Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

როგორი იყო ქუთაისი 100 წლის წინ (12 ფოტო).

 

http://bu.com.ge/geo/photogallery/album/17/0

 

 

უცნობი ქუთაისი. მაგარ საქმეს აკეთებს ამ გვერდის შემქმნელი.

 

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • Replies 188
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ორმაისობას კარგი ამინდი დაემთხვა როგორც ჩანს. ულამაზესია მაგ დროს საღორიის ტყე. გვირილობას გილოცავთ.

მამა არჩილის გვერდზე ვნახე. დათეშიძის გორა ყველამ იცის ქუთაისში.   დათეშიძეები   დღეს, სამწუხაროდ ცოტას თუ ახსვოვს დათეშიძეების გვარის წარმომადგენელთა საქმიანობის და ქვეყნის წინაშე ღვაწლის შესახებ

ცოტა დაგვიანებით გილოცავთ ორმაისობას ქუთათურებო!

Posted Images

  • 4 weeks later...
  • 4 months later...

მამა არჩილის გვერდზე ვნახე. დათეშიძის გორა ყველამ იცის ქუთაისში.

 

დათეშიძეები

 

დღეს, სამწუხაროდ ცოტას თუ ახსვოვს დათეშიძეების გვარის წარმომადგენელთა საქმიანობის და ქვეყნის წინაშე ღვაწლის შესახებ, არადა ეს გვარი ერთ რიგში დგას ისეთ ცნობილ ქართველ მეცენატებთან როგორიცაა სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ხოშტარია, ლაღიძე და ა.შ.

 

საქართველოს არქივში ინახება სააქტო ქაღალდი მარკებითა და გერბიანი ბეჭდით იმის შესახებ, რომ ქუთაისელი მეცენატი რაჟდენ დათეშიძე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილ თბილისის ოპერის თეატრს გამოუყოფს საჭირო თანხას ერთი სეზონისათვის - 1918 წლიდან 1919 წლის 15 მაისის ჩათვლით 25 000 ოქროს მანეთის ოდენობით მთელი დასის სარჩენად. რითაც თეატრის დასი დაშლას, ხოლო თვით თეატრი - დახურვას გადაარჩინა.

 

ყარამანი იყო რაჭველი დურგლის ბესარიონ დათეშიძის ვაჟი. ის ნიკო ნიკოლაძის ოჯახში გაიზარდა და შემდეგში მეტყევე გახდა და დიდი ქონების პატრონის შეიქმნა.

 

ყარამან დათეშიძე გახდა საშენი მასალების წარმოების ერთ-ერთი დამფუძნებელი ქუთაისში, სადაც მან ააშენა პირველი ხე-ტყის სახერხი ქარხანა, რომელიც ყარამანის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით შვილებს გადაეცა. დათეშიძის ხე-ტყის მასალით დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქი მარაგდებოდა.

 

ქუთაისის ცენტრალურ არქივში ინახება ცნობები იმის შესახებ, რომ მამა-შვილ დათეშიძეებს ფართო მასშტაბით დააფუძნეს ხე-ტყის საქმე და ბაღდადის სახაზინო ტყის ექსპლუატაციის პირველი პიონერები იყვნენ.

 

რაჟდენის გარდა ყარამან დათეშიძეს ყავდა 4 ვაჟი - ბესარიონი (კონსტანტინე), პარმენი, ივანე, გრიგოლი და ორი ქალიშვილი - ელისაბედი (ლიზა) და თამარი. ისინი გერმანიაში იმყოფებოდნენ სასწავლებლად.

 

1909 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გერმანიიდან საქართველოში ჯერ უფროსი ვაჟი რაჟდენი დაბრუნდა, მერე ბესარიონი. გერმანიაში მათ მიიღეს უმაღლესი ტექნიკური განათლება მალე მათ ააშენეს ხე-ტყის ქარხნები „ძმები დათეშიძეების“ სახელით.

 

მაგრამ დათეშიძეებმა მხოლოდ მეწარმეობით როდი გაითქვეს სახელი. ისინი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ ქართული კულტურის განვითრებაში.

 

გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი გამოცემა 1919 წელს რაჟდენ დათეშიძემ განახორციელა, რომელმაც პოეტს სრული ჰონორარიც აუნაზღაურა.

 

კინომცოდნე კარლო გოგოძის ცნობით კი ვიგებთ, რომ ბანკის მმართველობის წევრ რაჟდენ დათეშიძეს, თანამოზარეებთან ერთად ბანკში გაუხსნია კრედიტი სათანადო თანხაზე და საქართველოში დაიწყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ (რეჟ. ა. წუწუნავა) გადაღება. ამგვარად კინოს ისტორია საქართველოში კვლავ და კვლავ ქუთაისთან არის დაკავშირებული. ქუთაისელი იყო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობის“ შემქმნელი ვასილ ამაშუკელი და აგრეთვე ქუთაისელი მეცენატის რაჟდენ დათეშიძის ხელშეწყობით მოხდა პირველი ქართული მხატვრული ფილმის გადაღებაც.

 

1912 წლის 17 ივნისს ქუთაისის ინტელიგენციის წარჩინებული წარმომადგენლების ინიციატივით დაარსდა ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება, რომლის გამგეობაში სხვებთან ერთად რაჟდენ დათეშიძეც იყო არჩეული. მან საზოგადოებას გადასცა ოჯახში შემონახული ოქროს და ვერცხლის მსხვილი ძველი მონეტები, XVII საუკუნით დათარიღებული „ვეფხისტყაოსანი“, იშვიათი სურათების კოლექცია და სხვადასხვა საუკუნის ფასეული ხელნაწერები. სწორედ რაჟდენ დათეშიძე, საქართველოს რთულ 1918-1919 წლებში უზრუნველყოფდა ქართული თეატრალური საზოგადოების თეატრალურ სტუდიას საჭირო თანხით, მატერიალურ დახმარებას უწევდა გაჭირვებულ მწერლებს, პოეტებს, პუბლიცისტებს და ა.შ.

 

დათეშიძეების ოჯახის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად გაგრძელდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. რაჟდენ დათეშიძე 1926 წელს გაურკვეველ საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა ბერლინთან ახლოს. ბესარიონ დათეშიძე 1938 წელს დააპატიმრეს და 1942 წელს „გულაგში“ დახვრიტეს. გრიგოლი 1937 წელს დააპატიმრეს და ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პრაქტიკულად დათეშიძეების მთელი ოჯახი განადგურდა. 1937 წელს დათეშიძეები გორიდან გამოასახლეს და მთელი ქონება ჩამოართვეს. ყარამან დათეშიძის მეუღლე მართა ოჯახით უსახსროდ დარჩა. ქუთაისის არქივში ინახება მის მიერ სხვადასხვა კომიტეტებშო გაგზავნილი თხოვნები ქონების დაბრუნების შესახებ.

 

საქართველოში დამყარებულმა საბჭოთა რეჟიმმა დიდი ხნით ამოშალა ქუთაისისა და საქართველოს ისტორიიდან ყარამან და რაჟდენ დათეშიძეების ღვაწლი.

 

---

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ):

დგანან: რაჟდენი, მის ქვემოთ ზის კოწია, იგივე ბესარიონი; დედა მართა

ზის: პარმენი

მე-19 საუკუნის 90-იანი წლები

 

მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით თამთა თურმანიძეს

 

 

https://www.facebook.com/archildateshidze?fref=pb&hc_location=friends_tab&pnref=friends.all

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

ორმაისობას კარგი ამინდი დაემთხვა როგორც ჩანს. ულამაზესია მაგ დროს საღორიის ტყე. გვირილობას გილოცავთ.

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...
  • 2 weeks later...
  • 4 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...