BROWNING 349 Posted January 11, 2015 Report Share Posted January 11, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 4, 2015 Report Share Posted February 4, 2015 es gvWirdeba qutaislebsac da sruliad saqarTvelos. davuchirot mxari. მოვითხოვოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში აშენება. https://www.facebook.com/events/771483882942777/?pnref=story ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 9, 2015 Report Share Posted April 9, 2015 გაავრცელეთ რა სადაც ხელი მიგიწვდებათ(განსაკუთრებით ვინც თბილისის ფორუმზე ხართ) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2015 Report Share Posted April 13, 2015 http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=20878&cat_id=7 ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ითხოვენ 15:00 13.04.2015 ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ითხოვენ „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს,“ -ამ სახელწოდებით შესაბამისი ბროშურების დარიგება ქალაქის მოსახლეობაში მიმდინარეობს. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების მომხრეა, აღნიშნული მიზნით ქალაქის მასშტაბით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს. ჯგუფის წარმომადგენელი მალხაზ ფხაკაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს და პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება. „დღეს საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი თითქმის უფუნქციოდ რჩება. ქალაქი, რომელიც ისტორიის მანძილზე ხშირად ქვეყნის დედაქალაქის და კულტურული ცენტრის ფუნქციას ითავსებდა. არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა ქალაქს დემოგრაფიული კრიზისის წინაშე აყენებს. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არსებობას მხოლოდ იმ ადამიანების დახმარებით აგრძელებს, ვინც ეს ქალაქი უკვე დატოვა და დედაქალაქში ან სხვა ქვეყანებში აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას. ამ ქალაქში ცხოვრება უკვე ენთუზიაზმის დონეზე რჩება. თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებამ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების შესახებ მოსახლეობაში გააჩინა იმედი, რომ ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქის ეკონომიკა ნელნელა აღორძინებას დაიწყებდა. ვთვლით, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება პირველი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისთვის. მით უმეტეს თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიის მანძილზე ქალაქის ფუნქციას, ტექნოლოგიურ ბაზას (უკვე არსებული უნივერსიტეტის სახით), ქუთაისს ნამდვილად აქვს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. სტუდენტების სიმრავლე კი დამატებით ბიძგს მისცემს ქალაქის მცირე მეწარმეობის განვითარებას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გთხოვთ და მოვითხოვთ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება!,“ - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის იმ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ფონდ „ქართუ“-ს, „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო გუნდის მისამართით გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ფონდმა „ქართუმ" გადაწყვიტა, თავისი ხარჯით ააშენოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის აზრით, დედაქალაქში ისედაც ფუნქციობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და თუ ვინმეს უანგაროდ სურს თბილისში მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების კერის დაფუძნება, საამისოდ აქ შესაბამისი სივრცე უკვე არსებობს; მას თავისუფლად შეუძლია, კაპიტალი სტუ-ს განვითარების ახალ სტრატეგიაში დააბანდოს. „არასახარბიელო და შემაშფოთებელია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა. დიდ ქართულ დასახლებებს შორის უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების დონის მიხედვით ქუთაისი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საშუალოსტატისტიკურ ქუთაისურ ოჯახში თუ მაინც ყოფილხართ, ადვილად შეამჩნევდით ქალაქის კიდევ ერთ უმძიმეს პრობლემას: ქუთაისი ნელ-ნელა იცლება, მოსახლეობის ნაწილი თბილისშია გამოხიზნული, ადგილობრივი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე ცდილობს ლუკმაპურის მოპოვებას. პარალელურად, არსებობს საფრთხე და ლოგიკური აუცილებლობა, დასავლეთ საქართველოს ცენტრი დროებით გადატანილი და უმცირესი ეკონომიკური ეფექტის მქონე პარლამენტისგან გათავისუფლდეს,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ქუთაისის განვითარებისთვის ახალი ბიძგის მიცემა მხოლოდ ქალაქში დასახლებულ ათასობით სტუდენტს შეუძლია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 14, 2015 Report Share Posted April 14, 2015 თბილისში აკეთებენ. კიდევ ერთხელ გაცურებული ქუთაის. არადა შეპირებულები იყვნენ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 15, 2015 Report Share Posted April 15, 2015 ონ ლაინ ხელმოწერებიც კეთდება უნივერსიტეტის ამბავზე და იქნებ თქვენც მოაწეროთ ხელი და გაავრცელოთ. http://manifest.ge/main/item/202 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 16, 2015 Report Share Posted April 16, 2015 მოვაწერე . ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 17, 2015 Report Share Posted April 17, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted April 18, 2015 Report Share Posted April 18, 2015 მეც მხარს უჭერ ამ წამოწყებას და მოვაწერე ხელი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 15, 2015 Report Share Posted May 15, 2015 რას ფიქრობს აკა მორჩილაძე ქუთაისზე? https://kutaisilive.wordpress.com/2013/11/05/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 15, 2015 Report Share Posted May 15, 2015 რეზო გაბრიაძე-სახელოვანი ქუთაისლები (ნაწილი II). https://kutaisilive.wordpress.com/2013/11/04/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 29, 2015 Report Share Posted May 29, 2015 http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=6579 "როდესაც პარლამენტი გადავა, ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს ქუთაისს"-გუბაზ სანიკიძე 2015-05-29 / 17:01:43 ანი ლიპარიშვილი Share მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისის" წარმომადგენლები გუბაზ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა "ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" ქუთაისში განთავსების პერსპექტივაზე ისაუბრეს. გუბაზ სანიკიძე ამ ინიციატივის მომხრეა. მისი თქმით, პარლამენტარების უმრავლესობა ამ ინიციატივას ემხრობა, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. "პარლამენტი ამ იდეას ემხრობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ამ ინიცატივის. მე ამ საკითხით პირადად ვარ დაინტერესებული. ქუთაისელი ვარ და მინდა, რომ ამ ქალაქს ფუნქცია ქონდეს. როდესაც პარლამენტი გადავა, რაღაც ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს?.. მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი მალე განიხილება. პირადად მე, პრემიერთან ვაპირებ აღნიშნულ საკითხზე საუბარს. ეს იყო ჩვენი მთავარი დაპირება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ",-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. "ჩვენი მთავარი ამოცაანაა ამ ინიციატივის მხარდაჭერებისგან ზუსტი და არგუმენტირებული განმარტება მივიღოთ, შევაგროვებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, ხელმოწერებით და გადავუგზავნით პრემიერს",- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხაკაძემ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 29, 2015 Report Share Posted May 29, 2015 ძალიან მომენატრე ჩემო ქალაქო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 30, 2015 Report Share Posted May 30, 2015 გაგრძელდა ხელმოწერები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში გახსნის მოთხოვნით. მთელმა ქუტაისმა უნდა მოაწეროს ხელი, ისე პოლიტიკოსზე ვერ მოახდენ გავლენას. თან ახლა კაი მომენტია, არჩევნებია გაისად, ხმები უნდათ. სტხოვეთ ყველა ნაცნობ-მეგობარს ქუტასში, ნუ შეეზარებათ პეტიციაზე ხელის მოწერა. ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted August 9, 2015 Report Share Posted August 9, 2015 ესაა ქუთაისი – პატარა პარიზი, – მითხრა გალაკტიონმა. მე გამეღიმა: - ეიფელის კოშკი აკლია. გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო: - აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი? მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა. - ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა. - სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“. - ეს რა კიოსკებია? - ო, ეს კი ლაღიძის წყლების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ. ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია. მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი. გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე. - აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, – მითხრა გალაკტიონმა. მე თვალები დავაჭყიტე: - რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?! გალაკტიონს საშინლად ეწყინა: - მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?.. - არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ… - რა მაგრამ… მითხარი! – შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები. - რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია. - არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც. რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება! დავით კასრაძე: “მოგონებები გალაკტიონზე” ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 18, 2015 Report Share Posted November 18, 2015 გუბე, შენ არ გააკეთო კომენტარი ბაგრატი. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted November 18, 2015 Report Share Posted November 18, 2015 BROWNING სიფრთხილით შეგირჩევია სურათები არსად ჩანს ტრანსფორმაცია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 20, 2015 Report Share Posted November 20, 2015 ტრანსფორმაცია არ მომწონს, მაგრამ ვიცი რატომაც და ვისი დაკვეთითაც მოხდა მაგ ამბავი. ვინ ჰკითხა ეპისკოპოსს. მთავარი მაინზ ის მგონია რომ წირვა-ლოცვა აღდგა. უფლის ნებით, მაგ ტრანსფორმაციასაც ეშველება ერთ დღეს. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted November 20, 2015 Report Share Posted November 20, 2015 BROWNING აპა მე სხვა რამეს კი არ ვამბობდი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 22, 2015 Report Share Posted November 22, 2015 ვალოდია გრიგოლავა–კაცობის მატიანე. ქუთაისში,რუსთაველის №–ში კაცი ცხოვრობდა,ბავშვობაში მეგონა სული იყო,ჰაერივით შეუმჩნეველი და ოღასკურიდან მონაბერი ჟანგბადივით სასიცოცხლო , ქალაქის ფილტვები და გული, ნატიფი მანერებით,კეთილი ნაკვთებით,ბუბუნა ხმით.თითქოს მასში ქალაქის სული შეესახლებინა აზრთაგამრიგეს.პროფესიით ფიზკულტურის მასწავლებელი იყო,მაგრამ მისი ყოფა სცდებოდა ფიზიკურ ჩარჩოებს და გაკვეთილი იწყებოდა ოთარ სულაბერიძის,ქორქიას,კოლია ქვარიანის,აღდგომელა გლოველის,ბოჭოლია ლომიძის ჰეროიკული თავგადასავლებით და მათი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდების გახსენებით: –ყველაზე დიდი სახეობა კაცობაა გახსოვდეთ ბიჭებო,მერე ხარ კარგი კალათბურთელი,მოკრივე,მოჭიდავე და ტანმოვარჯიშე.ყველა კაცი თავისებურად უკვე სპორტსმენია,მაგრამ ყველა სპორტსმენი ვერაა კაცი.ამიტომ დღეს პატარა ლაშქრობას მოვაწყობთ და გაგაცნობთ „სპორტის“ ამ სახეობის ერთ–ერთ წარმომადგენელს.ოღასკურის სასაფლაო ჩვეული მისტიური შრიალით შეგვხვდა.მაღლობზე „მეობას“ ძეგლი ფუძის ანგელოზივით დაჰყურებდა სავანეს.საფლავის ირგვლივ შემოვეწყვეთ,მასწავლებელმა წაიჩოქა,საფლავის გულზე წაქცეული სანთელი გაასწორა,აანთო,რაღაც ჩაიბუბუნა,გრანიტის სკამზე ჩამოჯდა და მშვიდად დაიწყო: –ეს ღმერთკაცი ოთარი (მეობა)სულაბერიძე კალათბურთელი იყო,მეორე მსოფლიო ომში,დაზვერვის დროს, პირისპირ ორი გერმანელი ჯარისკაცი შემოეფეთა,ერთი მთლად უწვერული იყო,ის შეყოვნდა,მეობამ დრო იხელთა და ესროლა,თანმხლებმა იარაღი დააგდო,ჩაბარდა და სულთმობრძავ ძმაკაცს მივარდა,რომელიც რაღაცას ეუბნებოდა მშობლიურ ენაზე.რამდენიმე წუთში ხელში ჩააკვდა მეგობარს.თვალზეცრემლმომდგარმა გერმანელმა ოთარის რუსულად უთხრა:შენზე თქვა,ისეთი ლამაზი იყო ვერ ვესროლეო.იმ დღიდან შეიცვალა ოთარის ცხოვრება და იმ წუთიდან გახდა ოთარი „მეობა.“ომი დამთავრდა,ოთარი ჩამოვიდა,მაგრამ ომი მისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დამთავრებულა.მან მთელი ცხოვრება ხალხის სიყვარულში გაატარა,მაგრამ ის მუდამ მარტო იყო,მარტოსული,ერთადერთი,როგორც ალუდა,უკეთესი თანასწორთა შორის.რომელიც თემმა კი არ გარიყა,პირიქით შეისისხლხორცა,მაგრამ თავად გამოირჩია თავი თემიდან,მტრის უსაზღვრო სიყვარულით,რომლის დარდი ძეგლის მჭმუნვარე გამოხედვაშიც კარგად ჩანს.მერე გულის ჯიბიდან სამხედრო „ფლიაშკა“ამოიღო,მოსვა,ცოტა საფლავზე დაღვარა,ქვას აკოცა,ჩვენც თვალცრემლიანი რიგრიგობით გამოვემშვიდობეთ,ჩვენც იმ ახალგაზრდა გერმანელთან ერთად მოვკვდით,ჩვენც იმ ღმერთკაცის დარდის თანაზიარი გავხდით. სკოლაში როგორ დავბრუნდით არც გვახსოვს,მეექვსე გაკვეთილი იწყებოდა რომ პირველი სართულის სპორტული დარბაზიდან კივილი მოისმა,ყველა გამოვცვივდით,სასწრაფოს მანქანა იდგა,სკოლის დირექტორმა ფეხით ფანჯრები ჩალეწა,გაიწიეთ მეტი ჰაერი გვჭირდება,მეათე კლასელი ბიჭები ტიროდნენ,ექიმები ვიღაცას სუნთქვით მასაჟებს უტარებდნენ,ვიღაცამ იკითხა ვინაა ცუდათო,ვიღაცამ ვალოდია გრიგოლავა აღარა გვყავსო,ვიღაცამ ნუ აწვალებთ გარდაცვლილიაო,მეორემ ხელი დაარტყა ხმა ჩაიგდეო,ექიმებმა საკაცე მოიტანეს,ვიღაცამ პროზექტურა ახსენა,ბიჭები დაიჯაგნენ,საკაცე არავის დაანებეს,მერე კი,როგორც ყოველთვის ყველაფერი სიკვდილის კალაპოტში ჩადგა,გამოჰქონდათ ჩვენი გული,ჩვენი ღმერთკაცების მატიანე,ჩვენი სკოლის და ქალაქის ფუძის ანგელოზი,უბრალო ფიზკულტურის მასწავლებელი,რომელმაც სამარადისოდ დატოვა ჩვენი გულის კერიებში ძალუმად მწველი,გაღვივებული კაცობის ნაღვერდალი.. /ნიკო ოღასკურელი/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 17, 2016 Report Share Posted February 17, 2016 მაგარია, ყველა უნდა აღდგეს ნორმალურად წესით(ზოგი აღდგენილია). http://www.oldarchitecture.ge/kutaisi/ ციტირება Link to post Share on other sites
demiko 0 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 დავდებ ჩემს მიერ გადაღებულ ქუთაისობას ანუ ორმაისობას აბა ვინ შეეტაკება იმერეთს? ციტირება Link to post Share on other sites
demiko 0 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
demiko 0 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
demiko 0 Posted February 23, 2016 Report Share Posted February 23, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.