sites

ქუთაისლებო, ზუსტად სადაა ეს ადგილი? ვერ ვიცანი სურათით.

 

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება.

 

 

http://www.newpress.ge/qutaisshi-sauniversiteto-qalaqis-mshenebloba-daiwyo

საღორიის ტყეშია ვახო.ტურბაზა რომ იყო იმის მიმდებარედ.

Link to post
Share on other sites

ტურბაზა კი, მაგრამ ვარციხე რა შუაშია ტურბაზასთან? ზოგმა რიონჰესიც ახსენა. 12 სექტემბერსაა პროექტიც წარდგენა.

 

 

საღორიის ტყეშია ვახო.ტურბაზა რომ იყო იმის მიმდებარედ.

Link to post
Share on other sites

ე ბიჭო გვეშველა გონია. იქნება დავიძრა აქედან. დღეს ვიდეო ვნახე, ტურბაზაა, ვარციხე რა შუაში იყო არ ვიცი. თუ ისე გაკეთდა და იმ მასშტაბით რასაც გვპირდებიან, ქუთაისს მაგარი დაეტყობა.

Link to post
Share on other sites

დაწყებულია ვახო სამუშაოები უკვე და კაი ხელა საქმეცაა გაკეთებული.

მაგრად მიხარია! დემეტრე ისწავლის მანდ ! B)

Link to post
Share on other sites

ამინ! 60 ათასი სტუდენტი თუ არა, ათი იყოს და ნაღდი.

 

 

დაწყებულია ვახო სამუშაოები უკვე და კაი ხელა საქმეცაა გაკეთებული.

მაგრად მიხარია! დემეტრე ისწავლის მანდ ! B)

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 1 month later...

ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესია ქვიტირის სასაფლაოზე. ბებიაჩემია აქ დასაფლავებული და ასი წლის მერე მეც აქ მოვალ(თუ მომიყვანენ :alfons: ).

post-3-0-65584800-1484455861_thumb.jpg

post-3-0-86738900-1484455878_thumb.jpg

post-3-0-43593900-1484455888_thumb.jpg

post-3-0-80111400-1484455898_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

პიანი და ზელიონი ბაზრები. ეს ქუთაისლები ყველანაირ რუსს აქართველებდნენ სულ რამდენიმე წელიწადში, რუსულ სიტყვებსაც კი ქუთაისურად ცვლიდნენ :alfons: .

post-3-0-37456000-1484456078_thumb.jpg

post-3-0-45635900-1484456091_thumb.jpg

post-3-0-46151900-1484456107_thumb.jpg

post-3-0-08035100-1484456118_thumb.jpg

post-3-0-66803500-1484456128_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 1 month later...
  • 2 weeks later...

ესეც:

 

 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აქტიური სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება.

 

 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აქტიური სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელ „ქართუ ჯგუფში“ ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, ამ ეტაპზე შერჩეული ტერიტორიის სამშენებლოდ მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. კერძოდ, ადგილზე მიმდინარეობს გრუნტის და არხის რეაბილიტაცია.

 

რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესების დეტალებს, ვახო ცაგარელი განმარტავს, რომ სასწავლო გეგმის შედგენაში გერმანელი პარტნიორები არიან ჩართულები, რომლებსაც ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრების შექმნაში აქვთ გამოცდილება, თუმცა კონკრეტულად რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი „ქართუში“ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

 

უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტი კადრების მოძიებაა. კერძოდ, როგორც ვახო ცაგარელი განმარტავს, მოხდება როგორც შესაბამისი აკადემიური წრის წარმომადგენლების მოძიება საზღვარგარეთ, ასევე მათი გადამზადება.

 

„ჩვენ ასევე გვინდა რომ ის წარმატებულები ქართველი პროფესორები, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, მოვაქციოთ ჩვენს კლასებში. ამ ხალხთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. ასევე, უცხოელი პარტნიორები გადაამზადებენ კადრების ნაწილს. ისინი მოგვიმზადებენ კონცეფციას, პროგრამას, სასწავლო გეგმას“, - ამბობს ვახო ცაგარელი.

 

მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქში, გარდა საერთო საცხოვრებლის და უნივერსიტეტისა, განთავსდება სპორტული ინფრასტრუქტურაც.

 

უნივერსიტეტში სწავლა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე იქნება.

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება.

 

უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. სასწავლო მიმართულებები კი, დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები და სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინარული პროგრამები.

 

 

http://businesscontract.ge/ka/article/qutaisis-sauniversiteto-qalaqis-aqtiuri-samsheneblo-samushaoebi-aprilshi-daiwyeba/10111

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...