monadire1995 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 აქ დავწეროთ მონადირეების და მეთევზეების სადღეგრძელოები ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 9, 2012 Report Share Posted April 9, 2012 სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს -ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 9, 2012 Report Share Posted April 9, 2012 სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს -ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს დამეწვა გული ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 28, 2012 Author Report Share Posted April 28, 2012 :D ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 მოდით იმ მეგობარს გაუმარჯოს,პირველ ცრემლს რომ შეამჩნევს,მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს! B) (ხომ მაგარია? ) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 იმ არწივს გაუმარჯოს ქათმის გრიპით რო მოკვდება --ლუდის "სადღეგრძელო" B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 იმ პატრულს გაუმარჯოს რომლის კვადრატში სიწყნარეა აქ და სხვის კვადრატში ცოლი ღალატობს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 აიი იმ კაცს გაუმარჯოს რომელიც თავის შვილის ცოლს პოლიჯოხს დაუმოკლებს წაკუზულმა იმუშაოსო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 გურულების სუფრა ( ტრადიციები ) გურულების სუფრის ყველაზე დამახასიათებელ სადღეგრძელოდ უმთავრესად, პირველი, ანუ მშვიდობის სადღეგრძელოა მიჩნეული. მშვიდობის არსის ესოდენი გაიდეალება გურიაში, უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი მშვიდობა ამ ხალხს. მართლაც და, განა ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში ნაკლებად სურდათ მშვიდობა? განა სხვა კუთხეებში, თუნდაც იგივე ქართლში, კახეთში, ან თუნდაც მესხეთ – ჯავახეთში გურიაზე ნაკლები ბრძოლა და უბედურება ტრიალებდა? მშვიდობის არსი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გურულებმა გაიგეს და გაითავისეს. გურული კაცის აზრით, სასმელი (უფრო მეტად არაყი) რაც უნდა ძლიერი იყოს, გურულ დიალექტზე რომ ვთქვათ, რაც უნდა ”გჭყანავდეს” და თუნდაც მხოლოდ სამი ჭიქის დალევა შეგეძლოს, ამ სამიდან ერთი აუცილებლად მშვიდობისა უნდა დალიოთ, რადგან მშვიდობა ყველაზე მაღლა დგას. გურიაში გარდაცვლილებსაც განსაკუთრებით მოიგონებენ, რადგან იციან, რომ ასეთ წესზე გაზრდილი უმცროსი თაობაც მათ მიბაძავს და როდესაც უფროსები გარდაიცვლებიან, არც მათ დაივიწყებენ სიკვდილის შემდეგ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 კახური სუფრა ( ტრადიციები ) კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია. შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 თბილისი ( ტრადიციები ) საქართველოს უკვე ჩამოთვლილი კუთხეების გარდა, ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებშიც – სამეგრელოში, ქართლში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში და ა. შ. რა თქმა უნდა არის სადღეგრძელოების, როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებუკლი ტრადიციები. მაგრამ ამჯერად ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება, თუკი დედაქალაქზე, თბილისზე შევჩერდებით, სადაც გაერთიანდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან შემოსული სადღეგრძელოების წესები და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია. მაშ, ასე, როგორია დღეს, 21-ე საუკუნეში დედაქალაქში გაშლილ სუფრებზე წარმოთქმული სადღეგრძელოების თანმიმდევრობა. პირველი, როგორც წესი, თუ ლხინის სუფრაა, ისმება ურთიერთშეხვედრის ან არჩეული თამადის სადღეგრძელო. შემდეგ უკვე – ლხნის ”მიზეზი” ილოცება განსხვავებული სასმისით (ის შეიძლება ცალკეული ადამიანი, ანდა რაიმე ღირსშესანიშნავი დღე იყოს), მერე უკვე მშობლების, დედმამიშვილების, წინაპრების (ბებია-ბაბუის) სადღეგრძელოები მოდის (თანმიმდევრობა დაცულია). ამ სადღერძელოებს შორის მშვიდობის სადღეგრძელოს ჩართავენ, ასე თუ ისე, ნებადართულად ითვლება. შემდეგ, რა თქმა უნდა, წასულების შესანდობარია სათქმელი, რომელსაც სიცოცხლის, ე.ი. პატარების სადღეგრძელო მოჰყვება. მერე, როგორც წესი ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ და აი, ამ ფრიად სავალდებულო სადღეგრძელოების შემდეგ კი ყველაფერი თამადის სურვილზე, შესაძლებლობასა და ალღოზეა დამოკიდებული. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 იმერული სუფრა ( ტრადიციები ) ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”. იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება). ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა. ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას. ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად. ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება. ლუდის სარიტუალო დანიშნულება ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას ხევისბერი. ხევისბრობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საკრალური თანამდებობა იყო. ეს სახალხო დავალება, უპირველს ყოვლისა, მას ხატსა და ხალხს შორის შუამავლობას აკისრებდა. ხევისბერის აუცილებელი მოვალეობაა, რომ ყოველი ხატობის წინ იწმინდაოს (ქრისტიანულად რომ ვთქვათ, შეინახოს ყველანაირი მარხვა), ამიტომ იგი სახლში კი არა, ხატის საბეროში დგება და განმარტოებით ცხოვრობს მცირე სამარხვო საკვებით. ჩვეულებრივი დღესასწაულის დროს ლუდის დაყენება ხდებოდა ჯვარის სალუდეში. კოდის გახსნისა და დალოცვის შემდეგ ლუდი ჩხუტებით გამოჰქონდათ საჯარეზე და იწყებოდა საერთო სმა, ზოგიერთ ხატში საჯარე დაცული იყო ქარ-წვიმისაგან და ადამიანებს ჰქონდათ საშუალება ნორმალურად მოწყობილიყვნენ. მაგრამ სადაც ასე არ იყო და ხალხს სიცივეში არ დაედგომებოდა მაშინ სოფელში ერთი, კარგად გამართული სახლის ჭერხოში მოაწყობდნენ დასასხდომებს, გაამზადებდნენ სუფრას და საღამოსათვის ყველანი იქ მოიყრიდნენ თავს. ახალგაზრდა ბიჭები ამ დროს უკვე ხატში არიან წასული ლუდის მოსატანად. ისინი მივლენ სალოცავის კართან, ქვაბებს დასდებენ და დაილოცებიან. დარბაზში მყოფი ჯვარიონი ერთსულოვნად მიესალმება მოსულთ. თასებით ლუდს შეასმევენ, აუვსებენ ქვაბებს, რომელთა სახელურებში კეტებია გაყრილი და გამოატანენ სოფელში. სოფელში მოტანილ ლუდს ხალხი ფეხზედგომით შეხვდებოდა და ერთხმად იტყოდა “ლუდი წინა ვაჟებო, გამტან ბედნიერი, მაგვიხეით მშვიდობით”. მელუდეთ ცეცხლთან დასვამდნენ, გამოკითხავდნენ ჯვარიონის ამბებს, შემდეგ მოიტანდნენ ყველანაირ სასმისებს და უფროს-უმცროსობით, პირველი სადღეგრძელოთი იტყოდნენ მიცვალებულთა შესანდობარს. თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგადაა გამოხატული მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ დღესასწაულებზე. ესაა გარდაცვალებულთა საპატივცემულოდ გამართული – წლისთავი (ფშავში), საქნარი (ხევსურეთში) და წლის ალუდი (თუშეთში), რომელთაგან ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა თუშური ალუდი-ალუდები. ამ რიტუალების მთავარი დედააზრია სიამოვნების მინიჭება და პატივისცემა მიცვალებულთა სულებისათვის, რაც გამოიხატება მათდამი სუფრის გაშლით, დატირებით და დოღის გამართვით. გარდაცვლილის სახლში იმართება დიდი პურობა, რომელიც მიმდინარეობს სარიტუალო ლუდის სმით და როცა სუფრა აიშლება და სტუმრები წავლენ, მასპინძლები მათ სოფლის გასასვლელამდე გააცილებდნენ. იქ ერთხელ კიდევ შეავსებენ ლუდით თასებს და კოდ-მესაფუვრეს დალოცავენ: “ვისაც კოდმეკოდეობის წესრიგი დაეყენებინოს და დღეს აღარ იყვნენ მათი შესანდობარი იყოს”. ლუდის მოხმარების ასე ფართო სარიტუალო დანიშნულება კიდევ ერთი საბუთია ლუდის, როგორც საკულტო სასმელის უძველესობისა საქართველოს მთიანეთში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიური რწმენის ყველაზე უადრეს ფორმასთან – ანიმიზმთან. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 19, 2013 Report Share Posted March 19, 2013 (edited) 1.ლხინში ბევრს გაახსენდები, ჭირში ახსოვხარ ცოტასა, გაივლის დრო და მიხვდები, ვინც იმსახურებს ძმობასა... კაცი მეგობრით ცოცხლობსა, მეგობრობაა მთავარი, შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა, ის მეგობარი არ არის... მეგობრისათვის, რას ამბობ, არ დავიშურებ თავსაო, მას სულის წადილს გავანდობ, აღვიქვამ, როგორც ძმასაო... 2. შენმა მეგობრობამ სული გამინათა, გული გამითბო და სევდა გამიფანტა. დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა, ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა. გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა, ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა. რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა და მეგობარიც დამიცავს, თავისი სისხლის ფასადა, ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ, ერთობა გასტეხს ქვასაცა!!! მეგობრობაააააას გაუ-გაუ-გაუმარჯოს!!! Edited March 19, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 19, 2013 Report Share Posted March 19, 2013 გაუმარჯოს ეკა ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 1.ლხინში ბევრს გაახსენდები, ჭირში ახსოვხარ ცოტასა, გაივლის დრო და მიხვდები, ვინც იმსახურებს ძმობასა... ეს ის მწარე რეალობაა რაც ნამდვილად ასეა ცხოვრებაშიც !! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 1.იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიყვარულზეა შეყვარებული და უსიყვარულოდ დადის... 2.პურზე ღვინო დამიწვეთეთ, უფრო მისავალი არის წინაპართა გახსენება ყველას წმინდა ვალი არის, შვილიშვილი დასაფიცად ეკლესიის ზარი არის თუ რამ ჩემში კარგი ნახოთ სულ იმათი ბრალი არის. არასოდეს გიღალატებს მოქეიფე კაცის შვილი ვერა ჰპოვებს მუხანათებს ალალ ლუკმით გამოზრდილი, არასოდეს არ ბრმავდება მიღებული პურმარილით სწორედ ასე დაბერდება მისი პირმშო, მისი შვილი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 (edited) 1.მინდა გისურვო ოცნების ახდენა, რასაც გისურვებ უთუოდ ახდება, არ გაიკვირვო საიდან რა ხდება, ლამაზი ოცნება ყოველთვის ახდება. 2. მოდით ამ ჭიქით იმ ჭინკას გაუმარჯოს, სულში რომ გვიზის და სასიამოვნო სისულელეებს, რომ ჩაგადენინებს ხოლმე. Edited April 21, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 ეს გაუმარჯოს ყრმის ნათლობას, ქორწილს, ძეობას, ქართულ სუფრასთან ტოლუმბაშის ენამზეობას, ეს გაუმარჯოს საქართველოს იმერ-ამიერს, დამილოცნიხართ ქართველებო, მრავალჟამიერ!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 ერთი სადღეგრძელო უნდა ვთქვა, ერთი ჩემი თანაკურსელი ამბობდა ხოლმე: იყო ერთი კაცი. უნდოდა ოჯახის შექმნა, მაგრამ ვერ ნახა შესაფერისი საცოლე. ერთ მშვებიერ დღეს ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი შეხვდა. ქალი ეუბნება:-"წამიყვანე ცოლად და შენზე ბედნიერი ამ ქვეყანაზე კაცი არ იქნება. ოღონდ, წელიწადში ერთხელ , ღამით , სახლიდან გავალ, დილით დავბრუნდები და არ მკითხო სად დავდივარ ან რას ვაკეთებო". იმდენად მოეწონა კაცს ქალი, რომ მოიყვანა ცოლად. ეყოლად შვილები. მათ ბედნიერებას ყველა შენატროდა. ქალი, ყოველ წელს, ღამით სახლიდან მიდიოდა და დილით , გამთენიისას ბრუნდებოდა სახლში. ასე გადიოდა დრო. მოხუცდა კაცი, მოხუცდა მისი ცოლიც. კაცმა გაიფიქრა:-"უკვე ღრმად მოხუცებული ვარ და ისე როგორ უნდა მოვკვდე არ გავიგო ეს ჩემი ცოლი სად დადისო". და როდესაც ცოლს მოუწია სახლიდან გასვლის დღე, ქმარი ჩუმად გაჰყვა. ქალი შევიდა ტყეში, გადაიქცა გველად და მთელი ღამე ისისინა. გამთენიისას ისევ ქალად გადაიქცა და სახლში დაბრუნდა. მოდით, იმ ქალს გაუმარჯოს, რომელიც წელიწადში ერთხელ სისინებს და ისიც სახლს გარეთ. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 21, 2013 Report Share Posted April 21, 2013 მოდით, იმ ქალს გაუმარჯოს, რომელიც წელიწადში ერთხელ სისინებს და ისიც სახლს გარეთ. აი ეს ძალიან მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს ყველაზე მოწყენილ დღეს ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . ყველა მწუხარებას გაუმარჯოს ყველა დაჩაგრულ გულს, ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზააბნეულს ერთს, ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის მადლი მოვუხადოთ ღმერთს!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, დაასხით ღვინო! საქართველოს სადღეგრძელო უნდა დავლიო!. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 იყო ერთი არწივი,რომელსაც მოშივდა და საჭმელს ეძებდა ,, გადაუფრენდა ხან ერთ ქალაქს ხან მეორეს ,, ამ დროს დაინახა ტყესთან ახლოს მკვდარი ძაღლის(ლეში).. დაინახა თუ არა გაეშურა მისკენ , ამ დროს უკნიდან მონადირემ ტყვია ესროლა და მოკლა ,,, სიკვდილის დროს არწივმა ერთი რამ თქვა:" მადლობა ღმერთო რომ სიკვდილის წინ მაინც არ მაჭამე სირცხვილიო !! " მოდით ,მეგობრებო, ისე გვეცხოვროს რომ ჩვენი სიცოცხლის მანძილზე სირცხვილი არ გვეჭამოს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, დაასხით ღვინო! საქართველოს სადღეგრძელო უნდა დავლიო! ჩემი კახეთი; ჩემი შილდა; ჩემი ხუბერა. ყმაწვილკაცობის, იორღობის, წლებმა უბერა. ძველი შუამთა, ალავერდი, ჩემი თელავი. წითელი კაბით ერთი გოგო, გრძნობის მთელავი. თვალებს ამშვიდებს, გულს აჩქროლებს, ალაზნის ველი. მარტის გაზაფხულს ნადიკვრიდან მე ისევ ველი. მოიტათ ჭიქა, რომ კახეთის სადღეგრძელო შევსვა, დავლიო, წუთისოფელი სიყვარულით მთვრალმა გავლიო. აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, მომეცით ყანწი, ამ ცხოვრების სადღეგრძელო მინდა დავლიო! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.