Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

ეკოლოგიური პრობლემები

 

 

 

 

 

ასეთი თემა არ მახსოვს. თუ სადმეა შევუერთოთ. გარემოს დაბინძურება, ტყის განადგურება, ბუნებრივი ეკოსისტემების დანგრევა....წესით ამ სფეროზე ბუნების დაცვას ცალკე მიმართულებები უნდა ჰქონდეს და ეკოლოგების დასკვნების გარეშე არცერთი დიდი პროექტი არ უნდა მტკიცდებოდეს(ჰესების, ახალი ტერმინალების თუ ქალაქების მშენებლობები...)

 

 

ნახეთ რა დღეშია მტკვარი. თბილისის კანალიზაცია მთლიანად მტკვარში ჩაედინება. ხიდი კარგია, მაგრამ თბილისის განავალს გადაჰყურებდე ამ ხიდიდან..ვერაფერი სიამოვნებაა, უკულტურობა თუ არა...

 

http://geo.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/16480-nagvith-savse-mtkvari-ori-qveynis-ekologiuri-problema.html

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

სოფლების მოსახლეობაც სცოდავს. საკუთარ სახლს, რომ ტყიანი ფერდობი გადმოჰყურებს და იმ ტყეს ძირიანად მოჭრი, მეწყერს და უწყლობას უნდა ელოდო აბა რა. ჯერ კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია რომ ეს ქვეყანა ჩვენია ...

 

 

http://geo.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/16497-shuakhevis-sofelshi-metsyerma-saflavebi-tsaleka.html

Link to post
Share on other sites

ძალიან ცუდი ტრადიციაა, ნაგვის მდინარეში ჩაყრა. პრინციპში ახლა სანაგვე ბუნკერები ყველგან დაიდგა და იქნებ ცოტა გამოსწორდეს სიტუაცია.

Link to post
Share on other sites

ძალზე საჭირბოროტო და აქტუალური თემაა !!!!! ეს თემა ცალკე გამოყოფასა და მთავარ გვერდზე ყველაზე გამოჩენილ ადგილას უნდა იყოს !!!!!

Link to post
Share on other sites

ნამდვილად უმნიშვნელოვანესი თემაა!!! და მას, ჩემი შეხედულებით, საქართველოში, არანაირი ყურადღება არ ექცევა.

 

"ნე ვიჟუს" უკეთებენ. ტურიზმის განვითარებაო და არამგონია ტურისტებს დიდ სანაგვეზე სეირნობა სიამოვნებდეთ. არც მაზუთიანი

 

ზღვა და სილიკომანგანუმის ნახერცხი ნარჩენებით გაშავებული მდინარეებია სახარბიელო.

 

დიდ ქალაქებთან არსებული უკიდეგანო ნაგავსაყრელები, კანალიზაციის სისტემების მოუწესრიგებლობა, გამწმენდი ნაგებობების არარსებობა, ქიმიური წარმობის ნარჩენების მდინარეებსი პირდაპირი ჩადინება და .......

 

 

რამაზს იქნებ ვთხოვოთ - ეს თემა ფორუმის მთავარ გვერდზე "მთავარშია" გადასატანი, "ფოტო არქივის" ქვემოთ ცალკე განყოფილებად.

ამ თემაზე უამრავი ქვეთემები წამოიწევა.

Link to post
Share on other sites

ნამდვილად !!! არავის საერთოდ არ აინტერესებს ეს თემა ჩვენს გარდა !!!!! სხვათა შორის ერთ ერთი უმთავრესი პირობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთიან ევროპაში მიღებისას ამ ქვეყნების ეკოლოგიური მდგომარეობა იყო !!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

ერთ საკითხზე შევჩერდები თქვენის ნებართვით:

 

თაფლი, მით უფრო სუფთა და მარგებელია, რაც უფრო მიყრუებული ზონიდანაა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭკვიანი მწერი მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას გაჭუჭყიანებული გარემოსაგან, ზოგჯერ მაინც ტყუვდება და სავალალოდ ასრულებს თავის სამუშაოს.

ჩემი მეგობარი მეფუტკრის პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ ფუტკარმა კსაში დინდგილის ნაცვლად გუდრონი(ბოდიში არ ვიცი ქართულად რა ქვია) მოიტანა. სკები მაგისტრალთან ახლოს ედგა და ზაფხულში ,,ადუღებული" ასფალტიდან აიღო საშენი მასალა...

როცა ზაფხულში რიკოთთან გავივლი და იქ განლაგებულ სკებს ვხედავ(ყიდიან კიდეც იქ თაფლს), ყოველთვის ჩემი მეგობრის შემთხვევა მახსენდება.

 

ამ ამბის მოსმენის შემდეგ ჩემი საფუტკრე ისეთ ადგილზე გადავიტანე, სადაც ავტომობილი კვირაში ერთჯერ გამოჩნდება(ასფალტს ჯვარი წერია და არაა :alfons: ) :patsak:

Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites

რამაზ იქნებ მართლა სჯობდეს დმორალის წინადადების განხორცილება და ამ თემის ცალკე გატანა

Link to post
Share on other sites

ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით იმ მხარის უნიკალური მევენახეობის მიკროზონებისთვის, არაფერს ვამბობ მოსახლეობის გასახლებაზე და სოფლების დატბორვაზე.

დღეს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორია, მაგრამ კილოვატის ფასი კვებეკში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ანუ ამ ჰესების მშენებლობაც(და იმ კუთხის მოშლა) ვიღაცის ჯიბისთვის ხდება მხოლოდ.

 

 

---------------------

 

 

"ნამახვანჰესის" საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება-მშენებლობას "ხიდმშენი" უზრუნველყოფს

 

"ნამახვანჰესის" საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება მშენებლობას სს "ხიდმშენი" უზრუნველყოფს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს "ნამახვანჰესის" საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება-მშენებლობა მდინარე რიონზე, სოფელ ტვიშთან და სოფელ ჟონეთთან.

სს "ნამახვანჰესების კასკადმა" ტენდერი "ნამახვან ჰესის" საექსპლუატაციო მისასვლელი გზების შემადგენელი ხიდების დაპროექტება-მშენებლობაზე მარტში გამოაცხადა.

 

IPN

http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...runvelyofs.html

Link to post
Share on other sites

რამაზ იქნებ მართლა სჯობდეს დმორალის წინადადების განხორცილება და ამ თემის ცალკე გატანა

კი !!!! აუცილებელია ამ თემის ცალკე გამოყოფა და გამოჩენილ ადგილზე დადება !!!!!

Link to post
Share on other sites

- პალიასტომის ტბა, რომელიც მხოლოდ პირობითად შეიძლება ჩაითვალოს

მტკნარი წყლის ჰაბიტატად რადგანაც იგი დღესდღეობით უკვე მარილიანია,

თუმცა მასში ჯერ კიდევ ბინადრობენ მტკნარი წყლის სახეობები.

 

საქართველოს თევზების უმეტესობისათვის საკონსერვაციო სტატუსი არ არის

დადგენილი. ორი სახეობა: შავი ზღვის ორაგული (Salmo trutta labrax) და

ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio) შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო

კავშირის წითელ ნუსხაში. სავარაუდოა, რომ ატლანტური ზუთხის გარდა ყველა

დანარჩენი ზუთხისებრიც საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშეა.

მტკვრისა და კოლხეთის ენდემების საკონსერვაციო სტატუსის დადგენა შემდგომ

კვლევას მოთხოვს.

 

კონსერვაციული თვალსაზრისით საყურადღებოა შემდეგი მნიშვნელოვანი

ჰაბიტატები:

- მდ. მტკვრის ზედა წელი

- მდ. ჭოროხის აუზი

- პალიასტომის ტბა

- მდ. რიონის ქვემო წელი (ზუთხისებრების ტოფობის ადგილები)

- ბებესირის ტბა

 

ძუძუმწოვრებზეც საინტერესო ინფორმაციაა.

 

წყარო-

http://www.chm.moe.gov.ge/webmill/data/file/Fauna_geo.pdf

Link to post
Share on other sites

სოფლების მოსახლეობაც სცოდავს. საკუთარ სახლს, რომ ტყიანი ფერდობი გადმოჰყურებს და იმ ტყეს ძირიანად მოჭრი, მეწყერს და უწყლობას უნდა ელოდო აბა რა. ჯერ კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია რომ ეს ქვეყანა ჩვენია ...

 

 

http://geo.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/16497-shuakhevis-sofelshi-metsyerma-saflavebi-tsaleka.html

კომუნისტების დროს ყველამ კარგად ვიცით როგორი ტყეებიც იყო (ხელდაუდებელი) ახლა რა ქნან? რითი გათბნენ? დიზელის საწვავი ძვირია ნავთზე ხო ზედმეტია საუბარი, გაზიც არაა იაფი თან თუ ამ სოჩიკებით გათბებიან ხომ იცით როგორც წერს. ახლა კიდე ვიღაცა ნაბიჭვარი ჩინელი და თურქი რო დაგიწყებს ბატონობას და ტყეში აღარ გიშვებს მოვჭრი კი არა სულ გადავწვავ.

ან რა მნიშვნელობა აქვს გლეხისთვის სიცივე მოკლავს თუ მეწყერი? ყველა უკვე ერთი დღით ცხოვრობს ამ ცხოვრების შემყურე

Link to post
Share on other sites

კომუნისტების დროს ყველამ კარგად ვიცით როგორი ტყეებიც იყო (ხელდაუდებელი) ახლა რა ქნან? რითი გათბნენ? დიზელის საწვავი ძვირია ნავთზე ხო ზედმეტია საუბარი, გაზიც არაა იაფი თან თუ ამ სოჩიკებით გათბებიან ხომ იცით როგორც წერს. ახლა კიდე ვიღაცა ნაბიჭვარი ჩინელი და თურქი რო დაგიწყებს ბატონობას და ტყეში აღარ გიშვებს მოვჭრი კი არა სულ გადავწვავ.

ან რა მნიშვნელობა აქვს გლეხისთვის სიცივე მოკლავს თუ მეწყერი? ყველა უკვე ერთი დღით ცხოვრობს ამ ცხოვრების შემყურე

აი ესაა ყველაზე დიდი საშინელება ,ადამიანი ერთი დღით რომ ცხოვრობს და მომავლის არა ნაირი იმედი არა აქვს....აქედანაა ყველაფერი.... :( :( :(

Link to post
Share on other sites

აი ესაა ყველაზე დიდი საშინელება ,ადამიანი ერთი დღით რომ ცხოვრობს და მომავლის არა ნაირი იმედი არა აქვს....აქედანაა ყველაფერი...

კი გეთანხმები საშინელებაა მარა სამწუხაროდ მწარე რეალობაა

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

24 საათი 31.01.12

 

აჭა­რის რე­გი­ონ­ში, მდი­ნა­რე კინ­ტ­რიშ­ზე "კინ­ტ­რი­შა ჰესს" ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია "ჰიდ­რო დე­ვე­ლოპ­მენტ კომ­პა­ნი" ააშე­ნებს.

 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის, ფლო­ბი­სა და ოპე­რი­რე­ბის შე­სა­ხებ ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მი უკ­ვე გა­ფორ­მ­და. ჰე­სის დად­გ­მუ­ლი სიმ­ძ­ლავ­რე 5 მე­გა­ვა­ტია, კომ­პა­ნია კი პრო­ექ­ტ­ში 8 მლნ აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებს. ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ, მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, "ჰიდ­რო დე­ვე­ლოპ­მენტ კომ­პა­ნი" ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტ­ში და­იწყოს და 2014 წლის ივ­ლის­ში და­ას­რუ­ლოს. "კინ­ტ­რი­შა ჰე­სი" ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ვა.

 

http://24saati.ge/index.php/category/business/2012-01-31/24741

 

 

–„კინტრიშის ნაკრძალს აქვს დაცული ტერიტორიების უმაღლესი სტატუსი, იქ არანაირი სამეურნეო სამუშაოები არ შეიძლება. ეს მშენებლობა კი, მართალია, მის ტერიტორიაზე არაა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია და გავლენას აუცილებლად მოახდენს. გარდა ამისა, მთელს შავიზღვისპირეთში შავი ზღვის ორაგულის აღწარმოებისათვის ვარგისი მდინარე მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი. ესენი ბზიფი, კოდორი, მაჭახელა და კინტრიში. ბზიფში რა ხდება არ ვიცით, კოდორი სოჭში მიმდინარე მშენებლობის ინერტული მასალებით მომარაგების ცენტრად იქცა, მაჭახელაზე ჰესი შენდება და უკანასკნელი იყო კინტრიში. თუმცა, ახლა ესეც იკარგება“, – აცხადებს გუჩმანიძე.

 

http://www.tspress.ge/ka/site/articles/11597/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1.htm

 

ნეტა აქ მაინც გააკეთებდნენ თევზგამტარებს. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ნახეთ რა მძიმე სიტუაციაშია ჩვენი ეკოლოგია და ზოგადად ბუნება

 

 

http://www.kvirispalitra.ge/public/13065-qtslis-sapatio-mchekhveliq-khethaguri-da-yvelaze-gularkheini-khachidze.html

Link to post
Share on other sites

''ჩინელებისთვის'' ნაჩუქარი საქართველოს ტყე. ჩინელები კი არა ბენდუქიძისაა. სადამდის????

 

 

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1457

Link to post
Share on other sites

დავით, წინა გვერდზე "ნაკრესი"-ს მოხსენება რო დადე, ეგ რომელი წლის მოხსენებაა ხომ არ იცი?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...