qevxo 0 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, დაასხით ღვინო! საქართველოს სადღეგრძელო უნდა დავლიო! ჩემი კახეთი; ჩემი შილდა; ჩემი ხუბერა. ყმაწვილკაცობის, იორღობის, წლებმა უბერა. ძველი შუამთა, ალავერდი, ჩემი თელავი. წითელი კაბით ერთი გოგო, გრძნობის მთელავი. თვალებს ამშვიდებს, გულს აჩქროლებს, ალაზნის ველი. მარტის გაზაფხულს ნადიკვრიდან მე ისევ ველი. მოიტათ ჭიქა, რომ კახეთის სადღეგრძელო შევსვა, დავლიო, წუთისოფელი სიყვარულით მთვრალმა გავლიო. აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, მომეცით ყანწი, ამ ცხოვრების სადღეგრძელო მინდა დავლიო! კარდია ვისი შემოქმედებაა? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 კარდია ვისი შემოქმედებაა? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 სავალ გზაზე სილამაზე სანთელივით გენთოს სულ სიკეთე გეთესოს და სიყვარული გემკო თმა და წვერი ბამბასავით დაგფენოდეს თეთრად სიცოცხლესთან სიმრავლესთან სიხარულთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 (edited) ,,ქართულ სუფრაზე უთქვამთ აკადემია არისო, სუფრაზე სოფლის ნობათი თაიგულივით ჰყვავისო! სუფრას ჰყავს თავის თამადა, მოადგილე და მსმელები, მერიქიფე და მეზურნე, ანეკდოტების მთქმელები.’’ ,,მოშაირე და მოლექსე, მასხარა ენა წყლიანი პატარა სუფრა ქართული საკრებულოა მთლიანი! სუფრის ადათ–წესს თუ ნახავ, გაგინათდება გუნება, თამადა დაილოცება, რა სიტყვის შემობრუნება! სუყველა უსმენს და ფიქრობს რა კერძი შემოგთავაზოს ანდა თამადის ნათქვამი როგორმე გაალამაზოს!’’ ,,ვახტანგურს სვამენ, კოცნიან, აკონტროლებენ სუნთქვაზე, დიდ სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ პატარა სუფრაზე! მაშ,გაუმარჯოს ამ სუფრას სასწავლებელს და სალოცავს. საკამათოს და სალხინოს ჩვენ ქართულ სუფრას დავლოცავ!" Edited January 1, 2014 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 ალავერდს ვთხოვ დაგიფაროს, ბეთანია გწყალობდეს...! ნიკორწმინდამ ჩაგიხუტოს, გელათი კი გყვარობდეს...! შენთვის წვიმამ გადაიღოს, ნუში მუდამ ყვაოდეს...! ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს, სიყვარილით ხარობდე...!!! ღვთისმშობელი შეგეწიოს, უფლის მადლი გწყალობდეს...!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 ძმაკაცების სიყვარულში სანთელივით დავდნები აღელვებულ ზღვაში შევალ შუა ცეცხლში ჩავდგები ატამივით ავყვავდები შაქარივით დავტკბები ჩემს მეგობარს სისხლს ვაჩუქებ ლუკმას გავუზიარებ წყლულზე წამლად დავედები მოუშუშებ იარებს არაფერზე არ გავყიდი არავის არ ვაჭიდებ სადაც ენა მიმიწვდება სულ ვაქებ და ვადიდებ მერე ძმობას შევთავაზებ დავუნათესავდები ძმაკაცების კაცობაზე მე ვიქნები თავდები ძმაკაცების სადღეგრძელო როცა შემოფრინდება გული გამიხალისდება სახე გამიბრწყინდება სანატრელი სახეები სანთელივით ინთება ძმაკაცებთან ჩახუტება უფრო მეტად მინდება ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს საძმაკაცოს დიდება. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 გაგიმარჯოს ეკა!!!!!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 2, 2014 Report Share Posted January 2, 2014 გაგიმარჯოს ეკა!!!!!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 30, 2014 Report Share Posted May 30, 2014 გაუმარჯოს ქართულ ვაზს, ბევრი ჭირის გადამტანს, გაუმარჯოს ვაზის წვენს, ის ამაგრებს ქართულ გენს, გაუმარჯოს ქართულ სულს, ტრადიციებს არნახულს, გაუმარჯოს ქართულ სუფრას, სუერის თავში მუდამ მჯდომს, დამერწმუნეთ მსოფლიოში, ვერსად ვნახავთ ანალოგს. გაუმარჯოს ქართველ ქალებს, ეშხიანებს და წარმტაცებს. გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, გაუმარჯოს ქართველ ერს, გაუმარჯოს უნეტარესს, მისი ლოცვა გადაგვარჩენს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted May 30, 2014 Report Share Posted May 30, 2014 მოდით… იმ გაზაფხულს გაუმარჯოს, სურნელი, რომ ასდის, სიყვარულის და ქალის… მოდით… ყველა, იმ ჯენტლმენს გაუმარჯოს, ვისაც ნიჭი აქვს, ასეთი გაზაფხულის აღქმის… ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 31, 2014 Report Share Posted May 31, 2014 paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 თუკი კახეთში არ სვი მანავი, ქართლში ურმული თუ არ გსმენია, თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ და ან სვანეთის კლდეთა გენიამ... თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი, გურიის მთებში თუ არ გივლია, არ გიტირია სამეგრელოში, ბროწეულები როცა ტირიან... თუ თბილისელი ქალების ეშხმა გული ბოლომდე არ გადახია, მაშინ ყოფილხარ საქართველოში და საქართველო არ გინახია. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: მეფისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოები საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული იყო. თუმცა, მეფეებიდან ამ მხრივ განსაკუთრებული პატივი ერეკლე მეორესა და თამარს ხვდა წილად. თამარს ლოცავდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში. როგორც მის სიცოცხლეში, ასევე თამარის გარდაცვალების მერეც. თამარისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო თავის თავში მოიცავდა, ქვეყნის, ერთიანობის, სიკეთის, სილამაზის და სამართლიანობის სადღეგრძელოებს. თამარს ლოცავდნენ არა მხოლოდ ტომით ქართველები, არამედ ლეკებიც, ოსებიც, აფხაზებიც.. თამარს საკუთარ მეფედ ჩეჩნები, იგივე ვაინახებიც კი მიიჩნევდნენ. იმ პერიოდში ქალი მეფე, თან ასეთი ძლიერი და ასეთი სამართლიანი, ნამდვილი მსოფლიო მოვლენა იყო. მოგეხსენებათ, ძველ დროში ქალებისადმი და მათ შესაძლებლობებისადმი საკმაოდ ცინიკური და არასამართლიანი დამოკიდებულება არსებობდა. თამარმა კი თავისი არსებობით ყველა ეს კლიშე დაამსხვრია. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, ერეკლე იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ბოლო ბრძოლები მოიგო. ერეკლეს შემდეგ, საქართველოს არც ერთი ბრძოლა არ მოუგია და ეს სამწუხარო ტენდენცია დღემდე გრძელდება. ერეკლე მეფის სადღეგრძელო განსაკუთრებით პოპულარული იყო კახეთში და კახეთის მთიანეთში. ერეკლე მეფის სადღეგრძელოს კახეთში დღესაც კი სვამენ. საერთოდ, თუკი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, მეფე ყოველთვის ქვეყანასთან იყო გაიგივებული და შესაბამისად, მეფის დალოცვა ქვეყნის დალოცვას უდრიდა". ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: არაბების ბატონობის პერიოდში საქართველოს ყველაზე აქტუალური პრობლემა ქრისტიანობის შენარჩუნება იყო. შესაბამისად, იმ ეპოქის საქართველოში ქრისტიანობისა და რწმენის გადარჩენის საკითხი სადღეგრძელოებშიც აისახა. სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდიდან მოდის რელიგიური სადღეგრძელოების დიდი ნაწილი. მონღოლების ბატონობისას, უმთავრესი პრობლემა ხალხის ფიზიკურად გადარჩენა იყო. კახეთში და ქართლში დღესაც ამბობენ სადღეგრძელოს: "დავრჩენილიყავით". უმეტესობამ ალბათ არც იცის რას ნიშნავს ეს ერთი სიატყვა, რომელიც რეალურად ნიშნავდა იმას, რომ ქართველები ერთმანეთს უსურვებდნენ, შემოსულ მტერს (იმ შემთხვევაში მონღოლებს) არ აეყარათ და არ გაეყიდათ სხვა ქვეყანაში. ოსმალეთის ბატონობის დროს, დასავლეთ საქართველოში "ტყვეთა სყიდვის" საშინელმა სენმა ლამის მთელი დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდობა შეიწირა. ასეულობით ქართული სოფელი დაიცალა ახალგაზრდობისაგან. სწორედ ამიტომ, დასავლეთ საქართველოში მთავარ სადღეგრძელოებად მიიჩნეოდა ისეთი სადღეგრძელოები, სადაც ახალგაზრდები, ბავშვები და მომავალი ფიგურირებდა. სხვათა შორის, იმერეთში დღესაც ამბობენ ასეთ სადღეგრძელოს: "ღმერთმა გვაშოროს ფაშები და გაგვიმრავლდნენ ბავშვებიო".. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის ბატონობის პერიოდში, უამრავი ვენახი გაიჩეხა. ალბათ სწორედ ამის ნაყოფია ის, რომ იქაურებმა ვანახი საქართველოსთან გააიგივეს და ვენახისა და ღვინის სადღეგრძელო ძალიან პოპულარული გახდა". ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 დავით კობიძე: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართული სუფრა სწორედ იმ საზოგადოებას დაემსგავსა, რომელშიც ათწლეულების მანძილზე ვცხოვრობდით. საბჭოური უსაქმურობა, არაპრაგმატულობა, არაპროფესიონალიზმი და ფამილარულობა, ქართულ სუფრასა და სადღეგრძელობშიც გამოიხატა. ამას დაემატა ისიც, რომ იმ პერიოდში მასიურად დაიწყო ქართული ღვინის გაყალბება. ნათქვამია: "როგორ ღვინოსაც სვამ, ისეთ სადღეგრძელოებს ამბობო", სწორედ ასე იყო მაშინაც. მაშინდელი ღვინის ქარხნის დირექტორები ოჯახისათვის ნამდვილი და კარგი ღვინის საყიდლად სოფელ-სოფელ დადიოდნენ და რა გასაკვირია, რომ იმ პერიოდის სადღეგრძელოებიც ქარხნებში ჩამოსხმული ღვინის დონისა იყო.. "პურის მჭამელი ხალხის", "კაცობისა და მეობის", "ვინც მოპარვაც იცის და დახარჯვაც" და ასეთი ტიპის სადღეგრძელოები რატომღაც წმინდა ქართულად მიიჩნეოდა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ სადღეგრძელოებს დღესაც გაიგონებთ და არა მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებისაგან.." ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 21, 2014 Report Share Posted June 21, 2014 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted February 15, 2015 Report Share Posted February 15, 2015 ღმერთო,აკურთხე ამქვეყნად ყველა მეგობრის გული, მეგობრისათვის დამდნარი,დამწვარი,დადაგული, არ გამაგონო არასდროს ეს გრძნობა შელახული, შეაძლებინე ყველას მეგობრის სიყვარული." პირჯვარს ვიწერდი ისევ,სულ სათითაოდ გლოცავდით, ჩემი ლამაზი ფიქრებით და მონატრებით გმოსავდით, კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:"სანამ არ არის გვიან, ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან, მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 28, 2015 Report Share Posted July 28, 2015 სავალ გზაზე სილამაზე სანთელივით გენთოს სულ სიკეთე გეთესოს და სიყვარული გემკო თმა და წვერი ბამბასავით დაგფენოდეს თეთრად სიცოცხლესთან სიმრავლესთან სიხარულთან ერთად ღმერთმა მოგცეს ჯანი მთელი მხიარული გული სილამაზე სიკეთე და დიდი სიყვარული ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 20, 2015 Report Share Posted October 20, 2015 “ღმერთ გადღეგრძელას, გამყოფას, მანამ ცა და მზე ასა, მანამდი გადღეგრძელოსა, მანამდე თავის ჯალაფთ არ მოსძულდები, მანამდე გადღეგრძელოსა, მანამდე ჭიანჭველა ქალაქჩი წავოო და იქით 10 მარილის ქვას იყიდის, ციხის წვერსა აიღებსა, მერე კი მოგკლასაო და შვილების ხელლთ დაგმარხასო. ხალხნო, დღეგრძელობა ამ კაცსა, თქვენ - მშვიდობა. მე ვერა ვსთქვი, ღმერთმა ბრძანასა. ღმერთმა აგაშენას, აი დავლიე, მე რა მოგაკელ. ღმერთმა ის შაგისრულოსა, სტუმარმა რაც მოგაკლო“. სტუმრის სადღეგრძელო ხევსურეთში ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 15, 2016 Report Share Posted March 15, 2016 მოდით... იმ გაზაფხულს გაუმარჯოს, სურნელი, რომ ასდის, სიყვარულის და ქალის... მოდით... ყველა, იმ ჯენტლმენს გაუმარჯოს, ვისაც ნიჭი აქვს, ასეთი გაზაფხულის აღქმის... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 15, 2016 Report Share Posted March 15, 2016 "დამისხით ღვინო დამალევინეთ რა მოხდა ამით, წუთისოფელი სიხარულში მინდა გავლიო... ჭიქა რა არის მომაწოდეთ; ამ სავსე ყანწით, ჩვენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო.." ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.